მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე: არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა

30.11.2018
თორნიკე რიჟვაძე: არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა

დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში, გასვლით სხდომაზე არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობამ ადეკვატური დასკვნები გააკეთა:

„მთლიანად გუნდი, ხელისუფლება, მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად.

სწორედ ამიტომ, არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ყურადღება და მიღებული იყოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

30 ნოემბერს აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული კახური მეღვინეობის ქარხანაში შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამ სხდომის დახურვასაც აპირებდა. ქედაში ჩასული ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრნენ სხდომას, შემდეგ კი სხდომა დაიხურა.

________

მთავარ ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: