მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ბრძოლაში ირანული დრონები ჩართო, იარაღს ყიდულობს ჩრ. კორეაშიც – ბრიტანეთის დაზვერვა

14.09.2022
რუსეთმა ბრძოლაში ირანული დრონები ჩართო, იარაღს ყიდულობს ჩრ. კორეაშიც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. 13 სექტემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კუპიანსკთან, წარმატებული კონტრშეტევის ზონაში, ირანული Shahed 136 ჩამოაგდეს.

უწყება აღნიშნავს, რომ Shahed 136 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატია. როგორც ამტკიცებენ, მისი მოქმედების მანძილია 2 500 კილომეტრი. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი წარმოების ირანული სისტემები გამოიყენებოდა შუა აღმოსავლეთში, მათ შორის 2021 წლის ივლისში ნავთობის ტანკერზე MT MERCER STREET-ზე თავდასხმისას.

„რუსეთი თითქმის დანამდვილებით უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას იღებს ისეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა, რადგან მისი მარაგები ილევა. Shahed 136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს ეს სისტემები გამოიყენოს ტაქტიკური დარტყმებისთვის და არა უფრო სტრატეგიული სამიზნეებისთვის უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში,“ – წერს დაზვერვა 14 სექტემბრის რელიზში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება. ეს სატანკო არმია, რომელმაც უკრაინაში უდიდესი დანაკარგი განიცადა, რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟულ არმიად მიიჩნეოდა და მას მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა.

მთავარ ფოტოზე: კუპიანსკთან ჩამოგდებული ირანული დრონი/ფოტო: https://twitter.com/kms_d4k

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: