მთავარი,სიახლეები

შოიგუს კრიტიკას რუსეთში სულ უფრო მეტი კრემლისტი უერთდება – ბრიტანეთის დაზვერვა

08.10.2022
შოიგუს კრიტიკას რუსეთში სულ უფრო მეტი კრემლისტი უერთდება  – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის ომი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება, ქვეყანაში კი უფრო უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას.

„კრიტიკოსებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სახელმწიფოს პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, პოპ-ვარკსვლავები და და ულტრანაციონალისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერების აქტიური ნაწილი,“ – წერს უწყება 8 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, კადიროვი და პრიგოჟინი „ომის მომხრეთა“ ბლოკის არაფორმარულ მეთაურებად განიხილებიან; მათი კრიტიკა დაფუძნებულია ესკალაციისადმი მიმართულ არგუმენტებზე; მათდამი გარკვეული ნდობა კი, სავარაუდოდ, არსებობს იმის გამო, რომ უკრაინაში აქტიურად არიან წარმოდგენილნი ჩეჩნური დანაყოფები და „ვაგნერის“ ნაწილები.

„კრიტიკა კვლავაც კონცენტრირებულია უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე და არა უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, თუმცა ის ნამდვილად წარმოადგენს რუსეთის ისტებლიშმენტთან უთანხოების საჯაროდ გამოხატვის ტენდენციას, რომლის უკან შებრუნებაც რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება,“ – აღნიშნავს უწყება.

7 ოქტომბერს ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა.

გამოცემის ცნობით, პუტინის გარემოცვა ომში რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებითაც შეშფოთებულია.

კიდევ ერთი მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა გამოცემა „მედუზამ“, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ გადის კონსულტაციებს მინისტრებთან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე და მათ არც საკუთარ გეგმებს ანდობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი პუტინის დაკარგული ნდობის შესახებ წერდა აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW), რომლის შეფასებითაც, კრემლს უკვე საკუთარი პროპაგანდისტებიც აკრიტიკებენ, ვლადიმერ პუტინი კი მზარდი კრიტიკის ფონზე, „განტევების ვაცს“ ეძებს და ეს ადამიანი სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: