რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ჯამბულ, რა …

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჩიქოვანი 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო. მას შემდეგ, რაც ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის ვიცე-მერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთ წელზე მეტ ხანს …

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის …

„ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით გათავისუფლდებიან გადასახადისგან – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისაგან 5 თვის ვადით. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათმა მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა, რომ შესაბამისი შეღავათები გაავრცელონ იქ მომუშავე ადამიანებზე,“ …

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა. გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა. 9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, …

დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს

„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა …

გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

ბათუმელმა გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა დღეს, 9 ივნისს, მას შემდეგ დაიკავა აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის სავარძელი, როცა სხდომათა დარბაზი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დატოვა. დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აბარებს. მას გარემოვაჭრეები უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ, მათ გამოფინეს ტანსაცმელი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. „ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ალტერნატივა, თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა სამსახური, …

გარემოვაჭრეები რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმლით დახვდნენ

ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებსაც მუშაობის უფლებას ფალავანდიშვილის და წერეთლის ქუჩებზე არ აძლევენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან დახვდნენ. დღეს, 9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს. „აქ გამოვფინეთ ჩვენი ტანსაცმელი, გვითხრან, სად წავიღოთ და რა ვქნათ? 500 ლარით დაგვაჯარიმეს, რამდენიმეს ტანსაცმელი ჩამოართეს,”- აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. რამდენიმე გარემოვაჭრემ საჯარო სხდომაზე …

რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება

აჭარაში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დღეს, 5 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე. „ეს არის  ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ – ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას …

ქალებს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, აჭარის მთავრობა არ დაეხმარება

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევრად დარჩნენ, ფინანსურად არ დაეხმარებიან. „ფულად კომპენსაციებზე მუშაობს ცენტრალური მთავრობა და, როგორც ვიცით, 1200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა მოქალაქეებზე, ვინც სამუშაო დაკარგა“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ინიციატივა არ ეხება თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან …

„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ?“ – რიჟვაძე მორიგი დახურული სხდომის შემდეგ 

„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ? კრიტიკა როცა არსებობს, ეს კარგია,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი დახურული სხდომის შემდეგ და ჟურნალისტების დარწმუნება სცადა იმაში, რომ კარს მიღმა ექსპერტებმა მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს. თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, ექსპერტებს შეხვდა და „ანტიკრიზისულ გეგმაზე“ ესაუბრა. შეხვედრა სავაჭრო პალატაში შედგა და არა აჭარის მთავრობაში, სადაც ტრადიციულად სხდომები დახურულია. …

რიჟვაძე იმ უკანონო მშენებლობებზე, რომლებსაც ბათუმის მერია ვერ ამჩნევს

„თუ არ არსებობს ჯეროვანი ზედამხედველობა და აღსრულება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს… თუ არსებობს რაიმე ნიშნები, ამას გამოიკვლევენ,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ შეფასება – რასთან გვაქვს საქმე, როცა პანდემიის დროს ქალაქის ცენტრში შენობას უკანონოდ სართულს ადგამენ, უკანონოდ აშენებულ რვა სართულს კი, რეესტრში არეგისტრირებენ? როგორ ხდება ასე, როცა უკანონოდ რვა სართულს …

„არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას“ – „გამჭვირვალობა“ რიჟვაძის განცხადებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმარა  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით და ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად მოიხსენია. „არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედიასაშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, …

რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული. საუბარია თანამდებობის 6 პირზე. „2019-2020 წლებში წარდგენილ ქონებრივი  დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა …

თორნიკე რიჟვაძე პლაჟზე „რბილი ზედამხედველობის“ შესახებ – covid 19

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება და აქ ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხო გარემოს შესთავაზებენ – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პერმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე  ტურიზმის გახსნის გეგმა წარადგინეს. სხდომას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც. სხდომის დასრულების შემდეგა ჟურნალისტებმა კითხვები მასაც დაუსვეს. ერთ-ერთი  შეკითხვა პლაჟზე დისტანცირების შესახებ იყო, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილი სოფლები გაიხსნება – რიჟვაძე

დღეს, 7 მაისს, თბილისში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქობულეთის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნება. „უკვე ერთი კვირაა აჭარაში აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქობულეთის ოთხი სოფელი 12 აპრილის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია. 4 ადმინისტრაციულ ერთეულში …

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა გადაეცემა – რიჟვაძე

დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობამ უკვე დაასრულა მუშაობა საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება. „ამ ბიუჯეტში ნათლად ვხედავთ და ვგრძნობთ იმ მძიმე შედეგებს, რომელიც მოჰყვება კრიზისს როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორებთან მიმართებაში. ტურისტულ სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის …

ბათუმში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

„დღეს გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას“ – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საგანგებო ბიუჯეტს განსახილველად და დასამტკიცებლად. „საგანგებო ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება რესურსები ჯანდაცვის მიმართულებით, იმ მარაგების შევსებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღჭურვისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან …

ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. „აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან ერთი მესამედი ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. პანდემიას  როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე …

ბათუმში სპეციალურ ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის შესასვლელში განთავსდება სპეციალური ბლოკ -პოსტები, სადაც ყველა მოქალაქე ბათუმში შემოსვლისას თერმოსკრინინგს გაივლის ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინიტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმნომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში სპეციალური ბლოკ-პოსტების განთავსებაზე დღეს ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით ბლოკ-პოსტების მოწყობაში …

როგორ დაეხმარება აჭარის მთავრობა covid19-ის გამო უმუშევრად დარჩენილებს – რიჟვაძის განცხადება

დღეს, 20 მარტს, 10:00 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  განცხადება გააკეთა კორონავურისით გამოწვეულ შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე და აღნიშნა, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი. „კარგად გვესმის, რომ  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არის უამრავი ყოფითი პრობლემა, კარგად გვესმის, რომ მძღოლები, რომლებსაც შევუზღუდეთ მუშაობა, ისინი და მათი …

ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 19 მარტს, გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მან უკვე მისცა დავალება აჭარის ფინანსნთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „ბათუმის ბულვარს“ იმაზე, რომ „მოახდინოს საშეღავათო პირობების შემუშავება ბულვარში განთავსებულ ობიექტებთან დაკავშირებით“. „ვეცდებით მაქსიმალურად, რომ გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, შექმნილი ფორსმაჟორული …

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ მოხუცებს „სასურსათო კალათას“ გაუგზავნის

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მედიკამენტების გაგზავნას აპირებს – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს განაცხადა ბრიფინგზე. „ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევ საზოგადოებამ, მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იზოლაციისთვის და ის რისკები, რაც უკავშირდება ამ ვირუსის გავრცელებას, მინიმუმამდე შევამციროთ… აჭარაში დღის წესრიგში დადგა სასურსათო კალათის შემუშავება და ამის ფარგლებში …

„კაფეებსა და რესტორნებს მოვუწოდებ აამუშაონ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას გამოეხმაურა კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „მე მინდა რეგიონში ოპერირებად კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოვუწოდო და ვთხოვო, მიიღონ მთავრობის ეს რეკომენდაცია, გაატარონ და განახორციელონ მხოლოდ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების …

არ ჰქონდეს ადგილი საკვებ პროდუქტებზე ფასების სპეკულაციურ ზრდას – თორნიკე რიჟვაძე

„არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენს ფასების ზრდას,“ – განაცხადა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის რეგიონში საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე „არც შეფერხება გვაქვს და არც გამოწვევა“. „თუმცა, მინდა, …

რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

დასაქმების არსებული მონაცემების მიუხედავად, რატომ დანიშნეს ერთი და იგივე ადამიანი ორი სახელმწიფო შპს-ს დირექტორად? – კითხვა დღეს, 28 თებერვალს, თორნიკე რიჟვაძეს დავუსვით. საუბარია ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც აქამდე შპს „სტადიონს“ ხელმძღვანელობდა, 20 თებერვალს კი, ის შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ამ ორგანიზაციამ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოაწყოს. „პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს, არის დაახლოებით 300 მილიონზე …

თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს

„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ვებრძოლოთ ნაცბოტებს და ნაცტროლებს. არავის მივცემთ საშუალებას, ამ ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიოს,“ – აღნიშნა დღეს, 28 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მას ტრადიციულად დახურული მთავრობის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებმა მხარდამჭერების მობილიზების შესახებ ვკითხეთ. 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა …

ლაიქების ომი და მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები მთავრობაში

წუხელ [25 თებერვალი] აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტების ფეისბუქჩატში დაწერა: „თქვენი დახმარება საჭირო იქნება როგორც თავმჯდომარის, ასევე იმედის გვერდზეც“. მას შეეშალა – პრესცენტრის თანამშრომელი სინამდვილეში მიმართავდა არა ჟურნალისტებს, არამედ „ჩვენებს“. ის მომხრეებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თორნიკე რიჟვაძის ლაივზე „საბრძოლველად“ ანუ კომენტარების დასაწერად მოუხმობდა. მოწოდება ჟურნალისტების საერთო ჩატიდან რამდენიმე წამში წაშალეს. თუმცა ჟურნალისტებს ამ ჩანაწერის …

უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, არსებული ნებართვის პირობებში რამდენ სართულზეც არის თანხმობა, უნდა აშენდეს იმდენი, არც მეტი და არც ნაკლები ერთმნიშვნელოვნად“  – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორ ბათუმის“ სამშენებლო პროექტის მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით. კომპანიამ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, შეთანხმებული ოთხსართულიანი პროექტის [ამას ემატება სამი სართული მიწის ქვემოთ] კიდევ 11 სართულით გაზრდა …

„მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნარინჯისფერი რთველი იყოს ზედმეტი შეფერხებების გარეშე ჩატარებული. ამიტომ, დღესვე უკვე ყველა ოჯახის დონეზე განუმარტეთ, სად შეიძლება არასტანდარტული მანდარინის მიღება,“ – მიმართა აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტიტე აროშიძეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს. მთავრობის თავმჯდომარემ ახსენა „მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც“ და დასძინა, რომ ფერმერებს სჭირდებათ განმარტება, სად შეუძლიათ მანდარინის ჩაბარება. …

როგორ შეარჩია აჭარის მთავრობამ ადამიანები, რომლებსაც ბინები უფასოდ გადასცა

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ხუთ მოქალაქეს აჭარის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ბინა გადასცა. ბათუმში საცხოვრებელი ბინები მიიღეს: სპორტსმენმა ლაშა გობაძემ, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „არსიანის“ დირექტორმა – ოთარ მიქელაძემ, ფსიქოლოგმა და მრავალშვილიანმა დედამ – შორენა დოლიძემ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ჯუმბერ ნინიძემ და მსახიობმა მამუკა მანჯგალაძემ. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ დამსახურებული ადამიანებისთვის ბინების გადაცემა …

„ცუდია ეს თუ კარგი?“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმზე, სადაც „მშენებლობების სიმაღლე არ იზღუდება“

„არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება, რომელიც ჩვენს რეგიონს, ქალაქს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას და მიმზიდევლობას მატებს. მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას – გამომცემლობა „ფორბსმა“ ბათუმი შეიყვანა ევროპის ხუთეულში, საინვესტიციო ქალაქებში. ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი და ეს უკვე გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ბათუმი გავხადეთ ევროპის …

თორნიკე რიჟვაძე: ვუსამძიმრებ ოჯახს… მჯერა, ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი

აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქზე 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახსა და საზოგადოებას უსამძიმრებს. „შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას,“ – წერს თორნიკე რიჟვაძე. 15 წლის ლუკა სირაძე …

აჭარის ეკონომიკის მინისტრი: თუ სურვილი გაქვთ, გზა თქვენ მოაწყვეთ

რამდენიმე კომპანიას და, მათ შორის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები გადაუვადეს აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. უცნობია, იმსჯელეს თუ პირდაპირ დაუჭირეს მხარი ამ საკითხებს მთავრობის წევრებმა, რადგან მთავრობის სხდომა დღეს, 29 ნოემბერს, ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. რატომ გადაუვადეს 8 თვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება „ენერგო-პრო ჯორჯიას“? – ვკითხეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების …

„შენწადი“ – თორნიკე რიჟვაძეს აქციის მონაწილეებმა ჩემოდნები მიუტანეს

დღეს, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ალტერნატივა“ და „შეცვალე“. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათ მთავრობის სახლის წინ, სადაც ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გამართეს აქცია-პერფორმანსი  – „შენწადი“. აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს ჩემოდანი მიუტანეს და უთხრეს, რომ წავიდეს. „ქართული ოცნების მამამარჩენალმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და გაგვიშვა ქვეყნიდან. …

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

დღეს, 11 ნოემბერს, აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ დამტკიცდა „ოცნების ქალაქში“ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი და მალე ტენდერიც გამოცხადდება. დღევანდელ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა კომენტარი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზეც, სადაც წერია, რომ აჭარის მთავრობა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის სახელმწიფო ქონებას. „ჩვენ ამ ნაწილში გაგვიჭირდება დეტალებში შევიდეთ, …

Exit mobile version