26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს.

ქალი წუხელ გარდაიცვალა.

უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის 2 პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაასაწყობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის, „Marlboro“-სა და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ნაწილის რეალიზაციისთვის გადაზიდვა განახორციელეს მეორე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 497 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 19 700 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

უცხოეთიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ივნის-ივლისის მონაცემი

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ივნის-ივლისში საქართველოში შემოსული უცხოელებიდან ყველაზე მეტი – 75 064  რუსეთის მოქალაქე იყო.

შს სამინისტროს იმავე მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ უკრაინა, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ხოლო მეექვსე ადგილზეა ისრაელი.

2021 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოში შემოვიდა:

  • 75 064  რუსეთის მოქალაქე
  • 70 883  თურქეთის მოქალაქე
  • 52 933  უკრაინის მოქალაქე
  • 45 486  სომხეთის მოქალაქე
  • 42 174  ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები
  • 36 538  ისრაელის მოქალაქე

ამ და სხვა ქვეყნებიდან 2021 წლის პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში საქართველოში ჯამში 481 465 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა [აქედან ივნისში – 189 618, ხოლო ივლისში – 291 847].

საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრები 2021 წლის 1-ლი ივნისიდან გახსნა.

ზომოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს კი, საქართველოში შემოსვლა ვაქცინის გარეშეც შეუძლიათ, თუმცა:

  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას [საკუთარი ხარჯებით]. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ამავე თემაზე:

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

მთავარი ფოტო: სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ / ფოტო: შემოსავლების სამსახური

ეპიდემიის დროს გამდიდრებულები – რას წერდა 2 საუკუნის წინ პრესა

სიცილი, როგორც რთულ სიტუაციაში თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმი არც მეცხრამეტე საუკუნის ადამიანებისთვის იყო უცხო, მაშინაც კი, როცა ეპიდემიები მძვინვარებდა და მძიმე დრო იდგა.

კორონავირუსთან დაკავშირებული ხუმრობები უსწრაფესად ვრცელდება სოცქსელების საშუალებით და ამ ტიპის ინფორმაციაზე ყველას მიუწვდება ხელი. რით შეეძლოთ ყურადღების გადატანა, ოდნავ რეალობის დავიწყება და სიცილით სტრესისგან თავდაცვა წარსულში, შემოინახა მხოლოდ ძველმა პრესამ, არქივებმა, წიგნებმა, სიმღერებმა და ა.შ.

სატირული პრესის მთავარი თემა ხშირად იყო მეცხრამეტე საუკუნეში ეპიდემიები. ფრანგული გამოცემა „Le Charivari“ სწორედ ამ დროსაა განსაკუთრებით აქტიური: 1832-1870 წლებში, როცა ქოლერასა და გრიპის ეპიდემიები იყო ევროპაში.

ომნიბუსი გრიპის დროს / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ამონარიდები ეპიდემიებისდროინდელი ფრანგული პრესიდან საინტერესოა იმით, რომ დღემდე აქტუალურია და ჩვენთვის ნაცნობ თემებსაც ეხება – ხშირად იგივე პრობლემები და კითხვებია წამოჭრილი, რაც დღემდე გვაწუხებს და გვაინტერესებს.

მე-19 საუკუნეში გამოცემა „sharivari” ირონიულად წერს ადამიანებზე, რომლებიც ეპიდემიით სპეკულირებენ და მდიდრდებიან. ასეთები იყვნენ, მაგალითად, სხვადასხვა ნივთის გამყიდველები, რომლებიც გაზეთის კარიკატურებზე სასწაულმოქმედი საშუალებებით მოვაჭრეებად იყვნენ წარმოდგენილები, ისინი განსაკუთრებით გულუბრყვილო და მიმნდობი მოქალაქეების გაცურებას ახერხებდნენ.

1837 წელს საფრანგეთში, მაგალითად, გამოჩნდა „არაჩვეულებრივი საპონი“, რომელიც მწარმოებლებმა „გრიპიოდად“ მონათლეს. იყო ასევე საპონი სახელად „ქოლერიოდი“, რომლის შემქმნელებიც ირწმუნებოდნენ, რომ პირველით ხელ-პირის დაბანა გრიპისგან იცავდა ადამიანს, მეორე კი ქოლერის საპრევენციო საშუალება იყო.

„ყოველი გამყიდველი ცდილობს ნებისმიერ პროდუქტს გრიპისგან დამცავი საშუალების თვისებები მიაწეროს ეტიკეტზე“, – წერენ იმდროინდელ პრესაში აღშფოთებული რეპორტიორები.

ფარმაცევტის ჯიხური 1948 წლის იანვარში: – რიგი დაიცავით ბატონებო, რიგი დაიცავით. / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

1849 წლის პრესა ირონიულად წერს ხალხზე, ვინც რესტორნებს მიაწყდა. რესტორატორის მიერ გავრცელებული ხმების მიხედვით, პროვანსალური ლოკოკინა ქოლერისგან დამცავი საშუალება იყო. რესტორნები ნიშნად გულუხვობისა, სტუმრებს უფასოდ სთავაზობდნენ ლოკოკინებს, თუმცა გარნირს ჰყიდდნენ ძალიან ძვირად და მათი კომერციული ხრიკიც ეს იყო.

სატირულ გამოცემაში „Charivari“ ქვეყნდებოდა სხვა ასეთივე პროდუქტების შესახებაც, რასაც ქოლერისგან დამცავ თვისებებს უადგილოდ მიაწერდნენ:

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

1840 წელს ქოლერისგან თავდასაცავად ფრანგი ბურჟუები მიწისქვეშა თავშესაფრებს იშენებდნენ. ასე გაჩნდა იმ დროს პრივილეგირებულთათვის განკუთვნილი მდიდრული მიწისქვეშა პარიზი.

სატირულ პრესაში ეს მოვლენაც არაერთხელ იყო გაშარჟებული კარიკატურებით და სტატიებით.

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

იყო ასეთი ექიმიც გვარად დევერჟი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ძვირადღირებული სოკო ტრიუფელი საუკეთესო საშუალება იყოს ქოლერისგან განსაკურნად და საპრევენციოდ. რესტორნებში ტევა აღარ იყო, ხალხი სხვადასხვა კერძს უკვეთავდა ტრიუფელის თანხლებით. ეს ექიმი ტრიუფელის დისტილირებული წყლით მკურნალობდა ქოლერით დაავადებულებს. თუმცა საფრანგეთის მედიცინის აკადემიამ მითი ტრიუფელის სამკურნალო თვისებებზე მალევე გააცამტვერა.

1851 წელს პრესა პარალელებს ავლებდა პოლიტიკურ სიტუაციასა და სამყაროს დასასრულს შორის, რაც ქოლერას უკავშირდებოდა, ეპიდემიას, რომელიც თანაბრად ვრცელდებოდა ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ასნებოვნებდა ხილსა და ბოსტნეულს.

მოსახლეობის ერთი ნაწილი საფრანგეთში ფიქრობდა, რომ ქოლერა სოკოვანი დაავადება იყო, ზოგს მიაჩნდა, რომ დაინფიცირებისას მწერი სახლდებოდა სხეულში.

XIX საუკუნის პრესა არ ერიდებოდა ირონიულად ეწერა ერთი შეხედვით ფილანტროპულ ინიციატივებზეც. 1837 წლის 8 სექტემბრის გამოცემაში მაგალითად წერია, რომ როცა ქოლერა მოედო პარიზის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს, ეპიდემიის სახალხო ფონდის წარმომადგენლები ამ დროს, მოსახლეობას, ვისაც ნაჭერი პური და გახვრეტილი ფეხსაცმელიც კი არ ებადა, მოუწოდებდნენ ქოლერისგან თავდასაცავად ჩაეცვათ თბილად, ეტარებინათ სარჩულიანი ფეხსაცმელი კარგი ძირით, ჩაეცვათ ელბეფის ფირმის ნაჭრისგან შეკერილი სამოსი, ეჭამათ ნოყიერი კერძები და დაელიათ მხოლოდ ძვირფასი ღვინო.

ქოლერასა და გრიპის ეპიდემიებისას პრესა ხშირად უსვამს ხაზს ძნელბედობისას სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, თუმცა ხშირადაა აღნიშნული ისიც, რომ ავადობისგან არავინაა დაზღვეული და ყველას თანაბრად ემუქრება საფრთხე.

1851 წელს, მაგალითად, ლუი იუარმა გარისკა და პირველმა აცნობა საზოგადოებას საფრანგეთის ეროვნული კრების პრეზიდენტის, მესიე დიუპენის გრიპის შესახებ: „ვეღარ დაგიმალავთ, პრეზიდენტს ომნიბუსის მძღოლივით შეეყარა გრიპი, ვირუსი აღარავის ინდობს“.

„გრიპით მაღალ პოზიციებზე მყოფი პერსონებიც ინფიცირდებიან” / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

გრიპზე კარიკატურებს ფრანგულ პრესაში ვხვდებით მწვავე ეპიდემიების დროსაც კი, როცა სიკვდილიანობა პიკს აღწევს. ამ ერთი შეხედვით იუმორისტული გამოსახულებების მიზანია მიანიშნოს საზოგადოებას აუცილებლად დასაწესებელი მკაცრი რეგულაციების შესახებ იმ პირობებში, როცა მოქალაქეები არ ერიდებიან თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებას, შოუს გამართვას, ხვდებიან ერთმანეთს ოჯახებით და ერთად აცემინებენ, დაინფიცირებულები კი განაგრძობენ სამსახურებში სიარულს და მუშაობას:

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).
წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).
წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ერთ-ერთი კარიკატურის მიხედვით, ქვეყანაში იმდენადაა გრიპის ვირუსი გავრცელებული, რომ ნაცვლად შეკითხვისა ,,როგორ ხარ“ ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან „როგორ აცემინებ?“ პასუხიც შესაბამისია: ,,გმადლობთ, მშვენივრად ვაცემინებ, თავად როგორ?“.

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

წიგნები, ფილმები და ადამიანები | არჩილ ქიქოძე

ავტორი: არჩილ ქიქოძე, მწერალი

___

ერთხელ მამაჩემმა წიგნი მაჩუქა. წიგნს ერქვა „მხედარი და ცხენი“. ადამიანის მიერ ცხენის მოშინაურებასა და მის გამოყენებას ეხებოდა. იმ ასაკში ასეთი ლიტერატურის, სამეცნიერო წიგნის წაკითხვა ადრე იყო ჩემთვის. წიგნი გადავდე და მერე გაქრა.

მერე გავიზარდე, წიგნი არ ჩანდა და ალბათ არასოდეს მოვისაკლისებდი – თავიც სულ სხვა რამეებით მქონდა დაკავებული, ის სხვა რამეები ძალიან შორს იყო მეცნიერებიდან.

მამაჩემს კი მუდამ ახსოვდა დაკარგული წიგნი და როდესაც გამიბრაზდებოდა, მეუბნებოდა: სად რის Всадник и конь? აზრზე არ ვიყავი, სად იყო. ვფიქრობდი, რომ ალბათ მართლა იშვიათი წიგნია, რადგან ასე კითხულობს და ასე მიბრაზდება მისი დაკარგვის გამო-მეთქი. არადა, სახლიდან არ გამიტანია, გარშემოც არავინ მყავდა იმის წამკითხველი.

მერე მე კიდევ უფრო გავიზარდე. მერე ცოლი მოვიყვანე, ცალკე წავედი საცხოვრებლად. მე თვითონ მამა გავხდი. მამაჩემი დაიღუპა და მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის მერე ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას უთქვამს, თქვენი წიგნია ჩემთანო. ის აღმოჩნდა – „ცხენი და მხედარი“.

წამოვიღე და მაშინვე წავიკითხე, საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი წიგნის შინაარსი არ იყო. მთავარი იყო წარწერა, რომელიც მამაჩემს გაეკეთებინა პირველ გვერდზე  და მომმართავდა, როგორც „ჩვენს ჭკვიან ბიჭს“. იმედი ჩანდა იმ წარწერაში, იმის იმედი, რომ ამ წიგნსაც წავიკითხავდი და კიდევ სხვა წიგნებს. წიგნზე მეტად ის სამახსოვრო წარწერა ენანებოდა დასაკარგად და ალბათ სწორედ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც განსაკუთრებით უიმედო ვჩანდი.

მერე კიდევ გავიდა წლები და მე ჩემი პირველი რომანის წერა დავიწყე. მაშინ დავუბრუნდი სამეცნიერო წიგნს – „მხედარი და ცხენი“. არ ვიცოდი, შიგნით რას ვეძებდი, მაგრამ იმედით დავუბრუნდი, რომ შიგნით რაღაცას, სულ პატარა რაღაცას მაინც ვიპოვიდი ისეთს, რაც გამომადგებოდა და… ვიპოვე – ერთი სცენა წინასიტყვაობაში, რომელმაც ჩემს რომანში დაიდო ბინა და დღესაც იქ ცხოვრობს.

ეს ერთი ამბავი წიგნთან დაკავშირებული…

მეორე ამბავი სულ ამასწინათ მოხდა – გასულ ზამთარს, როდესაც ორი კვირა თბილისის მწერალთა სახლში ვიცხოვრე. ამ ორ ამბავს სულ არაფერი აკავშირებს. უფრო სწორედ, მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ზამთარშიც წიგნს ვწერდი და სანამ ვწერდი, ვერც პანდემია მაკლებდა რამეს და ვერც პოლიტიკა. ჰოდა, ვცხოვრობდი მწერალთა სახლში, სადაც გამოჩენილ მწერალთა სახელობის ოთახებია. იმ დიდ მწერალთა, რომელთაც ჩვენს პატარა ქვეყანასთან ჰქონდათ კავშირი. მე ამერიკელი ჯონ სტაინბეკის ოთახში ვცხოვრობდი. ეს კაცი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი მწერალი, რომელიც 1947 წელს მეორე დიდ კაცთან, ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად ეწვია საქართველოს. ამ ვიზიტის შესახებ დაწერა კიდეც წიგნში, რომელსაც „რუსული დღიური“ ჰქვია.

ჩემი თაობის ბიჭებისთვის (რომლებიც უკვე დიდი ხანია „ბიჭები“ აღარ ვართ) სტაინბეკი, პირველ რიგში, ავტორია ერთი პატარა, ხულიგნური და ყველაზე ადამიანური წიგნისა, რომელსაც „ტორტილა ფლეტის უბანი“ ჰქვია და რომელიც სიცოცხლის ჰიმნია ნამდვილი.

სტაინბეკის ოთახში, რა თქმა უნდა, ეკიდა მწერლის პორტრეტი და, რა თქმა უნდა, რობერტ კაპას გადაღებული. ოღონდ ის პორტრეტი ისეთია, რომ კაპაც ჩანს შიგნით. სარკეშია გადაღებული. სარკის წინ, ღონიერი, ულვაშებიანი კაცი ზის და ობიექტივში, უფრო სწორედ კი, სარკეში იყურება გამჭოლი მზერით. მის უკან პირშისიგარეტგაჩრილი რობერტ კაპა ჩასცქერის ფართოფირიან აპარატს.

ეგეთი აპარატი ჩვენც გვქონდა – გერმანული „როლიფლექსი“, ზევიდან ჩასახედი, საოცარი ლინზებით და გამოსახულებით. ის აპარატი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მამაჩემს მოპარეს კიდევ სხვა აპარატთან, ბოთლ „ჯონი ვოკერთან“ და გასაოცარ ავღანურ დანასთან ერთად, ერევანი-თბილისის მატარებელში. სადგურიდან სახლში წამოსულმა გზად თონის პური იყიდა, ხელცარიელი რომ არ დაბრუნებულიყო შინ…

მწერალთა სახლში კარგად ვმუშაობდი. როდესაც განსაკუთრებული გამომდიოდა რამე, სტეინბეკს ვუკრავდი თვალს. ერთი-ორჯერ მისთვის ცხვირში წკიპურტის მირტყმაც კი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. მის უკან ფოტოაპარატმომარჯვებულ გამხდარ და შავგრემან კაპას ყურადღებას არ ვაქცევდი.

მერე ფილმი ჩავირთე. არის მრავალჯერ ნანახი ფილმები, რომელთა ყურებას დაღლილზე არაფერი სჯობს. ზეპირად იცი, მაგრამ მაინც კარგია, მომაჯადოებელი. ის, რომ ზეპირად იცი, კარგიც კია, შეიძლება ჩაგეძინოს და არ დაგენანოს. უბრალოდ, ნაცნობი სურათი გჭირდება, რომ თვალი და გონება ოდნავ გადართო სხვა რამეზე… ჩავირთე ჰიჩკოკის „ფანჯარა ეზოს მხარეს“ და არ დამეძინა. ყურებისას გამახსენდა, რომ რაღაც იმაზე მეტი ვიცოდი ამ ფილმზე, ვიდრე მახსოვდა. რაღაც ვიცოდი – ვიღაცის ნაამბობი…

ფილმის მთავარი გმირი ცნობილი ფოტორეპორტიორია, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ამიტომ ინდოჩინეთში ომის გადასაღებად ვერ მიდის და მეზობლების ფანჯრებს აკვირდება. ეჭვი აქვს, რომ მოპირდაპირე ბინაში მკვლელობა მოხდა, ფეხმოტეხილს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ უთვალთვალოს.

მერე იწყება თავბრუდამხვევი ამბავი, ძალიან მაგარი გადაღებული. ამ ამბის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ფოტოგრაფს ჰყავს შეყვარებული, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ლამაზი ქალი, მოდის ჟურნალებზე გამოსახული. გოგოს ის თავდავიწყებით უყვარს, ფოტოგრაფს კი არ უნდა საკუთარი მოხეტიალე ცხოვრების წესის შეცვლა.

ცვლილებები აშინებს.

სადღაც ფილმის შუაში გამახსენდა, რაც ოდესღაც მომიყვნენ, ოღონდ ვინ მომიყვა, ის კი ვერაფრით გავიხსენე. ალფრედ ჰიჩკოკმა ეს ფილმი რობერტ კაპას და მსახიობ ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო ამბავზე გადაიღო, ყოველ შემთხვევაში, მათი ისტორია გახდა მისი შთაგონება. და მერე…? ფილმში ფოტოგრაფს კაპაზე ბევრად სიმპათიური ჯეიმს სტიუარტი თამაშობს, ქალს კი – გრეის კელი, რომელიც მალე მონაკოს პრინცესა უნდა გახდეს და კინომატოგრაფს სამუდამოდ დაანებოს თავი. ცხოვრებაში კაპა და ინგრიდ ბერგმანი ცოტა ხანს იყვნენ ერთად. მალევე დაშორდნენ, კაპა ინდოჩინეთში (დღევანდელი ვიეტნამი) მორიგი ომის გადასაღებად გაემართა და იქ ნაღმზე აფეთქდა. ასე დაიღუპა ეს კაცი, ალბათ ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი და არაჩვეულებრივი ბედის ადამიანი.

ფილმში კი… ფილმში ფოტოგრაფი ფეხმოტეხილი წევს და ომში ვერ მიდის. ვერ გავძელი და ინტერნეტში ჩავწერე რობერტ კაპას სახელი და ჰიჩკოკის ფილმის სათაური. 1954 წელი… ამ წელს დაიღუპა ფოტოგრაფი და ამ წელს გადაიღო რეჟისორმა თავისი საოცარი ფილმი. ჰოდა, არ ვიცი, დამთხვევაა ეს თუ არა, მაგრამ ასე ვიფიქრე, რომ ალფრედ ჰიჩკოკმა რობერტ კაპა გადაარჩინა. ამ ფილმით ალტერნატიული ისტორია დაწერა, უფრო კი გადაიღო.

სულ არ არის საჭირო, რომ ეს ჩემი მიგნება ნამდვილი იყოს. მთავარი აქ ისაა, როგორ წამოვდექი ფეხზე, როგორ მივედი სტეინბეკის პორტრეტთან და დიდხანს როგორ ვათვალიერე მეორე კაცი მის უკან და ახლა მას ჩავუკარი თვალი.

მწერალთა სახლში გატარებული ორი კვირიდან სწორედ ეს წამი მახსოვს ყველაზე უკეთ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

დღეს, 25 აგვისტოს, ქუთაისში მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება კანონდარღვევით გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“, რომელშიც 44 ობიექტია თავმოყრილი, საზეიმოდ გაიხსნა ჰიპერმარკეტი „კარფური“.

ვიდეოკადრებში, რომელიც გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული, ჩანს ათობით ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე. მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც სავაჭრო ცენტრის წინ, გარე ტერიტორიაზე, ისე სავაჭრო ცენტრის შიგნით.

სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთის“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის გახსნას ესწრებოდა ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე.

პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების ფონზე, როდესაც მასობრივი თავყრილობების მოწყობა დაუშვებელია, რატომ მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული მსგავს ღონისძიებაში? – „ბათუმელებმა“ ოფიციალური კომენტარისთვის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესცენტრს მიმართა.

„ჩვენ აღნიშნულ ღონისძიებაზე ვიყავით სტუმრის სტატუსით. დავათვალიერეთ ობიექტი. ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაცია იყო დაცული. ღონისძიების სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ იყო,“ – განმარტეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

ჰიპერმარკეტ „კარფურის“ პიარმენეჯერის თქმით, მათ წესები არ დაურღვევიათ. მისი მტკიცებით, “კომპანიამ მხოლოდ ლენტი გაჭრა და მომხმარებელი შეუშვა ჰიპერმარკეტში”. შენობის წინ გამართული საზეიმო ღონისძიება კი მათი პასუხისმგებლობა არ არის.

„დღეს გავხსენით კარფურის 50-ე ფილიალი. ჩვენი მხრიდან არანაირ მასობრივ თავშეყრას არ ჰქონია ადგილი. მუსიკის თანხლებით მოხდა ლენტის გაჭრა სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა კარფურის ჰიპერმარკეტის კარი საყიდლებზე მოსული მომხმარებლებისათვის,“ – განმარტა კარფურის პიარმენეჯერმა „ბათუმელებთან“.

რადგან გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ღონისძიება სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზეც ტარდება, „ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა შრომის ინსპექციასთან დაკავშირება. გვაინტერესებდა, შეისწავლა თუ არა ეს ფაქტი უწყებამ და გამოიყენა თუ არა სანქციის რაიმე ფორმა კომპანიის მიმართ. შრომის ინსპექციაში ჩვენს ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს.

„ბათუმელები“ ასევე შეეცადა სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 14 აგვისტოდან აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და ფესტივალების ჩატარება.

ქვეყნის მასშტაბით აკრძალული ღონისძიებების ჩატარების გამო შრომის ინსპექციის მიერ 14 აგვისტოდან დღემდე არაერთი ობიექტია დაჯარიმებული და დალუქული.

რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების გადადების მოწოდება შეაფასა, როგორც, ერთგვარად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა.

„გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, ვიმეორებ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ეს ეგრეთ წოდებული ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი.

ქალბატონი ნინო [ლომჯარია] დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ მივმართავ პრემიერს იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობაო, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმა, ამის ნაწილია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით. არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თვთმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. პანდემიიდან გამომდინარე, დღეს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/560523/

ნინო ბაციაშვილი და სხვები – ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 აგვისტოს, თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ახალ ბულვარში.

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ირაკლი მიქელაძე.

გიორგი გახარიამ დღესვე აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც დაასახელა:

  • შალვა გოგიტიძე – შუახევის მერობის კანდიდატი, ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
  • ჯუმბერ ბერიძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
  • ელგუჯა ნაკაშიძე – ქედის მერობის კანდიდატი, აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი
  • ირაკლი ბერიძე – ქობულეთის მერობის კანდიდატი, იურისტი
  • გია აბულაძე – ხულოს მერობის კანდიდატი, ექიმი

გიორგი გახარიამ დღესვე დაასახელა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სია წარადგინა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას პარტიაში ბათუმის მაჟორიტაროებისთვის 2 ქალი იბრძოლებს.

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები:

  1. მინდია დევაძე – აეროპორტი, გონიო, კვარიათი
  2. დავით თავართქილაძე – ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება
  3. ბექა წუწუნავა – მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება
  4. თამილა ფაღავა – ყოფილი ოცნების წევრი
  5. ჯემალ ანანიძე – აღმაშენებლისა და შემოერთებული ტერიტორიების მაჟორიტარი, ბათუმის ყოფილი მერი
  6. ლაშა ქობულია – ბონისა და ბაგრატიონის დასახლება, მეზღვაური
  7. ნაზი აბაშიძე – ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება, პოლიგლოტი, საუბრობს 16 ენაზე

პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სია ბათუმში კი ასე გამოიყურება:

  1. ნინო ბაციაშვილი [დიდოსტატი ჭადრაკში]
  2. აკაკი გვიანიძე
  3. ირაკლი თავდგირიძე
  4. თამილა ფაღავა
  5. დიმიტრი ჭეიშვილი
  6. სულიკო გოგილაშვილი
  7. ნატალია ძიძიგური
  8. გოჩა მელაძე
  9. გივი გოგიტიძე
  10.  ალექსანდრე დავითაძე

სად გაითიშება შუქი 26 აგვისტოს აჭარაში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 აგვისტოს, ელექტროენერგია შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ბათუმში – 12:00დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება ბაგრატიონის, გენერალ ასლან აბაშიძის, ტ.აბუსერიძის, კობალაძის, გიორგი ბრწყინვალეს, შ.ხიმშიაშვილის, დ.აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე აეროპორტის გზატკეცილს, ფერიას, მახვილაურის, კახაბერის, ურეხისა და ანგისას დასახლებებს.

11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში აბონენტების ნაწილს თამარ მეფის გამზირზე, ფაღავას ქუჩაზე, აჭარგაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბეთის, ბიტმაშის, სალიბაურისა და  თამარის დასახლებას.

ქობულეთში -11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მემედ აბაშიძის, ჩხაიძის, მესხიძის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას.

სოფლებს –  ქობულეთს, კვირიკეს, ბობოყვათს.

11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში სოფლებს: ზედა აჭყვას, ბუკნარს, სახალვაშოს, გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებს, დაბა ჩაქვის ნაწილს.

ხელვაჩაურში – 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებს: მნათობის, ფერიას, ახალშენსა და მიმდებარე სოფლებს, ასევე მახვილაურის დასახლებას.

12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში აბონენტების ნაწილს სოფლებში: წინსვლაში, სალიბაურში, ქვედა სალიბაურში.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

 

„მიშელის დახმარებით შევძელით ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად შეგვეყვანა პარლამენტში“ – პრემიერი ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, ტრადიციულად, ოპოზიციაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ისინი შარლ მიშელისა და აშშ-ის მხარდაჭერით „შეყარეს პარლამენტში“.

„თქვენ კარგად გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი რაღაც ბრალდებები პროვოკაციებით. საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის ფუნქციონირებას და მუშაობას. რითაც პრაქტიკულად დააზიანეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. მათ დაიწყეს საუბარი, უსაფუძვლო სპეკულაციები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამ დროს მილიონმა ადამიანმა ჩვენი მოსახლეობის მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით, იმას მივაღწიეთ, რომ ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად შეგვეყვანა პარლამენტში“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მორიგი პროვოკაცია მზადება, გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, რომ დაიწყონ წინასწარ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, გამჭვირვალედ და თავისუფლად. მე ყველას ვუცხადებ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე“.

___

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

გოდერძიზე ტურისტების ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

გუშინ, 24 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი.

TV 25-ის ინფორმაციით, დაშავებული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.  არიან თუ არა ავტოავარიაში მოყოლილი პირები ტურისტები, შს სამინისტროში დანამდვილებით არ იციან. „სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, – გვითხრეს პრესცენტრში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 274 მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

ავტომანქანის ხევში გადავარდნის ვიდეო  TV 25-მა გაავრცელა.

 

ავტომანქანის ხევში გადავარდნის ამსახველი კადრი.

„დღე-ღამეში 2 ტონა ჟანგბადი იხარჯება, დეფიციტი არ გვაქვს“ – ბათუმის რესპუბლიკური

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჟანგბადის დეფიციტის პრობლემა მოხსნილია და აქვთ შესაბამისი მარაგიც. კლინიკა 172 საწოლზეა გათვლილი, სადაც დღეს 200-ზე მეტი კოვიდპაციენტი მკურნალობს.

„აქედან 65 პაციენტზე მეტი არის ჟანგბადის მაღალი წნევის ქვეშ რეანიმაციულ პალატაში. ჩვენ ჩვენი ჟანგბადის ქარხანაც გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის. დღე-ღამეში 2 ტონამდე ჟანგბადი იხარჯება. ტონა-ტონანახევარს ვამატებთ თხევად ჟანგბადს მარაგებიდან. გვყავს ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელიც და გვაწვდის, თუმცა ამ კომპანიამ მოგვახსენა, რომ შეიძლება შეექმნას პრობლემა მოწოდებაში და გთხოვთ, სათადარიგოდ ალტერნატიულ მხარესთანაც გააფორმეთ ხელშეკრულებაო.

ქვეყანაში ძალიან დიდია ჟანგბადის მოთხოვნა პაციენტების გაზრდილი რაოდენობის გამო. ამიტომ მარაგის შესაქმნელად „რუსთავის აზოტიდან“ შევიძინეთ თხევადი ჟანგბადი. ამ დროისთვის ჟანგბადის მხრივ საავადმყოფოში პრობლემები არ გვაქვს“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სოლომონ ფუტკარაძემ.

საავადმყოფოს დირექტორს ვკითხეთ, რამდენ პაციენტზეა გათვლილი ადგილზე წარმოებული ჟანგბადი. სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ასე რაოდენობის თქმა ძნელია.

„ადგილზე წარმოებულს თავისი ატმოსფერული წნევა აქვს, თხევადს კი თავისი. როცა თხევად ჟანგბადს ვამატებთ, მეტი წნევით მიდის და აფერხებს ადგილზე წარმოებული ჟანგბადის მიწოდებას. ახლა დავიწყეთ ალტერნატიული ხაზის გაყვანა, რომ გავმიჯნოთ ერთი მეორისგან, რათა ნაკლები ხარჯვა იყოს. გამოიყოფა ცალკე განყოფილება ცალკე ჟანგბადის ხაზით. სამუშაოები გუშინ დავიწყეთ და ვნახოთ, რამდენად შეგვიმცირებს ეს ჟანგბადის ხარჯვას“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „რუსთავის აზოტთან“ ბოლო 5 დღეში ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული: 20 აგვისტოს – 7,5 ტონა თხევადი ჟანგბადის მოწოდებაზე – 8 222 ლარად და 23 აგვისტოს – 4  ტონა ჟანგბადის მოწოდებაზე – 4 375 ლარად.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკური სამსახურის უფროსის 23 აგვისტოს მოხსენებითი ბარათიდან

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის 20 აგვისტოს წერილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს

ამავე თემაზე:

ჟანგბადის დეფიციტი კოვიდკლინიკებში — სამინისტრო მარაგის შევსებას უცხოეთიდან ცდილობს

25 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 4 პაციენტი.

როგორ მისცემენ ხმას კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები – არჩევნები და პანდემია

კლინიკებში და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი მოქალაქეების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩევნო უბანს, ხოლო ქალაქ თბილისში – არანაკლებ 10 საარჩევნო უბანს.

ამ უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო შექმნის სპეციალურ ჯგუფებს. სპეცჯგუფი ამჯერად შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან.

„სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება“.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, შსს-მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს უნდა გადასცენ იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან:
  • სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში;
  • თვითიზოლაციაში;
  • ბინაზე [კოვიდინფიცირებულები];
  • ასევე იმ პირთა სია, რომლებიც სამსახურებრივი პირობების გამო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დამხმარე პერსონალი, დაცვის პერსონალი) კენჭისყრის დღეს ვერ დატოვებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეს.

ცესკოს უფლება აქვს სია საჭიროებისამებრ გამოითხოვოს და მიიღოს მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში.

ცესკო არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა [29 სექტემბერი] ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას [სადაც შეhყავს ზემოთ აღნიშნული ამომრჩევლები].

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს ცესკოს 2021 წლის 25 სექტემბრიდან 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე შემდეგ ნომერზე დარეკვით: +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“.

[აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, თვითიზოლაციაში მყოფი მხოლოდ ის პირები შეიყვანეს სიაში, ვინც ცესკოში 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე დარეკა და მოითხოვა საარჩევნო ყუთი.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 127 სპეცუბანი [მათ შორის 24 აჭარაში] იყო შექმნილი.

ამ თემაზე: ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო]

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკო სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს შესაბამის სპეცჯგუფს გადასცემს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.

ცესკოს გადაწყვეტილებით, სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმაც.

კენჭისყრის დღეს, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბანში კი, შესაძლებელია იმყოფებოდეს მედპერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეცჯგუფის წევრებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში.

რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, ესაა – სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრი;
  • ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას.
  • თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

 

[toggle title=”სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის სრულად ნახეთ აქ:“]

1. საარჩევნო უბნებში სპეცჯგუფების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

ბ) კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი, საარჩევნო უბანში არ დაიშვება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

დ) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.) სათანადო წესით წმენდა/დეზინფექცია;

ე) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;

ვ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა პერიოდულად უნდა შეცვალონ პირბადე და კენჭისყრის დღეს პერიოდულად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით;

ზ) მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება;

თ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს სპეცჯგუფის განთავსების ოთახების განიავება/ბუნებრივი ვენტილაცია;

ი) სპეცჯგუფის განთავსების შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება სპეცჯგუფის განთავსების შენობაში;

კ) კენჭისყრის დღეს სპეცჯგუფის განთავსების ადგილზე ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი საარჩევნო კოდექსი დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის შენობიდან გაძევების საკითხზე;

ლ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;

მ) სპეცჯგუფის განთავსების შენობაში თერმოსკრინინგს უზრუნველყოფს შესაბამისი სპეცჯგუფის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას სპეცჯგუფების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარი და სხვა.);

ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;

გ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

დ) ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე შეხების, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;

ე) საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მისაღებად, ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, იმგვარი ფორმით (ჩვენება, გადაფურცვლა და სხვა), რომ სპეცჯგუფის წევრის მიერ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება;

ვ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი უნდა გასცენ მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემდეგ;

ზ) ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას. ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1,5 მეტრი. რისი განმარტებაც უნდა მოხდეს წინასწარ ან ადგილზე. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში);

თ) ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. სპეცჯგუფის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს მისთვის განკუთვნილი კალმისტრით და ამავე კალმისტრით ისარგებლოს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;

ი) კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება უნდა მოხდეს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია უნდა მოთავსდეს სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში. გადასატან საარჩევნო ყუთი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

კ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება;

ლ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

3. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვისა მიზნით, ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები კენჭისყრის დღეს არ დაიშვებიან სხვა საარჩევნო უბნებში, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნების გარდა.

თუ დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს საარჩევნო უბნის განთავსების შენობას ანდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს, იგი განმეორებით აღნიშნულ შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესზე არ დაიშვება.

აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან სხვა კენჭისყრის შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში. ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირებს არ შეიძლება შეენაცვლონ მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის/ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები/დამკვირვებლები.

[/toggle]

 

პირი ვალდებულია დაიცვას განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას.

თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დარღვევას, სპეცჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს სპეცჯგუფის განთავსების შენობა;

თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი/სპეცჯგუფის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მისი გაძევების საკითხზე.

ამავე თემაზე:

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

აჭარაში კოვიდის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 4 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში კორონავირუსს 1 046 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტად მიიჩნევა 164.

კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 1 227 კოვიდინფიცირებული.

რაც შეეხება ქვეყნის სტატისტიკას,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

დადასტურდა კორონავირუსის 5 021 შემთხვევევა, გარდაიცვალა 58 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

კორონავირუსით ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა  53 747 კვლევა.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, PCR ტესტით – 20 435. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო 7 დღის – 10,57%.

დღეს დადასტურებული 5 021 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარაში – 599, იმერეთში – 598, ქვემო ქართლში – 333, შიდა ქართლში – 331, გურიაში – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 336, კახეთში – 446, მცხეთა-მთიანეთში – 114, სამცხე-ჯავახეთში -90, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

25 აგვისტოს მონაცემებით ინფიცირების აქტიური შემთხვევა  არის 57 762, საიდანაც: 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 107, აჭარაში – 1 046, იმერეთში – 1 102.

კოვიდინფიცირებულთაგან მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 164, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 47, იმერეთში – 26.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, სულ აცრილია – 1 038 292, დღიურად აცრილია – 28 196.

ხმის დათვლის პროცესს ცესკო ვიდეოკამერით ჩაწერს და ინტერნეტში ატვირთავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2 ოქტომბრის არჩევნების დროს, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება და ამასთან, ვიდეოგადამღები მოწყობილობის ისე განთავსება, რომ  სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი.

ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 სთ-მდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის ყველა ვიდეოჩანაწერის ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, საამისოდ განსაზღვრული ადგილიდან.

ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტში, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. ჩანაწერები ინტერნეტში 2022 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება განთავსებული.

საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლის შემდეგი წესით:

პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, ასევე აცხადებს ბათილად/საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებს, ხოლო შემდგომ საარჩევნო ბიულეტენს იჭერს ხელში იმდაგვარად, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია.

ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა ცესკო უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემას; საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცეს ვიდეოგადამღები მოწყობილობა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

ცესკოს გადაწყვეტილებით:

  • „ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
  • მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომოწყობილობის ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ.
  • აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით.
  • საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში“.

ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს.

ხმის დათვლის პროცესის ჩაწერა არ მოხდება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე [საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია].

ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის მიზნით შექმნილ უბნებში.

საარჩევნო კოდექსით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.

ცესკოს დადგენილებით, სავალდებულოა ოლქის მიერ ხელახალი დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაც.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში 23 წლის კაცი სარეკლამო ბილბორდის გაკვრისას დაიღუპა

დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში 23 წლის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ბილბორდის გაკვრაზე მუშაობდა. მაღლივ ბილბორდზე სარეკლამო ბანერის გაკვრა ამწეკრანით იგეგმებოდა.

„კალათი ელექტროსადენს შეეხო, დენმა დაარტყა და გადმოვარდა“, – ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებმა იციან.

სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი ბათუმში სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევა გონიოს დასახლებაში მოხდა. შრომის ინსპექცია სწავლობს, თუ რამდენად ეხება ეს ფაქტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალგაზრდა კაცი სარეკლამო ბანერის გაკვირისას გასულ კვირასაც დაიღუპა ბათუმში. ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა.

 

დარილ ფერნანდეზი: წიგნებს შეუძლია გაპოვნინოთ ის, რისიც ნამდვილად გწამთ

ავტორი: დარილ ფერნანდეზი, მასწავლებელი

___

კითხვა არა მხოლოდ სიამოვნებაა, არამედ – განათლების წყაროც. ბავშვობიდან ვკითხულობ; 12-13 წლის რომ ვიყავი, ზაფხულის გრძელი ცხელი დღეებისგან თავის დაღწევაში მეხმარებოდა.

ვისწავლე, რომ ზოგიერთი წიგნი დიდ სიბრძნეს ინახავს, ზოგიერთი კი თავგადასავლებსა და საოცრებებზე მოგვითხრობს, ზოგიერთი გვატირებს, ზოგიერთი სიხარულით გვავსებს და გვაცინებს.

კითხვას იდუმალი ძალაც აქვს – ბავშვს იმედს უსახავს, ეს კი დიდი შვებაა მათთვის, ვისაც ცხოვრებამ უსამართლოდ წაართვა ან შეუზღუდა განვითარების შესაძლებლობები.

დიდი წიგნები, მაგალითად, ჰემინგუეის ,,მშვიდობით, იარაღო”, ივან ტურგენევის ,,მამები და შვილები” ან ჩარლზ დიკენსის ,,ორი ქალაქის ამბავი” უჩვეულო ძალის მატარებელია და სიბრძნეს გვაზიარებს, წარმოსახვას ამდიდრებს; როცა ადამიანი მიმოიხედავს, დაინახავს სამყაროს სიკეთეს, სიმწარეს, ისწავლის, რისთვის გაიღოს მსხვერპლი და რა არ ღირს დროის ფლანგვად.

მიეცით ბავშვს წიგნი. მიეცით საშუალება, წაიკითხოს. ის, თითქოს, პირველად დაინახავს, შეეხება, შეიგრძნობს და ალაპარაკდება – ამჯერად არა მხოლოდ თვალებით, ხელებით, ყურებითა და პირით, არამედ – სულითაც. დიდი წიგნები საკუთარ თავში იმას აღმოგაჩენინებს, რასაც მანამ ვერ ამჩნევდი.

არ მგონია, წიგნებს სამყაროს შეცვლა შეეძლოთ… მაგრამ მათ შეუძლია, გაპოვნინოთ ის, რისიც ნამდვილად გწამთ, რაც მთავარია, რისი დანახვაც ჭეშმარიტად გსურთ სამყაროში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ 

ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან.

  •  ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის გარანტირებულად მოხვდეთ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

ჩემთვის დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფნა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, რადგანაც ჩემი ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა და მისი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ის, რამაც უნდა მიგვიყვანოს ცვლილებებამდე და იმ კურსის შენარჩუნებამდე, რაც აქამდე გვქონდა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედით. 

რა თქმა უნდა, პროფესიული საქმიანობის მიტოვებას არ ვაპირებ, არც კლინიკაში, არც უნივერსიტეტში – ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ამ ქალაქისთვის ვაკეთებ. მე მომწონს ჩემი პროფესია, მიყვარს და არც ვაპირებ მის დატოვებას არასდროს. 

  • სწორედ ეგ უნდა მეკითხა, რომ თქვენ იმ ექიმებს შორის ხართ, ვინც ყველაზე რთულ ოპერაციებს ატარებს. როგორ აპირებთ ეს ორი საქმე – პოლიტიკა და მედიცინა შეუთავსოთ ერთმანეთს, რადგან ორივე ითხოვს დიდ ენერგიას და დროს.  

ჯერ შევიდე და მერე ვნახოთ. აქ საუბარია გამარჯვებაზე. თუ ჩვენ არ გავიმარჯვეთ და თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ, მაშინ არც იმ თვითმმართველობაში ყოფნას აქვს აზრი. ამიტომ მე იქ არ ვიქნები. 

  • ამბობთ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვა უმრავლესობაში, გამარჯვების შემთხვევაშიც არ შეხვალთ საკრებულოში? 

მე არ შევალ, დიახ. თუმცა, ვფიქრობ, აუცილებლად მოვიგებთ. თუ ჩვენ არ დავიჯერეთ, რისთვის ვიბრძვით, სხვასაც ვერ დავაჯერებთ. 

ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი არაწესიერი ქცევა. არ არსებობს მიზანი, რომელსაც შეიძლება უღირსი საქციელით ამართლებდე. 

  • თქვენთვის რა არის უღირსი საქციელი პოლიტიკაში?

თუკი ჩემი ქცევა სხვის უბედურებაზე, სხვის დაჩაგვრაზე, სხვის იგნორირებაზე და სხვის ხარჯზე უნდა ხდებოდეს, ეს ჩემთვის უღირსი და მიუღებელია. ეს არასდროს გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ. ვერც ვერავის მოვუწონებ, იმის მიუხედავად ჩემ გვერდით დგას თუ არა.  

  • რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო წლებში?

მაგალითად ის, როცა 70 მილიონი ლარი, რომელიც შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, ცენტრალურ ბიუჯეტს გადაურიცხა. დღეს კი ის რაიონები, რომლებიც ქალაქს შემოუერთეს, კანალიზაციის და წყლის გარეშეა დარჩენილი. კორპუსები შენდება იმ რაიონებში და ამ დროს წარმოუდგენელია კანალიზაცია არ არსებობდეს უბანში. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვინც ამას ხელი მოაწერა, ამით ვერ იამაყებს. 

ასევე, ის სამი საშინელი სახლი, ბულვარის ზღვისპირა პარკის დაბოლოებაში რომ დადგეს, მიუღებელია ჩემთვის. მომხრე ვარ რეფერენდუმი ჩატარდეს და ქალაქმა მიიღოს გადაწყვეტილება, რა უქნას ამ სახლებს. მე მხარს დავუჭერდი ამ სახლების დემონტაჟს. 

ვისი ბრალია ეს და ვინ რა ზარალს მიიღებს, საერთოდ არ მაინტერესებს. როცა ისეთ რამეს ჩადიხარ, რასაც ახლა ჩადიან – შუაგულ ზღვისპირა პარკში ცათამბჯენებს აშენებენ, ჩვენი ბავშვების ფილტვების და ჩვენი მომავლის ხარჯზე. ამისთვის ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად ვინმე მოგთხოვს პასუხს. 

როცა ჩადიხარ უმსგავსობას იმიტომ, რომ გაგდის, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ დაგსჯიან. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მარტო მე გადავწყვიტო რაიმე, საკუთარი ხვალინდელი დღე ქალაქმა უნდა გადაწყვიტოს. 

  • ქალაქის ფილტვებს არც „ნაციონალური მოძრაობა“ უფრთხილდებოდა მაინცადამაინც, ბულვარში მშენებლობების პროცესი მათ დროს დაიწყო.

ჰოდა, რომ არ ზრუნავდა მაშინ, იმიტომ წავიდნენ. თუმცა ამავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზღვისპირა პარკი მაინც გააშენა, ისიც არ გვექნებოდა, ჭაობის ბუდე იყო. 

  • პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გონიოს პოლიგონზე ახალი ქალაქი უნდა აშენდეს კაზინოებით, სასტუმროებით და ბანკებით. ყოფილი პოლიგონის განაშენიანებაზე საუბრობდა „ნაცმოძრაობაც“ ადრე. თქვენ როგორ ფიქრობთ – სჯობს, რომ ეს ტერიტორია დარჩეს რეკრეაციულ, მწვანე ზონად, თუ გაშენდეს ქალაქი?

გონიოს პოლიგონი ვეებერთელა ტერიტორიაა და მარტო რეკრეაციულ ზონად ალბათ ვერ დარჩება, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ, რომ ზღვის ზოლი, ყველგან იყოს რეკრეაციული ზონა. რაღაც რაიონები უნდა გაშენდეს ალბათ იქ, მშენებლობების წარმოება არ ნიშნავს, რომ მწვანე საფარი განადგურდეს, მაგრამ რატომ გვინდა ეს 100-სართულიანი სახლები ბათუმში, მაინც ვერ ვხვდები. 

ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა დავუშვით ამ ქალაქში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. ბევრ ევროპულ ქალაქში ასეთ საშინელებას ვერ ნახავთ. ჩემი მეგობრები ინდოეთიდან რომ ჩამოდიოდნენ, ხანდახან ვერ იჯერებდნენ და მამეორებინებდნენ – მართლა 150 ათასი ცხოვრობს ამ ქალაქში? აბა, რად გინდათ ეს ცათამბჯენებიო. მე ინდოეთში არ მინახია ასეთი ცათამბჯენებიო. ჩემთვის სულერთია ამას ვინ აკეთებდა, წინა ხელისუფლება, იმის წინა თუ ეს. ცუდი არის ცუდი. 

  • როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის შეჩერება. თუკი იქნებით ქალაქის თვითმმართველობაში, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის შესაჩერებლად?

ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. უდავოა, რომ რაღაც- რაღაცები პრინციპულად შესაცვლელია. არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოდეს ერთი კაცის ნება-სურვილზე. ალბათ უნდა შეჩერდეს ყველაფერი, შემუშავდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც უნდა იყოს ყველაფერი გათვალისწინებული – ინფრასტრუქტურაც, განაშენიანებაც, სახლების მშენებლობაც რაღაც დონეზე, რადგან ვმრავლდებით, ვიზრდებით, ახალი ოჯახები იქმნება და, ბუნებრივია, სადღაც უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა. 

როცა ეს გეგმა შემუშავდება, ისეთი მაღალი ლეგიტიმაციით უნდა იყოს მიღებული, რომ შემდგომ სხვა არჩევნებით მოსულ ახალ გუნდს ძალიან გაუჭირდეს რაიმეს კორექტირება. ოღონდ, ეს უნდა იყოს ფართო შეთანხმების საგანი.  

  • ამაზე საუბრობდა „ოცნებაც“ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, თუმცა საპირისპირო გააკეთეს.

მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ის რასაც მე ვამბობ და რისიც მწამს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, თუ ისე არ მოხდება, ამასაც ვიტყვი, არც მომერიდება და არც შემრცხვება.

კრიტიკა არის ის, რაც ამოძრავებს პოლიტიკას. განსხვავებული აზრი ამოძრავებს სამყაროს. განსხვავება რომ არ იყოს, ცხვრის ფარა ვიქნებით მაშინ. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩვენი აზრი და ამ აზრის გამოხატვა არასდროს უნდა გვრცხვენოდეს. 

თუ იღებ პასუხისმგებლობას სხვის კეთილდღეობაზე, შენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და კიდევ უფრო მეტად უნდა ილაპარაკო სიმართლე.

ნაცმოძრაობის ერთ-ერთ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ ბევრი კარგი, რასაც აკეთებდნენ, ვერ ახერხებდნენ კარგად აეხსნათ ხალხისთვის. 

მე თუ ვერ ვხედავ ამ სიკეთეს, რაც კონკრეტულ პროექტს მოაქვს, მაშინ ჩემთვის საერთოდ არ არის მისაღები. თუ ამ გლობალური პროექტების გვერდით ადამიანს საჭმელი, სასმელი აკლია, საცხოვრებელი აკლია, უმუშევარია, უსამართლობას ხედავს, მისთვის სულ ერთია, რას აშენებ. ამიტომ ჯობდა ამისთვის მიეხედათ თავის დროზე ან ორივე უნდა გაეკეთებინათ. 

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვისთვის სწავლა საჭიროა და კარგია, მაგრამ თუ არ გავაგებინებთ ამის მნიშვნელობა, როგორ ვასწავლით?  ხომ არ ვცემთ? გააგებინო უნდა მისი მნიშვნელობა. ასეა გლობალური პროექტების შემთხვევაშიც. 

  • კიდევ რა არის შესაცვლელი ამ ქალაქში თქვენი აზრით?

ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, და განაშენიანება. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ შედის კორპუსებთან, მეოცე სართულზე როგორ უნდა ავიდეს ექიმი, როცა ყველა ლიფტი ჩიპზეა, ამაზე უფიქრია ვინმეს? ან მიცვალებული როგორ უნდა გადაასვენო, ვინმემ იფიქრა ამაზე? 

სახლები ერთი მეორეზე რომ დგას და ავტომობილების გასაჩერებელი არაა, უფიქრია ამაზე ვინმეს? 

ბავშვები რომ ქუჩაში მათხოვრობენ, ამაზე ვინმემ იფიქრა? არავინ. 

უსახლკაროების და უქონელების პრობლემა დგას ქალაქში.  კლინიკაში მუშაობის დროს დიდხანს მქონდა კამათი მენეჯმენტთან, რადგან ვამბობდი, რომ  ჩემთან კონსულტაცია ფული არ ღირს. არ შეიძლება ადამიანს საუბარში ფულს ვართმევდე, როცა ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ის თანხა მისთვის. 

ზოგჯერ ხორცის ყიდვა მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ ვიღაც თვეობით ვერ ყიდულობს, ასეთი სოციალური უსამართლობა არ შეიძლება ქალაქში იყოს. შვილები გვეზრდება და თუ ჩვენი შვილების ბედნიერება და სიმშვიდე გვინდა, სხვაც ბედნიერი უნდა იყოს. ასეთი სოციალური დისბალანსი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს. 

ამას მარტო ქალაქი ვერ გადაწყვეტს, ბევრად უფრო დიდი და რთული პრობლემაა, მაგრამ სამშობლო იწყება პატარა ადგილებიდან – სოფლებიდან, ქალაქებიდან, ოჯახიდან და ისიც უნდა გავითავისოთ, რომ მარტო ქალაქი არ უნდა გაძლევდეს, ჩვენც უნდა მივცეთ რამე და როცა ვიღაც გააკეთებს სკვერს, მეორე დღეს ის სკამი არ უნდა მოგლიჯო და დააზიანო.

  • თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახალი ხელისუფლება, „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობით თუ კოალიციური, რომელს უფრო უჭერთ მხარს?

ქართული სიმღერა მრავალფეროვანია. ერთის სიმღერას შედეგი არ მოუტანია არასდროს. ერთი პარტიის მმართველობა აუცილებლად მთავრდება დიქტატურით. მეტიც, არც ერთ თანამდებობაზე ადამიანმა 5-7 წლის მეტი არ უნდა გაატაროს. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ რაიმე ღირებული გააკეთო. ეს უნდა იყოს გარდაუვალი, მაშინ არ იქნება პრობლემა. 

ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცის, რომ 60 წლის შემდეგ, დიდი ქირურგიიდან წავალ, იმიტომ, რომ სხვამ უნდა დაიკავოს ჩემი ადგილი. არ შეიძლება შენ გიყურებდნენ მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე. გენიოსებიც კი რამდენიმე ქმნილებას ქმნიან და მერე იმით ცხოვრობენ. მე არ ვარ გენიოსი და რატომ უნდა მიყურონ ამდენი წელი. 

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევანი არის ძალიან მარტივი, არჩევანი არის თეთრი და შავი, ბნელი და ნათელი, ეს არის კონკურენტები. ბნელი არის ის, ვინც ამბობს, რომ თურმე მოსწონდა საბჭოთა კავშირი, რომ თურმე მოსწონდა მაშინდელი ქარხნები. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მე არ მომწონდა და არც სხვას ამ სამყაროში და ვისაც მოსწონდა, დარჩეს იქ. 

2 პირი დააკავეს აქციაზე ბათუმში, სადაც ავარიული კორპუსიდან გასახლებას ითხოვდნენ

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს, 24 აგვისტოს, მორიგი აქცია გამართეს. ისინი ამჯერად მერიისგან ითხოვდნენ დროებით, ქირით გაყვანას, ვინაიდან კორპუსში ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება.

აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. ეს სახლი რომ ავარიულია, დასკვნა  2013 წელს დაიდო.

მოსახლეობის თქმით, წლების წინ ქალაქის მერიაში მათ უთხრეს, რომ ბინებს აბუსერიძის ქუჩაზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დასრულდებოდა. მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

„თავის დროზე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „რეალ მშენთან“, რომელსაც უნდა დავეკმაყოფილებინეთ ბინებით. ახალი კორპუსი აშენებულია, თუმცა დასრულებული არ არის.  მერიამ, როგორც ვიცით, ამ კომპანიას პროექტები გაზრდილი კოეფიციენტებით დაუმტკიცა, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ბინებს გადმოგვცემდნენ.

რახან პროცესი გაჭიანურდა, მერიისგან დღეს ვითხოვდით – აიღოს პასუხისმგებლობა და ვიდრე კორპუსი დასრულდება, დროებით მაინც გაგვიყვანოს ქირით. შეგვხვდა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და, ფაქტობრივად, ვერაფერი გვითხრა. ის კი თქვა, „მე რომ ახლა რამე დახმარება გამოვყო 2 ოქტომბრამდე, მოსყიდვაში ჩამითვლიანო“. მერიას ადრე ისიც ვთხოვეთ ამ სახლთან ტრაილერებს მაინც არ გაევლო, არც ეს გააკეთეს“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გვენეტაძემ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქციის მონაწილეებს შეხვდა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მათ კომპანიასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

„ვერაფერს დაგეხმარებით, თქვენ თვითონ იმოქმედეთო, ეს გვითხრა ჩიქოვანმა. მერიას და ამ კომპანიას ერთმანეთშიც აქვთ დავა, როგორც კომპანიაში გვითხრეს. ვინაიდან რამდენიმე წელია ვითმენთ და ჩვენი პატრონი არავინაა, ამჯერად უკვე გადავწყვიტეთ სასამართლოს მივმართოთ და ამ გზით დავიცვათ ჩვენი უფლებები“, – გვითხრა გვენეტაძემ.

ამ ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა 8 თვის წინაც გადაკეტეს. ბათუმის მერიაში მაშინ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს.

ამ თემაზე:

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

2 დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ორი დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ.

„ივნისის ბოლომდე ჩვენ არ გვქონდა არც ერთი შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის… სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო.

გარდა მაგის, არის ეგრეთ წოდებული ვერბალური ავტოქსია – უნდა დაუკავშირდე მის ახლობლებს, კარგად გაიარო ისტორია და ნამდვილად თქვა, რომ ის ორჯერადი აცრის, 14 დღის შემდეგ დაიღუპა კოვიდით. ასევე უნდა გაატარო ანალიზი კოვიდთან ერთად კიდევ რა იყო და მან ხომ არ გადასძლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ანალიზს დავამთავრებთ სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებში და გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ ორჯერადად აცრილი ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

გამოცდების ცენტრმა გასაჩივრების შემდეგ 1435 ნამუშევრის შეფასება შეცვალა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები 3 355-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა. როგორც ცენტრი აცხადებს, შეფასება შეიცვალა 1435 განაცხადის შემთხვევაში.  

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. 

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ხვალ, 25 აგვისტოს, 18:00 საათამდე აქვთ ვადა ცვლილება შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში. 

„აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი. 

ცენტრი ასევე ახსენებს აბიტურიენტებს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ აუცილებლია ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება.

რამდენად საკმარისი ჟანგბადი აქვს ქვეყანას – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ჟანგბადის რაოდენობაზე.

თამარ გაბუნიას თქმით, „დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, მათი დიდი ნაწილი 70 % არის ჟანგბადდამოკიდებული. მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარება.

ასევე გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 20-25-მა კლინიკამ დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა ანუ ისინი არავისზე დამოკიდებული არ არიან ამ მიმართულებით.

ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციაზე, რომ ის არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და იკარგებოდეს ჟანგბადი. გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც. ამდენად ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი, რადგან არაერთი წყაროდან – იმისთვის, რომ გადაზღვევა მოხდეს, თუ რომელიმე წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე.

მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული, რომ ჟანგბადის მომარაგება უზრუნველყოფილი იყოს“.

როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი

დღეს, 24 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს, მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა საქართველოში მოზარდების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, როცა ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმსჯელებს

„იმუნიზაციის საბჭოც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, თუკი ამის მხარდაჭერა იქნება ჯანმოს მხრიდანაც“ -ამბობს თამარ გაბუნია.

ბავშვების იმუნუზაციასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ამირან გამყრელიძემაც გააკეთა, მისი თქმით, ბავშვები ყველაზე ადვილად გამავრცელებლები არიან ვირუსის, ამიტომ სანამ მათი იმუნიზაცია არ დაიწყება, პანდემია ვერ დასრულდება.

„25-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა, მოდერნათი და ფაიზერით და ვიცით, რომ ჩინეთმა უკვე დაასრულა კვლევები 3-იდან 18 წლის ასაკამდე ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რადგან ახალი შტამები განსაკუთრებით აზიანებენ ბავშვებს, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცი არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება, რადგან ისინი ყველაზე ადვილად გამავრცელებლები არიან. ჩვენთვის მთავარი დასაყრდენი მაინც გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და როგორც ვიცი იქ ატიურად განიხილება 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხი და ჩვენც შემოდგომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა არ გამორიცხავ რომ ეს საკითხი განვიხილოთ ჩვენს იმუნიცაციის კომიტეტზე და სამეცნიერო საბჭოზე“-ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით,  ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი. სრული ავტორიზაცია მისცა „ფაიზერს“ რაც იმას ნიშნავს რომ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ დროისთვის როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ქვეყანაში ჩატარებული აცრების რაოდენობა ერთ მილიონს აჭარბებს. 700 ათასამდე მოქალაქე აცრილია ერთი დოზით და 300 ათასზე მეტი მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზით.

„ვაქცინაციის ყოველდღიური ნიშნული უნდა იყოს 40 ათასი აცრა, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან სწრაფი გარდატეხა შევიტანოთ ვაქცინაციაში სექტემბრამდე, რომ ოქტომბერ-ნოემბერში მსგავსი სიტუაცია აღარ გვქონდეს, როგორიც დღეს გვაქვს,“- ამბობს გაბუნია.

ელექტრომობილების დამტენი სადგურებისთვის ქსელზე მიერთების საფასური განახევრდა

სემეკის ინფორმაციით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა.

სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ეხება ისეთ სადგურებს, რომლებიც საერთო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი და არა კერძო მოხმარებისთვის.

„ეს საფასური თავიდან იყო 400 ლარი, შემდეგ 600 და ამ ბოლოს 800 ლარი. დღეიდან ქსელთან მიერთების საფასური კვლავ 400 ლარი იქნება“ – გვითხრეს სემეკში.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი პირობები აამოქმედა.

კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა.

შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია. სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში.“ – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მთავარი ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წერილობით გამოითხოვა.

სამსახურის ინფორმაციით, „ზღვის სანაპირო ზოლში ცურვა დასაშვებია, საბანაო სეზონზე ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, სადაც უსაფრთხო არეალი შემოსაზღვრულია შესაბამისი აღმნიშვნელებით“.

სამსახურმა მოგვაწოდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, „სადაც მიმდინარე ეტაპზე აკრძალულია ცურვა და განთავსებულია შესაბამისი აღმნიშვნელები“.

[red_box]ცურვა აკრძალულია:[/red_box]

სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ – 3 ამკრძალავი ნიშანი;

სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში – 1 ამკრძალავი ნიშანი;

კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები – 1 ამკრძალავი ნიშანი;

ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში – 3 ამკრძალავი ნიშანი;

მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ – 1 ამკრძალავი ნიშანი;

მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან – 1 ამკრძალავი ნიშანი;

სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ –  1 ამკრძალავი ნიშანი;

ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან – 1 ცალი ამკრძალავი ნიშანი;

მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს] – 2 ამკრძალავი ნიშანი.

[yellow_box]ბანაობა არარეკომენდებულია:[/yellow_box]

  • კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე,
  • მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე,
  • სასტუმრო ,,კასტელო-მარეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ციხისძირის საპირო ზოლამდე – რადგან აღნიშნული სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი.
  • ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია.

რაც შეეხება მაშველთა რაოდენობას, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის საბანაო სეზონზე აჭარის ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მობილიზებულია 150-მდე მაშველი.

„დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან ერთად მუშაობს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც უფრო დეტალურად დაარეგულირებს წყალზე უსაფრთხოების ნორმებს“, – მოგვწერეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.


ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლის მონაკვეთი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ ბანაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე – ექსტრემი უფროა.

აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ცურვა და საერთოდ არის თუ არა რეკომენდებული – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც საგანგებო სამსახურიდან მიიღო და ვერც ბათუმის მერიისგან.

ამ ზოლში, ნაპირდამცავი ლოდების გასწვრივ რამდენიმე ადგილზე მხოლოდ აბრებია გამოკრული წარწერით: „ნუ აძვრებით ქვებზე თქვენივე უსაფრთხოებისთვის“.

სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმსა და აჭარაში 25 აგვისტოდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია. 

ამავე თემაზე:

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ხოშტარიამ ბათუმში, მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პარტია „დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, ბათუმის N2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი დარჩია წარადგინა. ბათუმის N2 ოლქი მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოიცავს.  დიმიტრი დარჩია ამ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.

მაჟორიტარის წარდგენაზე ბათუმში იმყოფებოდა თავად ელენე ხოშტარიაც. „მე მიხარია, რომ „დროას” ბათუმის მეორე ოლქში ეყოლება ძალიან ღირსეული და პრინციპული კანდიდატი, რომელიც მოდის 2020 წლის არჩევნების ძალიან პრინციპული და ღირსეული ბრძოლიდან. სწორედ ასეთი ბრძოლის შემართებით შევა ის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მეორე ოლქში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბრიფინგზე დიმიტრი დარჩიამ ისაუბრა კამპანიის გეგმებზე. იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნებზე დაიცავს თითოეულ ხმას. „დროას“ კანდიდატმა ასევე ისაუბრა თავისი შტაბის წევრების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ელენე ხოშტარია-დროამ” პარტიის ოფისი გახსნა არა ბათუმის ცენტრალურ უბანში, არამედ ჭაობის დასახლებაში – ბაგრატიონის ქუჩის 70 ნომერში.

25 აგვისტოდან ბათუმში უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 19– 24 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26 და 27 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაში ცურვის გარდა

გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით

ხულოში მცხოვრებმა მარი კოჩალიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში გაკეთებული PCR ტესტის ნიმუშები შესაძლოა სტანდარტების დარღვევით გადაჰქონდეთ ლაბორატორიაში.

„ბებიაჩემს ჰქონდა შაბათს სიცხე და ტესტირებაზე როცა მივიყვანე, სწრაფმა დადებითი არ აჩვენა. მითხრეს, ორშაბათს მოიყვანე და PCR-ს გავუკეთებთო. ვკითხე, ახლა რატომ არ უკეთებთ-მეთქი. კურიერი არ გვყავს და ტესტის ნიმუშებს ვერ გავაგზავნითო, თუ ვინმე წავა, რომელიმე მარშრუტკის მძღოლი ან სხვა ვინმე, გავატანთო.

კიდევ ერთი ქალი იყო ტესტირებაზე მოსული იმ დღეს და იმანაც ჰკითხა, მე რომ გავატანო ვინმეს ტესტები ლაბორატორიაშიო? უთხრეს, რომ არ არის პრობლემაო. შეუძლიათ ჩვეულებრივ „მარშრუტკის“ მძღოლს გაატანონ აღებული ტესტების ნიმუშები. არ ვიცი რამდენად სწორია ეს“, – გვითხრა  მარი კოჩალიძემ.

ხულოში ცხოვრობს ლელა დეკანაძეც, რომელიც ასევე გვიყვება მსგავს შემთხვევაზე. „ჩემს დას როცა ტესტი აუღეს, უთხრეს, რომ კურიერი არ გვყავს და ვერ გავაგზავნით ნიმუშსო. მერე უთხრეს, რომ ვიღაცას გაატანეს. მანამდე კი დაახლოებით სამი თვის წინ, ჩემი მშობლები მოდიოდნენ ბათუმში და მათ გამოატანეს აღებული ტესტების ნიმუშები, ქალაქში დახვდა მესამე პირი და მათ გადასცეს შემდეგ“, – გვეუბნება ლელა.

მარი კოჩალიძე, რომელიც ამჟამად ბეშუმშია, ამბობს, რომ აქამდე არც ტესტებზე ჰქონდათ წვდომა მთაში მყოფ ადამიანებს და სულ რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. მარის თქმით, ტესტების რაოდენობა მაინც მცირეა.

„თუ სიცხისგან არ იწვი, PCR-ს არ გიკეთებენ, სწრაფი კი ხშირ შემთხვევაში ზუსტი არ არის. ადამიანები პირბადეს თითქმის არ ატარებენ და გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ ხულოს პოლიკლინიკის ექიმს, დალი აბულაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა ტესტის ნიმუშების ტრანსპორტირების პრობლემა და როგორ ართმევენ თავს.

დალი აბულაძე ამბობს, რომ  მანქანა ხშირად დადის და თუ არ არის, ასეთ შემთხვევაში კლინიკის რომელიმე თანამშრომელს ატანენ ნიმუშებს. „ნიმუშები სპეციალურ ყუთში თავსდება და ისე ვატანთ. კერძო პირებს არა, ჩვენი თანამშრომელი თუ არ არის, ისე არავის არ ვატან. ერთი შემთხვევა იყო, როცა ცხელებიანი პაციენტი მოვიდა, ეჩქარებოდა, მთხოვა მე მივიტანო. სხვა შემთხვევა არ ყოფილა“, – გვითხრა დალი აბულაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კორონავირუსზე აღებული ტესტების ნიმუშები დაუშვებელია კერძო პირებმა თავიანთი ინიციატივით მიიტანონ ლაბორატორიაში. „მთაში ადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ჯგუფი. იქ ატარებენ ტესტირებას და რაც წამოსაღებია, მოაქვთ თვითონ“, – გვითხრეს აჭარის ჯანდაცვაში.

დღევანდელი მონაცემებით ბეშუმში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა. „ყველა პირი დამსვენებელი იყო და დადასტურების შემდეგ, მათ კურორტი დატოვეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“.

აჭარაში კოვიდის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 გარდაიცვალა – 24 აგვისტო

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 3 პაციენტი.

24 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარის საავადმყოფოებში 1 036 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმე პაციენტია 166.

აჭარის კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 1 244 პაციენტი. 

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 8 246 პირი.

24 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია“.

ქართველი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ ვაქცინაციაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ:

საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებული ქართველი ექიმების მიმართვა

60 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 924 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა; ncdc-ის მონაცემებით სრულად [ორი დოზით] აცრილია 294 365 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 523 022, ბოლო 24 საათში – 5 924
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 458 265, ბოლო 24 საათში – 4777
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6 891, ბოლო 24 საათში – 60

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47 288, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 185, PCR ტესტით – 12 103

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,53%, ბოლო 14 დღის – 10,93%, ბოლო 7 დღის – 10,72%

  • სულ აცრილია – 1 010 096, დღიურად აცრილია – 30067
  • კარანტინის რეჟიმში – 116
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7410
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3320

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარაში – 629, იმერეთში – 803, ქვემო ქართლში – 376, შიდა ქართლში – 381, გურიაიშ – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 412, კახეთში – 537, მცხეთა-მთიანეთში – 165, სამცხე-ჯავახეთში -77, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 840;  მძიმე პაციენტია 1 568, მათ შორის, თბილისში – 631, აჭარაში – 166, იმერეთში – 344.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი,  მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 43, იმერეთში – 24.

47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 30 012, პირი, აჭარაში – 8 246, იმერეთში – 4 553.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია“.

ქართველი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ ვაქცინაციაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ:

საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებული ქართველი ექიმების მიმართვა

უაქციზო სიგარეტის შეძენა-გადაზიდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებული ქართველი ექიმების მიმართვა

ქართველი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებიენ ვაქცინაციაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ:

დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.

ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს.

იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები, რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.

კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე.

ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს.

სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.

ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს.

გვსურს სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ.

ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:

1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.
2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.
3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.
4. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:
a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე
b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.
  1. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.
  2. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.
  3. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.
  4. აცრა არ იწვევს უშვილობას.
  5. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
  6. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.
  7. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.
  8. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.
  9. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.

ამავდროულად:

  1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.
  2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.
  3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის.

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

  • სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,
  • ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  • რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი
  • მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი
  • მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია
  • გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია
  • ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ
  • ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ
  • ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი
  • გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი
  • ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი
  • ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი
  • ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი
  • არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი
  • მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ
  • დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ
  • ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია
  • ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია
  • ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი
  • ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ
  • ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო
  • ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ,
  • თეა ბერულავა, Evotec SE, გიოთინგენი, გერმანია.

დელტა შტამი გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში, აიცერით – კოვიდრეანიმაციის ექიმი

ერთი-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელმაც პირველი კოვიდპაციენტი მიიღო ბათუმში. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მეორე ტალღის დროს გაუჭირდა – როცა მედპერსონალი მასობრივად დაინფიცირდა და როცა პაციენტების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ჯემალ გელაშვილი „ბათუმელებს“ კოვიდთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე მოუყვა.

ის ამჟამად მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ კოვიდრეანიმაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. პანდემიის პირველი ტალღის დროს კი კლინიკა „მედალფაში“ მუშაობდა.

—————–

„კოვიდგანყოფილებაში ვმუშაობ იმ დღიდან, როდესაც ბათუმში დაფიქსირდა კოვიდის პირველი შემთხვევა. ეს იყო 2020 წლის მარტის თვე. მაშინ მიმღები კლინიკა იყო ბათუმის „მედალფა“. ეს იყო პირველი ტალღა. იმ დღიდან ვმუშაობ რეანიმაციულ განყოფილებაში ამ მიმართულებით.

დასაწყისში კოვიდი იყო გამოწვევა – დაავადება იყო ახალი, არ იყო ბევრი ცოდნა დაგროვილი, ხოლო რეგულაციები გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ახლაა.

ჩვენ სამი თვე მოგვიწია დახურულ სივრცეში ცხოვრება. რთული იყო, რადგან პერსონალი ვერ გამოდიოდა ქუჩაში, ვერ ხვდებოდა ოჯახის წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო, ინტერნეტით ჰქონდათ კომუნიკაცია.

ეს იყო პირველი შეხება ამ დაავადებასთან, დიდი გამოწვევა, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაზე.

პირველი ტალღა დასრულდა, თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მალევე, სექტემბერში მეორე ტალღა დაიწყო.

ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გავწერეთ ივლისის თვეში, ბათუმი გამოცხადდა მწვანე ზონად, ეს იყო დიდი სიხარული და ვფიქრობდით, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. როგორც უკვე ვნახეთ, შევედით მეორე ტალღაში და ახლა ვართ მესამე ტალღაში.

მეორე ტალღის დასაწყისი დაემთხვა ტურისტული სეზონის დასრულებას და მომართვიანობა კლინიკაში იყო ძალიან დიდი. იმ პერიოდში კლინიკების უმრავლესობას არ ჰქონდა შეხება ამ დაავადებასთან. არ იცოდნენ, როგორ უნდა ემართათ. ყველა ერთად, მედპერსონალი აღმოვჩნდით მძიმე სიტუაციაში.

ამას, მართალია, მალევე გავართვით თავი, მაგრამ გასახსენებლად ძალიან ძნელია – იყო საწოლფონდის დეფიციტი, მომართვიანობა იყო ძალიან დიდი, დაავადება მიმდინარეობდა პირველ ტალღასთან შედარებით უფრო აგრესიულად. ამიტომ მეორე ტალღა გასახსენებლად კიდევ უფრო ემოციურია.

მეორე ტალღა იყო ნამდვილ ბრძოლაში შესვლა. იმის შემდეგ მესამე ტალღა გაცილებით ადვილია, რადგან ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, მათ შორის, პაციენტებთან ურთიერთობის. თვითონ ვირუსთან ბრძოლის პრინციპები გადაიხედა, ბევრჯერ შეიცვალა გაიდლაინები, პროტოკოლები, მართვა და მკურნალობის პროცესი გაცილებით გაგვიადვილდა მესამე ტალღის პირობებში.

მესამე ტალღაში დომინანტური გახდა ინდური დელტა შტამი, რომელიც სამჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე იყო წინა შტამი და გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში.

თუ წინა ტალღის დროს, როცა ინგლისური შტამი ცირკულირებდა, არ გვქონდა იმდენი ინფიცირება და არ გვქონდა იმდენი ლეტალური გამოსავალი, ახლა ინდურმა შტამმა ეს პროცესი გააახალგაზრდავა. უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება კლინიკაში. უფრო მეტი ახალგაზრდაა მძიმედ. ამიტომ, მესამე ტალღა განსხვავებულია ამ კუთხით.

ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება.

რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე დამთავრდა ლეტალურად. ამას განიცდის მთელი მედპერსონალი, ადმინისტრაციაც. ჩვენ ერთად ვართ ამ პროცესში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ ხელებს ვერ ჩამოვუშვებთ. სხვა შემთხვევაში უფრო უკიდურესად გვექნება მდგომარეობა.

ემოციურად ძალიან დამთრგუნველია ეს ყველაფერი, როდესაც გინდა, რომ უშველო ახალგაზრდა ადამიანს, მაგრამ… არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდის… ყველაფრის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებ.

ეს ემოციურად გტვირთავს, განვიცდით.

აიცერით

ყველას, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც სიხარულით ვწერთ კლინიკიდან, მათ ახლობლებს ყოველთვის ვეკითხებით – არიან თუ არა აცრილები.

მინდა ვისარგებლო და ვუთხრა ყველას, რომ ერთადერთი ხსნა, სანამ არ გვაქვს ვირუსთან საბრძოლველად პრეპარატი, არის აცრაში.

ამიტომ ნუ დაიზარებენ. დაიწყონ აცრა, ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია. ერთადერთი შეკავება, რომ გაწყდეს ჯაჭვი და აღარ გადაედოს ერთი ადამიანიდან მეორეს, არის ვაქცინაციის პროცესი.

რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდებიან აუცრელი პაციენტები. შეიძლება აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს აცრის პრინციპი, რომ გვარიდებს რეანიმაციულ საწოლს.

გაცილებით იოლად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში უსიმპტომოდ ეწერებიან ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა მხოლოდ ერთი აცრილი პაციენტი, რომელსაც დამატებითი ჟანგბადი დასჭირდა და საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა.

„აღარ შემიძლია“

ჩვენც ადამიანები ვართ, ვიღლებით. ემოციურადაც. ასე იყო მეორე ტალღის შემთხვევაშიც, როდესაც არ გვყოფნიდა საწოლები და როდესაც გამუდმებული ზარები იყო… უცნობი ადამიანები გვირეკავდნენ, რომ აი, ცუდად ჰყავდათ ვიღაც, სუნთქვა არ შეეძლოთ. ამ დროს, ელემენტარულად საწოლი არ იყო. ასეთი სიტუაცია იშვიათად გვქონდა, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, რომ ადამიანებს არ ჰყოფნიდათ საწოლები.

ამიტომ ჩვენთვის, როგორც ექიმებისთვის [როდესაც შენ არ შეგიძლია ადამიანი მოახვედრო სტაციონარში], ეს მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენც, პერსონალსაც გვითქვამს, რომ უკვე დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, მაგრამ მეორე დღეს იცვლება განწყობა, ისევ სავსე ვართ შრომის უნარით და ჩვენი საქმის კეთებას ვაგრძელებთ.

ვინ ხვდება რეანიმაციაში

რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკული მართვის დეპარტამენტებში პაციენტები ხვდებიან იმ შემთხვეს სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი. არ ჰყოფნით დამატებითი ჟანგბადი ე.წ. მარტივი ნიღაბი და ჟანგბადს მაღალი ნაკადით აწვდიან.

მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მოგვიწიოს პაციენტების გადაყვანა მართვით სუნთქვაზე. პაციენტები, რომლებიც გადადიან მართვით სუნთქვაზე, ძალიან მცირე პროცენტი გამოჯანმრთელდება… როგორც წესი, ისინი დისტრეს სინდრომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და შემდგომ უკვე პოლიორგანული უკმარისობით, სამწუხაროდ, ლეტალურად ასრულებენ სიცოცხლეს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი (ნიღბებით ვენტილაცია) გავახანგრძლივოთ, მაგრამ ხდება ხანდახან ისე, რომ ვერ ხერხდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიწოდება, ვერ ხერხდება, ვთქვათ, იგივე ადეკვატური ოქსიგენაციის შენარჩუნება და სამწუხაროდ გვიწევს ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა მართვითი სუნთქვა და შემდგომ უკვე პაციენტის მართვა ამ რეჟიმზე.

როცა თავად ხარ კოვიდინფიცირებული

პირველი ტალღა იყო გაცილებით იოლი და მარტივი. გავატარეთ 75 თუ 77 პაციენტი, ზუსტად აღარ მახსოვს.

მაშინ არ დავინფიცირებულვარ, მაგრამ მეორე ტალღის დროს შემხვდა კოვიდი. მაშინ კრიზისი იმის გამოც შეიქმნა, რომ დაინფიცირდა მედპერსონალიც.

ექიმები მოუწოდებდნენ ხალხს დაეცვათ წესები, ეტარებინათ პირბადე, მედპერსონალი იყო გადაღლილი.

ეს იგივეა, ომიდან დაბრუნდეს ჯარი, რომელიც არის დაღლილი და აღარ აქვს სურვილი ხელმეორედ შევიდეს ამ ბრძოლაში. თუმცა რას ვიზამთ, მსოფლიოში პანდემიაა, ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ ჯოგურ იმუნიტეტს, რომ ადამიანების უმრავლესობას გვქონდეს იმუნიტეტი. ჩვენ იმავე რეჟიმში ვაგრძელებთ შრომას.

როგორ შეუძლია საზოგადოებას დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს

ჩვენი მედპერსონალი, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური, კლინიკაში მომუშავე პერსონალის დაახლოებით 97% არის სრულად აცრილი. 3 % ან პირველი დოზითაა აცრილი და ელოდება მეორე დოზას, ან არ გასვლია ინფიცირებიდან საჭირო დრო, რომ აიცრან.

საზოგადოებას მიწოდებული აქვს ინფორმაცია, ეს იქნება ტელევიზიის თუ ინტერნეტის საშუალებით, თუ სხვა მედიასაშუალებებით, რომ მათ უნდა დაიცვან ჯანმოს რეკომენდაციები – აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებს.

არ უნდა იმართებოდეს 500-კაციანი შეკრებები, ეს იქნება ქორწილი, დაბადების დღე თუ ასე შემდეგ, რათა არ მოხდეს ერთმანეთის დაინფიცირება და აღარ გაგრძელდეს შემდეგ უკვე უწყვეტი ჯაჭვი დაინფიცირებისა.

ეს რეკომენდაციები, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად სრულდება. ხალხმრავალი ქორწილებიც ტარდებოდა, სხვა ღონისძიებებიც. ამიტომ, რას მოვუწოდებ მოსახლეობას? – დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის ძნელი. ვატაროთ სამედიცინო პირბადე, დავიცვათ დისტანცია. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებს და ყველაზე მნიშვნელოვანი – აუცილებელია საზოგადოება ჩამოშორდეს ამ ფეიკნიუსებს და გადავიდნენ ვაქცინაციაზე. დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრები და გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე.

სხვა შემთხვევაში, როდესაც მათ შეეხებათ ეს პრობლემა, მერე  ფიქრობენ სხვანაირად. სჯობს დღესვე დავიწყოთ ეს პროცესი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს თვითშეგნება საქართველოში მაინც და მაინც მაღალი არ არის.

სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაში ცურვის გარდა

ბათუმის ხსენებაზე პირველად ზაფხული და ზღვის ლურჯ ტალღებში ცურვა გვახსენდება, თუმცა დგება დრო, როცა მზისგულზე გარუჯვა და ზღვისპირას უდარდელი დასვენებაც კი ბეზრდება ადამიანს. აჭარაში უამრავი რამაა – ბათუმშიც და ქალაქთან ახლოსაც, სადაც იდეალურად გაატარებთ შვებულებას მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.

ზღვაზე ტალღებსმინებებისა და ცხელი, მოთენთილი დღეების შემდეგ აქტიური დასვენების დრო დგება. იცოდით, რომ ბათუმთან ახლოს ზღვაზე სერფინგი შეგიძლიათ? შეგიძლიათ ასევე დაივერებს დაუკავშირდეთ და დაათვალიეროთ შავი ზღვის წყალქვეშა სამყარო, რაპანებით მოფენილი კლდეები და საკუთარი ხელით აჭამოთ თევზებს წყალქვეშ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კიდევ უამრავი რამაა, რაც ზღვაში ბანაობის გარდა აჭარაში შეგიძლიათ აკეთოთ. რას იტყოდით, მაგალითად, ცაში პარაპლანით ფრენაზე კარგ ამინდში, ზღვისპირას? პარაგლაიდინგი სწორედ ესაა.

პარაგლაიდინგი

Xcaucasus – ეს არის ფეისბუქგვერდი, სადაც პარაპლანით ფრენის დაჯავშნა შეგიძლიათ აჭარაში, ბათუმთან ახლოს. ცაში ფრენა ინსტრუქტორთან ან ინსტრუქტორის გარეშე 30, 40 წუთს გრძელდება. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ფრენის მსურველი 20 კილოგრამზე მეტს უნდა იწონიდეს. ერთი ადამიანისთვის ფრენის საფასური 150 ლარია. ინსტრუქტორი მოგყვებათ იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ძალიან გეშინიათ ან პირველად მიფრინავთ და გირჩევნიათ უსაფრთხოდ იყოთ.

ისე, კი ინსტრუქტორები ამბობენ, რომ მათთან პარაპლანით სარგებლობის მსურველების უმრავლესობა პირველად ცდის ცაში ფრენას და გაფრენამდე მცირე ინსტრუქტაჟიც საკმარისია უსაფრთხო აფრენა-დაშვებისთვის. მიიჩნევა, რომ პარაპლანით ზღვაზე ფრენა ყველაზე უსაფრთხოა სხვა ტიპის ადგილებში ფრენასთან შედარებით.

დაივინგი

ზღვაში ყვინთვა დაუვიწყარი რამაა. სრული სიჩუმე, თევზების გუნდები, რაპანებით მოფენილი კლდეები და ფსკერზე მოლივლივე წყალმცენარეები, მცურავი კიბორჩხლები. ბათუმის სიახლოვეს ზღვის ყველაზე სუფთა წყლებში ყოველწლიურად, როგორც გვეუბნებიან, 200-ზე მეტი ტურისტი ინტერესდება დაივინგით.

ყვინთავენ 15 მეტრის სიღრმეზე სარფში, კვარიათსა და მწვანე კონცხზე. წყალში ყველაზე კარგი ხილვადობა ამ ადგილებიდან მწვანე კონცხზეა.

დაივინგი ზღვის წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ წყალქვეშა სამყაროს ნახვა ახლოდან და საკუთარი თვალით გსურთ, დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაქვთ, მერე უკვე ცივა.

ადგილზე ჩაყვინთვისთვის საჭირო ყველა ინვენტარს გადმოგცემენ, დაივინგის საფასურში აღჭურვილობაც შედის. ჩაყვინთვის მსურველს საკმარისია მხოლოდ წყლის სათვალე ჰქონდეს საკუთარი.

ჩაყვინთვამდე გამოცდილი ინსტრუქტორები მცირეხნიან აუცილებელ წვრთნას გიტარებენ. თითო ინსტრუქტორს წყალქვეშ მხოლოდ ორი ადამიანი ჩაჰყავს.

სერფინგი

ნუ გეგონებათ, რომ სერფინგი აუცილებლად სახიფათო, ექსტრემალურ სრიალს ნიშნავს დიდ ტალღებსა და შტორმში. ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ კვარიათში სერფინგით გატაცებულებმა გვითხრეს, რომ მშვიდ, უმოძრაო ზღვის ზედაპირზეც შეგიძლიათ სრიალი სერფინგის დაფებით.

კვარიათში სწორედ ასეთი, სამოყვარულო სერფინგით შეგიძლიათ გაერთოთ. ინსტრუქტორები ადგილზევე უხსნიან ახალბედებს ზღვის ზედაპირზე სრიალის ელემენტარულ წესებს, რაც არც ისე რთული ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით სპორტული არხების ყურებისას გვგონია ხოლმე.
ერთი საათით სერფინგის დაფების დაქირავება კვარიათში 10, 25 ლარი ღირს, გააჩნია დაფების სიდიდესა და წონას.

ჯომარდობა

ჯომარდობის მოყვარულები სოფელ მახუნცეთიდან ეშვებიან აჭარისწყალზე. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა თუ ექსტრემალური პირობები და აქაფებულ მდინარეში სწრაფი ცურვა დიდი ნავებით არ შეგაშინებთ.

მოჯომარდეებს აქვთ არჩევანი იცურონ ნავით 4 ან 6 კილომეტრი. 4- კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა 120 ლარი ღირს, 6 კილომეტრის გაცურვისას გუნდს 160 ლარის გადახდა მოუწევს.

ნავში 4-6 კაცი ეტევა.

მომსახურებაში შედის ნავი, აღჭურვილობა, ჟილეტები, ნიჩბები, ჰიდროტომრები და ინსტრუქტორის გაყოლა.

4-კილომეტრიანი მარშრუტის გაცურვა 35, 40 წუთი სჭირდება. 6- კილომეტრიანი მარშრუტის დაფარვას დაახლოებით 50 წუთს მოანდომებთ.

ჯომარდობა აჭარისწყალზე წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუ ძალიან ადიდებული და საფრთხისშემცველი არაა მდინარე.

ზიპლაინი

ზიპლაინზე ალბათ გეცოდინებათ, მაგრამ გეტყვით, რომ მტირალას ცნობილი ზიპლაინის გარდა აჭარაში კიდევ არაერთია ასეთი, კერძოდ ქედაში, ჩაქვისთავსა და მახუნცეთში. ზიპლაინით შეგიძლიათ ასევე ვენახის ზვარსაც გადაუფრინოთ სოფელ პირველ მაისში და ღვინის ერთ-ერთ მარანს.

ზიპლაინებს ძირითადად ტყეებსა და დაბურულ ადგილებში აწყობენ, საშუალება რომ გქონდეთ, მწვანე საფარს ზემოდან გადაუფრინოთ და დატკბეთ ბუნების მშვენიერებით. მახუნცეთის ზიპლაინი, მაგალითად, ჩანჩქერთანვეა ახლოს. 112 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრენთ მახუნცეთის ხეობას ამ ზიპლაინით, რომლის სიგრძეც 550 მეტრია.

ჩაქვისთავის ზიპლაინი კი მტირალას ვიზიტორთა ცენტრიდან 30 მეტრშია. ეს ზიპლაინი მდინარეებიან ტყეშია მოწყობილი, 470 მეტრი სიგრძისაა.

ინსტრუქტორები გვეუბნებიან, რომ თუ თავსხმა წვიმა არ არის, ზიპლაინით ნებისმიერ ამინდში სრიალებენ მსურველები.

კარტინგი

 თუ ექსტრემალური გართობა გიტაცებთ და ავტომობილის მართვაც იცით, კარტინგი, იგივე სპორტული რბოლა მოგეწონებათ.

კარტინგის კარტოდრომი ბათუმში ბულვარის ბოლოსაა მოწყობილი, ავტოდრომზე. ეს არის დაცული, შემოსაზღვრული დიდი ტერიტორია, სადაც სპორტული ავტომანქანებით დაჰქრიან დიდებიც და პატარებიც. უსაფრთხოება ჩაფხუტებითა და აღჭურვილობით მაქსიმალურადაა დაცული.

კარტინგი ბათუმში

ბავშვებს სპორტული ავტომანქანებით რბოლას აქ 10 წლიდან ასწავლიან.

ბათუმში კარტინგის სერვისით სარგებლობისას საფასურში სპორტული ავტომანქანის დაქირავება და ჩაფხუტი შედის.

ბათუმის საცხენოსნო კლუბი

მხედრები ამბობენ, რომ ცხენით უბრალოდ სეირნობა ან ჯირითი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ადამიანზე დადებითად მოქმედებს და განწყობის ცვლილებაში გვეხმარება.

ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე, 253 ნომერში მდებარე საცხენოსნო კლუბში დადიან როგორც ზრდასრულები, ასევე ბავშვები და მოზარდებიც. ცხენით ჯირითი ან გასეირნება ნახევარი საათით აქ 30 ლარი ღირს.

აქ ხშირად ნახავთ ბავშვებს, რომლებიც კვიცებს საკუთარი ხელით კვებავენ შაქრის ნატეხებით, სტაფილოთი და ფაფარზე ეფერებიან. ეს განმტვირთველი კონტაქტი საცხენოსნო კლუბში სრულიად უფასოა პატარებისთვის.

ბათუმის საცხენოსნო კლუბის მხედარი

საცხენოსნო კლუბის ერთთვიანი აბონემენტი 200 ლარი ღირს, ასე ცხენოსნობის 10, 12 გაკვეთილს გაივლით.

გამოცდილი მხედრები გვეუბნებიან, რომ ცხენით ნახევარსაათიანი ჯირითი სრულიად საკმარისია, რადგან ამ დროს ადამიანი საკმაოდ ბევრ ენერგიას ხარჯავს.

ბათუმის საცხენოსნო კლუბში ამერიკული, ინგლისური, თურქული და ქართული ჯიშის ცხენები ჰყავთ.

თუ ჯირითისა და სეირნობის დროს გადაღება გსურთ, ფოტოსესიასაც შემოგთავაზებენ. შესაძლებელია საცხენოსნო კლუბის ცხენების დაქირავება ასევე ლაშქრობებისთვის სხვადასხვა ადგილას.


აჭარა, ბათუმი არ არის მარტო ზღვა, არც მხოლოდ ზაფხულია ის დრო, როცა ამ რეგიონში კარგად იგრძნობ თავს. ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც ყველას უნდება ცოტათი გადაუხვიოს ზღვაზე დასვენების ჩვევას და ერთხელ მაინც სცადოს ცაში ფრენა, ცხენით ჯირითი, სწრაფი რბოლა ან ზიპლაინით ტყეების გადასერვა. სცადეთ თქვენც.

რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტიტე აროშიძე, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მოსყიდვისა და შანტაჟთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდს პასუხობს. ამის შესახებ გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

„დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ დატოვონ პარტია. მათთვის მნიშვნელოვანია გადააბრალონ ხელისუფლებას ის, რაც ბუნებრივად ხდება“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მისი განცხადებით, გახარიას პარტიას მას შემდეგ ტოვებენ ადამიანები, როცა დაპირებულ თანხებს ვერ იღებენ. „ის ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ ამ პარტიის ტყუილებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ტოვებენ აღნიშნულ პარტიას და ხელისუფლებას არანაირი შემხებლობა გახარიას პარტიასთან არ გააჩნია“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გახარიას პარტია ფულს სთავაზობს ადამიანებს საჯარო სამსახურების დატოვების სანაცვლოდ, ტიტე აროშიძე  გაურკვევლად პასუხობს.

„როდესაც ტოვებს ადამიანი საჯარო სამსახურს და მიდის პოლიტიკურ საქმიანობაში და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერ იღებს იმ საფასურს, რომელსაც დაჰპირდა პარტია, ეს არის ფაქტი. შემდეგ სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ მათ პარტიას“, – ამბობს ის.

„ქართული ოცნების“ გუნდს არანაირი მიზეზი არ გააჩნია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ერთ პროცენტამდე რეიტინგის პარტიასთან. ნურავინ იფიქრებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩრდილოვან თამაშებს თამაშობს იმისათვის, რომ ვინმე გადმოიბიროს. არავის გადმობირებას არ ვაპირებთ, ჩვენ გვყავს ძლიერი და მყარი გუნდი წარმოდგენილი, როგორც ქალაქის მაჟორიტარებად, ასევე მერის კანდიდატებად“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

20 აგვისტოს „ქართული ოცნება“ დატოვა ყაზბეგის მერობის კანდიდატმა თავის გუნდთან ერთად.

დღეს, 23 აგვისტოს კი, პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებს აშანტაჟებს ან ცდილობს მოისყიდოს.

___________________________

ამ თემაზე:

კანდიდატების შანტაჟი და მოსყიდვა – ბათუმში გახარიას გუნდის ბრალდებები ხელისუფლებას

Exit mobile version