ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია. „სახელმწიფო …

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს. გადასატან ხეებს მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე თხრიან. ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებენ. ამ სამუშაოებისთვის …

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ. …

მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა

ბათუმში მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა. აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც …

აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა. ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი …

მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ …

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]

აჭარიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული და შესყიდული მრავალწლოვანი ხეების გურიაში, კერძოდ შეკვეთილში გადატანის პროცესი მალე განახლდება. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად – მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზები გაჰყავთ. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს. ხეების გადატანაზე კვლავ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. კომპანიაში არ …

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …

ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა. „პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა …

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ  ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც ციხისძირში ამოთხარეს, ამ დროისთვის შეკვეთილის სანაპიროსთანაა. მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება ხის სანაპიროზე გადასატანად. ციხისძირიდან ტიტას ხე 23 მარტს წაიღეს. შეკვეთილში  გადასატანად ციხისძირში კიდევ ორ ხეს ამზადებენ.    

პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ

დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. …

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

ივანიშვილი: „ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება“

ივანიშვილი-«ქართულმა-მხა

Exit mobile version