რუსეთი ხერსონში ძალებს მობილიზებულებით აძლიერებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი საკუთარი ძალები რუსეთმა სავარაუდოდ მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა, თუმცა უწყების შეფასებით, ეს დანაყოფები ცუდადაა მომზადებული და დაუკომპლექტებელია. „2022 წლის სექტემბერში რუსი ოფიცრები ასეულებს ხერსონის მიმართულებაზე აღწერდნენ, როგორც 6-8 ადამიანისგან შემდგარ დანაყოფებს, მაშინ, როდესაც ასეულში დაახლოებით 100 ადამიანი მაინც უნდა იყოს,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 28 ოქტომბრის …

კრემლი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება რეგიონულ ჩინოვნიკებზე გადაიტანოს – დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აფასებს, რატომ ცდილობს კრემლი, ახლახან გამოცხადებული „სამხედრო მდგომარეობისა“ და „განგაშის რეჟიმების“ პროცესში რეგიონული მთავრობები ჩართოს. 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუტინმა თქვა, რომ რუსეთის რეგიონებში „უსაფრთხოების ზომების შემუშავებას“ კოორდინაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გაუწევს. მიშუტინის განცხადება მოჰყვა ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომლითაც ანექსირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობა“, სხვა რეგიონებში კი „მაღალი განგაშისა“ და „საშუალო …

საბოტაჟის 6 შემთხვევა რუსეთის რკინიგზაზე – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, 24 ოქტომბერს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ რკინიგზა დააზიანა სოფელ ნოვოზიბკოვოსთან, 15 კილომეტრში რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან. ეს მთავარი სარკინიგზო ხაზია რუსეთსა და სამხრეთ ბელარუსს შორის. ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო რუსულმა ანტისაომარმა მოძრაობამ „შეაჩერე ვაგონები“. „ეს არის რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის სულ მცირე მეექვსე შემთხვევა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ივნისის …

რუსეთმა უკრაინაში 23 გამანადგურებელი K52 დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა სულ მცირე 23 გამანადგურებელ-მოიერიშე ვერტმფრენი Ка-52 (HOKUM) დაკარგა. უწყების ცნობით, ეს არის 25% რუსეთის საავიაციო პარკისა, რომელშიც 90 Ка-52 შედიოდა და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების საერთო დანაკარგის თითქმის ნახევარი. „სავარაუდოდ, რუსეთის გამანადგურებელ ვერტმფრენებს განსაკუთრებით უკრაინული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აზიანებს. რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს ჰაერში უპირატესობის მოპოვებას, რათა საიმედო …

რუსეთი შორს მოქმედი შეიარაღების მწვავე დეფიციტი აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში დიდი რაოდენობით ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს ხარჯავს და ამ დრონებით ანაცვლებს მაღალი სიზუსტის შორსმოქმედ შეიარაღებას, რომლის მწვავე დეფიციტიც აქვს. უწყების შეფასებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სულ უფრო ეფექტიანი ხდება ირანული „შაჰედების წინააღმდეგ“. „ოფიციალური წყაროების, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ძალებმა თავდასხმების 85 % გააუვნებლეს. ეს დრონები ნელი და …

რუსები ხერსონში დნეპრზე გადასასვლელებს ამაგრებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობენ დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელების გამაგრებას და უკვე დაასრულეს ხერსონში, დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს, ბარჟის ხიდის მშენებელობა. უწყების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ბარჟის მძიმე ხიდები ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში გამოიყენებოდა, რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში, პირველად დასჭირდათ ამ ტიპის ხიდებით სარგებლობა. „სამოქალაქო ბარჟების გამოყენება, რუსებს დამატებით მატერიალურ და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძებლობას …

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსულ-ბელარუსული არმიაა. 14 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ დანაყოფში 70 ათასი ბელარუსი და 15 ათასი რუსი სამხედრო შევა. 15 ოქტომბერს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, აჩვენებს, როგორ შედიან რუსული ძალები ბელარუსში, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ვიდეოზე ასახული ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. „ნაკლებსავარაუდოა, რომ …

ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ მართლაც განიხილავს ხერსონიდან უკან დახევას და თავისი ძალების მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე გადაყვანას. უწყება უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მეთაურის, გენერალ სუროვიკინის განცხადებებს ეყრდნობა. „18 ოქტომბერს რუსეთის ძალების ახლახან დანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის ოლქში „რთული ვითარება შეიქმნა“. მან მოიწონა საუკუპაციო ხელისუფლების მიერ მოსახლეობის …

შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უწყების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა. მობილიზებული რეზერვისტების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ მაგალითად უწყებას 15 ოქტომბერს ბელგოროდის ბაზაზე მომხდარი შემთხვევა მოჰყავს. დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკური უმცირესობების …

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ბრძოლაში მარცხის გამო გადაწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს ფრთოსანი რაკეტებით, „მიწა-მიწა“ კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით და ირანის მიერ მიწოდებული ლეტალური აპარატებით – „შაჰედ 136“. უწყების შეფასებით, სრულიად შესაძლებელია, რომ თავდასხმის კამპანიის სამიზნე უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაა. „სავარაუდოდ, რადგანაც აგვისტოს შემდეგ რუსეთი მუდმივად მარცხდებოდა ბრძოლის ველზე, მან უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად …

ყირიმის ხიდის დაზიანების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის სამხრეთში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. უწყება აღნიშნავს, რომ შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ყირიმის ხიდი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია და იქ სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგები დგება. „უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ და ცდილობენ, …

მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსი რეზერვისტების ეკიპირებაა. უწყების ცნობით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი გადაისროლა, თუმცა მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე ბევრად ჩამოუვარდება მანამდე უკრაინაში გაგზავნილი და ისედაც ცუდად აღჭურვილი რუსული ჯარების უზრუნველყოფის ხარისხს. „ბევრი რეზერვისტი იძულებულია ჯავშანჟილეტი თავად შეიძინოს, განსაკუთრებით თანამედროვე ჯავშანჟილეტი 6B45, რომელიც წესით, ინდივიდუალური ეკიპირების პროგრამის …

დონბასში სამხედრო ოპერაციებს „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო კვირაში დონბასში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ეფექტიანობას აფასებს. უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსული და პრორუსული ძალები ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდნენ ქალაქ ბახმუტის ცენტრისკენ. დაზვერვა აღნიშნავს, რომ მეორე საარმიო კორპუსის დანაყოფებმა და ლუგანსკის პრორუსულმა მილიციამ, სავარაუდოდ, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, სოფლებში ოპიტნესა და ივანგრადში. „ივლისის შემდეგ რუსეთისა და სეპარატისტული ძალების მიერ …

რუსები სავარაუდოდ ქალაქ ხერსონში ბრძოლისთვის ემზადებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ. სავარაუდოდ, ისინი ელიან, რომ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ ხერსონში გადაინაცვლებს. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, ხერსონის სექტორიდან რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 20 კილომეტრით დაიხიეს უკან, ახლა ისინი სოფელ მილოვესთან ახალი ფრონტის ხაზის გამაგრებას ცდილობენ. „მძიმე ბრძოლები გრძელდება ამ ხაზის გასწვრივ, …

ირანული დრონები უკრაინის არმიისთვის იოლი სამიზნეებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის საჰაერო პოტენციალს აფასებს. უწყების ცნობით, ირანული წარმოების ლეტალურ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის ბრძოლის ველზე აგვისტოს შემდეგ იყენებს, მათ შორისაა ერთი მიმართულებით დამრტყმელი „შაჰედ 136“. „რუსეთმა დარტყმების საერთო ტალღაში „შაჰედები“ 10 ოქტომბერსაც ჩართო. მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 86 „შაჰედ 136“, რომელთა 60 % უკრაინის არმიამ …

რუსეთი ცდილობს, ბახმუტთან ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინელთა შეტევები კვლავაც სერიოზულ ზეწოლას ახდენს რუსეთის ძალებზე როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისე ხერსონის ოლქში, სამხრეთში. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან – ასეთია ვითარება ფრონტზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით. „გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაახლოებით 2 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქისკენ ორი მიმართულებით და მიუახლოვდნენ ბახმუტს, რომელიც …

შოიგუს კრიტიკას რუსეთში სულ უფრო მეტი კრემლისტი უერთდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის ომი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება, ქვეყანაში კი უფრო უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას. „კრიტიკოსებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სახელმწიფოს პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, პოპ-ვარკსვლავები და და ულტრანაციონალისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერების აქტიური ნაწილი,“ – წერს უწყება 8 ოქტომბრის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, …

უკრაინის სატანკო პარკის ნახევარი ბრძოლაში მოპოვებული რუსული ტანკებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თემა უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგული რუსული სამხედრო ტექნიკაა. უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს და ახლა უკრაინის სატანკო პარკის ნახევარზე მეტს სწორედ ნადავლი ტექნიკა წარმოადგენს. „რუსული ეკიპაჟების უუნარობა, უკან დახევამდე ან ტყვედ ჩაბარებამდე გაენადგურებინათ დაუზიანებელი ტექნიკა მათ …

უკრაინელებმა ხერსონში ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ 2 ოქტომბერს ხერსონში კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყო და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. „უკრაინულმა დანაყოფებმა ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს სამხრეთისკენ, ძირითადად მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროებზე, თუმცა ჯერ კიდევ არ ემუქრებიან რუსების ძირითად თავდაცვით პოზიციებს. რუსული ძალები კონტაქტს წყვეტენ და უკან იხევენ,“ – წერს უწყება 6 …

