რუსეთმა ხარკოვიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არმია გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება. უწყების შეფასებით, პირველი გვარდიის სატანკო არმიამ ჯერ კიდევ ომის საწყის ეტაპზე განიცადა უდიდესი დანაკარგი, რომლის აღდგენაც რუსეთმა ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევამდე ვერ მოასწრო. „პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და …

რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ, ოთხშაბათის შემდეგ, ხარკოვის ოლქში, სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²) ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა. „ამ სექტორში მხოლოდ იზოლირებულ ადგილებში რჩება წინააღმდეგობა. უკრაინის კონტრშეტევის პირისპირ დარჩენილმა რუსეთის სარდლობამ, სავარაუდოდ, მდინარე ოსკილის დასავლეთ სანაპიროდან, ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა,“ – წერს უწყება 12 სექტემბრის რელიზში. დაზვერვის ცნობით, …

კუპიანსკის გათავისუფლება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში 50 კილომეტრით დაახევინეს უკან რუსეთის არმიას. „უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა 6 სექტემბერს დაიწყო, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსეთის ძალებისთვის. ეს სექტორი სუსტად იყო გამაგრებული და უკრაინის დანაყოფებმა აიღეს რამდენიმე ქალაქი, რამდენიმე კი ალყაში მოაქციეს,“ – წერს უწყება 10 სექტემბრის რელიზში. დაზვერვის ცნობით, იზიუმის გარშემო მყოფი …

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბელარუსის წვრთნები ომში ჩართვისთვის მზადებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ბრძოლების ფონზე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას უკრაინის საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე ამახვილებს. „8 სექტემბერს, უკრაინის ჩრდილოელი მეზობლის, ბელარუსის სამხედროებმა დაიწყეს საველე წვრთნა, რომლის ამოცანაც „მტრის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება“ და საზღვრების დაცვაა. წვრთნები 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს,“ – მიუთითებს უწყება 9 სექტემბრის რელიზში და დასძენს, რომ სამხედრო …

უკრაინელებმა დნეპრზე რუსების პონტონის ხიდი გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაანადგურა დარივკასთან მდებარე პონტონის სამხედრო ხიდი, რომელიც რუსებმა უახლოესი ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყვეს.  „დარივკას გადასასვლელი დნეპრის გასწვრივ რუსეთის არმიის ჩრდილოეთ და სამხრეთ სექტორების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზაა,“ – აღნიშნავს უწყება 8 სექტემბრის რელიზში. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინელთა ზუსტი დარტყმები დნეპრის გადასასვლელებზე აძლიერებს ზეწოლას რუსეთის …

რუსმა მეთაურებმა უნდა აირჩიონ: უკრაინისგან თავი დაიცვან თუ მიეხმარონ შეტევას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა უკრაინის სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით – ხარკოვთან, აღმოსავლეთით – დონბასში და სამხრეთით – ხერსონის ოლქში. „რუსეთის მთავარი ძალისხმევა, სავარაუდოდ, კვლავაც მიმართულია დონბასისკნე, ბახმუტის შეტევებზე, თუმცა მეთაურები არჩევანის წინაში არიან – მიახმარონ ოპერაციული ძალები ამ შეტევებს თუ დაიცვან თავი უკრაინელთა კონტრშეტევისგან სამხრეთში,“ – წერს უწყება 7 …

რუსეთი საბრძოლო დრონებს უფრთხილდება, რაც სანქციების ეფექტია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ყველა გზით ცდილობს, თავისი უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი შეინარჩუნოს. დრონების ნაკლებობას, უწყების აზრით, ხელს უწყობს მისი კომპონენტების დეფიციტიც, რაც დასავლური სანქციებითაა გამოწვეული. დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მაგალითად მოჰყავს „ოდესის ჟურნალის“ ინფორმაცია, რომ 5 სექტემბერს, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსეთის 27 უპილოტო საფრენი აპარატი დაითვალეს, მაშინ, როდესაც აგვისტოს განმავლობაში, იმავე ტერიტორიაზე რუსული დრონების …

