მთავარი,სიახლეები

რუსეთის ჯარის ნაწილი პანიკაში იყო და უკონტროლოდ გარბოდა – ბრიტანეთის დაზვერვა

15.09.2022
რუსეთის ჯარის ნაწილი პანიკაში იყო და უკონტროლოდ გარბოდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, უკრაინის ძალები განაგრძობენ კონტროლის გამყარებას ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ძალები კი დასავლეთით, მდინარე ოსკილისკენაა გაყვანილი.

„ბოლო კვირაში რუსეთის ძალების რაიონიდან გასვლის გზები სხვადასხვანაირი იყო: – ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია კარგ მდგომარეობაში და ორგანიზებულად, მაშინ, როდესაც სხვები აშკარად პანიკაში იყვნენ და უკონტროლოდ გარბოდნენ,“ – წერს დაზვერვა 15 სექტემბრის რელიზში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსმა სამხედროებმა გაქცევისას დატოვეს ძვირადღირებული შეიარაღება, მათ შორის საარტილერიო ბრძოლების საწარმოებლად აუცილებელი სისტემები:

„მათ შორისაა სულ მცირე ერთი რადიოლოკაციური სისტემა „ზოოპარკ 1-M“ და არტილერიის მართვისა და კონტროლის სულ მცირე ერთი მანქანა IV14“.

დაზვერვის შეფასებით, ტექნიკის ასე მიტოვების ფაქტი ხაზს უსვამს არაორგანიზებულ უკან დახევას და ბრძანებისა და მართვის უგულებელყოფას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინდელ რელიზში ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი შეიარაღების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და უფრო და უფრო ხშირად მიმართავს დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა.

___

რუსეთმა 1 კვირაში $670 მილიონის ტექნიკა დაკარგა კონტრშეტევის შედეგად – Forbes

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: