Batumelebi | კოვიდზე საქართველოში აცრილ მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ სჭირდება კოვიდზე საქართველოში აცრილ მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ სჭირდება – Batumelebi
RU | GE  

კოვიდზე საქართველოში აცრილ მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ სჭირდება

საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება – გადაწყვეტილება 24 ნოემბერს მიიღო საკოორდინაციო საბჭომ.

ასევე, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლისას ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არის PCR ტესტის წარდგენის საჭიროება.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილი კოვიდზე, ისინი საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს – სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას, თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com