რუსეთს დონეცკის დაპყრობა 15 სექტემბრამდე სურს. გეგმა არარეალისტურია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, უკრაინის ძალების კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთის მთავარი ძალისხმევა უკრაინაში კვლავაც მიმართულია დონბასის შეტევით ოპერაციებზე, კერძოდ, ორ მიმართულებაზე – ავდეევკა, ქალაქ დონეცკთან ახლოს და ბახმუტი, 60 კილომეტრით ჩრდილოეთით. უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რუსეთმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ამ სექტორში მიაღწია, მისი ძალები კვირაში მხოლოდ 1 კილომეტრით მიიწევენ წინ ბახმუტისგენ. „დონბასის …

რუს მეთაურებს ამ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ – ბრიტანეთის დაზვერვა

იმ პირობებში, როდესაც სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება, დონბასსა და ხარკოვში კი ბრძოლები არ წყდება, რუსეთის არმიის მეთაურებს, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: საით გადაისროლონ ის სარეზერვო ძალები, რომელთა მობილიზებაც მოახერხეს – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის ფრონტზე შექმნილ ვითარებას. 3 სექტემბრის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ სამხრეთში უკრაინელთა ოპერაციის ერთ-ერთი ელემენტია მდინარე დნეპრის დასავლეთით, …

რუსეთის წვრთნებში სავარაუდოდ მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წვრთნებია, „ვოსტოკი 2022“, რომელიც რუსეთმა, უკრაინაში ომის მიუხედავად, პირველ სექტემბერს დაიწყო. უწყება აღნიშნავს, რომ „ვოსტოკი“ რუსეთის არმიისთვის ყოველწლიური სტრატეგიული სწავლებაა, მისი სამხედრო მომზადების კულმინაცია. რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს დაწყებულ სწავლებაში 50 000 სამხედრო მიღებდა მონაწილეობას, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად …

რადარების განადგურება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 30-31 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კვლავაც განაგრძობდნენ კონტრშეტევას და რუსეთის მართვისა და ლოგისტიკური პუნქტების დაზიანებას ოკუპირებული ზონის მთელ ტერიტორიაზე. უწყება მიუთითებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს უკრაინული თვითმფრინავი ამერიკული წარმოების მაღალსიჩქარული კლასის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს (HARM). „რუსეთი მანამდე აცხადებდა, რომ აღმოაჩინა ამ იარაღის ფრაგმენტები, რომლებიც …

უკრაინელებმა სამხრეთში ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას უკან გადაწიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დღევანდელი სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის ძალები რამდენიმე მიმართულებით განაგრძობენ რუსეთის ძალების სამხრეთის დანაყოფებზე ორშაბათს დაწყებულ შეტევას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ფორმირებებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის დაცვის სუსტი ადგილები და ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას, გარკვეულ მანძილზე გადაწიეს უკან. „თავისი დოქტრინის შესაბამისად რუსეთი, დიდი ალბათობით, ახლა ეცდება თავისი დაცვის ხაზის გარღვეული მონაკვეთები …

ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონში უკრაინელთა კონტშეტევის პერსპექტივებს აფასებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ 29 აგვისტოს დილიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის რამდენიმე სექტორზე. 30 აგვისტოს რელიზში, უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინელთა ზუსტი დარტყმები კვლავაც ართულებს რუსეთის არმიის მომარაგებას, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია დაზუსტებით თქმა, თუ რამდენად წაიწიეს წინ უკრაინის ჯარებმა. „აგვისტოს დასაწყისიდან, რუსეთმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა მდინარე დნეპრის სანაპიროზე …

შოიგუ ფაქტობრივად ჩამოაშორეს მართვას უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რომელიც დამოუკიდებელი რუსული მედიის ბოლოდროინდელ ცნობებსაც ეყრდნობა, უკრაინასთან ომში შექმნილი პრობლემების გამო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია რუსეთის ხელმძღვანელობას, ხოლო ვლადიმერ პუტინს ომის მიმდინარეობაზე ანგარიშს პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აბარებენ. „უკრაინაში რუსეთის პროგრესი შეჩერებულია, რუსეთის ოფიცრები და ჯარისკაცები კი, რომლებსაც ომის გამოცდილება აქვთ, სავარაუდოდ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტიანი და …

რუსეთი ცდილობს, უკრაინის ყურადღება დონეცკის ბრძოლებზე გადაიტანოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღეში, რუსეთმა დონეცკის ოლქში შეტევა გააძლიერა. ინტენსიური ბრძოლები მიდის ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, სივერსკისა და ბახმუტის მიდამოებში. უწყების ცნობით, პრო-რუსი სეპარატისტების ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს სოფელ პისკიში, დონეცკის აეროპორტთან, თუმცა დაზვერვის შეფასებით, საერთო ჯამში, რუსეთმა მხოლოდ მცირედით წაიწია წინ. „სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი განახლებული შეტევებით დონეცკის მიმართულებაზე დამატებითი უკრაინული …

პუტინმა და შოიგუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს განცხადებას აფასებს. სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი განზრახ ანელებს „სპეცოპერაციის“ ტემპს, რათა სამოქალაქო მსხვერპლი შეამციროს. „ეს განზრახული დეზინფორმაციაა. რუსეთის შეტევები შენელდა რუსეთის არმიის ცუდი მოქმედებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის გამო. უკრაინაში მყოფმა რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერაციული ვადები. დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე ექვსი …

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსებს კვლავ აქვთ მძიმე ტექნიკა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსებს კვლავ აქვთ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა. „ჯავშანტრანსპორტიორები მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრში დგას. რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტრანსპორტის შენიღბვა სცადეს და ისინი ჰაერში გაყვანილი მილებისა და სასიგნალო ხიდების ქვეშ დააყენეს,“ – წერს უწყება 25 აგვისტოს რელიზში. დაზვერვის შეფასებით, რუსეთი მზადაა, …

„დაუძლურებული“ – კიდევ რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის არმიაზე ომიდან 6 თვის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, რუსეთის არმია დაუძლურებულია, სამხედროების საბრძოლო განწყობა – დაბალი, რუსეთის დიპლომატიური ძალაუფლება – შესუსტებული, ხოლო მისი გრძელვადიანი ეკონომიკის პერსპექტივები – არასახარბიელო. „დონბასის შეტევებში რუსეთის არმია მინიმალურ პროგრესს აღწევს და უკრაინელთა ძლიერ კონტრშეტევას ელოდება. ოპერაციულად, რუსეთი საბრძოლო მასალების, ტრანსპორტისა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის,“ – წერს უწყება …

რუსები დნეპრზე ახალი ხიდის მოწყობას ცდილობენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს მცურავი ხიდის მოწყობას აპირებენ. შაბათ-კვირის განმავლობაში მათ მდინარე დნეპრზე ბარჟების პოზიციებზე გადაადგილება დაიწყეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ გადასასვლელი რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ის ოკუპირებულ ხერსონს აღმოსავლეთთან აკავშირებს. „რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის არმიაც და ადგილობრივი მოქალაქეებიც, მდინარეზე მოწყობილ ბორანზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუკი რუსეთი ამ დროებითი ხიდის დასრულებას …

რუსეთს უკრაინასთან ომში დამხმარე ძალების მობილიზება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს, მოტივაცია გაუჩინოს დამხმარე ძალებს, რომლებსაც დონბასში საკუთარი არმიის გასაძლიერებლად იყენებს. უწყება ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო ნაწილებს გულისხმობს და მაგალითად მოჰყავს 15 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობს. სამხედროების მტკიცებით, მათ „ლუგანსკის …

რუსეთის არმია ახლა მხოლოდ შეზღუდული შეტევებისთვისაა მზად – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, გასულ კვირა ფრონტის ხაზზე მხოლოდ მინიმალური ცვლილებებით გამოირჩეოდა. დონბაში, აგვისტოს დასაწყისში მიღწეული მცირე წინსვლის შემდეგ, რუსეთის ძალები ბახმუტის გარეუბნებს მიადგნენ, თუმცა დასახლებულ პუნტში არ შესულან. უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთს ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით წინსვლისთვის რუსეთს დიდი ძალისხმევა არ გაუწევია. „სამხრეთ-დასავლეთით, ხერსონის ფრონტზე, არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ …

რატომ განაგრძობს რუსეთი ხარკოვზე თავდასხმებს – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ხარკოვზე რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე მაისის შემდეგ ვითარება თითქმის არ შეცვლილა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი იყო ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამუდმებით იბომბებოდა. ხარკოვი, რომელიც რუსეთის ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 15 კილომეტრითაა დაშორებული, დაზარალდა, რადგან ის რუსეთის …

რუსეთმა საბრძოლო კულტურა ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ვერ გააუმჯობესა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი საბრძოლო ტანკების მწყობრიდან გამოსვლის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის არმია სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იყენებს ტანკების დინამიკური დაცვის სისტემას (ERA). „სწორად გამოყენების შემთხვევაში, დინამიკური ჯავშანი ამცირებს ჭურვის ეფექტიანობას ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის ტანკს მოხვდება,“ – წერს უწყება 18 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი …

რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული ყირიმში მომხდარი ინციდენტებით, რადგან ოკუპირებული ნახევარკუნძული მათი საომარი მიზნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და დღემდე ის უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა. 16 აგვისტოს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთში, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე სარკინიგზო ხაზი და ელექტროსადგურიც. რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა …

შავი ზღვის ფლოტის შეზღუდულობა ძირს უთხრის რუსეთის საომარ სტრატეგიას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდები თავდაცვით პოზიციაში არიან და, ძირითადად, მხოლოდ შეზღუდულ აკვატორიაში, ყირიმის სანაპიროს ხედვის არეში პატრულირებენ. უწყება 16 აგვისტოს თავის რელიზში აღნიშნავს, რომ ამგვარი მოქმედება სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის ჩვეულ აქტივობას წელიწადის ამ დროს და განსხვავებულია იმისგან, როგორც რუსეთის საზღვაო ფლოტი სხვა ზღვებში იქცევა. „შავი ზღვის ფლოტი კვლავაც იყენებს …

რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაა, რომ დონეცკი მთლიანად ვერ დაიკავა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვევრის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მომავალი რეფერენდუმია. „რუსული მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმი დონეცკის „სრული გათავისუფლების“ შემდეგ გაიმართება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და იხსენებს, რომ მანამდე, ჯერ კიდევ ივნისში, „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელისუფლება რეფერენდუმის სტრატეგიაზე მუშაობდა და გეგმავდა, რომ …

ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა – ბრიტანეთის დაზვერვა აეროდრომის აფეთქებაზე

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყირიმის ავიაბაზაზე რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს. დღევანდელ რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ 9 აგვისტოს მომხდარის მიზეზი უცნობია. თუმცა უზარმაზარი სოკოსებრი ღრუბლები, რომლებიც მოწმეთა ვიდეოში ჩანს, მიუთითებს, რომ საბრძოლო მასალების დაახლოებით ოთხი ღია საწყობი მაინც აფეთქდა. „აფეთქებების შედეგად სულ მცირე ხუთი სუ-24, გამადგურებელი-ბომბდამშენი და სამი სუ-40, მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა ან სერიოზულად …

რუსეთს იარაღის წარმოებაში სირთულეები აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წარმოების სირთულეებია. უწყების ცნობით, რუსეთი, ჯავშანმანქანებზე საექსპორტო შეკვეთების შესრულებას ვეღარ შეძლებს – ერთი მხრივ, დასავლური სანქციების მზარდი ეფექტის გამო, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ მას თვითონ სჭირდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა უკრაინასთან ომში. დაზვერვა მიუთითებს, რომ ახლახან ბელარუსმა საკუთარი ძალებით გამოუშვა განახლებული საბრძოლო ტანკის T-72B-ის დეტალები, …

რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თანახმად, რუსეთის სარდლობა კვლავაც დილემის წინაშეა, როგორ გადაანაწილოს ოპერატიული პრიორიტეტები – მას, ერთი მხრივ, სჭირდება შეტევის გაძლიერება დონბასში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინელთა კონტრშეტევების მოგერიება ქვეყნის სამხრეთში. უწყება ადასტურებს მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას, რომ რუსეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეთა ბატალიონებს ქმნის. „უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, რუსეთმა შექმნა …

რუსეთის ერთადერთი წარმატება ბოლო 30 დღეში 10 კმ-ით წინსვლაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთის ყველაზე წარმატებული მიმართულება დონბასში ბახმუტი იყო, სადაც რუსეთის არმიამ 10 კილომეტრით წინსვლა მოახერხა. უწყების ცნობით, დონბასის დანარჩენ სექტორებზე, სადაც რუსეთი გარღვევის მიღწევას ცდილობდა, ამ პერიოდში მისმა ძალებმა მხოლოდ 3 კილომეტრით წაიწიეს წინ, რაც, დიდი ალბათობით, დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია. „იმის მიუხედავად, რომ ამ ზონებში ინტენსიურად იყენებდა საარტილერიო …

რუსეთი უკრაინაში, სავარაუდოდ, „პეპელა ნაღმებს“ იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ამონტაჟებს. უწყების ვარაუდით, რუსეთის არმია ცდილობს, თავდაცვის ზოლის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლება შეინარჩუნოს. „ამ ნაღმებმა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას,“ – წერს უწყება 8 აგვისტოს რელიზში. დაზვერვის ცნობით, რუსეთი მანამდე დონეცკსა და კრამატორსკში ცდილობდა PFM 1 და PFM 1S კასეტური ტიპის ნაღმების გამოყენებას. მათ …

რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინის სამხრეთით. ისინი სავარაუდოდ, უკრაინელთა კონტრშეტევას ელოდებიან, ან თავად ემზადებიან ახალი შეტევისთვის. უწყების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კოლონები, სატვირთო მანქანებით, ტანკებით, არტილერიითა და სხვა შეიარაღებით, დონბასის რეგიონს ტოვებს და სამხრეთისკენ მიემართება. ტექნიკის გადაადგილება შეიმჩნევა ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, მარიუპოლიდან და რუსეთიდან, ყირიმის ხიდის გავლით. დიდი ბრიტანეთის 6 აგვისტოს …

დასავლური იარაღის გამო რუსეთი მზარდ საფრთხეს გრძნობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო პუქტებზე, პირად შემადგენლობაზე, ლოგისტიკურ ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. უწყების ვარაუდით, ეს ფაქტორი, დიდი ალბათობით, სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსული არმიის მომარაგებაზე და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის საბრძოლო დანაყოფებზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 4 აგვისტოს რელიზში წერს, რომ რუსეთის ძალებმა რადიოლოკაციური სისტემები დაამონტაჟეს ანტონოვსკის ხიდთან …

უკრაინელებმა რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთს დაარტყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა. „რუსეთის ძალები, ალბათ, რამდენიმე დღეში შეაკეთებენ რკინიგზის დაზიანებულ მონაკვეთს, თუმცა ის მაინც სუსტ წერტილად დარჩება რუსეთის ძალებისთვის და მათი ლოგისტიკისთვის,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 აგვისტოს რელიზში. უწყების ცნობით, ბორანი, რომელიც …

რუსეთის ფლოტი საჯარო ღონისძიებებს ვეღარ გამართავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობაა. 2 აგვისტოს რელიზში უწყება მიუთითებს, რომ პირველ აგვისტოს 26 000 ტონა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა სავაჭრო გემმა ოდესის პორტი დატოვა და ტრიპოლისკენ გაემგზავრა. „ეს არის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის პირველი შემთხვევა, რომელიც …

რუსეთი დონბასში გეგმას ცვლის, რადგან აპრილის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერის უახლესი ცნობებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთი ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდა დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებაზე, თუმცა შედეგად მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია. პირველი აგვისტოს რელიზში, უწყება უკრაინის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს თავისი ძალების ნაწილი ჩრდილოეთ დონბასის სექტორიდან სამხრეთ უკრაინაში გადაჰყავს. „სავარაუდოდ, რუსეთი ცვლის დონბასზე შეტევის თავის თავდაპირველ ოპერაციულ გეგმას, რადგან აპრილის …

Exit mobile version