მოამზადა ნათია კაპანაძემ
___
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 150 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მნიშვნელოვან პერიოდში ხელისუფლება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებდნენ, მკითხველი კიდევ უფრო აქტიურად ინტერესდებოდა და ეძებდა სანდო წყაროებს.
2 თვის განმავლობაში „ბათუმელები“ მკითხველს მრავალფეროვან მასალებს სთავაზობდა. აუდიტორია განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ ისეთ თემებს, როგორიც იყო პოლიტიკური პროგრამები, პოლიტიკური დებატები და კანდიდატების განცხადებები. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გეგმავდნენ კანდიდატები ქალაქის პრობლემების მოგვარებას და რა საჭიროებები იკვეთებოდა ადგილობრივ დონეზე:
წინასაარჩევნო პერიოდში „ბათუმელების“ მკითხველი ყველაზე ხშირად ამ ტიპის თემებით ინტერესდებოდა:
- „მთელი ცხოვრება ვმალავდი, რომ გეი ვარ, მაგრამ ოჯახმა მაინც გაიგო“ – 39 წლის ქვიარის ისტორია
- „შავი ზღვის ჩუმი მკვლელები“ – ოთხი ქვეყანა ზღვიდან მიტოვებული ბადეების ამოღებას იწყებს
- რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის
- ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან
- ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო
- რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე
- ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა
- კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება
- რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება
- „გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩვენგან?“ – ვინ ამოიღო პედაგოგები დასაჯილდოებელთა სიიდან
- ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო
- საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი
- ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა
- რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“
- ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო
- „შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე
- „ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის, პირადი ლიკვიდაციის შიშია – აშშ-ის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი
- კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს
- ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს მთავრობამ გახსნა, მანქანებისთვის გადაკეტილია
- „გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე