სიახლეები

შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

03.02.2015
შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

 

შემოსავლების სამსახური აჭარაში უშუქობით გამოწვეულ პრობლემას ეხმაურება და შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

 

„9-14 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო, აჭარის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები. 

 

თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან“.

 

ცნობილია, რომ აჭარაში უშუქობის გამო სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება ვერ ახერხებდა საკასო აპარატის დამუხტვას, რის გამოც გაყიდული პროდუქციის აღნუსხვას, ანუ შესაბამისი ჩეკის ამობეჭდვას ვერ ახერხებდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უშუქობის დღეებში ინტენსიურად აკვირდებოდნენ სავაჭრო დაწესებულებებს და ბევრი მათგანი სწორედ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ სალარო აპარატიდან ქვითარი არ ამობეჭდა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: