მთავარი,სიახლეები

პუტინი უდიდეს პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანეთის დაზვერვა

21.09.2022
პუტინი უდიდეს პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანეთის დაზვერვა

20 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ასეთი სიჩქარე გამოწვეულია უკრაინელთა კონტრშეტევის შიშით და არგუმენტით, რომ თითქოს რუსეთთან ფორმალურად შეერთება მათი უსაფრთხოების გარანტია იქნება.“

21 სექტემბრის რელიზში უწყება ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც გუშინ დუმამ მესამე მოსმენით მიიღო.

„რუსეთის არმია უკრაინაში კვლავაც პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის. 20 სექტემბერს დუმამ ხმა მისცა ცვლილებებს კანონში და გაამკაცრა სასჯელი იმ სამხედროებისთვის, ვინც მოვალეობის შესრულებას თავის აარიდებს. ამ კანონის მიზანი, სავარაუდოდ, რუსეთის არმიაში დეზერტირობის, კონტრაქტზე უარის თქმის შემთხვევების შემცირება და სამხედრო შემადგენლობაზე ზეწოლის გაზრდაა,“ – დაზვერვა დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშაა.

„ახალი ზომები, კრემლმა სავარაუდოდ, საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ მიიღო, თუმცა პუტინი უდიდეს პოლიტიკურ რისკზე მიდის, როდესაც იმ იმედით, რომ მალე უფრო ძლიერ საომარ ძალას შექმნის, არ აღიარებს, რუსეთის ომში ყოფნას და ნაციონალური კრიზისის არსებობას,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. უწყების გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იყო. დაზვერვა წერდა, რომ უკრაინელთა დარტყმების შიშით, რუსეთმა თავისი წყალქვეშა ხომალდები ყირიმის პორტიდან რუსეთში გადაიყვანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: