ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

„განათლების ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არსებობს ერთგვარი წყვეტა – უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის“ – მიიჩნევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, მერაბ ხალვაში. მისი სამოქმედო გეგმა პრობლემებზე აქცენტირებით იწყება. მერაბ ხალვაში ბოლო ერთი წელია ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. სამოქმედო გეგმის დასაწყისში მერაბ ხალვაში 8 კონკრეტულ პრობლემას ასახელებს და ჩამონათვალს  უნივერსიტეტის სოციალური როლით …

ანთაზ ქიქავა და მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორობის კანდიდატებად

დღეს, 8 ივლისს, დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა დარეგისტრირდა. ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო. ანთაზ ქიქავამ აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის …

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები თითო კანდიდატით

4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე]  აირჩიეს. არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში …

„ბსუ დენტი“ – საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ბათუმში

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკა – „ბსუ დენტი“  გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და როგორც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, „ბსუ დენტი“, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სტომატოლოგიოური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის და რეზიდენტურის სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე მიიღებს პაციენტებსაც: „პაციენტებს მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები, ხოლო სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ“, – აღინიშნა „ბსუ …

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რუსული დროშით და წაშლილი ფოტოები ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამ ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვეღარ ნახავთ. უნივერსიტეტში გამართული მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტოები მას შემდეგ წაიშალა, როცა „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და კითხა, რატომ იყო გამოფენილი რუსეთის დროშა უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე და რატომ დასჭირდა ბათუმის უნივერსიტეტს სტაჟირებისთვის მემორანდუმის გაფორმება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „არ მაქვს ამ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია. ახლა …

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბათუმში

ამ წუთებში,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა   მე-6  მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას ეძღვნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული  ფართომასშტაბიანი  მიდგომების  შემუშავებას მოიცავს. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსია.   გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა …

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა. უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული …

ჟუჟანა ჯაკაბი: საყოველთაო დაზღვევა საუკეთესო ინვესტიციაა

9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც აჭარაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვები ძირითადად საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის …

ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში. მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი …

დასუფთავების აქცია ჩაქვში [ანონსი]

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაქვში, 5 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), CENN-ის და PMC RC-ის კონსორციუმის წევრების ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. შეკრების დრო და ადგილი: 2016 წლის 5 ივნისი,  11:00 სთ. ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის …

საზაფხულო სკოლა „მედია და ნაციონალიზმი“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Broader Perspective Project-ი ხუთდღიან საზაფხულო სკოლას გამართავს თემაზე: „მედია და ნაციონალიზმი“. საზაფხულო სკოლა ხუთიდან ათი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ომისა და მშვიდობის დროს მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობის შედარება, პროპაგანდის როლი, ბალკანეთის ომი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და ა.შ. პროექტი აერთიანებს რვა ქვეყნის სტუდენტ-ტრენერებს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის …

შეხვედრა პოეტ ზვიად რატიანთან [ანონსი]

დღეს, 2 ივნისს, 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 44-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოეტსა და მთარგმნელთან,  ზვიად რატიანთან. შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ლიტერატურული კლუბი. ზვიად რატიანი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2010 წლის ლაურეატია. მას დღემდე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და მისი ლექსები ნათარგმნია ხუთზე მეტ ენაზე. თავად ზვიად რატიანი თარგმნის გერმანულ და ინგლისურ პოეზიას.

FAB LAB BSU-ში დამზადებული ნივთების გამოფენა უნივერსიტეტში

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FAB LAB BSU-ში [„ფაბლაბ ბსუ“] დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებლებს, „ფაბლაბ ბსუ-სგან“ სამახსოვროდ გადაეცათ სუვენირები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა სიმბოლო. ბსუ-ს სტუდენტი მამუკა ჩავლეიშვილი ფაბლაბში გრაფიკასა და კომპიუტერებს კურირებს. მისი თქმით, ფაბლაბში ძირითადად ფანერს იყენებენ, ასევე შესაძლებელია პლასტმასისა და მინის გამოყენებაც. ფაბლაბში მომუშავე …

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“. საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი. ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას …

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში …

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ …

რექტორის წერილი ბსუ-ს სტუდენტებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ – „ავტონომია უნივერსიტეტს“ 22-ის აპრილის განცხადებაზე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ოფიციალური პასუხი მიიღო. როგორც „ავტონომია უნივერსიტეტს“ წევრები აცხადებენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან 25 მარტს შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხი სტუდენტებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ კონკრეტებული კითხვებით ბსუ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ [22 აპრილს] ხუთ ძირითად საკითხზე მიმართეს: საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევა – ამ პუნქტში მოცემულია 21 მარტის შეხვედრაზე ყოფილი პრორექტორის, ირაკლი ბარამიძისა …

უმაღლესი საბჭოს გადატანის საკითხი დღემდე განიხილება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე 5 მაისს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება და ერთგვარ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობის თავმჯდომარის დაპირება, რომ განიხილებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ქალაქში ალტერნატიული ფართობის გამონახვისა და უმაღლესი საბჭოს …

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დღეს, 5 მაისს უმაღლეს საბჭოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის განცხადებას. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნება [შემდგომ მისი ინვესტორზე გასხვისების მიზნით] აჭარის მთავრობის მიერ, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში …

გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში

დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს. რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა …

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

7 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში,  პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია გაიმართება,  თემაზე  – „უმაღლესი განათლება საქართველოში. მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“. საჯარო ლექციის ორგანიზება „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით  ხორციელდება. „საჯარო ლექციის დროს აქცენტი გაკეთდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორ ევროპული საგანმანათლლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებზე. იმ გამოწვევებზე, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე და …

200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ. პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში …

ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა …

დედაენის დღე ბათუმში [ფოტო]

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დედაენის დღე მთელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია… სანამ იარსებებს ქართული დამწერლობა, ქართული ენა, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“, – თქვა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ბექა მაკარაძემ. ღონისძიებას ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ბათუმის …

20 წლის ბაჩო ცხომელიძის გადასარჩენად ბსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 აპრილს, 15 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის, ბაჩო ცხომელიძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 20 წლის ბაჩო ცხომელიძეს ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე აქვს. იგი ამ ეტაპზე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს. „ბაჩო ჩვენი კურსელია, აპარატზე იყო შეერთებული, ახლახან  მოვიდა გონს, მაგრამ ოპერაციისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ …

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას. პროექტი …

ბათუმისა და ბაქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. „ეს არის აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტი, საკმაოდ წარმატებული, დიდი ტრადიციების მქონე და მათ აქვთ ძალიან ფართო ურთიერთობები, მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის შესაბამის უნივერსიტეტებთან, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, – ამბობს ბსუ-ს …

სავალდებულო დასწრება ლექციაზე – სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი

რამდენიმე თვის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში. ზოგიერთი სტუდენტი ცვლილებებს არაეფექტურად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით კი, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში სტუდენტების რაოდენობა …

8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

ბათუმელი მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას აჭარის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ღოღობერიძის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს აინტერესებდა, რატომ არის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის შემდეგ დაკავებული ღოღობერიძის საქმის მასალაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცავებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტში გაზის გაშვებისა და სტუდენტების დარბევის შემდეგ, ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ის თეთრი ფერის უნომრო „07“ …

Exit mobile version