აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, …

ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა. დავით, …

„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე

„რეალურად ეს არის ჯილდო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა დღეს, 27 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. „ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით, ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, …

ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას …

ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა – „ოცნების“ პრესსამსახური

„ქართულ ოცნებაში“ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გუშინ, 10 დეკემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ყოფილმა პრემიერმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა. „გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია …

„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს

მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ნაირა გელაშვილის წერილს.   „საქართველოს ხელისუფლებას ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ. სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ …

„სუბარიც კი შეშინებული იდგა“ – რა გეგმა აქვს ივანიშვილს და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ | ინტერვიუ

„ეს ყველას საქმეა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის – ხელახლა არჩევნების ჩატარება არის არა პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეროვნული ამოცანა. საუბარია იმაზე, ჩვენ გვექნება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ეს ყველას საქმეა, მაშინ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამაში და მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ უნდა გამოდიოდნენ ამ მოძრაობის ავანგარდში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, ამ პროცესში, …

„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ

„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი საქართველოში სამართლიანობის აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს, თუ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, დასავლეთი სანქციების პაკეტს აამოქმედებს. პოლიტოლოგი ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო სისტემაში ბზარების …

„მამაკაცის რძე“ – კიდევ რა თქვა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის პროცესში

მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთო, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები საზოგადოებაში დიდი განხილვის საგანია. ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის თემად იქცა, ზოგი კი ქილიკის მიზეზად. შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა გამონათქვამი გადაფარა „მამაკაცის და დედაკაცის რძემ“, თუმცა ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური და პრობლემურია დეზინფორმაცია „გლობალური ომის პარტიაზე“. ივანიშვილის დეზინფორმაციული გზავნილები: „ის, …

რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“

„დაინახეს, რომ აღარ ყოფნით უკვე „დავით გარეჯი“ გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მას ივანიშვილის ტრიუკებზე ვესაუბრეთ, რაც მუშაობს, ან ვერ იმუშავა და „ქართულმა ოცნებამაც“ თაროზე შემოდო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საუბარი წამოიწყეს, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, თუმცა …

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე დუმას შეთანხმება წარუდგინა 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის შესახებ 19 სექტემბერს იუწყებოდა რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი. „მოხდეს რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების“, – წერია დოკუმენტში, რომელიც დუმაში ოფიციალურად 18 …

კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება

რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.  ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე …

ცეცხლის ალში გახვევისთვის ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ – ივანიშვილის ამ განცხადებაზე რას ამბობს ხალხი

საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ, აცამაზ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ეს კარგი სიტყვებია“. ამ ოსი პოლიტიკოსის განცხადებით, „საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი …

ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირება – მიტოვებული სანატორიუმები ეკალბარდში

ოთხი წლის წინ, 2019 წელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს, აღადგენდა და განავითარებდა. როგორც თავად წერდა, წყალტუბოსთვის ძველი დიდების დაბრუნება „ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრის და მათი ნახტომისებური განვითარების“ გეგმის ნაწილი იყო. ამის საუკეთესო მაგალითად …

ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ

შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ  სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში. შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე …

მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“

„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“. პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს …

ავთანდილ სურმანიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს – ის უკრაინაში იბრძოდა

უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი, ბათუმელი ავთანდილ სურმანიძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის უკრაინაში ბრძოლის დროს დაიჭრა, რის გამოც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, შემდეგ კი ოჯახური პრობლემების გამო საქართველოში მოუწია დარჩენა. დღეს, 25 ივლისს, 12:00 საათზე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უწყება ჩააბარეს, რომლის მიხედვითაც გამოკითხვაზე დაიბარეს თბილისში, სუს-ის შენობაში. უწყებაში მითითებული ინფორმაციით, ის მოწმის სახით, გამოკითხვის …

ვიძიებთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს – სუს

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ. სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების“ წევრები და სახელისუფლებო არხები საუბრობენ. დღეს, 24 ივლისს, სუსი თავის განცხადებაში წერს: „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და …

რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ხალხისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა რუსულ კანონს. კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აგვისტოდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება ექნება რეპრესიები დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რუსული კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩაახშოს კრიტიკული აზრი და გაუსწორდეს ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი მუშაობაც არ მოსწონს. სანამ …

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ …

„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს. „იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ …

კანონი შეცვლილია – ივანიშვილის ოფშორიდან ფულის უფასოდ გადმოტანა შეუძლია

რუსული კანონის პირველი მოსმენის მიღების შემდეგ, დაჩქარებული წესით პარლამენტმა ოფშორიდან ფულის შეღავათიანი პირობებით საქართველოში გადმოტანას დაუჭირა მხარი – 79 მომხრე, 9 – წინააღმდეგი. დღეს, 19 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანას გადასახადების გარეშე. ოპოზიცია პარლამენტში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიზანმიმართულად ბიძინა …

„რომ გადმოიტანოს, რა?“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე

რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტმა დღეს, 18 აპრილს, დაჩქარებული წესით და უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც ოფშორული ზონიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი. მეორე მოსმენაზე პარლამენტის 75-მა წევრმა დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მხოლოდ 9 დეპუტატია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააანონსა, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ანუ საბოლოო ვერსიას …

„ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა: „მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის …

როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე

„ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე. ის ხაზს უსვამს, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსულ კანონს პარლამენტი ვერ მიიღებს. „გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე. ის გასული წლის გაზაფხულზე განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა …

რატომ არ ასრულებს ივანიშვილი მწვანე კონცხზე აღებულ ვალდებულებას, სადაც 5 ჰა. მიწა გადასცეს

მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 …

კარგია, რომ სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გახარია ივანიშვილზე

„კარგია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია“ – ასე გამოეხმაურა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გიორგი გახარია, პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, დღეს, 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას. დღეს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დღეს მან გიორგი გახარია …

ივანიშვილი: „ჩემი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში, ამჯერად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა დღეს, 30 დეკემბერს. „ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ — განაცხადა …

როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში? პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია. „ჩვენთან პერსონებზე …

ვინ არის დეპუტატი მაჭარაშვილი, რომელიც პარლამენტში სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს იმით მიიქცია მედიის ყურადღება, რომ პარლამენტის დერეფანში სცადა გადაეფარა ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა, რომელიც იძახდა – „არა რუს ჯაშუშებს“. მედიის თანდასწრებით, მმართველი პარტიის წევრი მაჭარაშვილი მთელი ხმით ცდილობდა ჩაეხშო ოპოზიციონერი ქალის ხმა და დაიწყო სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ …

ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი

ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა. რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს. ხელისუფლება, ვგულისხმობ …

რატომ ებრძვის ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

მიმდინარე წელს ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია განსაკუთრებით გაააქტიურეს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა ფორმებით და რატომ ებრძვის მმართველი პარტია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ. რა ხდება? თუ წინა წლებში ხელისუფლება უმეტესწილად არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ წარმომადგენლებს ესხმოდა თავს, მიმდინარე წელს მთლიანად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაუპირისპირდა. სამიზნე წერტილად კი უცხოეთიდან მიღებული …

მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. 4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია. ამ შენობებს  გარდა …

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …

Exit mobile version