რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. „ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს …

„ბსუ-მ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა“ – როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. „ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული …

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში შეასრულებს. ის აქამდე ბსუ-ს მოქმედი რექტორი იყო. უნივერსიტეტის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბსუ-ში მერაბ ხალვაშის გარდა არც მოვალეობის შემსრულებლის მსურველი გამოჩნდა. მერაბ ხალვაშს ამ ეტაპზე რექტორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან ის უკვე ორი ვადით იყო რექტორი. „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პოზიციაზე …

ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ. ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, …

ბსუ-მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ბსუ-ს რექტორის არჩევნებზე არც ერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა. ახლა აკადემიურმა საბჭომ 6 თვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოქმედი რექტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავება შეუძლია …

მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე

რასთან გვაქვს საქმე, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს? – ბსუ-ს რექტორის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა, საარჩევნო კომისიაში კი, ერთი განცხადებაც არ შევიდა. ბსუ-ს პროფესორებს: ნანა ტრაპაიძეს და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აჩვენებს ეს შემთხვევა, როცა ერთი კანდიდატიც აღარ არის არჩევნებზე. რამდენიმე პროფესორმა დღეს ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. პასუხებს შორის იყო …

ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის

„არაცერთი განაცხადი არ შემოსულა,“ – გვითხრა ბსუ-ს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. მას რექტორის არჩევნებზე კანდიდატების განაცხადები უნდა მიეღო, ხოლო ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ. რექტორობის კანდიდატების განაცხადების მიღება ბსუ-ში გუშინ, 12 ივლისს დასრულდა. რადგან უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს, აკადემიურმა საბჭომ 6 თვით მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიოს. ეს შეიძლება …

ბსუ-მ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გამოცხადდა. ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2024 წლის 19 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, რექტორობის კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა. 19 ივლისს ბსუ-ს აკადემიური საბჭო 4 …

ვინ არის ლინდას გმირი? – მამა, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა და ახლა ემიგრაციაშია | ვიდეო

ამ სტატიაში ლინდა მოგვიყვება, ვინ არის მისი გმირი, როდის გაუჩნდა პროტესტის განცდა, ვისთვის და რისთვის იბრძვის, მას როგორ შეეხება რუსული კანონი, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რამ შეაძლებინა ძალების მოკრება, ინტროვერტების დაძლევა და აქციის მონაწილეთა რიგებიდან სცენაზე ასვლა. „მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირი, მებრძოლი ადამიანია. ამ პერიოდში მე 2 წლის ვიყავი. მართალია ვერაფერს ვერ …

„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება“ – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფიცვას წყვეტენ, ბრუნდებიან აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლას არ აჩერებენ. „ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება. პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ბრძოლა …

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას უერთდება

„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება. „სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური! კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური …

„შემოგვიშვით“ – ბათუმის უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან სტუდენტები სკანდირებენ

დღეს, 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დილას დაწყებულმა აქციამ ჯერ ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობით გაგრძელდა, 13 საათის შემდეგ კი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს შეუერთდნენ აქციას, ისევ უნივერსიტეტთან მივიდნენ. ამჯერად ბსუ-ს კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. „შეგვიშვით“ – სკანდირებენ სტუდენტები უნივერსიტეტის კარებთან. მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და კიბეებზე ჩამოსხდნენ. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების …

ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ

ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ. დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო …

გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – პეტიცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას. „ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე. ამ …

„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში. „მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება. არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ …

ამ კანონის მიღებით, შესაძლოა, შეწყდეს „ერაზმუს+“, როგორც ეს მოხდა რუსეთში – ბსუ-ს პროფესორი

9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე. ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება …

რატომ დაპაუზდა ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი „ბსუ 2024“ ფეისბუქზე

ბათუმში ბევრი სტუდენტისთვის ნაცნობ ფეისბუქ ჯგუფში, „ბსუ 2024-ში“ პოსტების განთავსება ჯგუფის ყველა წევრისთვის შეიზღუდა. ამ ჯგუფში 10 ათასამდე მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტი, ლექტორი, ბსუ-ს მოწვეული მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები იყრიან თავს. ეს ჯგუფი ბევრისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი ზურაბ პაპუნიძეა, ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური …

ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

„ჩემთვის რუსეთი აღიქმება როგორც მტერი და, შესაბამისად, სწორად არ მიმაჩნია ამ კანონის შემოღება ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს გივიკო ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი. გივიკო ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსზე სწავლობს. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის შემოღებამ, არის ის, რომ ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი. რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაზე …

„რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანოა“ – ლაშა ბაჟუნაიშვილი

„ხელისუფლებამ რაც არ უნდა სახელი და ტერმინები შეუცვალოს უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს, ის მაინც იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანო, რადგან მისი მიღებით საქართველო დაამტკიცებს, რომ იგი რეალურად არა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, არამედ რუსეთის ორბიტაზე დარჩენისკენ ისწრაფვის”, – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების …

როგორ უნდა აუხსნა სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი განცხადების ამოყირავება ნორმაა – ლალი ანთიძე

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. კითხვებით: რას ფიქრობს …

„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო. „ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით. „არა რუსულ კანონს!“ – ამბობს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე [ჟან …

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე

„ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია“, – ამბობს ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გუშინ, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ რუსული კანონის განხილვა ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. ნანა ტრაპაიძე, ფილოლოგიის დოქტორი და ბსუ-ს პროფესორია მიიჩნევს, რომ ეს კანონი „გამოიწვევს დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას“. „ვფიქრობ, ნებისმიერი მოქალაქისთვის საკითხი უნდა იდგეს ასე: რუსეთს ოკუპირებული …

„ეს კანონი შეეხება ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს“ – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

20 წლის ილია აბულაძე სტუდენტია. ის ბსუ-ში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობს. მან და რამდენიმე სტუდენტმა რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას, გასულ წელს, დისკუსია გამართეს უნივერსიტეტში თემაზე – „რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი”. ილია ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას 2023 წელს და ახლაც იმავეს აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. …

ბსუ კორპუსის სახურავის აღსადგენად ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მე-2 კორპუსის სახურავის აღსადგენად 445 ათას 8 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება შპს „აჭარასთან“ უკვე გაფორმებულია. სახურავის აღდგენა, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობით“ გააფორმა 2023 წლის 29 დეკემბერს და შეთანხმებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სააგენტო საკითხს 5 იანვარს განიხილავს. „სტიქიის …

ქარმა ბსუ-ს სასწავლო კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა წუხელ, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სახურავი დააზიანა. „ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართობის 2/3. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და უნივერსიტეტის პერსონალი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის …

ბსუ-მ ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი 8,7 მილიონი ლარით გამოაცხადა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 8 781 000 ლარია. ბსუ ახალ კორპუსს ბათუმში, ლეონიძის ქუჩის N15-ში ააშენებს. პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 თვის ვადაში, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების მიღება კი, …

ბსუ-ს სტატუსის აღდგენაზე 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 108-მ მიმართა

1000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენაზე ჯერჯერობით მხოლოდ 108 სტუდენტმა მიმართა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, არც ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ სტატუსის აღდგენას ყველა სტუდენტი მოინდომებდა. რაზე შეთანხმდა ბსუ სახელმწიფოსთან? – ამ თემაზე უნივერსიტეტის კანცლერს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ. ბატონო მერაბ, როგორც ვიცით, მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებს დაგავალათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულება. რაზე …

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლა 2 ოქტომბერს იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი აქვეყნებს. ბსუ-ს ცნობით, სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. 2023-2024 სასწავლო წელს ბსუ-ს 1583 პირველკურსელი ჰყავს. უნივერსიტეტის ცნობით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს შეადგენს. წელს აბიტურიენტების პირველი განაცხადების რაოდენობისა და გამოცხადებული კონტინგენტის მიხედვით, ბსუ-ს …

2,8 მილიონად აშენებულ კორპუსში წყალი ჩადის, ბსუ ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] ლეონიძის №15-ში, ახალაშენებული სასწავლო კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციაზე ტენდერი 405 ათასი ლარით გამოაცხადა. აღნიშნული სასწავლო კორპუსის მშენებლობა სამი წლის წინ, 2020 წელს დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის ინფორმაციით, შენობაში წყალი ჩადის. სახურავზე საგარანტიო ვადა ვრცელდება, მაგრამ ბსუ-ში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდებიან. „ახლა პრობლემას მოვაგვარებთ და შემდეგ მთლიანი ხარჯის …

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობას ააშენებს – 8,8 მილიონი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ლეონიძის ქუჩაზე, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკის აშენებას გეგმავდა, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსს ააშენებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი კორპუსის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 8 880 630 ლარია, რაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიფარება. სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2023-2026 წწ] შესყიდვას ბსუ ელექტრონული ტენდერით გეგმავს, რისთვისაც, პრეტენდენტთა გამოცდილების განსაზღვრის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო …

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს. დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი …

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

სტუდენტების აქცია ბათუმში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად

ბათუმში სტუდენტებმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს ამ ბავშვებისთვის წამლის შემოტანის გადაწყვეტილება. სტუდენტებისთვის გაუგებარი დარჩა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ პრემიერი წამალთან დაკავშირებით მეტ სამედიცინო მტკიცებულებას ითხოვს: „თუ რაიმე არგუმენტები აქვს, დადოს“.   მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ …

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა. „ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ. …

Exit mobile version