რუსეთს სულ უფრო უჭირს ახალწვეულების წვრთნა და შეიარაღებაც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავალდებულო სამსახურში გაწვევის საშემოდგომო ციკლი რუსეთში წელს ტრადიციულზე ერთი თვით გვიან დაიწყება. „30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მორიგი საშემოდგომო გაწვევის შესახებ. განსაზღვრულია 120 000 ახალწვეულის მომზადება, თუმცა კანონით რუსეთს ამ ახალწვეულების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნა არ შეუძლია,“ – წერს უწყება 4 ოქტომბრის რელიზში და დასძენს, რომ ამ ახალწვეულებს არ …

პუტინმა უჩვეულოდ სწრაფად აღიარა მობილიზაციის ხარვეზები – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ და მისი მიმდინარეობაა. უწყება აღნიშნავს, რომ 21 სექტემბერს დაწყებულ „ნაწილობრივ მობილიზაციაზე“ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების საბჭოში ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ამ მობილიზაციის კამპანიის განმავლობაში ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ დროულად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და აღარ გავიმეოროთ ისინი.“ „პუტინისგან …

რუსეთი ხოცავს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებს უწოდებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, რუსეთის არმიამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით დაარტყა ავტოკოლონას ზაპოროჟიეში. უწყება ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობას, რომლის თანახმადაც, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „რუსეთისთვის ასეთი რაკეტების მარაგი, სავარაუდოდ, შეზღუდულია და წარმოადგენს ძვირადღირებულ სამხედრო რესურსს. ის განკუთვნილია თანამედროვე თვითმფრინავებისა და მოახლოებული რაკეტების გასანადგურებლად და არა სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. მისი გამოყენება სახმელეთო …

რეზერვისტებს უბრძანეს, პირველადი დახმარების ნივთები თავად შეიძინონ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსეთის არმიის სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხია, რომელიც უწყების დასკვნით, ომის მეშვიდე თვეს კიდევ უფრო უარესდება. „ზოგიერთ ახალმობილიზებულ რეზერვისტს უბრძანეს, პირველადი დახმარების აუცილებელი საჭიროებები თავად შეეძინათ, პრობლემის ეკონომიკურად ეფექტიან გადაწყვეტად კი ქალის ჰიგიენური საფენები ურჩიეს,“ – წერს დაზვერვა 30 სექტემბრის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, ძალიან დაბალია რუსი სამხედროების სამედიცინო მომზადების დონე, მათ არც …

რუსეთს ლიმანში კოლაფსი ელოდება – ISW-ის შეფასება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი არ რეაგირებს საკუთარი არმიის დანაკარგებზე ლიმანთან, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო დააქვეითოს რუსი სამხედროების მორალური განწყობა. ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმანის მარცხი, სავარაუდოდ, სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთის დანაყოფებისთვის დონეცკის ჩრდილოეთით და ლუგანსკის დასავლეთით და შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საშუალება, დაემუქრონ რუსების პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე. …

რუსეთი უკვე იმდენმა კაცმა დატოვა, რამდენიც კრემლმა უკრაინაში გააგზავნა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა. „7 დღეში, მას შემდეგ, რაც პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რუსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, …

ბოლო დღეებში უკრაინამ კონტრშეტევა გაააქტიურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კონტრშეტევა გააქტიურა და მისმა ძალებმა ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს წინსვლა სულ მცირე ორი მიმართულებით – მდინარეების, ოსკილისა და სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროებზე. „რუსეთი ამჯერად უფრო ძლიერ თავდაცვის ხაზს ქმნის, ვიდრე მანამდე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკრაინელთა შეტევა პირდაპირ ემუქრებოდა ლუგანსკის ოლქის ნაწილებს ზუსტად იმ დროს, როდესაც …

პუტინმა შესაძლოა უკრაინის დაპყრობილი რაიონების შეერთებაზე გამოაცხადოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ გამოაცხადებს. „რეფერენდუმები“, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ რაიონებში მიმდინარეობს, 27 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. „რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოცხადება საზოგადოებაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად წარმოჩინდება და კონფლიქტის პატრიოტული მოტივებით მხარდაჭერას გააძლიერებს,“ – აღნიშნავს უწყება …

ჯარისკაცების მოსამზადებლად რუსეთს ინსტრუქტორები არ ჰყოფნის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკვე გამოჩნდა იმ ადამიანებისგან შემდგარი პირველი ჯგუფები, რომლებიც რუსეთის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გამოიძახეს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, უკვე ათობით ათასი გაწვევაა დაგზავნილი. „ახლა რუსეთი წააწყდება სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებს,“ – წერს უწყება 26 სექტემბრის რელიზში და მიუთითებს, რომ ბევრი დასავლური არმიისგან განსხვავებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები …

მობილიზაციით კრემლმა აღიარა, რომ მოხალისეთა რესურსი ამოწურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე მიდის და ფაქტობრივად, აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა მთელი რესურსი ამოწურა. უწყების 22 სექტემბრის რელიზის თემა სწორედ რუსეთში გუშინ გამოცხადებული მობილიზაციაა. „21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა უკრაინაში თავისი „სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მოგვიანებით დააზუსტა, რომ …

პუტინი უდიდეს პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანეთის დაზვერვა

20 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ასეთი სიჩქარე გამოწვეულია უკრაინელთა კონტრშეტევის შიშით და არგუმენტით, რომ თითქოს რუსეთთან ფორმალურად შეერთება მათი უსაფრთხოების გარანტია იქნება.“ 21 სექტემბრის რელიზში უწყება ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც გუშინ დუმამ მესამე …

რუსეთმა უკრაინელთა შიშით წყალქვეშა ხომალდები ყირიმიდან გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობამ თავისი KILO-კლასის წყალქვეშა ხომალდები ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან, რუსეთის სამხრეთში, ნოვოროსიისკში გადაიყვანა. უწყების ვარაუდით, რუსეთი უფრო და უფრო მეტ საფრთხეს გრძნობს თავისი ფლოტის მიმართ, რადგან ხედავს, რომ უკრაინის ძალებს შორ მანძილზე თავდასხმა წარმატებით შეუძლიათ. „ბოლო ორ თვეში, ფლოტის სამეთაურო შტაბები და საზღვაო ავიაციის მთავარი ბაზები უკრაინელთა სამიზნე …

რუსეთმა ბოლო 10 დღეში უკრაინაში 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, რუსეთმა სულ მცირე ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, რის გამოც, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა 55-მდე ჩამოვიდა. „დანაკარგის ასეთი ზრდა შესაძლოა, ნაწილობრივ გამოწვეული იყოს იმითაც, რომ რუსეთის საჰაერო ძალები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც უკრაინელთა კონტრშეტევების დროს, ჰაერიდან საკუთარი სახმელეთო ძალების მხარდაჭერას ცდილობენ,“ – წერს უწყება 19 სექტემბრის რელიზში. …

ლუგანსკში ტერიტორიის „დაკარგვა“ რუსეთისთვის დიდი ზიანი იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო რუსეთის ძალებმა თავდაცვითი ზღუდე მდინარე ოსკილსა და ქალაქ სვატოვოს შორის შექმნეს. „რუსეთი მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნევდეს ამ ზონაზე კონტროლის შენარჩუნებას, რადგან სწორედ მასზე გადის ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო ლოგისტიკური მარშრუტი, რომელსაც რუსეთის ჯერ კიდევ აკონტროლებს ბელგოროდის ოლქიდან, რუსეთიდან,“ – წერს უწყება 17 სექტემბრის რელიზში. დაზვერვა მიუთითებს, რომ …

ვაგნერი „შეტევის ოპერაციებისთვის“ მებრძოლებს პატიმრებში ეძებს – ბრიტანეთის დაზვევრა

რუსეთი სამხედრო დანაკარგებისა და პირადი შემადგენლობის დეფიციტის შევსებას ცდილობს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ მეთოდებზე, რომლებითაც მოსკოვი უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად მოხალისეების მობილიზებას ახდენს. 16 სექტემბრის რელიზში უწყება მიუთითებს, რომ კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სულ მცირე ივლისიდან აწარმოებს კამპანიას რუსი პატიმრების უკრაინის ომში გასაგზავნად. პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებას და ფინანსურ სარგებელს …

რუსეთის ჯარის ნაწილი პანიკაში იყო და უკონტროლოდ გარბოდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, უკრაინის ძალები განაგრძობენ კონტროლის გამყარებას ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ძალები კი დასავლეთით, მდინარე ოსკილისკენაა გაყვანილი. „ბოლო კვირაში რუსეთის ძალების რაიონიდან გასვლის გზები სხვადასხვანაირი იყო: – ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია კარგ მდგომარეობაში და ორგანიზებულად, მაშინ, როდესაც სხვები აშკარად პანიკაში იყვნენ და უკონტროლოდ გარბოდნენ,“ – წერს დაზვერვა 15 სექტემბრის რელიზში. …

რუსეთმა ბრძოლაში ირანული დრონები ჩართო, იარაღს ყიდულობს ჩრ. კორეაშიც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. 13 სექტემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კუპიანსკთან, წარმატებული კონტრშეტევის ზონაში, ირანული Shahed 136 ჩამოაგდეს. უწყება აღნიშნავს, რომ Shahed 136 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატია. როგორც ამტკიცებენ, მისი მოქმედების მანძილია 2 500 კილომეტრი. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი წარმოების ირანული სისტემები გამოიყენებოდა შუა აღმოსავლეთში, მათ შორის 2021 …

Exit mobile version