მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ნოემბერი

09.11.2023 • 609
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 308 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 5 316 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 10 014 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 7 475 ერთეული [+36]
  • MLRS – 875 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 577ერთეული [5]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 593 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 557 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 853 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 059 ერთეული [5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 533 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 771 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 306 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 035 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: