სამომხმარებლო კალათა განახლდა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. 

 

ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოდელს განიხილავენ

 

 

დღეს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ” საბჭოთა ანაბრების საკითხზე კვლევა წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რადგან საქართველომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აღიარა, მისი გასტუმრების გზებზეც უნდა იფიქროს. 

შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

<!** Image 1 align="left" width="300" height="504" > 

შემოსავლების სამსახური აჭარაში უშუქობით გამოწვეულ პრობლემას ეხმაურება და შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

 

„9-14 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო, აჭარის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები. 

 

თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან“.

 

ცნობილია, რომ აჭარაში უშუქობის გამო სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება ვერ ახერხებდა საკასო აპარატის დამუხტვას, რის გამოც გაყიდული პროდუქციის აღნუსხვას, ანუ შესაბამისი ჩეკის ამობეჭდვას ვერ ახერხებდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უშუქობის დღეებში ინტენსიურად აკვირდებოდნენ სავაჭრო დაწესებულებებს და ბევრი მათგანი სწორედ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ სალარო აპარატიდან ქვითარი არ ამობეჭდა. 

„სოკართან“ დაპირისპირებულები

 

რიგში დგომით გაწამებული ადამიანები, ხელოვნურად გაზრდილი ფასები, დამპალი მილებით აშენებული გაზგაყვანილობა, რაც მოსახლეობას შემდეგში პრობლემას შეუქმნის, – ეს არასრული ჩამონათვალია იმისი, რასაც კომპანია „სოკარს“ ედავებიან. ამის საპასუხოდ „სოკარში“ ამბობენ, რომ ბრალდებებს ერთადერთი საფუძველი აქვს – „ვიღაცას მათ აშენებულ სახლში ოთახი მოუნდა“. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და შემცირებული ექსპორტი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2014 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მაჩვენებლებს აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2013 წელთან შედარებით 5 პროცენტით გაიზარდა; ექსპორტმა 2 პროცენტით იკლო, ხოლო იმპორტის მატებამ 7 პროცენტი შეადგინა.

ახალი ნორმები – ჩამოწერილი დავალიანებები, საურავები და ჯარიმები

 

2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი ნორმები, რომლითაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ზოგიერთი საგადასახადო დავალიანება, საურავები თუ ჯარიმები ჩამოეწერება. ეტაპობრივად შემცირდება საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა; შესაძლებელი ხდება დავალიანების დაფარვის  გადავადებაც გარანტიების წარდგენის გარეშე.

რატომ შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი 40 მილიონით

 

ქალაქის ინფრასტრუქტურა მომავალი წლის პრიორიტეტებს შორისაა, თუმცა დაფინანსება ამ კუთხით წინა წლებთან შედარებით არ იზრდება, არც ახალი დიდი სამშენებლო პროექტებია დაგეგმილი, ძველი გაგრძელდება. პრიორიტეტებს შორისაა ჯანმრთელობის დაცვა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 2 მილიონნახევარი ლარით იზრდება, აქედან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ახალი პროგრამა c ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა იქნება. სამაგიეროდ მილიონი ლარი მოაკლდება ქალაქის გამწვანებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. კიდევ ერთი სიახლე – მერიის ბიუჯეტიდან  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს წაახალისებენ. 

სახელმწიფო ქონებას ახალდაფუძნებული კომპანიები ყიდულობენ

 

კომპანიები, რომლებმაც აჭარის მთავრობისგან სახელმწიფო ქონება 2014 წლის ბოლოს პირობადებული აუქციონის წესით შეისყიდეს, უმეტესწილად აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე დარეგისტრირდნენ.

 

ხაბაძის განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ პროექტი განახლდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყება. ამის თაობაზე არჩილ ხაბაძემ განცხადება დღეს, 24 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონში“ განაცხადა, სადაც მთავრობა ორწლიანი მუშაობის ანგარიშზე პრეზენტაციას აკეთებს.  

ჟილინის არხი – სამუშაოები წინასწარ გათვალისწინებულ გრაფიკს ჩამორჩა

 

ჟილინის არხის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ძლიერი წვიმის დროს ბათუმის ქუჩები აღარ დაიტბორება. ახალმა სისტემამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოხსნას. სამუშაოებს შპს “ჰიდრო” აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.

“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია ევროპიდან

 

ავსტრიული საინვესტიციო კომპანია, რომელიც აჭარაში 105-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. პროექტი ერთ სივრცეში სასტუმრო-საცხოვრებელი და გასართობი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობას საინვესტიციო კომპანია “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია “საქტურ კურორტი” განახორციელებს, რომლის წილების ნაწილი 2013 წელს გასხვისდა.

„აჭარის მთავრობამ ორ მილიარდამდე ღირებულების ინვესტიციის განხორციელება შეაფერხა”

 

დღეს, 10  სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „INVEST GUARD“-ის დამფუძნებელმა ჯემალ ბერიძემ იმ ინვესტიცების შესახებ ისაუბრა,  რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, აჭარის მთავრობის მიზეზით  ვერ მოხერხდა რეგიონში. ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ ამ ინვესტიციების ღირებულება ჯამში 1, 923, 290, 000 დოლარია. 

რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებით

 

 

საქართველოს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის სამრეწველო პალატაში ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს შეხვდნენ.

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

 

 

ეს ყველაფერი გასულ კვირას სოფელმა ბუთურაულმა გააერთიანა. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში 3000 კვ/მეტრზე ამერიკული მოცვი ყვავის. ნაკვეთის თავში კი დიდი საინფორმაციო დაფა მიგვანიშნებს, რომ ნაკვეთი სადემონსტრაციოა და მას ადგილობრივ გლეხებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ. 

ზაფხულში ჩარტერული რეისები გაიზრდება

 

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ბათუმის აეროპორტში ჩარტერული რეისების რაოდენობა გაიზრდება. გასულ წელს ჩარტერული ფრენა მხოლოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავადან ხორციელდებოდა, წელს კი ვარშავას პოლონეთის კიდევ ორი ქალაქი – კატოვიცე და პოზნანი დაემატება. იქნება რეისები უკრაინიდან და ისრაელიდან. ტურისტები ჩარტერული რეისებით ქუთაისის აეროპორტშიც ჩამოდიან, რომელთა უმეტესობა სწორედ აჭარას სტუმრობს. 

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განმარტება მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით

 

“ბათუმელების“ ვებგვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „მიწები 1 ლარად, მშენებარე ჰესებისთვის“, რომელიც ძირითადად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებას ეყრდნობოდა, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გამოეხმაურა.  კომპანიის განმარტებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.

შემოტანილი თევზი – საკალმახე მეურნეობების პრობლემა

 

მეთევზეები, რომლებიც აჭარის სოფლებში კალმახს აწარმოებენ, ამბობენ, რომ საქმის გაგრძელებას აზრი ეკარგება – ერთი კილოგრამი კალმახის ფასი ბაზარზე თითქმის იმდენივეა, რაც მისი წარმოებისთვის იხარჯება. სახელმწიფო პროგრამა დარგის განვითარების ხელშეწყობას არ ითვალისწინებს, ადგილობრივი მეწარმეები კი ამბობენ, რომ მათ პროდუქცია ექსპორტზე შემოსულ იაფ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევს.

 

 

 

მიწები 1 ლარად მშენებარე ჰესებისთვის

 

საქართველოს მთვრობის მორიგი გადაწყვეტილებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 ლარად, 318 ათასი კვ/მ მიწის ფართობი გადაეცა.

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

 

ამ კვირას ბათუმში ჩამოვა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილ სპეციალურ კომისიას ანგარიშს წარუდგენს. კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განკარგულების სისრულეში მოყვანის მიზნით შეიქმნა, რომლითაც აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში წყალმომარაგება ცენტრალური ხელისუფლების (შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“) ხელში გადადის. კომისიამ პირველი შეხვედრა თბილისში გამართა. „ბათუმელები“ ამ კომისიისა და ბათუმის საკრებულოს წევრს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს დაუკავშირდა.

სესხი ტურისტული ბიზნესისთვის მთავრობის თანაგადახდით

 

აჭარის მტავრობის პრეს სამსახურის ცნობით, ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იწყებს პროგრამას კერძო ბანკთან ერთად, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობენ სესხს.


<!** Image 1 align="left" width="300" height="510" >

გადამწვარი ნათურები და მწვანე შუქი ბიზნესში

 

ნათურის ხარისხზე პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად, არავინ იღებს


ქვეყანაში არ არსებობს შიდა სტანდარტი, რომელსაც ნათურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს და წესი, რომელიც იმპორტიორს საბაჟოზე შესაბამისობის დოკუმენტის წარდგენას დაავალდებულებდა. ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში 220 მილიონი დოლარის სხვადასხვა სახის ნათურაა შემოტანილი. 


 

სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ  გაზეთბათუმელებისახალ ნომერში




 

აჭარის მთავრობამ ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს საინვესტიციო პირობები შეუცვალა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ბიზნესმენმა ირის ბორჩაშვილმა აჭარის მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებიდან მხოლოდ ერთი დაარღვია. მინისტრის განცხადებით, პირობის დარღვევის მიზეზი ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობა გახდა.  

დროში გაყინული ფული

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია სამთავრობო სტრუქტურებისგან

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტი არ გაჩერებულა; აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დაიწყოს; გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაგავსაყარის მშენებლობისთან საჭირო გეზშ-ს დასამტკიცებლად მათთვის ჯერ არ მიუმართიათ. სახელმწიფო აუდიტი კი პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის აუთვისებლობის გამო, სასესხო ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის არამიზნობრიობაზე საუბრობს.

1 აპრილიდან სახელმწიფო დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყებს

 

მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით 2013 წელს დარიცხული აქვს წლის განმავლობაში მაქსიმუმ  6000 ლარი (ანუ წლის განმავლობაში ხელზე აღებული აქვს მაქსიმუმ 4800 ლარი) მას სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს. ხოლო, მათ, ვისაც ხელზე აღებული აქვს 4800 ლარზე ნაკლები, თანხა დაუბრუნდებათ შესაბამისად, 360 ლარზე ნაკლები.  

ქონება იაფად და სასათბურე პირობები ბიზნესში

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის განმავლობაში პირობიანი აუქციონის გზით რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ქონება მთლიანობაში 1 711 665 ლარად გაყიდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს კომპანიების უმრავლესობა ვერ ასრულებს. ბევრმა მათგანმა უკვე მიმართა აჭარის მთავრობას ვალდებულების შესრულების გადავადების თხოვნით. თანხმობა თითქმის ყველამ მიიღო.

 

აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

 

2012-2013 წლების ფინანსური მონიტორინგის ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროებს არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ მიუთითა. შეფასებაში სიტყვები: „სარისკო“, „არამიზნობრივი“, „გადახრა“ და „უხარისხო“  სჭარბობდა. 

„შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის ფორმირება“ – პროექტის პრეზენტაცია

 

21 თებერვალს ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პროექტის პარტნიორები თურქეთიდან. 


სურსათი ეტიკეტის გარეშე – ჯარიმა 400 ლარიდან

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 300 ლარით.

სარეკლამო სტატიებში დახარჯული ფული და შედეგები

 

ყოველწლიურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უცხოეთში ბათუმის, როგორც კურორტის რეკლამირებისთვის, ორ მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ფესტივალებისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა უცხოურ ბეჭდურ ჟურნალებსა და პოპულარულ ტურისტულ საიტებზე გამოქვეყნებული ილუსტრირებული სარეკლამო სტატიები ბათუმზე აჭარის ტურიზმის დეპატამენტის ერთ-ერთი სარეკლამო მიმართულებაა. 

ნაკვეთი იჯარით – 36 ათასი ლარი წლიურად

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 7-წლიანი სარგებლობის უფლებით, ბულვარში, ზღვის პირას, ანბანის კოშკის მიმდებარედ, 1491 კვ/მ მიწის ნაკვეთს ასხვისებს.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები

გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის დატანა მიმდინარე წლიდან სავალდებულოა. ხოლო შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში აიკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა საქართველოში. როგორ აისახება ეს ყველაფერი იმპორტსა და ბაზარზე? შეიქმნება თუ არა დეფიციტი და გაძვირდება თუ არა პროდუქტი? 

ხეების ჩამკეტი ბორდიურები 240 519 ლარად

 

 

ხეების ირგვლივ ტროტუარებზე ჩამკეტი ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 240 519 ლარია.  

აჭარაში წლიურად 146 მილიონ კვერცხს მოიხმარენ

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის ფერმერულ მეურნეობებში 119 ათასამდე ფრთა ფრინველი ირიცხება და წლიურად საშუალოდ 9,3  მილიონამდე კვერცხი იწარმოება.  

ბონის ყოფილი საავადმყოფო გასხვისდება

 

ბათუმში, გოგოლის ჩიხში მდებარე ბონის ყოფილ საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 20-წლიანი იჯარით გაასხვისებს.

არის თუ არა „მეგა პალასის“ მფლობელი არჩილ ხაბაძის მეგობარი?

 

დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, რობერტ ჩხაიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით შპს „მეგა პალასის“ მფლობელები, რომლებსაც აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით მიწა გადასცა, არჩილ ხაბაძის მეგობრები არიან. 

გაზიფიცირება 20 დღეში, განვადებით

 

„სოკარ ჯორჯია გაზი“ 2014 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე (ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა №20-ში), გამართავს ბრიფინგს მოსახლეობაში მიმდინარე ინდივიდუალური გაზიფიცირებისა და განვადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Exit mobile version