მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

09.11.2023
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციის დეპარტამენტში, კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესცენტრში ავარიის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ავარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გუშინ, 8 ნოემბერს, მოხდა. ორი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ერთ-ერთი გუშინ გარდაიცვალა.

დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: