მთავარი,სიახლეები

ლუგანსკში ტერიტორიის „დაკარგვა“ რუსეთისთვის დიდი ზიანი იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

17.09.2022
ლუგანსკში ტერიტორიის „დაკარგვა“ რუსეთისთვის დიდი ზიანი იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო რუსეთის ძალებმა თავდაცვითი ზღუდე მდინარე ოსკილსა და ქალაქ სვატოვოს შორის შექმნეს.

„რუსეთი მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნევდეს ამ ზონაზე კონტროლის შენარჩუნებას, რადგან სწორედ მასზე გადის ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო ლოგისტიკური მარშრუტი, რომელსაც რუსეთის ჯერ კიდევ აკონტროლებს ბელგოროდის ოლქიდან, რუსეთიდან,“ – წერს უწყება 17 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ ეს ზონა დონბასის ნაწილია, ლუგანსკის ოლქის, რომლის „გათავისუფლებაც“ რუსეთს თავის უახლოეს მიზნად აქვს დასახული.

„ნებისმიერი მნიშნელოვანი დანაკარგი ლუგანსკის ტერიტორიაზე ერთმნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთის სტრატეგიას. სავარაუდოდ,  რუსეთი ამ რაიონის დაცვას ეცდება, თუმცა გაურკვეველია, აქვთ თუ არა რუსეთის მოწინავე ძალებს საკმარისი რეზერვები და საკმარისი მორალური განწყობა, რათა წინააღდეგობა გაუწიონ უკრაინელთა კიდევ ერთ კონსოლიდირებულ შეტევას,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსეთის არმიაში პირადი შემადგენლობის დეფიციტზე მიუთითებდა და წერდა, რომ მოსკოვი დანაკარგების შევსებას ყველა შესაძლო გზით ცდილობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: