გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აგვისტოს უნალექო ამინდი.
დღეს, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციის გამო გოგებაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია, რის გამოც შეცვლილია 1, 1ა, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები.
ამის გამო ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროდან-ბარათაშვილამდე], ბარათაშვილზე [ჭავჭავაძიდან-გორგილაძემდე], გორგილაძეზე [ბარათაშვილიდან-თავდადებულამდე] და თავდადებულის ქუჩაზე [გორგილაძიდან-რუსთაველამდე მონაკვეთში].
თავდადებულის ქუჩა / ბათუმი / 31.07.2023
გოგებაშვილის ქუჩის ჩაკეტვამ ასევე გაართულა მოძრაობა ძველ ბათუმში არსებულ ქუჩებზე – ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის.
ბათუმში აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ წუხელ ნავსადგურთან შეკრების საშუალება არ მისცა.პოლიციამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია ორმაგი ჯებირებით შემოსაზღვრა გოგებაშვილის ქუჩის სავალ ნაწილამდე და ერთი სავალი ნაწილიც ჩაკეტა.
შესაბამისად, მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე მოუხდათ შეკრება და პროტესტის გამოხატვა. აქციის მიმდინარეობისას კი, 31 ივლისს, დილით, გოგებაშვილის ქუჩის მეორე სავალი ნაწილიც გადაიკეტა.
1, 1ა, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი საქალაქო ავტობუსები რუსთაველიდან ბაქოს ქუჩის მიმართულებით ამჯერად [გოგებაშვილის ქუჩის ნაცვლად] შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ:
რუსთაველის ქუჩა – თავდადებულის – გორგილაძის – ბარათაშვილის – ჭავჭავაძის – ბაქოს ქუჩა
უკუმიმართულებაზე კი:
ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის – ბარათაშვილის – თავდადებულის – რუსთაველის ქუჩა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როდემდე დარჩება დროებითი მარშრუტი, მათზე არ არის დამოკიდებული, არამედ აქციის მსვლელობაზე.
გემმა კი, რომლის შემოსვლასაც მოქალაქეები აპროტესტებენ, ბათუმის ნავსადგური დღეს საღამოს, დაახლოებით 10 საათზე უნდა დატოვოს.
ტერიტორია გოგებაშვილის ქუჩაზე ნავსადგურთან, სადაც პოლიციამ მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად შეკრების უფლება არ მისცა, რის გამოც ქუჩა გადაიკეტა/ მარჯვნივ – სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი / ბათუმი / 31.07.2023
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს, აჭარის რეგიონში საქმიანობის 5 წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიღწევებითა და სამომავლო გეგმებით წარსდგა.
პრეზენტაცია 28 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ გაიმართა და მას ორგანიზაციის მომხმარებლები, პარტნიორები, საჯარო, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ.
„ემბისის“ დირექტორმა გია პეტრიაშვილმა სტუმრებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ აცნობა:
„ჩვენი კომპანია გეგმავს მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვებას, რაც ჩვენს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ დამატებითი სერვისებითა და პროდუქტებით, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშების გახსნა, დეპოზიტები, სხვადასხვა საოპერაციო პროდუქტი. ჩვენ მოხარულები ვართ იმის დაანონსებით, რომ ვფიქრობ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა გაცილებით ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“.
გია პეტრიაშვილი
„ემბისი“ ამ დროისთვის თბილისში და ქვეყნის 7 რეგიონში 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და 240-ზე მეტი თანამშრომელს ჰყავს, რომელთა 61% ქალია.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, „ემბისისთვის“, რომელსაც ამ ეტაპზე 31 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ბათუმის სერვისცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და აქ კომპანიის პორტფელის 15%-ია კონცენტრირებული.
„ემბისის“ გაყიდვების დაკრედიტების დირექტორის, გიორგი ღვალაძის თქმით, კომპანია რეგიონში სხვა სერვისცენტრების გახსნასაც გეგმავს.
„ჩვენი პრიორიტეტია მიკრომეწარმეების, მცირე ფერმერული მეურნეობებისა და საოჯახო მეურნეობების დაფინანსება. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – მათგან მოზიდული რესურსებით კი ვეხმარებით მცირე და მიკრომეწარმეებს ფინანსური რესურსების მოძიებაში და ხელს ვუწყობთ მათ ეკონომიკურ აქტივობას. ჩვენ საკმაოდ დიდი მიზნები გვაქვს აჭარის რეგიონში – ვფიქრობთ, ბათუმის სერვისცენტრი არ იქნება ერთადერთი სერვისცენტრი და დაემატება ქობულეთი და სხვა მიმართულებები“.
გიორგი ღვალაძე
„ემბისი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების მხარდაჭერას. გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა, პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, აქვს სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებიც. სწორედ ამ მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, გულადი თხილაიშვილმა:
„არამხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტის დასაქმების ხელშეწყობა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით „ემბისი“ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, საზღვაო აკადემია, კონკრეტულად ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი აქტიურად ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. სამკუთხედი, რომელშიც უმაღლესი განათლების დაწესებულებები ამზადებენ პროფესიულ კადრებს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები ხელს უწყობენ განათლებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მესამე – კერძო სექტორის კომპონენტი, ეს აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც“.
MBC აჭარაში საქმიანობის 5 წელს აჯამებს
„ემბისის“ მიზანია, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების გზით, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანია ფლობს გერმანული სარეიტინგო კომპანია Scope Rating-ის “B+” სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მიკროსაფინანსო ბაზარზე.
„ემბისი“ არაერთი ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, როგორიცაა: „პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – Meliora“ 2022; „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო – BARTA 2021/2022” და სხვა. ამასთან, 2022 წელს „ემბისიმ“ წარმატებით განათავსა პირველი – 15 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციები“.
პრეზენტაცია დღეს, 28 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ გაიმართა
ეკონომიკისთვის ძლიერი საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გიორგი რომანაძემ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ:
„ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია გამართული საფინანსო სისტემა. „ემბისი“ ერთ-ერთია იმ წარმატებულ საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც რეგიონში საქმიანობენ. მინდა წარმატებები და ბევრი კარგი საქმის კეთება ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, „ემბისი“ ბევრი ბიზნესისთვის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს.“
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი აქვთ რეალიზებული. აქ სჯერათ, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევენ და ამავდროულად გააგრძელებენ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ბიზნესის სტანდარტებით ოპერირებას.
ბათუმის ნავსადგურთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა.
„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებს შსს.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება.
ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.
პოლიციამ საბაგიროსთან – რუსთაველის მიმართულებით გადაკეტა ასევე გოგებაშვილის ქუჩის ერთი სავალი ნაწილი, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი, სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს. პოლიციის მცდელობის მიუხედავად გაეხსნა მოძრაობა, გოგებაშვილის ქუჩა ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 246 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
ტანკი – 4 211 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 8 188 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 4 816 ერთეული [+21]
MLRS – 699 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 460 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 017 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 292 ერთეული [+17]
სპეცტექნიკა – 715 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 381 უპილოტო საფრენი აპარატი
427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 678 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 989 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 31 ივლისს, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა. „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში მოხვდა მოქალაქის დაკავების და ტერიტორიიდან გაყვანის კადრები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.
ბათუმის ნავსადგურში აქცია ღამის 12 საათზე დაიწყო რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს: სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით.
აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.
„რუსებო“, „მონებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე პოლიციის მისამართით.
„ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს დაკავებულების შესახებ ინფორმაციას.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან:
რა ხდება?
2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმშიი აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.
აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.
აქციიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოვიდოდა.
27 ივლისს, აქციის დასრულებიდან მოკლე ხანში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდაბათუმში გამართულ აქციას.
28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.
ბათუმის ნავსადგურში აქცია ღამის 12 საათზე დაიწყო რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს: სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან:
ადგილზე იმყოფებიან შსს-ს მაღალჩინოსნები აჭარიდან. პოლიცია აცხადებს, რომ ორმაგი ჯებირები უსაფრთხოების მიზნით არის გამოყენებული, თუმცა ბათუმის ნავსადგურში უსაფრთხოების მსგავსი ზომები არ გამოიყენება მაშინაც კი, როცა ნავსადგურში სამხედრო გემები შემოდის.
დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოღობეს ის ტერიტორია, სადაც 31 ივლისის დილას, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი, Astoria Grande უნდა შემოვიდეს.
საკრუიზო გემის შემოსვლის გასაპროტესტებლად აქცია 31 ივლისს, დილის 7 საათზეც არის დაანონსებული.
რა ხდება?
2923 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმშიი აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.
აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.
აქციიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოვიდოდა.
27 ივლისს, აქციის დასრულებიდან მოკლე ხანში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდაბათუმში გამართულ აქციას.
28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.
ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი მარკუს მილერი ახალ ბენდთან ერთად შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალის მთავარი სტუმარი იყო. მილერმა და მისმა ბენდმა ფესტივალის მეორე დღეს დაიკავა სცენა.
ხუთი მუსიკოსისგან შემდგარმა ბენდმა საათ-ნახევრის განმავლობაში ოცამდე კომპოზიცია შეასრულა.
ბათუმში, ახალ სივრცეში – „სთეიჯ 17“-ში მარკუს მილერის კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. „სთეიჯ 17“-ი წელს გაიხსნა. ჯაზფესტივალი აქ პირველად ტარდება. სივრცე გაცილებით დიდია და მეტ მსმენელს იტევს, ვიდრე ბათუმის კორტები იტევდა წინა წლებში, სადაც ჯაზფესტივალი იმართებოდა.
დარბაზი ზღვას გადაჰყურებს, ხმაც ბევრად სუფთა და დამუშავებულია, აქ ყველა ბგერა სასიამოვნოდ ჩაგესმის.
მარკუს მილერის ბენდი ნამდვილი ბენდია: როცა საქსოფონი ან საყვირი სოლო პარტიას ასრულებს მილერის ბასი ჩერდება და ისეთი სიამოვნებით აყოლებს თავს და ფეხებს მათ რიტმს, ისე შეხარის, გეგონება პირველად უსმენს ამ პარტიებს.
65 წლის მუსიკოსს ამისთვის ვიზუალური შოუს მოწყობა და ჰაერში სალტოების კეთება არ დასჭირვებია: სრული ჰარმონია ბენდის წევრებს შორის, ბევრი თამაში მსმენელთან, ბასის და საქსოფონის, ბასის და საყვირის გამაოგნებელი დუეტები და უზარმაზარი სიამოვნება, რაც თავად აწერიათ სახეზე ჯაზის იმპროვიზაციებისას – ამ პატარა დეტალებისგან შეიქმნა ის დიდი მუხტი, რამაც 29 ივლისის კონცერტზე არავინ დატოვა, ვინც არ იმღერა, არ იცეკვა, ან უბრალოდ არ დააკვირდა მთელი საღამო მარკუს მილერის ბავშვურად აღფრთოვანებულ გამომეტყველებას.
შეუძლებელია მარკუს მილერის მუსიკის შეგრძნება მისი შესრულების მანერის ცოცხლად ნახვის გარეშე. მილერის ჩანაწერების და მისსავე კონცერტზე იმავე კომპოზიციების მოსმენა, ორი, სრულიად სხვადასხვა რამეა. არ ვიცი როგორ ახერხებენ ბენდის წევრები ერთმანეთთან ჰქონდეთ სრული ჰარმონია, უწყვეტი კონტაქტი თვალებით, ინსტრუმენტების პარტიებით, ემოციებით, შეძახილებით და ამავე დროს კონტაქტი ჰქონდეთ მსმენელთანაც.
მარკუს მილერი დიდებისგან დაღლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, ყველაფრისგან დაცლილი და მხოლოდ მუსიკით სავსე გეგონება. ოდნავადაც არ რეაგირებს დარბაზის დიდ აპლოდისმენტებზე და შეძახილებზე, უბრალოდ მადლიერად, დაღლილად იღიმის.
ერთი შეხედვით გეგონება, რომ პიანისტს, საქსოფონისტს, მესაყვირეს, დრამერს და ბასისტს საერთოდ არ აინტერესებს მსმენელი, ერთმანეთს ამხნევებენ და სახეზე ერთმანეთის პარტიებით კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებთ, მაგრამ მერე იწყებენ თამაშს მსმენელთან: კომპოზიციის დასასრული რომ ახლოვდება სინამდვილეში თავიდან იწყებენ სულ სხვა თემას იმავე რიტმებით, სადაც ჯაზის პარტიებს ელი იქ ლამბადას აკორდებს აჟღერებენ მოცეკვავე მსმენელთან გასახუმრებლად და ა.შ.
კონცერტის დასასრულს მსმენელი მარკუს მილერს და მის ბენდს სცენიდან აღარ უშვებდა. ბათუმში ამინდმა დაინდო ჯაზფესტივალი, წვიმდა, მაგრამ ზომიერად და სასიამოვნოდ.
მარკუს მილერი და მისი ბენდი
მარკუს მილერი ბათუმში 15 წლის წინ იყო ჯაზ-ფესტივალზე. ამჯერად მას საქართველოში ჯაზის ახალი მსმენელების თაობა დახვდა.
მუსიკოსი ორი გრემის გარდა ბევრი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელიცაა. მილერი ჯაზის, ფიუჟენის და სოულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ბასისტად მიიჩნევა. მუსიკალური ჟურნალი Bass Player-ი მას თაობის ათ ყველაზე გავლენიან ბასისტს შორის ასახელებს.
ვარსკვლავური კარიერის გარდა, მარკუს მილერს უდიდეს მუსიკოსებთან პროდიუსერული და მუსიკალური თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის მილერის და მაილს დევისის სიმბიოზია. ისინი ერთმანეთს 80-იანი წლების დასაწყისიდან დაუკავშირდნენ.
სწორედ მარკუს მილერი იყო მაილს დევისის ბოლო პროდიუსერი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი. ალბომი Tutu მაილს დევისის ერთ-ერთ საუკეთესო ბოლო ალბომად მიიჩნევა.
მილერმა დაწერა და არანჟირება გაუკეთა ამ ალბომის ყველა კომპოზიციას გარდა ერთისა, სახელწოდებით „Tomaas”, რომელიც თავად მაილს დევისს ეკუთვნის.
მარკუს მილერის მუსიკა ხშირად გამოიყენება კინოსა და ტელევიზიაში.
მას ყოველკვირეული რადიო შოუც აქვს აშშ-სა და ბრიტანეთში: MillerTime და TransAtlantic Jazz with Marcus Miller.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმში 30 ივლისს დაასრულებს ბენდი Brooklyn Funk Essentials. ფესტივალი 28 ივლისს დაიწყო და ქართულმა ბენდმა Bedford Falls-მა გახსნა Soul Train-თან ერთად.
ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს 24:00-ზე „ივერია ბიჩზე“ ტრადიციულად ჯემ-სეიშენებიც იმართება.
მთავარ ფოტოზე: მარკუს მილერი/კადრი შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფეისბუქგვერდიდან
„ციხის ადმინისტრაციამ მითხრა, თქვენი ეტლით ვერ შეგიშვებთო და ისეთი ცუდი ხარისხის ეტლში დამსვეს, წონასწორობას ვერ ვიცავდი. კიბე ადაპტირებული არ არის, თანამშრომლებმა ხელში ამწიეს: თავი რკინის კარს მივარტყი, შემდეგ ფეხიც მიმარტყმევინეს კარს…“ – მე-8 დაწესებულებაში პატიმარ შვილთან შეხვედრას იხსენებს მოქალაქე ჯემალ ჭელიძე.
შშმ პირი ჯემალ ჭელიძე პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. ჯემალ ჭელიძე დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს და კომპენსაციას პატივის და ღირსების შელახვისთვის. ჯემალ ჭელიძე ამ დროისთვის გერმანიაში მკურნალობს.
ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მან 2021 წლის 26 მაისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პროტესტის ნიშნად ეტლი დატოვა – მაშინ ჭელიძე შშმ პირების პრობლემებზე საუბარს ითხოვდა მთავრობის წარმომადგენელთან.
ჯემალ ჭელიძის შვილები: თორნიკე და თამაზ ჭელიძეები 2023 წლის 28 ივლისს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე კი, შშმ პირი სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში შეხვედრია შვილებს არაადაპტირებულ გარემოში.
„შვილი გენატრება და მიდიხარ ციხეში, თორემ ეს ძალიან რთულია,“ – გვიყვება ჯემალ ჭელიძე. – „ციხის ადმინისტრაციას რა ეტლებიც აქვს, იმ ეტლებს არც სახელური აქვს, არც ღვედი, ისეთი მოუხერხებელია…. გიჭირს თავის დაჭერა. ახლაც მატყვია ფეხზე იარა, როცა ფეხი კარს მივარტყი მძიმედ. მოკლევადიანი პაემნების ოთახი პირველ სართულზეა „მატროსოვზე“ და ქსანზეც, მაგრამ კიბე უნდა აიარო, ასევე გასასვლელები ადაპტირებული არ არის, ამ დროს ხელში წევენ თანამშრომლები ეტლს და ისე აჰყავხარ.
ასევე გეუბნებიან, რომ ასისტენტის შეყვანა არ შეიძლება. ასისტენტი კი ნიშნავს იმას, რომ ის შენ ყველგან გჭირდება.
მხოლოდ გლდანის დაწესებულებაში მომცეს ნება, პირადი ასისტენტი შემეყვანა. იქ მაშინ იყო მოთავსებული ჩემი ერთი შვილი, როცა ბრალდებული იყო. გლდანის ციხეში რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ, მაგრამ ლიფტი, რომელმაც მეორე სართულზე უნდა აგიყვანოს, არ მუშაობდა. ასისტენტმა ზურგზე მოკიდებული ამიყვანა, მოკუჭული.
ეს იქვე გავაპროტესტე კიდეც, მაგრამ მეორეხარისხოვანი პრობლემა, ან უფრო მეათასეხარისხოვანი,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე.
„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულად ეტლით მოსარგებლე პირისთვის ციხეებში ადაპტირებული გარემოს შექმნას. არსებული მდგომარეობა კი, უნდა შეფასდეს დისკრიმინაციულ მოპყრობად,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ მაჭარაშვილი, იგი ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ იურისტია.
„სარჩელი შევიტანეთ სამოქალაქო წესით, ერთი სხდომა ჩატარდა და გადააწერეს ადმინისტრაციულ კოლეგიას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით განიხილავენ სარჩელს სექტემბრიდან.
კვლევა არ ჩატარებულა, რეალურად რა მდგომარეობაა ამ კუთხით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, თუმცა მოსარჩელე ამბობს, რომ მე-8 დაწესებულებაში მას შეექმნა ეტლით გადაადგილების პრობლემა, ასევე შემოწმების პროცედურა იყო უხერხული და დამამცირებელი.
ჩვენ გამოვითხოვეთ შიდა პერიმეტრზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, რაც მე-8 დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სარჩელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ ეტლით მოსარგებლე პირებს ეხება, თუმცა პრობლემა სხვა შშმ პირებსაც აქვთ, პირველ რიგში კი, მსჯავრდებულებს.
„არ მაქვს მონაცემები, რა სახის სირთულეები ექმნებათ კონკრეტულად შშმ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, მაგრამ ჩანს, რომ ადაპტირებული გარემო არაა ციხეებში.
პრობლემაა ექმნება მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებსაც, რადგან საქმისწარმოება არსად არ არის ბრაილის შრიფტით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის გარდა.
პრობლემაა ჟესტური ენის თარჯიმანიც. მართალია, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თარჯიმანი, მაგრამ ეს პრობლემაა: თარჯიმანი ცოტაა და იქ უნდა გამოცხადდეს დაკავშირების შემდეგ კონკრეტულ დაწესებულებაში. თარჯიმანი რომ იყოს გადამზადებული იქვე ერთი მაინც, ეს გაამარტივებდა პროცესს.
საქართველოში გეგმაც კი არ არსებობს, როდის გახდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ადაპტირებული. პერიოდულად არემონტებენ და რეაბილიტაციას უტარებენ ამა თუ იმ დაწესებულებას, მაგრამ შშმ პირებისთვის არაფერი იცვლება,“ – გვითხრა რამინ მაჭარაშვილმა.
„რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის“ – აცხადებენ სტუდენტურ მოძრაობაში „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“. სტუდენტები ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ დახვდნენ საკრუიზო გემს, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და ხვალ, 31 ივლისს დილით უნდა შემოვიდეს ბათუმის ნავსადგურში.
საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში სოჭის პორტიდან დაიწყო და ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 28 ივლისს განაცხადეს, რომ საკრუიზო გემ „Astoria Grande“-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს, 30 ივლისს, ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია: საკრუიზო გემმა გაიარა თუ არა ნავსადგურში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები.
გემთმფლობელს შეუძლია გემის ბათუმში შემოსვლაზე, სააგენტოს რამდენიმე საათით ადრეც მიმართოს.
„სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. 9-დან 10 საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის,“ – აღნიშნულია მოძრაობის „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეებს ხვალ დილით ბათუმის ნავსადგურში მისვლისკენ მოუწოდებს პარტია „ლელო“.
„ხვალ, დილის 6 საათზე ბათუმის პორტში ისევ შემოდის საკრუიზო გემი “ასტორია გრანდე”. ამ გემის მგზავრების განწყობაზე იზრუნებენ პუტინის პროპაგანდისტები და უკრაინის ომის მხარდამჭერი არტისტები, გარდა ამისა, ვნახეთ, რომ გემის მგზავრები არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ. ბათუმს და სრულიად საქართველოს მოვუწოდებ, რომ დილიდანვე საკადრისი პასუხი გავცეთ ოკუპანტებს, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა. გელოდებით ბათუმის ნავსადგურში,“ – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ დღეს, 30 ივლის გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტები და ენმ დღეს, ღამის 12 საათიდან აპირებენ ბათუმის ნავსადგურში შეკრებას და საპროტესტო აქციის დაწყებას.
————-
„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით – „ASTORIA GRANDE“ ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:„ვამაყობ ჩვენი ხალხით“.
„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ბათუმის ნავსადგურში ღამის 12 საათიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ – 31 ივლისს, დილის 6 საათზე, ბათუმის ნავსადგურში ისევ უნდა შემოვიდეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ .
„ღამის 12 საათიდან გვექნება სხვადასხვა სახის აქტივობა, რომ დილის 6 საათზე ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ ე.წ. ტურისტებს და რეალურად რაშისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებიან. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დროშა ფრიალებდეს, მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდეს.
მივმართავთ ყველა კანონიერ და კონსტიტუციურ ფორმას, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ევროპული მომავალი,“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ, ის ენმ-ს წევრია.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები
——————
„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით – „ASTORIA GRANDE“ ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:„ვამაყობ ჩვენი ხალხით“.
„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 245 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
ტანკი – 4 205 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 8 178 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 4 795 ერთეული [+9]
MLRS – 698 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 459 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 011 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 275 ერთეული [+28]
სპეცტექნიკა – 711 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
457 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 358 უპილოტო საფრენი აპარატი
427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 661 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 971სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი დატოვეს. ეს ამბავი კლინიკის ექიმმა გააგებინა საზოგადოებას ფეისბუქით და თან დედის დასჯა მოითხოვა შვილის დატოვების გამო. ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა საზოგადოებაც. თუმცა ეს ხმა, ქალს ნაკლებად თანაუგრძნობდა. არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მიტოვებული ბავშვის ირგვლივ დაისვა, არ უკავშირდებოდა მამას, ანუ კაცს.
რა კითხვები უნდა დავსვათ, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება და ვისი მისამართით? რატომ ხდებიან მხოლოდ ქალები განსჯის საგანი და ვის ეკისრება რეალურად პასუხისმგებლობა ყველა მიტოვებულ ბავშვზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.
ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება დატოვოს დედამ შვილი?
ის, რომ ბედნიერი ქალი ამას არ აკეთებს, ალბათ ამაზე კამათიც არ შეიძლება ხომ?
ამ შემთხვევის მიღმა ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ვიგულისხმოთ. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივ აზრთან, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოება, რომელიც ქალს განიკითხავს შვილის მიტოვების გამო, სწორედ ისინი ეძახიან ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს „უკანონოს“. აი, აქაც ჩანს, რა ტიპის წნეხი მოდის ქალზე.
ხშირად არავინ ჰყავს ქალს მხარდამჭერი, მიტოვებულია პარტნიორის მხრიდანაც და უამრავი შემთხვევაა, როდესაც დგება საკითხი, უნდა გაჩნდეს თუ არა ბავშვი, შეიძლება მიატოვოს ქალი კაცმა ასეთ კრიტიკულ მომენტში და ამ ტვირთის ზიდვა ქალს მარტოს მოუწიოს.
არის ოჯახის ფაქტორიც, რადგან ხშირია ქალის მიმართ მუქარები, ძალიან ხშირია გარიყვის, სახელის გატეხის შიში და სხვა უამრავი ფაქტორია.
და, საერთოდ, როცა საზოგადოება ლაპარაკობს ქალზე, რომელმაც ბავშვი დატოვა, არასოდეს არ ლაპარაკობს კაცზე, მამაზე, რომელმაც ასევე თავის შვილზე უარი თქვა.
ჩვენ ვიცით კაცებისგან მიტოვებული უამრავი ბავშვი, გვინახავს სასამართლო დავები, როცა უარს ამბობენ მამები შვილს გადაუხადონ ალიმენტი და ფინანსურად მაინც დაუდგნენ დედას გვერდით.
ბევრი სულის შემძვრელი შემთხვევაა, კონკრეტული ადამიანები მახსენდება, როცა ვსაუბრობ მამების მხრიდან შვილების მიტოვებაზე, მაგალითად მაშინ, როცა მამა იგებს, რომ მის შვილს შესაძლოა ჰქონდეს განვითარების რაიმე შეფერხება. ქალი ასეთ დროს რჩება სრულიად მარტო ამოდენა პრობლემასთან, სტიგმასთან, რომელიც თან სდევს მისი შვილის მდგომარეობას. მუდმივად უწევს ბრძოლა ყველგან, სადაც კი ფეხს შედგამს – იქნება ეს საბავშვო ბაღი, პარკი თუ მაღაზია.
თუმცა, როცა ასეთი შემთხვევები ხდება, საზოგადოებას ქვები ყოველთვის ქალის ჩასაქოლად აქვს გამზადებული.
რატომ, რა ახსნა აქვს ამას?
ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგადად, საქართველოში ქალის ცხოვრება მუდმივი თვალთვალის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სადღეგრძელოში ქალს ლამის ძეგლებს უდგამენ, რეალურად, ქალი გაჩენის მომენტიდან კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.
კონტროლდება მისი სექსუალობა, მისი იდენტობა, მისი სოციალური როლი, საქმიანობა, ყოველთვის არის ვიღაცისგან განსახილველი საგანი – ხელისგულზეა ხოლმე ქალის ცხოვრება.
ამის გამო, სულ რაღაცის „გასწორებაშია“ ქალი, სულ აქვს შიში, რომ ვიღაცას შეუძლია გული ატკინოს, გააკრიტიკოს.
და ჯოჯოხეთის მეორე ეტაპი ქალის ცხოვრებაში მაშინ იწყება, როდესაც ის ხდება დედა, რადგან ყველა იმის შეფასებაშია, როგორი დედაა.
კაცის შემთხვევაში რა ხდება?
კაცს სხვა ტიპის წნეხი აქვს და სხვა ტიპის პასუხისმგებლობა. ძალიან ხალხურად რომ ვთქვათ, მისი პასუხისმგებლობაა „ცოლი თავზე არ წამოაჯდეს“, რომ ქალი მის წინ არ გაუშვას, რომ ის უნდა იყოს მთავარი, დომინანტური ფიგურა, რომ მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რომ ის უნდა იყოს თავი და ასე შემდეგ.
შესაბამისად, ეს წნეხი განსაზღვრავს იმას, მერე რა მდგომარეობა და რა დამოკიდებულებაც უჩნდება მას ქალის მიმართ. თვითონ კაცებიც ასე ეუბნებიან ხომ ერთმანეთს – „ქალი არ გააბლატაო“.
ამ დროს ქალი პოზიციონირებს საზოგადოებაში, ითხოვს თავის ადგილს პოლიტიკაში, პარლამენტში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ამის მიუხედავად, ქალს კაცის თანასწორად საზოგადოება მაინც არ განიხილავს.
აქ ქალებიც იგულისხმებიან?
რა თქმა უნდა. ბევრი ქალისთვის ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი, რადგან ფიქრობს, რომ ვერ გადარჩება თუ ისე არ ფიქრობს, როგორც უმრავლესობა და ისე იწყებს ფიქრს, როგორც ფიქრობდა მამა, ძმა, ან ქმარი. თუ ასე არ იფიქრებდა, იქნებოდა სულ ნაცემი, შეურაცხყოფილი, დაბალი თვითშეფასებით. ძალადობის მიმღებლობა მდგომარეობაა, როცა მსხვერპლს არ აქვს სხვა გზა და იძულებულია იდენტიფიცირდეს მოძალადესთან.
თუ ისედაც ნათელია, როგორი წნეხის ქვეშ არის ქალი, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უწევს, მაშინ ყოველ ჯერზე რატომ ხდება ის ისევ სამიზნე, რატომ ამბობენ, რომ „უპატიებელია“ ქალისთვის ეს, რატომ სვამს ხალხი ისევ იმ კითხვებს, რაზეც არაერთხელ გაეცა პასუხი?
ეს მორალისტური საკითხია, უნდა ტოვებდეს თუ არა დედა შვილს. სხვა განზომილებაა და ზოგჯერ ადამიანებს ახასიათებთ ასეთი ქმედებები.
ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ აკეთებს ამას ადამიანი, როგორ მიდის ამ მდგომარეობამდე, როგორ უჭირს იმ ქალს, როცა შვილს ტოვებს.
როცა საზოგადოება ხდება ასეთი ფსევდო ჰიპერმორალური, ეს ყოველთვის არის საზოგადოების მორალური კრიზისის ნიშანი.
როდესაც ყველა პიედესტალზეა შემომდგარი, ყველა სინდისზე ლაპარაკობს, ყველა ღმერთად გადაიქცა. წარმოიდგინეთ, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთს სამყაროში ადგილი მიუჩინონ, მსაჯულებად გადაიქცნენ, თან მიწიერ მსაჯულებად კი არა, ისეთი განაჩენი გამოაქვთ ხოლმე ადამიანებისთვის. ეს სერიოზული მორალური, სულიერი დეფიციტის მანიშნებელია.
მით უმეტეს, როცა ეს არის ემპათიისგან დაცლილი ქმედებები, ძალიან საშიშია და ხშირად რაღაც რადიკალური ჯგუფების გაჩენის წინაპირობასაც უწყობს ხოლმე ხელს.
სხვის ომში ბრძნობა, სხვისი განკითხვა, სხვებისთვის სანქციების დაწესება, იმის გადაწყვეტა, ვინ იყოს და ვინ არა, – რატომ ვაძლევთ ამის უფლებას საკუთარ თავს? ეს კითხვა რატომ არ ისმება, არ ვიცი.
ასაკსაც აქვს ხომ მნიშვნელობა, იქნებ ძალიან პატარაა დედა, იქნებ არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა?
რა თქმა უნდა. ძალიან ხშირია არასრულწლოვანების მიერ ბავშვის გაჩენა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არასოდეს არ უჩნდება კითხვა საზოგადოებას, კაცი რატომ ტოვებს, მათ მიმართ აგრესია არ აქვთ, მაგრამ თუკი ქალო ტოვებს, მზად ვართ, რომ ეს ადამიანი კიდევ უარეს ჯოჯოხეთში მოვაქციოთ.
ხშირად ქალისთვის შვილის გაჩენაც „დანაშაულია“ და თუ ვერ ან არ აჩენს – ესეც. რაც არ ხდება ხოლმე კაცის შემთხვევაში…
დიახ, ასეა.
თითქოს მარტო ქალი აჩენს ან ზრდის ბავშვს და კაცს არ აკისრია პასუხისმგებლობა. თითქოს ასეა მიღებული. ქმარიც მიუბრუნდება ხოლმე ცოლს და ეტყვის, „როგორი შვილიც გაზარდე, ზუსტად ისე გელაპარაკება“. იმიტომ, რომ რეალურად მართლა ქალი ზრდის ბავშვებს და არა კაცი. ძალიან ხშირად ქალებს მარტო უწევთ ამ ტვირთის ზიდვა.
გუშინდელის მსგავსი ან ფემიციდის ფაქტები როცა ხდება, პირველი ქვის მსროლელი ისევ და ისევ ქალია ხოლმე. მე ამაზე კი არ ვბრაზდები, უბრალოდ გული მტკივა, რადგან ეს ჩემთვის არის მინიშნება, რომ ქალები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ამ ქვეყანაში.
ძალიან ბევრი ქალი „გადარჩა“ სწორედ იმის ხარჯზე, რომ მოძალადე კაცებივით დაიწყეს ფიქრი.
რას იტყვით ექიმზე, ვინც პირველმა აიღო ქვა დედის წინააღმდეგ?
მე, პირადად, არავის მიმართ ქვის სროლის და ჩაქოლვის მომხრე არ ვარ და თუ საზოგადოება ამისკენ არის მიდრეკილი, ეს არის პრობლემა.
ვიღაც შეიძლება იმ ქალის მხარეს იყოს, ვიღაც იმ ექიმის მხარეს, მაგრამ როცა ჩაქოლვის სურვილი გვიჩნდება, ეს არის ცუდი.
რაც შეეხება ჩვენს პროფესიულ ქმედებებს, პროფესიულ ქცევას, არ ვარ მომხრე ვინმესთვის „ბორკილების დადების“, საჯარო გაკიცხვის. უბრალოდ, რაღაც მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ირეაგირებს ასეთ შემთხვევებზე და ექიმს ექნება შესაძლებლობა ადამიანის უფლებები, პროფესიული ეთიკა და პირადი პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანოს. ყველა პროფესიაში წინა პლანზე უნდა იყოს ადამიანი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ექიმმა, სულ ცოტა, უნდა დაიცვას პრინციპი – „არ ავნო“. სამწუხაროდ, პროფესიული ეთიკა ყველა პროფესიაში გვაკლია.
პროფესიული უხეშობის ერთი მაგალითი მახსენდება, მარტოხელა დედამ რეგისტრატორს ბავშვის დაბადების მოწმობა მიაწოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რიგი დგას და ეს ადამიანი ხმამაღლა კითხულობს – „მამის სახელი?“ ბავშვიც იქვეა.
დედა ეუბნება, რომ „არ იწერება მამის სახელი“, ის მაინც უმეორებს, „მითხარით ქალბატონო მამის სახელი“. ფაქტობრივად, ქალს აგდებს იმ მდგომარეობაში, საჯაროდ დაიწყოს ლაპარაკი, რომ ამ ბავშვის მამა არ არის რეგისტრირებული, რომ ის არის მარტოხელა დედა და ეს ესმის ბავშვს.
ეს იმის ბრალია, რომ იმ დაწესებულებაში არავინ ელაპარაკება ამ ადამიანებს დისკრიმინაციაზე, არავინ ასწავლის სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობის ნიუანსებს, არაფერი გაუგიათ ეთიკის და, საერთოდ, მათთვის ადამიანი არაფერს წარმოადგენს, ბავშვზე რომ არაფერი ვთქვათ.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თუ ხედავთ იმაში, როცა მშობელი ტოვებს შვილს?
ძალიან მაღალია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ბევრი რამის პრევენცია იქნებოდა მაგალითად სექსუალური განათლება, პრევენცია იქნებოდა როგორც ძალადობის, ასევე მსგავსი შემთხვევების, რადგან ადამიანებმა არ იციან, როგორ აიცილონ თავიდან არასასურველი, დაუგეგმავი ორსულობა.
ეს სიღარიბესთანაც არის კავშირში, რადგან ბევრს ხელი არ მიუწვდება კონტრაცეფციაზე.
ზოგადად, მოხუცების შემდეგ, მარტოხელა დედები ყველაზე დაუცველი ჯგუფია ჩვენ საზოგადოებაში. ყველაზე სტიგმატიზებული, ამიტომ ძალიან უჭირთ მარტოხელა დედებს გზის გაკვლევა ცხოვრებაში და მათი ყოველდღიურობა სავსეა უამრავი უხერხულობით.
არანაირი დახმარება მათთვის არ არსებობს, არანაირი მხარდამჭერი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი ბარიერი აქვთ ყველგან და სულ თავის დაცვა უწევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თითზე ჩამოსათვლელია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მარტოხელა დედების პრობლემაზე მუშაობენ, პოლიტიკოსიც არ მახსენდება, ვინც ლაპარაკობს მათზე.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს დაუგეგმავი ორსულობა. ამის ნაცვლად, პირიქით, წახალისებულია დისკრიმინაციული ქმედებები.
თუმცა ის მაინც შეიცვალა, რომ თუ ადრე ნაგავსაყრელზე ან ქუჩაში გვხვდებოდა მიტოვებული ბავშვები, ახლა კლინიკაში მაინც ტოვებენ. ესეც კარგია.
ვფიქრობ, დადგება გარდამტეხი მომენტი და შეეჩვევიან, რომ ქალიც კაცის თანასწორია და მასაც აქვს უფლება იყოს აქტიური და რეალიზებული.
ეს გარდამტეხი მომენტი რას მოაქვს?
განათლებას და მორალური კრიზისის გადალახვის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს ეს ყველაფერი.
რას დავაკვირდი იცით? ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული, მაგრამ ისეთები უფრო ბევრნი იყვნენ, ვინც ამბობდა, რომ „ქვა დადე“ და ქალს თავი დაანებე. აი ესეც რაღაც ცვლილებების ნიშანია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „როინ შავაძის საქმეზე“ ბრალდებულ 10 ბრალდებულს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 29 ივლისს გამართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ.
დაკავებული არიან: მამუკა ბერიძე [სპეცრაზმელი], დავით ზაქარაძე [სპეცრაზმელი], სულიკო ვარშანიძე [გამომძიებელი], მირზა კონცელიძე [სპეცრაზმელი], ზვიად ნურიძე [სპეცრაზმელი], ომარ ჭაღალიძე [სპეცრაზმელი], თემურ მგელაძე [სპეცრაზმელი], ალეკო ბალაძე [კუდ-ის უფროსისი მოადგილე აჭარაში], გიორგი არაბული, თეიმურაზ პატარიძე [კუდ-ის უფროსი აჭარაში].
„როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 27 ივლისს წარუდგინა, მათ შორის, 8 ბრალდებული დაკავებულია, ორი ბრალდებული კი იძებნება: თეიმურაზ პატარიძე, ის როინ შავაძის მკვლელობის დროს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო. ძებნა გამოცხადდა გიორგი არაბულზეც.
„არავითარ უკანონო დაკავებას ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. შეუძლებელია, სპეცრაზმელმა იცოდეს კონკრეტული პირის ბრალეულობის, ან არაბრალეულობის შესახებ,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებული სპეცრაზმელები ხელმძღვანელი პირების დავალების მიხედვით მოქმედებდნენ და მათი მკვლელობაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია.
ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ ბრალდებული სპეცრაზმელები აგვისტოს ომის მონაწილეები არიან.
„მკვლელობის ბრალდება დაუსაბუთებელია და შეურაცხმყოფელია ამ ხალხის მიმართ. ეს ადამიანები ემსახურებოდნენ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში…
არის გარემოებები, რის გამოც მათ მოუწიათ იმ ქმედებების განხორციელება, რა ქმედებაც დღეს ბრალდების მხარემ შერაცხა დანაშაულად, მაგრამ იმ გარემოებაში 100-დან 100 შემთხვევაში მსგავს მოქმედებას განახორციელებდა იგივეს. ფიზიკურად შეუძლებელია სხვაგვარად იმოქმედოს სპეცრაზმელმა, როდესაც მას უხსნიან ცეცხლს,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ – ამ ფრაზით მიმართეს ბრალდებულებმა მოსამართლეს.
ნახეთ ამ თემაზე „ბათუმელების“ 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:
იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე.
დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია.
14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“.
3 არასრულწლოვანი კი, სსკ-ის 139-ე მუხლით დაწყებულ საქმეებზე ცნეს დაზარალებულად – „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით, ყველაზე მეტი დანაშაული ჩადენილია სსკ-ის 140-ე მუხლის მიხედვით – სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს მიუღწევლის სხეულში – 41 მოზარდი ამ მუხლით დაწყებულ საქმეებზეა დაზარალებულად მიჩნეული.
ქართული კანონმდებლობა 16 წლის მიუღწეველ პირთან ნებისმიერი სახის სექსუალურ კავშირს დანაშაულად მიიჩნევს, თუმცა 16 წლამდე მოზარდებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მაინც ვხვდებით ფრაზას „ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი“.
მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობით, შტატების უმრავლესობაში ე.წ. სქესობრივი თანხმობის ასაკი 16 წელია და თუ პირმა 16 წელს მიუღწეველთან დაამყარა კავშირი, კანონმდებლობა ამას მიიჩნევს ძალადობად და არავითარ შემთხვევაში არ იყენებენ სიტყვას – „ნებაყოფლობით“. მიჩნეულია, რომ „სქესობრივი თანხმობის ასაკამდე“ ბავშვს არ შეუძლია გასცეს გააზრებული თანხმობა სექსუალურ კავშირზე.
ამ დრომდე ამ კუთხით მოქმედ კანონმდებლობას, სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ ცვლის. არც გაუპატიურების დეფინიცია იცვლება.
პრობლემაა ისიც, რომ პედოფილიის შემთხვევებში შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება ისე, რომ ბავშვზე მოძალადე ციხეში არ ხვდება. „ბათუმელები“ 2023 წლის 29 ივნისს წერდა მსგავს შემთხვევაზე, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 წლის ბავშვზე სექსუალურად მოძალადე კაცს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.
თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე იშხანის ტაძარს ნაწილობრივ რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. უმთავრესი, რაც ამ სამუშაოების შედეგი იყო, ისაა, რომ ტაძარი გადაიხურა, რაც ფაქტობრივად ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენას ნიშნავდა. ძეგლზე სამუშაოები თურქულმა მხარემ ჩაატარა.
აღდგენილი ტაძრის ფოტოები რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ. ფოტოები 2023 წლის 26 ივლისსაა გადაღებული.
იშხანში „ბათუმელები“ დაახლოებით 11 წლის წინ, 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ იშხანის და ოშკის აღდგენაზე საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებები ახალდაწყებული იყო.
გთავაზობთ აღდგენილი იშხანის ფოტოებს გიორგი ჯანჯღავას ფეისბუქგვერდიდან [2023 წ.] და ამასთან, თითქმის იგივე რაკურსით გაჩვენებთ იშხანს „ბათუმელების“ არქივიდან [2012წ.]
იშხანი დღეს და 11 წლის წინ
სამლოცველო იშხანის ტაძართან / 2023წელი / ხედი შესასვლელის მხრიდანსამლოცველო იშხანის ტაძართან / 2012 / ხედი აღმოსავლეთის მხრიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 245 220ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +390]
ტანკი – 4 191 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 8 167 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 4 786 ერთეული [+11]
MLRS – 698 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 007 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 247 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 710 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
457 თვითმფრინავი
244 ვერტმფრენი
5 314 უპილოტო საფრენი აპარატი
427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 021 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 652 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 951სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„გარღვევის შემთხვევაში, აქ შეიჭრება დიდი ძალები და რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგს უკან მოექცევიან უკრაინელები. ზურგის თავდაცვა ყოველთვის სუსტია, ის მომართულია წინა მხარეს,“ – გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა განმარტავს, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, თუ ახლა უკრაინელები რუსების თავდაცვის ზოლის გარღვევას შეძლებენ.
გადამდგარ გენერალს ვესაუბრეთ შავ ზღვაზეც, სადაც რუსეთი ახალი წესების დადგენას ცდილობს, „მაგრამ რუსეთი შავ ზღვაზე ლიდერი არ არის,“ – შენიშნავს გიორგი სურმავა.
სამხედრო ექსპერტი უკრაინაში F 16-ების გამოჩენამდე ნაკლებად ელის უკრაინელების კონკრეტულ წარმატებას. მანამდე კი, გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, გადარჩენა რესურსებზეა: ვის ეყოფა ძალა მოწინააღმდეგე კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო გიორგი, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპორიჟიეს ოლქის დასავლეთით. როგორც ჩანს, გაარღვიეს წინასწარ მოწყობილი რუსული თავდაცვითი პოზიციები ორეხოვოს სამხრეთითო. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?
ჯერჯერობით მხოლოდ ეს ამერიკული ინსტიტუტი ამბობს ამას. უკრაინის გენშტაბს არ უთქვამს, რომ რამე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. მედიაში გვარი დასახელებული არ არის, მაგრამ ამერიკის ერთი სამხედრო წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა უკვე გაჭრეს ე.წ. „სუსტი ადგილი“. ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ არის ამის შესახებ.
როგორც ჩანს, ამის მცდელობა სავარაუდოდ იყო, თუმცა სათანადო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა, ან დიდი მსხვერპლი იქნება.
საარტილერიო, საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების შესაბამისი კონცენტრაციის გარეშე მიზნის მიღწევას მარტივად ვერ შეძლებ. ამ ეტაპზე ზაპოროჟიეშია ძირითადად უკრაინელების კონტრშეტევები, რუსების – ხარკოვზე.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეტევები რობოტინოს მიმართულებით არის გარდამტეხი წერტილი უკრაინის კონტრშეტევაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სამხედრო თვალსაზრისით?
ნებისმიერი წერტილი შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს, თუ გარღვევა მოხდა.
გარღვევის შემთხვევაში შეიჭრება დიდი ძალები და უკრაინელები, ფაქტობრივად, რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგს უკან მოექცევიან. ამიტომაც ხდება გარღვევა მხოლოდ ერთ ადგილას – ის გაიფანტება და ზურგში მოუვლის დაცვის ძალებს. ზურგის თავდაცვა ყოველთვის სუსტია, ის მომართულია წინა მხარეს. ეს რობოტინოსთან იქნება, თუ სხვა ადგილას, მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას.
რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით CNN-ი ამბობს, რომ უკრაინელებს აქვთ უნარი, რუსული ჯარები „დრაკონის კბილების“ ხაზის უკან დაწიონ. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
„დრაკონის კბილები“ არის თავდაცვის საშუალება, ერთგვარი წინაღობაა. შესაძლოა, ამ ზოლის განადგურების ხარჯზე წაიწიეს წინ უკრაინელებმა და ამას გულისხმობენ. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია.
ზელენსკი აცხადებს, რომ ეძებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ოდესა და მთელი სამხრეთი რომ დაიცვას. რამდენად არის უკრაინის ცა ამ ეტაპზე დაცული?
უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებების სიმჭიდროვე არის ძალიან დაბალი. ამიტომაც უტევენ უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებს ოდესაში, ლვოვსა, თუ კიევში. თავდაცვით თუ შეტევით პოზიციებზე ხშირად არის საავიაციო და სარაკეტო იერიშები და დაბალი სიმჭიდროვის გამოა ასე. რაც აქვს უკრაინას, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ სიმჭიდროვემ მოიმატოს, შესაბამის თავდაცვით დონეს რომ მიაღწიოს.
შეტევაც ამიტომ ვერ ხორციელდება უკრაინის მხრიდან: აფრინდება იქიდან თვითმფრინავი და შემტევ ძალას ანადგურებს. არც სიღრმესა და წინა ხაზზე აქვს საკმარისი ძალა უკრაინას და ამბობენ კიდეც, რომ ეს სჭირდებათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ავიაციასთან ერთად საჰაერო თავდაცვის სათანადო დონე, რომ შეტევაზე იფიქრო. შენი ძალები, პირველ რიგში, ჰაერიდან დაცული უნდა იყოს.
თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას? რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, თანამედროვე სამხედრო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ განლაგდა შავ ზღვაში და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დააკავებს იმ კომერციულ გემებს, რომლებსაც მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიემართებიან.
სამხედრო კომპონენტის თვალსაზრისით რუსეთი შავ ზღვაში ლიდერი არ არის. თურქეთი უფრო დიდ საშუალებებს ფლობს შავ ზღვაზე, ვიდრე რუსეთი. ერთადერთი, რაშიც შეიძლება რუსებს უპირატესობა ჰქონდეთ, არის სარაკეტო შეიარაღება – „კალიბრები“ აქვთ. რუსებს არც ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღება აქვთ, არც ხომალდები…
თურქეთთან შედარებით შავ ზღვაზე სხვა ქვეყნები შედარებით სუსტები არიან. რუმინეთს აქვს განსხვავებული მოცემულობა, რადგან იქ ამერიკელებმა დაიწყეს აქტიურობა ბოლო წლებში, როცა თურქეთთან დაეძაბათ ურთიერთობა. იქ არის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო დიდი საშუალებები, მაგრამ ფლოტი არ არის, ფლოტი არის მხოლოდ თურქეთის.
შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა, რომ ხელი არ შეუშალო რუსეთს, მაშინ შეიქმნება ბლოკადა. თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ რუსეთს ამის ნება არ მისცენ, მაშინ ნატოს საკმარისზე მეტი ძალა გააჩნია განსაკუთრებით შავ ზღვაზე, რომ რუსეთს ამის საშუალება არ მიეცეს.
ყირიმის ხიდის ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა მიიღო საპასუხო ზომა, რაც სინამდვილეში უფრო ეკონომიკური საკითხია. თუ ბლოკადა გამოვიდა, მაშინ უკრაინას ექნება მარცვლეულის ექსპორტზე გატანის საშუალება. მსოფლიოში მარცვლეულის მიმწოდებლებს შორის უკრაინა ხუთეულშია. ეს შემდეგში შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტი, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებზე, რომლებიც პურის ექსპორტზე არიან დამოკიდებული.
რას აჩვენებს პროცესი – შეიძლება რუსეთი წავიდეს შავ ზღვაში ახალი დაპირისპირებაზე?
ცოტა გაურკვეველი ვითარებაა შავ ზღვაზე. აშშ-ის და ნატოს გეგმებში ნახსენები იყო, რომ შავი ზღვის რეგიონი საყურადღებოა, ასევე უკრაინელებს მისცეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ნორვეგიელებმა და ბრიტანელებმა, თუმცა ამის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. უკრაინის ფლოტი არც არის მხედველობაში მისაღები – ძირითადად უპილოტო ნავებით ცდილობენ რაღაცას.
ამ ეტაპზე თურქეთს აქვს ჩაკეტილი ბოსფორი და არავის უშვებს, სხვა აქტიურობა არ არის, გარდა იმისა, რომ მუქარა ისმის რუსეთიდან. თუ რამე აქტივობა ექნება რუსეთს, შესაძლებელია ნატომაც რაღაც საპასუხოდ განახორციელოს.
თუ ნატო იტყვის, რომ აი, ჩვენ ესკალაცია არ გვინდა და ასე შემდეგ, რუსეთი ჩათვლის, რომ ხელს არავინ უშლის.
რა ეტაპზეა დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის მოწოდება?
ყველაზე მნიშვნელოვანია F 16 -ები, თუმცა რამდენადაც ვიცი, პილოტების მომზადება არ არის დაწყებული. შეიძლება, ეს ჩუმად დაიწყეს, მაგრამ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. პილოტების მომზადებას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. პარალელურად საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მომსახურე სპეციალისტების, ტექნიკური პერსონალის მომზადება. დროსა და მოცულობაში ეს რთული პროცესია. არ მგონია, ამ წელს ეს მოესწროს.
სხვა შეიარაღების მიწოდება დაწყებულია, თუმცა ტემპია დაბალია. უკრაინას მისცეს, მაგალითად, „პატრიოტის“ ორი ბატარეა. ეს არ არის საკმარისი – კიევშია და ალბათ სამთავრობო ობიექტებს იცავს. უკრაინას აწვდიან რაკეტებსაც, ეს საქმე დაწყებულია, ოღონდ ნელა მიდის პროცესი.
ამასობაში რუსეთი აგრძელებს შეტევებს. თქვენი კოლეგა ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ არაა გამორიცხული აგვისტოში რუსეთმა შეტევა გააქტიუროს ხარკოვის რაიონში. დაბომბეს კიდეც წუხელ ხარკოვში საცხოვრებელი სახლი. თქვენ რამდენად ელით რუსეთისგან მორიგ შეტევას?
რუსეთი ბომბავს მთელს უკრაინას: ოდესა, ხარკოვი, ლვოვი… განსაკუთრებით კუპიანსკის, ხარკოვის მიმართულებაზე აქტიურობენ რუსები. არ ვიცი, რამდენად აქვს რუსეთს იმის რესურსი, რომ შეძლოს მასშტაბური შეტევა. ვფიქრობ, შესაძლებელია რამე უფრო დემონსტრაციული გააკეთოს.
ცხადია, რუსეთი დიდი სიამოვნებით დათანხმება ახლა ომის გაჩერებას არსებული მდგომარეობით, მაგრამ ამას არც უკრაინა დათანხმდება და არც სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ეს, ფაქტობრივად, უკრაინის წაგება გამოვა. ბოლო დროს მუდმივად ერთი და იგივე ტემპია, თუ აკვირდებით. კულმინაციაზე მიიყვანს ერთი მეორეს და რომელი რომელს მიიყვანს, ამაშია საქმე.
ერთმანეთის პირობები ორივე მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პუტინმა რომ დათმოს ის, რასაც უკრაინა ითხოვს, ანუ გავიდეს 1991 წელს არსებულ საზღვართან, ეს ნიშნავს პუტინის არათუ პოლიტიკურ სიკვდილს, არამედ ფიზიკურსაც. უკრაინაც ამ მოცემულობაში ვერ იტყვის, გავჩერდითო. ამიტომაც, ვიდრე ექნებათ შესაძლებლობა, არცერთი მხარე არ გაჩერდება – გააჩნია, ვისი რესურსები აჯობებს. დასავლეთს შორეულ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი აქვს, მაგრამ ეს ერთ და ორ თვეში არ მოხდება.
ამ ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ წელს ვერ ექნება სასურველი შედეგი უკრაინას, რადგან დიდი ალბათობითარ ექნება F 16-ები?
ჯერჯერობით საცეცხლე საშუალებებში რაოდენობრივი უპირატესობა აქვს რუსეთს. უკრაინას აქვს თვისობრივი უპირატესობა, მაგრამ რუსებს მეტი აქვს თვითმფრინავები, არტილერია, რაკეტები. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც შეტევა განწირულია, ან ეს ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული.
არსებობს რესურსი, რომ ერთმა საშუალებამ მეორე დააკომპენსიროს: შესაძლოა F16-ები ვერ მისცენ უკრაინას წლის ბოლომდე, მაგრამ სხვა აღჭურვილობა მისცენ, რომელიც, მაგალითად, აეროდრომების განადგურების საშუალებას მოგცემს. თუ რამე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა, მაგალითად, პოლიტიკური, ან რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურის გარდაცვალება, წლის ბოლომდე ცვლილება ნაკლებად არის მოსალოდნელი.
სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი იფიტება და შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ხერსონში.
ხერსონში იყო არა გამოფიტვა, არამედ ლოჯისტიკის პრობლემა – მდინარის გადაღმა ვეღარ უზრუნველყოფ ნაწილებს.
აქ ხალხის რესურსია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – რამდენჯერ დიდია უკრაინაზე რუსეთი მოსახლეობით? მეორეა საცეცხლე და დაზიანების საშუალებები. შესაბამისად, ამ მოცემულობაში რუსეთი გამოფიტვისგან შორს არის. საბოლოოდ გამოიფიტება კიდეც, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის.
რუსული მედიის თანახმად, რუსეთმა 70 ქართველი მებრძოლი, მათ შორის, მამუკა მამულაშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. რას ნიშნავს ეს ამ მებრძოლებისთვის?
ჩემი აზრით, ეს არაფერსაც არ ნიშნავს. რომ ჩავარდნენ ტყვედ, დამნაშავედაა ცნობილი თუ არ არის, მაინც ერთნაირი სასამართლო მოუწევთ. დიდი-დიდი, ომის დასრულების შემდეგ რუსეთში ვერ ჩავლენ. ასე შეიძლება მეც ვერ ჩავიდე რუსეთში. არც ვაპირებ ამას. ეს არის უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საკრუიზო გემ „Astoria Grande“-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში, ამ დროისთვის [28 ივლისის საღამოს 9 საათი] მომართვა არ მიუღიათ.
„ბათუმელებმა“ სააგენტოს დღეს დილის 11 საათისთვის მიმართა კითხვით, აღნიშნული საკრუიზო გემი ნამდვილად შემოვა თუ არა ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს. სააგენტომ კი წერილობით საღამოს 9 საათისთვის გვიპასუხა.
„თქვენი ა/წლის 28 ივლისის წერილის პასუხად, რომელიც შეეხება საკრუიზო გემი „Astoria Grande“-ს ბათუმის ნავსადგურში შემოსვლასთან დაკავშირებულ საკითხს, გაცნობებთ, რომ სააგენტოში არ შემოსულა მომართვა აღნიშნული გემის ა/წლის 31 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოსვლასთან დაკავშირებით“, – წერია სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
თუმცა, გემთმფლობელს შეუძლია გემის ბათუმში შემოსვლაზე, სააგენტოს რამდენიმე საათით ადრეც მიმართოს.
„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს, დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური შავ ზღვაში დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გემი სოჭიდან 2023 წლის 29 ივლისს გავა, ხოლო ბათუმის პორტში შემოვა 31 ივლისს, დილით და იმავე საღამოს დატოვებს ბათუმს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები შეიწყალა. ეს 2021 წლის საქმეა, როცა „ქართულ ოცნებასთან“ და უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებული, სოფელ დიდაჭარასა და ღორჯომში მცხოვრები 7 კაცი ერთდროულად დააკავეს.
ამავე საქმეზე ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე და კიდევ ორი ბრალდებული – გელა და ირაკლი ჭელიძე პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან. უცნობია, რის მიხედვით, შეარჩია პრეზიდენტმა ძმები ჭელიძეები.
ამ საქმეზე ბრალდებულები რიონის ხეობის ნამახვან ჰესის დაცვის აქციაში მონაწილეობდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ ხეობაში „უძლიერესი კაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებს სცემეს. საქმეში არაერთი საეჭვო დეტალია, რაც აჩენს მოსაზრებას, რომ ბრალდებულები პოლიტიკური მოტივაციით ჩასვეს ციხეში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 28 ივლისს, პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 10 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. ერთ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მთავარი ფოტო: აქცია ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის გასათავისუფლებლად.
ილიაჩირტოაკადამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის და დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს მიერ დაფუძნებული „სასამართლორეფორმატორთასაერთაშორისოქსელის“ INJR წევრიადამოლდოვაშიმოქმედი, არასამთავრობოორგანიზაციასამართლებრივირესურსებისცენტრის“ აღმასრულებელიდირექტორი. ისგვიზიარებსთავისდაკვირვებას, როგორმოახერხამოლდოვამევროკომისიისგანპოზიტიურიშუალედურიშეფასება.
„ხელისუფლებამესგააკეთაარაუბრალოდკოსმეტიკურიცვლილებებით, არამედუფროინვაზიურიცვლილებებით, როგორიცააიუსტიციისუმაღლესისაბჭოსდაუზენაესისასამართლოსრეფორმა. შემოღებულიავეტინგ–სისტემა, როცასასამართლოში ცვლილებები გარეშეფასების საფუძველზე ხდება.ესდაიწყომწვერვალიდან – მოსამართლეებით, რომლებიცმანამდეისხდნენიუსტიციისუმაღლესსაბჭოში. თუმცა,ესმიმდინარეპროცესია, ჯერკიდევველოდებითპროგრესს. განსხვავებაისაა, რომარსებულიშედეგებიძალიანგანსხვავდებაიმისგან, რისნახვასაცჩვენმიჩვეულებივიყავითმანამდე,“ – გვიყვებაილიაჩირტოაკა.
„ცა და დედამიწასავით განსხვავდება, როგორ დაკომლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოლდოვაში და როგორ – საქართველოში,“- ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნონა წოწორიას არ უკვირს ევროკომისიის შუალედური, წინასწარი პოზიტიური შეფასება მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.
„თუმცა ეს ჯერ მხოლოდ რეფორმის დასაწყისია, რაც აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, რომ ცვლილება სურთ. პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ამას სჭირდება ძალისხმევა. ამ პროცესს სჭირდება ადამიანები, რომლებიც თავდადებული იქნებიან ამ პროცესში. მთავარია მიზანი, როცა ზუსტად იცი, რისი კეთება გსურს,“ – ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ნონა წოწორიას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ცვლილებების იმ პროცესში, რაც ახლა მოლდოვაში ხდება. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია იმ სპეციალური კომისიის წევრია, რომელიც მოლდოვაში სასამართლოს და პროკურატურის თვითმმართველ ორგანოებში ასარჩევი წევრების წინასწარი შეფასებისთვის შეიქმნა. კომისიის სამი წევრი მოლდოველია, სამი – უცხოელი.
მოლდოვაში 2022 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ აირჩევენ მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრს სპეციალური კომისის დადებითი შეფასების გარეშე. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებს შორის არჩევანს მოსამართლეთა საერთო კრება, ასევე პარლამენტი აკეთებს.
„კანონით გათვალისწინებულია კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ვამოწმებთ მოსამართლეებს, ასევე არამოსამართლე წევრებს. ეს არის ფინანსური და ეთიკური შესაბამისობის დადგენა. ჩვენ არ ვამოწმებთ კანდიდატების პროფესიონალიზმს. ვსწავლობთ თითოეული კანდიდატის ფინანსურ მდგომარეობას, მათ საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციებს, კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ქონებას ბოლო 15 წლის განმავლობაში,“ – გვიყვება ნონა წოწორია.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ თვითონ და კომისიის სხვა წევრებიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, როცა მოლდოვის ბანკებიდან სრულად მიიღეს კანდიდატების შესახებ დეტალური ინფორმაცია. კომისიას წერდნენ მოქალაქეებიც.
ნონა წოწორია
„ჩვენ გვყავდა შესაფასებელი 28 მოსამართლე და მხოლოდ 5-ს მივეცით დადებითი შეფასება. ძირითადად უარყოფითი შეფასება უკავშირდებოდა ფინანსურ საკითხებს.
რაც შეეხება ეთიკას, ვიყენებთ სამოსამართლეო ეთიკის წესებს, ასევე ევროსასამართლოს ამ კუთხით არსებულ პრაქტიკას. პრაქტიკაში ხომ არ იყო შემთხვევა, როცა მოსამართლეების მხრიდან ეთიკის მიმართ დამოკიდებულება დადგა ეჭვის ქვეშ? იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დადასტურდა პრობლემა ფინანსურ ნაწილში და ეთიკის კუთხითაც. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე და შემდეგ იგივე მოსამართლე გაუძღვა მოსამართლეთა კონფერენციას, სადაც ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო.
როცა შევარჩიეთ ეს 5 მოსამართლე, მალევე ჩაინიშნა მოსამართლეთა კონფერენცია. ბუნდოვანი იყო რამდენად აირჩევდა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებს საერთო კრება. ეს რთული პროცესი იყო“ – თხრობაშივე ეტყობა ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, როგორი ინტერესით აკვირდებოდა პროცესს: როგორ მოიქცევიან ახლა მოსამართლეები?
„საბოლოოდ 5-დან 4 მოსამართლე აირჩიეს წევრად და 1 სათადარიგო წევრად. იუსტიციის საბჭოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს კვოტები აქვთ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან ვერავინ შევარჩიეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რამდენიმე თვის წინ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების 80 % გადადგა და მხოლოდ 5 მოსამართლე დარჩა. პრაქტიკულად მთელი უზენაესი სასამართლო უფუნქციო გახდა,“ – გვიყვება ნონა წოწორია და დასძენს, რომ მოლდოვის გამოცდილებამ მას ეს აჩვენა: იუსტიციის და საპროკურორო საბჭოს პარალელურად, ან მანამდე უზენაესი სასამართლოს რეფორმაა საჭირო.
მოლდოვაში უზენაესი სასამართლოს რეფორმა ახლა იწყება. აქაც უცხოელებით და მოლდოველებით დაკომპლექტებულმა პარიტეტულმა კომისიამ წინასწარ უნდა შეფასოს კანდიდატები.
სპეციალური კომისიის უარყოფითი დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი მოსამართლეობას წყვეტს – ის ადმინისტრაციულ თანამდებობას ვეღარ იკავებს, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ ხდება. მოლდოვაში გაუთვალისწინებიათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადაწყვეტილების საჯაროობის ნაწილშიც: დასკვნა არ საჯაროვდება, თუ კანდიდატი თანახმა არ არის.
ნონა წოწორია ამბობს, რომ კომისია კრიტიკის საგანი გახდა: ერთის მხრივ, კანდიდატებმა მიიჩნიეს, რომ კომისია ძალიან მკაცრი იყო სტანდარტების დაცვის კუთხით, საზოგადოება კი, ელის სწრაფ და ეფექტურ შედეგს:
„გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი გარემო იყო აქამდე, რა გვექნა? მაგრამ ჩვენ ვიყავით ძალიან მკაცრი ამ სტანდარტების მიმართ. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სასამართლო ხელისუფლება, თუ პროკურატურა, უნდა იყოს უმწიკვლო, რომ შეძლოს სისტემის მართვა. თუ თვითონ აქვს პრობლემა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ის ვერ შეძლებს იყოს კრიტიკული სხვის შეფასებაში, რაც შეეხება შეფასების ვადებს, სპეციალური კომისია თვლიდა, რომ პროცესის სისწრაფე შეფასების ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდებოდა,“ – კატეგორიულია ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
კომისიამ შეარჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრობის კანდიდატიდან 3, რომლებიც პარლამენტმა უკვე აირჩია. კომისია ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ამზადებს, საიდაც დანარჩენი სამი ადგილისთვის უნდა შეარჩიონ კანდიდატები.„საინტერესოა, რომ არამოსამართლე წევრობის კანდიდატების შემადგებლობა მრავალფეროვანი იყო, არ იყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, ყოფილი პოლიციელი და ყოფილი მოსამართლეც არის,“ – დასძინა ნონა წოწორიამ.
კომისიამ შეარჩია პროკურატურის საბჭოს კანდიდატებიც. აქ 18 კანდიდატი გვყავდა, რომელთაგანაც 8 მიიღო დადებითი შეფასება, მოსამართლეებთან შედარებით მათი გასვლის პროცენტი მაღალი იყო (18% vs. 41%), შენიშნავს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. პროკურატურის საბჭოს წევრებს მოლდოვაში აგვისტოს ბოლოს აირჩევენ.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „სასტარტო პოზიციაზე“ – მოლდოვამ საქართველოს უკვე გაუსწრო იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომლექტების წესით.
„საქართველოში ვინ აფასებს ამ წევრებს, რა ჩართულობაა პროცესში? აქ ჩვენს სხდომებზე დასწრება შეიძლება და ონლაინ სხდომების ნახვაც. საქართვეოში არ უნდათ, რომ ერთი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი მაინც იყოს საბჭოში, მოლდოვაში კი, სამოქალაქო სექტორს აქვს საკვანძო როლი ამ პროცესში.
რა მნიშვნელობას იძენს ამ დროს გამოცდილება, რომელიც რეფორმების კუთხით საქართველოს აქვს?
„ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუ პოლიტიკური ნება იქნება. ოქტომბრამდეც შეიძლება ბევრი რამის შემოტრიალება და ეს ევროკავშირის მხრიდან არ დარჩება დაუნახავი. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის ევროინტეგრაცია. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიდგა დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ისეთი რეალობა, რომ დასავლეთი გვეკითხება: საით იყურებით, რა გინდათ? თუ ჩვენგან სწავლობდნენ 20 წლის წინ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, სხვებისგან უნდა ვისწავლოთ.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სასამართლო რეფორმა არ იყო რეფორმების ცენტრში. აშკარა იყო, რომ სასამართლო ჩამორჩებოდა რეფორმირებით სხვა სფეროებს, რაც იყო ფუნდამენტურად დიდი შეცდომა. აზრი არ აქვს სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, თუ სასამართლო არ არის რეფორმირებული. სასამართლოს რეფორმის გარეშე ვერცერთი სხვა რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, აზრი არ აქვს, პრაქტიკულად დააქცევს ყველა რეფორმას, თუ სასამართლო არ იქნება რეფორმირებული.
მოლდოვას მაგალითი დღეს აჩვენებს, რომ თუ მოინდომებ, მეგობრები გვერდით დაგიდგებიან. ძირითადად ეს პროცესი მოლდოვაში დონორების დაფინანსებულია. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ.
„სამწუხაროდ, საქართველოშისასამართლოსისტემაშიმნიშვნელოვანიცვლილებებიარხორციელდება,“ – ამბობს ეკაციმაკურიძე, სამოქალაქოორგანიზაციის „დემოკრატიისინდექსი – საქართველო“ გამგეობისთავმჯდომარეეკაციმაკურიძესამუშაოჯგუფისწევრიიყო, რომელიცვენეციისკომისიის 2023 წლისდასკვნისშემდეგპარლამენტში შეიქმნა. ამჯგუფმამუშაობაისედაასრულა, რომვენეციისკომისიისმთავარირეკომენდაციაგათვალისწინებულიარარის.
„ამდრომდემიდგომაარისის, რომარისმხოლოდფრაგმენტულიცვლილებებისგატარებისმცდელობა, რაცძირეულრეფორმამდევერმიგვიყვანს. ძირეულირეფორმაამოთხოვნილიევროკავშირისმხრიდან. ძირეულირეფორმაუპირველესადგულისხმობსიმას, რომიუსტიციისსაბჭოსძალაუფლებისდეკონცენტრაციამოხერხდეს, მაგალითად, იუსტიციისუმაღლესისაბჭოსშემადგენლობაშიერთიდაიგივეპირიგანმეორებითარშეიძლებაიყოს არჩეული, არამოსამართლე წევრების როლის საბჭოში უნდა გაიზარდოს, მოსამართლეს არ უნდა ეკავოს ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობა“ – ამბობსეკაციმაკურიძედაჩვენთანსაუბრისასაღწერს, სამუშაოჯგუფისმოსამართლეწევრები: დიმიტრიგვრიტიშვილიდაგიორგიმიქაუტაძემაქსიმალურადროგორცდილობდნენ, ვენეციისკომისიისის რეკომენდაციებიარშესრულებულიყო, რაცკლანისდასუსტებასდასასამართლოსგაძლიერებასისახავსმიზნად.
„გვრიტიშვილიდამიქაუტაძეეწინააღმდეგებოდნენვენეციისკომისიისრეკომენდაციებსხშირადსრულიადდაუსაბუთებელიარგუმენტებით, მაგალითად, იუსტიციისუმაღლესისაბჭოსდაკომპლექტებასთანდაკავშირებით, მოსამართლეებისმივლინებისწესზე.
მეორეცვლილებაეხებოდამოსამართლეებისაზრისგამოხატვისშეზღუდვასპოლიტიკურინეიტრალიტეტისმოტივით. ესჩანაწერიიმდენადბუნდოვანია, რომშეიძლებაშეეხოსნებისმიერისახისაზრისგამოხატვას, რაცეხება, მაგალითად, სასამართლორეფორმას, სისტემაშიარსებულპრობლემებს. ვენეციისკომისიისუარყოფითიდასკვნისშემდეგპარლამენტმაგამონაკლისიდააწესა, რომმოსამართლეებსშეუძლიათმხოლოდ მეცნიერული და აკადემიურიშეფასებებიგააკეთონ, თუმცაესჩანაწერიისევარარისმკაფიო.
ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც განხორციელდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ არის ის, რომ გაუქმდა მოსამართლისსაქმიდანჩამოცილება, როგორცდისციპლინურიპასუხისმგებლობისღონისძიება, რაცძალიანმკაცრიზომაადავენეციისკომისიაარუწევდა მასრეკომენდაციას.
ბათუმში, ლეონიძის 8 გ-ში 156კვ.მეტრზე 7 -სართულიან კორპუსს აშენებენ. ნებართვა 2023 წლით თარიღდება, თუმცა მისი მიღების ისტორია გაცილებით ადრე, 2017 წელს დაიყო:
არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენება შეათანხმეს და საბოლოოდ 7 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს.
მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების პროექტი განიხილა და დაამტკიცა. ამ „პროექტის“ საფუძველზე კი იმავე წელს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს. ასე მოხერხდა 156 კვ.მეტრზე ისეთი მასშტაბის შენობის ჩადგმის გადაწყვეტილების დადასტურება, რა მასშტაბსაც კანონი არ უშვებს.
საინფორმაციო დაფა
შედეგად, ბათუმში, ლეონიძის #8გ-ში, 156 კვ.მეტრზე შვიდსართულიან კორპუსს აშენებენ. დაწყებულია საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 2023 წლის მაისში, 2017 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე გასცა.
ბრძანების მიხედვით, რომელსაც ბათუმის მოქმედმა მერმა მოაწერა ხელი, არჩილ ჩიქოვანმა მოქმედების ვადა გაუგრძელა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ გაცემულ ნებართვას.
მართალია, 2017 წელს ახალი სამშენებლო კოდექსი არ მოქმედებდა, თუმცა 156 კვ. მეტრზე 7-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა იმ დროს მოქმედ კანონსაც კი არ შეესაბამებოდა, არც საკრებულოს რეგულაციებს.
დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ირკვევა, რომ მერიამ ამ ნაკვეთზე არსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების ნებართვის მოთხოვნა შეისწავლა და შეითანხმა. თუმცა, რეალურად არც სახლი და არც რაიმე სხვა შენობა ამ ადგილზე არც 2017 წელს არსებობდა და არც შემდგომ წლებში. [ეს Google Earth – ის მონაცემებითაც დასტურდება]
მერიის გადაწყვეტილებას მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე შენობის მესაკუთრე, მარინე თურმანიძე სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელის მოთხოვნა ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის [სამშენებლო ნებართვა] ბათილად ცნობაა.
მარინე თურმანიძეს სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე ნაკვეთზე [458 კვ.მეტრი] სასტუმრო აქვს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.
საქმის წარმოების მასალების მიხედვით, ლეონიძის 8 გ-ში სახლის რეკონსტრუქციისა და ლოჯიების მიშენების თაობაზე მერიის ზონალურმა საბჭომ 2017 წლის 30 იანვარს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელა.
საბჭომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ განმცხადებელი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვდა 4,8-მდე. ზონალური შეთანხმების შესახებ ბრძანებას ხელი მაშინდელმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა მოაწერა.
ზონალური შეთანხმებიდან ერთ კვირაში, 7 თებერვალს, მერმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა [ეს პირველი ეტაპია]. მერის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ითანხმებს საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტს. რეკონსტრუქცია კი ლოჯიების მიშენებას გულისხმობს.
მალევე, 22 მარტს, განმცხადებელმა მერს არქიტექტურული პროექტიც შეათანხმა [მეორე ეტაპი] – ამ შემთხვევაშიც მერმა ხელი მოაწერა სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურულ პროექტს.
შეთანხმებული პროექტის რენდერი
კიდევ ერთი რენდერი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ განთავსდება შენობა ამ არეალში
16 მაისს პროექტი მესამე ეტაპზე გადავიდა, რაც ნებართვის გაცემას გულისხმობს. ლოგიკურად, ნებართვა რეკონსტრუქციის პროექტზე უნდა გაცემულიყო, მაგრამ ნებართვაში სულ სხვა ჩანაწერი გაჩნდა. მერმა ბრძანება [გ / 937] გამოსცა ახალი სახლის მშენებლობის ნებართვაზე.
ლეონიძის 8გ-ში მესაკუთრეს ახალი, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას მისცეს. იქვე ჩაწერეს, რომ მშენებლობა 2018 წლის იანვრამდე უნდა დასრულებულიყო.
დოკუმენტებზე თანდართულ პროექტში არსად წერია რეკონსტრუქციის თაობაზე. საუბარია მხოლოდ ახალი, შვიდსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შვიდსართულიანი სახლის, რომელიც 156 კვ.მეტრზე უნდა აშენდეს, განაშენიანების ფართობი 101 კვ მეტრი იქნება.
დოკუმენტების მიხედვით, ახალი სახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავაა.
შეთანხმებულ ვადაში და ვერც შემდეგ წლებში ნებართვის მფლობელმა ლეონიძის 8გ-ში სახლი ვერ ააშენა. 2023 წლის მარტში მან ბათუმის მერიას ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა და თანხმობაც მიიღო.
მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელის, მარინე თურმანიძის ოჯახის წევრი, ლევან ქობულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერია ადგილზე არსებული გარემოებებით არც 2017 წელს დაინტერესებულა, როცა ნებართვა გასცდა და არც ახლა, როცა ნებართვა განაახლეს.
„მერიას მივმართეთ და მოვითხოვეთ შეესწავლა ვითარება, მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციასაც. მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მუნიციპალურმა ინსპექციამ განგვიმარტა, რომ რეაგირებას ვერ მოახდენენ, რადგან ნებართვა გაცემულია. ჩვენ ვიჩივლეთ, რადგან ზიანი გვადგება. არ არის დაცული სამეზობლო მიჯნა, იმ მხარეს, სადაც კედელი ამოდის, ორი კარი გვაქვს, ორივე შესასვლელი უქმდება. გარდა ამისა, დამიზიანეს საკანალიზაციო მილი“, – ამბობს ლევან ქობულაძე.
მას ვკითხეთ, თავად რატომ მოაწყო ღიობები სამეზობლო მიჯნაზე, მეზობელი ნაკვეთის მხარეს, როცა ამის უფლებას კანონი არ აძლევდა. მისი თქმით, წლების წინ ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იყიდა. პროექტი მერიას შეათანხმა და მიიღო მშენებლობის ნებართვა.
„არანაირი შენიშვნა და მითითება არ მიმიღია მერიისგან, რომ ღიობის მოწყობა არ შეიძლებოდა. პროექტში არაფერი შემიცვლია და ზუსტად ისე ავაშენე, როგორც შევათანხმე. როცა მშენებლობა დავიწყეთ, მაგ ადგილზე მოსახვევი იყო ჩვეულებრივი. მანქანით ვმოძრაობდით, ბორდიურით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ტროტუარი გაწიეს, სხვანაირად მოაწყვეს და ადგილი გააჩინეს. აქ თუ ოდესმე ნაკვეთი გაჩნდებოდა და მით უმეტეს, რაიმე აშენდებოდა, ვერც წარმომედგინა. რაც შეეხება შენობას, ყველა დაგიდასტურებთ, რომ მაქ შენობა არასდროს არ ყოფილა“, – ამბობს ლევან ქობულაძე.
მშენებლობის ადგილზე ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, რომ მესაკუთრის შვილია. კომენტარზე უარი თქვა, თუმცა პირად საუბარში განმარტა, რომ სახლს კანონიერი ნებართვის საფუძველზე აშენებს. პროექტის მდგრადობის მისაღწევად ხიმინჯებს აწყობს და ბევრად მეტ არმატურას იყენებს, ვიდრე საჭიროა, ნებართვის გასაჩივრების შესახებ კი არ გაუგია:
„16 ხიმინჯია და კიდევ ვამატებთ. აქ მე უნდა ვიცხოვრო, არ ვყიდი. 4 დედმამიშვილი ვართ. ჩემთვის არამდგრად სახლს ხომ არ ავაშენებ. რაც შეეხება პარკინგს და ეზოს – არ მინდა პარკინგი. სად აქვს ბათუმში ახალ სახლებს პარკინგი და ეზო.“
საძირკვლის მოწყობის სამუშაოები
მიწის ნაკვეთი ლეონიძის 8გ-ში, 156 კვ.მეტრი, ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონით გაყიდა.
„როინ შავაძის საქმეზე“ პროკურატურამ 8 პირი დააკავა, კიდევ 2 პირის მიმართ კი – ძებნა გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 28 ივლისს, გაავრცელა.
2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე პროკურატურამ ბრალი კონკრეტულ პირებს 15 წლის შემდეგ წარუდგინა და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.
პროკურატურამ ამჯერად ის ვერსია გაახმოვანა, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.
პროკურატურა არ ასაჯაროებს ბრალდებულების ვინაობას. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არც მოკლული ჯარისკაცის ქვრივს – ციცინო შავაძეს აქვს.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა], სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით] დაიწყო.
„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი, დეპუტატია.
საქართველოს პროკურატურის მიერ ხელახლა ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
„მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა.
მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.
იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ.
ქობულეთისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომლებიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად, ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 28 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, რომ თითქოს როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულმა კი, მგზავრობის დროს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მოთხოვნით მანქანის გაჩერება მოითხოვა, სპეცრაზმელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ამ ვერსიის მიხედვით, მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
„ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.
კერძოდ, „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი, აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.
გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ, მარცხენა მხრისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.
ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როინ შავაძე ბრიგადის სერჟანტი იყო წოდებით. 2005-2006 წლებში ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძე ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.
___
წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:]
უკრაინელ სპორტსმენს, 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის რვაგზის ჩემპიონს, ოლგა ხარლანს, მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ხელი ჩამოერთვა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი სპორტსმენისთვის, ანა სმირნოვასთვის.
მედიის ცნობით, 27 ივლისს, ოლგა ხარლანმა, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/32 ფინალში ანა სმირნოვა დაამარცხა ანგარიშით 15:7, თუმცა უკრაინელმა სპორტსმენმა დამარცხებულ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და მხოლოდ დაშნა გაუწოდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, სმირნოვა ადგილზე დარჩა ნახევარ საათზე მეტ ხანს – რაღაც მომენტში მას სკამიც კი გამოუტანეს. ამ ხნის განმავლობაში სმირნოვას რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა, რომლებსაც იგი დიდხანს ესაუბრებოდა – სავარაუდოდ, ისინი არბიტრები იყვნენ.
ოლგა ხარლანის თქმით, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა იგი დაარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენებისთვის ხელი არ ჩამოართვა, მაგრამ ფედერაციამ პირობა არ შეასრულა.
„ჩვენ, უკრაინელი სპორტსმენები, მზად ვართ შევხვდეთ რუსებს სპორტულ მოედანზე, მაგრამ მათ არასდროს ჩამოვართმევთ ხელს“ – თქვა ხარლანმა.
უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცეიტმა რუსი სპორტსმენის ქმედებას პროვოკაცია უწოდა და ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო ფედერაციამ იცოდა უკრაინული მხარის პოზიცია ხელის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტვიტერში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია რუსი სპორტსმენი, ანა სმირნოვა რუს ჯარისკაცთან ერთან.
„როგორც ხედავთ, ის ღიად აღფრთოვანებულია რუსული არმიით, რომელიც კლავს უკრაინელებს და ანგრევს ჩვენს ქალაქებს. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) უკრაინის წარმომადგენლის დისკვალიფიკაცია მოახდინა, რადგან მან რუს ქალს ხელი არ ჩამოართვა.
FIE, ეს უნდა იქნას მიღებული როგორც პოზიცია? რუსულ ფულს სისხლის სუნი არ ასდის?“ – დაწერა პოდოლიაკმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.
ამის შესახებ რუსული მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
ჯამში უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტ მებრძოლს რუსეთმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე.
რუსული მედია წერს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული მამუკა მამულაშვილს, რომელმაც 2014 წელს შექმნა „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში.
მამუკა მამულაშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებას უყენებს. გამოძიება2022 წლის აპრილში დაიწყო.
ბათუმში, „პორტა თაუერში“, ანბანის კოშკის მახლობლად, 29-30 ივლისს EXPO-2023 გაიმართება, სადაც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს წარმოადგენენ.
გამოფენის შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება. ინფორმაციაში, რომელიც ექსპოს ვებგვერდზეა განთავსებული, ვკითხულობთ:
„საქართველო სთავაზობს უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვის ფართო შესაძლებლობებს.
თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის დამოუკიდებლად გარკვევა. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People, გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას.
…ბათუმში თქვენი მოთხოვნის შესაბამისი იდეალური ქონების პოვნა რეალურია“, – წერია ვებგვერდზე.
ვებგვერდზევეა რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას ფოტო და მიმართვა. ფირცხალავა სოციალურ ქსელებშიც არეკლამებს ექსპოს და მოკლე ვიდეოსაც ავრცელებს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ქართულ სამშენებლო კომპანიას, მათ, ვისი ლოგოებიც განთავსებულია სარეკლამო ინფორმაციაში და ჰკითხა, აპირებენ თუ არა რუსული კომპანიის მიერ გამართულ გამოფენაში მონაწილეობის მიღებას.
კომპანიები, ვისთან დაკავშირებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, აცხადებენ, რომ არ აპირებენ ამ გამოფენაში მონაწილეობას და მათი კომპანიის ლოგოები ირაკლი ფირცხალავას სააგენტომ ნებართვის გარეშე გამოიყენა.
„ჩვენი კომპანია არ მონაწილეობს არსად. არ ვიცი ვინ გამოფინა ეს ლოგო, ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, – ამბობს კომპანია „მეტრო-სითის“ წარმომადგენელი რაულ კახაძე.
იმავეს აცხადებენ კომპანია „გუმბათშიც“.
„არა, არ ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში. დღეს მოგვწერა ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა ფეისბუქზე, რომ ჩვენი კომპანიის ლოგოა გამოყენებული იმ გამოფენაში, სადაც მონაწილეობას არ ვიღებთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
„თავიდან, ივლისის დასაწყისში, როდესაც დაგვიკავშირდნენ, საწყის ეტაპზე ვუთხარი, რომ მსგავს გამოფენაში არ მივიღებდით მონაწილეობას. ეს ხაზგასმით იყო ნათქვამი ჩვენი მხრიდან, რადგან ვიცით ირაკლი ფირცხალავას დამოკიდებულება (რუსეთთან მიმართებაში) – ეს იყო უარის თქმის მიზეზი და, შესაბამისად, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დღეს კი ასეთი ინფორმაცია ვნახეთ.
ორგანიზატორებს ვუკავშირდებით და არავინ გვპასუხობს“, – თქვეს „გუმბათში“. „გუმბათი ჯგუფმა“ დღეს ფეისბუქზე განცხადებაც გაავრცელა ამის შესახებ.
„ბათუმელები“ ესაუბრა „არქი ჯგუფის“ წარმომადგენელსაც, რომელიც უარყოფს რუსულ გამოფენაში მონაწილეობას.
„არა, არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენც დღეს ვნახეთ ეს ინფორმაცია, ჩვენი ლოგო დაუკითხავად გამოიყენეს, დავუკავშირდით ორგანიზატორებს და სასწრაფოდ აიღებენ ჩვენს ლოგოს.
შემოთავაზება იყო, თუმცა არც ერთ ეტაპზე არ გამოგვიხატავს დაინტერესება, რადგან ვიცოდით, ვინ იყო ორგანიზატორი და არც კი განგვიხილავს, რომ მიგვეღო მონაწილეობა“, – გვითხრეს კომპანიაში.
რუსულ გამოფენაში მონაწილეობას უარყოფს „მარდი ჰოლდინგიც“. „არაფერი ვიცით ამ გამოფენის შესახებ“-მოგვწერეს კომპანიიდან.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ კომპანიას – „ელბილდინგის“ წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ რუსულ ექსპოში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. „არ ვაპირებთ და არ მივიღებთ მონაწილეობას“- გვითხრეს კომპანიაში.
„ბათუმელებს“ სხვა კომპანიებთან სურდა გასაუბრება, თუმცა მათთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გამოხმაურების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
განახლებული ინფორმაცია: ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდიდან სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაშალეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით – წვიმა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 30-31 ივლისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„1937-1938 წლებში, იმ დიდი ტერორის დროს, საქართველოში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, მათ შორის ბათუმში 1050 ადამიანი. ამ ადამიანთა სია არსებობს. მაგრამ ჩვენი, „მემორიალის“ წევრების აზრით, ეს სია არ არის სრულყოფილი. მსხვერპლი გაცილებით მეტია და ამ თემაზე ვმუშაობთ. იმ 1050 ადამიანში არიან ჩემი წინაპრები – მამაჩემის მამა, მამაჩემის ბიძა და მამაჩემის ბაბუა,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ზაქარიაძე მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გვიყვება.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“ 1997 წელს დაფუძნდა აჭარაში.
„დაარსების დღიდან მიზნად დავისახეთ მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა უფლებების დაცვის საკითხები. მიზანი გვქონდა, რომ მოგვეძია რეპრესირებულთა ნეშტები,“ – ამბობს ზურაბ ზაქარიაძე.
მისი თქმით, ორგანიზაცია „მემორიალმა“ 1997 წელს გამოაქვეყნა დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა სია. სია გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნდა სათაურით – „სიკვდილის კალო“.
„პატარა ოფისი გვქონდა. ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გენახათ როგორ მოდიოდა ხალხი ჩვენთან და ტიროდა. მაშინ ჯერ კიდევ საიდუმლოებით იყო ეს თემა მოცული.
იქიდან მოყოლებული რეპრესირებულთა შთამომავლებს ვუდგავართ გვერდით. რეპრესირებულთა სახელზე სოფელ აჭარისწყალში ეკლესიაც კი ავაშენეთ,“ – ჰყვება ზურაბ ზაქარიაძე.
რა სახის დახმარება გაუწია „მემორიალმა“ რეპრესირებულთა შთამომავლებს, ვკითხეთ „მემორიალის“ ხელმძღვანელს.
ზურაბ ზაქარიაძის თქმით, მათი მეშვეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა ნეშტების მოძიების პროცესი დაიწყო.
„2015 წელს „მემორიალის“ წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მივედით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით და გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნებული სიით. ეს სია ისტორიკოსმა რამაზ სურმანიძემ მოიძია. ბატონი რამაზის ღვაწლი რეპრესირებულთა საქმეების შესწავლაში დიდია,“ – იხსენებს ზურაბ ზაქარიაძე.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ასევე შევიდნენ საქართველოში არსებული დიასპორების წარმომადგენლებიც.
სამუშაო ჯგუფმა მოიძია სოფელ კირნათში მცხოვრები ზურაბ ჯიხაძე. ის ცეცხლფარეშად მუშაობდა 1978 წელს ხელვაჩაურში, რუსულ სამხედრო ბაზაზე.
„ზურაბ ჯიხაძემ ჩვენი ორგანიზაციის ხელვაჩაურის კოორდინატორს, მამული გვიანიძეს გაანდო საიდუმლო, რომელსაც წლები ინახავდა. მერე მამული გვიანიძემ მოიყვანა ეს ადამიანი ჩვენთან, სამუშაო ჯგუფში.
ზურაბ ჯიხაძემ მიგვიყვანა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და ის ადგილი მიგვანიშნა, სადაც შესაძლებელი იყო ნეშტები ყოფილიყო.
მოწმის მონათხრობის მიხედვით, მაშინ, როცა ის ცეცხლფარეშად მუშაობდა სამხედრო ბაზაზე, ტანკების სამრეცხაოსთვის ბალავარი გაჭრეს თურმე. თავის ქალა და ძვლები დავინახეო. მაშინ გუსევი იყო ხელმძღვანელი და იმან დამაშინაო. მითხრა, ჩუმად იყავი, არავის გაანდო ეს საიდუმლოო.
საბოლოოდ სწორედ მისი საშუალებით აეხადა ფარდა იმ საშინელებებს,“ – ამბობს ზურაბ ზაქარიაძე.
ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რეპრესირებულთა საერთო სამარხი
2017 წელს აჭარაში გაიხსნა 1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი, სადაც 150 ნეშტი აღმოჩნდა.
2021 წელს გახსნეს კიდევ ერთი, ე.წ. მეხუთე სამარხი, რომელშიც 28 ნეშტი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე კიდევ არაერთი ნეშტია დამარხული.
მეხუთე სამარხში აღმოჩენილი 28 ნეშტის სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგად სამი რეპრესირებულის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.
2023 წლის 25 ივნისს გონიოში, დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ, დაკრძალეს პირველი რეპრესირებულის ნეშტი, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.
„მემორიალი“ მუშაობას აგრძელებს. აქ ფიქრობენ, რომ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც რეპრესირებულთა ნეშტები აღმოაჩინეს, აუცილებელია მოეწყოს პანთეონი, სადაც რეპრესირებულებს დაკრძალავენ.
საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში, რომელიც რუსეთიდან, სოჭის პორტიდან დაიწყება, ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს, დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გემი სოჭიდან 2023 წლის 29 ივლისს გამოვა, ხოლო ბათუმის პორტში შემოვა 31 ივლისს, დილით და იმავე საღამოს დატოვებს ბათუმს.
ფოტოები „ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდიდან
ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ეს არის „ვარსკვლავური კრუიზი ტელეარხ RU.TV-სთან ერთად“ [Звёздный круиз с телеканалом RU.TV]
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერ მიიღო ინფორმაცია, აღნიშნული საკრუიზო გემი ნამდვილად შემოვა თუ არა ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს.
25 ივლისს, საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლამდე 2 დღით ადრე კი, სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საკრუიზო გემ „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.“
27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით – „ASTORIA GRANDE“ ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:„ვამაყობ ჩვენი ხალხით“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდარუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.
სარფში, საბაჟო პუნქტთან ახლოს მდებარე კომერციული ობიექტების საიჯარო ფასი ხელვაჩაურის მერიამ წელს კოლოსალურად გაზარდა. აქ ერთი კვ. მეტრის საწყისი ფასი 2400 ლარი იქნება.
შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. საკრებულომ ეს საკითხი 28 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
ობიექტები, რომელთა განკარგვასაც მერია აუქციონით გეგმავს, ამ დროისთვის ფუნქციურია, აქ მოიჯარეები აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ, რომელთა უმეტესობაც ვადაგასულია.
ამჟამად აქ სწრაფი კვების ობიექტები, მაღაზიები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები აქვთ გახსნილი.
მოიჯარეების თქმით, საიჯარო ფასის გაზრდის შესახებ მერიას მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამბობენ იმასაც, რომ მათი ადგილით რუსეთის მოქალაქეა დაინტერესებული, რომელსაც აქ კაზინოს გახსნა სურს.
სარფი – ჯიხურები საბაჟო გამსვლელ პუნქტთან, რომელთა გასხვისებასაც ხელვაჩაურის მერია საიჯარო წესით გეგმავს
„არაოფიციალურად გვითხრეს, არ მიიღოთ მონაწილეობა და განმეორებით დაბალი ფასით გამოვიტანთო. მაგრამ გავიგეთ ისიც, რომ გვატყუებენ. აქ მოსულები იყვნენ თითქოს გზის თაობაზე – მაინც გზა გადის და ჯიხურებს გზის იქით მხარეს გადავიტანთო. გზის იქით სად არის ამხელა ადგილი, რომ გადაიტანონ? – ამ ადგილზე რუსეთის მოქალაქეს კაზინოს გაკეთება უნდა. თუმცა, არ ვიცით დაზუსტებით“, – გვითხრა მოიჯარემ, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ მოისურვა.
ახალი ინვესტორის შესაძლო შემოსვლის ამბავი სხვებმაც ახსენეს.
„ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, ძალიან ავღელდით. ამხელა თანხის დადება ამ მაღაზიებზე ძალიან დიდი სისულელეა, კვადრატზე 2400 ლარი წელიწადში, თითოეულს 18 კვ.მეტრი მაინც გვაქვს. დილიდან აქ ვართ. ხალხი გაუბედურებულია. იმიტომ ვაძლევთ ხელისუფლებას ხმას, რომ ეს გაგვიკეთოს? აქედან გაგვყაროს? – ჭორის სახით ვიცით, რომ მსხვილი ბიზნესმენი აპირებს შემოსვლას. ჩვენთვის ეს პურის ფულია და აქედან გვყრიან. საიდან დაგვიდგინეს ეს ფასები? – ავღელდით ძალიან“, – ამბობს ლუდმილა გოროჟენკო.
დღეს სარფში პოლიციაც იყო მობილიზებული – სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მოიჯარეები აქციას გეგმავდნენ
მოიჯარეების ინფორმაციით, ისინი პანდემიამდე 1 კვ.მეტრში 80 ლარს იხდიდნენ, პანდემიის პერიოდში კი გადასახადები არ გადაუხდიათ, რადგან ობიექტები დაკეტილი იყო.
„ძირითადად სწრაფი კვების ობიექტები გვაქვს. გავიგეთ, რომ მერია გადასახადს ზრდის. ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ჩვენ ამხელა გადასახადს ვერ გადავიხდით. ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაღაც პერიოდში ჩვენ 1 კვ.მეტრზე 130 ლარს ვიხდიდით, ჯამში 2600 ლარი გამოდიოდა. შემდეგ დაგვიკლეს პანდემიის გამო და 1კვ.მეტრზე 80 ლარი იყო გადასახადი“, – ამბობს მარინა კომახიძე.
„ამხელა გადასახადს ჩვენ ნამდვილად ვერ გავწვდებით, 12 წელია, რაც ეს ჯიხურები გვაქვს, არანაირ გადასახადს არ ვიხდით. გზა გადის და მაღაზიებიც უნდა ავიღოთო გვითხრეს. სოფელი, ფაქტობრივად, იქნება მკვდარი, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ამით არ გავმდიდრებულვართ, ოჯახები ვირჩენდით თავს“, – ამბობს ხათუნა ჯევაიში.
განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია საიჯარო წესით გაასხვისებს 208 კვ.მეტრს ახალსოფელშიც. თუმცა აქ საწყისი საიჯარო ფასი 3640 ლარი იქნება, რაც კვ.მეტრზე 17,5 ლარია.
მერიის გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აპროტესტებს. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა ჯევაიშის განმარტებით, ის თანხა, რასაც ხელვაჩაურის მერია 1 კვ.მეტრში ითხოვს, აჩენს ეჭვს, რომ მერიას ამ ადგილის „გათავისუფლება“ უნდა.
დაინტერესებულ ინვესტორზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ინფორმაცია ფრაქციასაც აქვს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 28 ივლისს, 12 საათზე, საკრებულოს სხდომა იმართება, სადაც საიჯარო ფასების გაზრდასაც უყრიან კენჭს, მოსახლეობა კი ხელვაჩაურის კულტურის სახლში ავტობანის პროექტის განხილვაზე დაიბარეს. შეხვედრიდან როცა გამოვლენ, გაძვირებული ფასი დახვდებათ.“
განკარგულების პროექტს თანდართული აქვს აუდიტის დასკვნა. ავტორი შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტია“. დასკვნის მიხედვით, აუდიტორებმა საიჯარო ფასი „პროფესიული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე ჩატარებული განსჯის შედეგად“ განსაზღვრეს.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია რა მეთოდით განსაზღვრა აუდიტმა 1 კვ.მეტრი საიჯარო ღირებულება გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე სხვა აუდიტორულმა კომპანიამ ბათუმში ზღვასთან ახლოს მდებარე ფართობების ფასი.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას პროკურატურაში გადააგზავნის.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა სკვერში სკამები და სანაგვე ურნები დღემდე არ დაუდგამთ.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ნიუ სთაილთან“ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მიღება-ჩაბარების აქტი [სამუშაოების დასრულებაზე] 2023 წლის 26 ივნისს გააფორმა.
„ახალი სკამები უკვე მზად არის, ჩვენი სურვილია, ისინი ამ შაბათ-კვირას [29-30 ივლისს] განათავსონ სკვერში, თუმცა ამინდზეც არის ეს დამოკიდებული. ამასთან, კომპანიას ხელშეკრულებით ჯერ ვადა აქვს და მიუხედავად ჩვენი სურვილისა, ვერ მოვთხოვთ. სკამებთან ერთად სკვერში ნაგვის ურნებიც დაიდგმება“, – გვითხრეს 27 ივლისს მერიის სამმართველოში.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა / ამ სკვერში სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა აქ სკამები დღემდე არ დაუდგამთ/ სკამების დასადგამად კომპანიას კიდევ ერთი თვე აქვს / 26.07.2023
აღნიშნულ სკვერში და ასევე კიდევ 7 სკვერის მოწყობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 2 275 853 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი, შპს „ნიუ სთაილთან“ 1 788 791 ლარზე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები კომპანიამ ყველა ლოკაციაზე 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაასრულოს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, ჯამში 869 637 ლარი – სახელშეკრულებო თანხის 49 პროცენტია გადარიცხული.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმიანება ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ.
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.
შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსულ საკრუიზო გემთან.
აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.
აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 244 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
ტანკი – 4 190 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 8 161 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 4 775ერთეული [+30]
MLRS – 698 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 007 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 240 ერთეული [+11]
სპეცტექნიკა – 709 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
457 თვითმფრინავი
244 ვერტმფრენი
5 308 უპილოტო საფრენი აპარატი
427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 010ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 646 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 939 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.