ახალი წელი გვიახლოვდება და სიხარულთან ერთად საზრუნავიც იმატებს.
ახალ წელს ყველაფერი გვჭირდება: ნაძვის ხე, სათამაშოები, გემრიელი საჭმელი, სადღესასწაულო ტკბილეული, შვებულების დღეებში ხან საზეიმო, ხანაც მშვიდი საღამოები ახალი წიგნებით.
და ეს ყველაფერი გვინდა ისე, რომ არ ვიყოთ დაღლილი, არც სადღესასწაულო სადილის მომზადებას ვჩქარობდეთ და ვღელავდეთ, მოვასწრებთ თუ არა ყველაფერს: გემრიელ კერძებს, ლამაზად ჩაცმას და კარგი განწყობის შენარჩუნებას.
თუ გსურთ ამ ღელვისგან გათავისუფლდეთ და ახალ წელს კომფორტულად შეხვდეთ, ბათუმში საახალწლო სუფრა შეგიძლიათ „ბიბლუსი ჯგუფის“ ახალ სავაჭრო სივრცეში მდებარე მულტი კულინარიაში შეუკვეთოთ და სახლში მიიღოთ ყველა ის სადღესასწაულო კერძი, რომლის მომზადებაზეც საათობით უნდა გეზრუნათ.
უგემრიელესი იმერული ხაჭაპური და ლობიანი, დაბრაწული გოჭი და ქათამი, ნიგვზით და სანელებლებით შეზავებული ბადრიჯანი და ფხალეული, ნამდვილი საახალწლო საცივი, ხორციანი ბლინები, კნატუნა გოზინაყი და კიდევ ბევრი სხვა კერძები შედის მზა საახალწლო სუფრის მენიუში, რომლის მომზადებაზე პროფესონალმა მზარეულებმა იზრუნეს.
მენიუ ორი საფასო კატეგორიისაა, „მულტის“ გუნდი მოგიმზადებთ საახალწლო კერძებს 5-6 პერსონისთვის.
შეკვეთების რაოდენობა მრავალრიცხოვანია. მსურველებს 29 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ საახალწლო მენიუს შეკვეთა უმარტივესად, რისთვისაც საკმარისია დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +995 591 238 703 და აირჩიოთ სასურველი მენიუ.
შეგახსენებთ, რომ „მულტი“ „ბიბლუსი ჯგუფის“ ახალი სავაჭრო სივრცეა, რომელიც სასურსათო, საყოფაცხოვრებო სარგებლობის მაღაზიებს, წიგნებსა და სათამაშოებს აერთიანებს ბათუმში, „გრანდმოლის“ შენობაში.
„ბიბლუსი ჯგუფის“ სივრცე, „მულტი“, ბათუმში 6 ოქტომბერს გაიხსნა „გრანდმოლის“ შენობაში.
„მულტიმ“ ერთ სივრცეში შეკრიბა ყველაფერი, რაც საახალწლო სამზადისს გაუმარტივებს ქალაქის მცხოვრებლებს თუ სტუმრებს: აქ ერთადაა განთავსებული წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“, XS და „მულტი კულინარია“.
„მულტი კულინარია“ „გრანდ მოლის“ პირველ სართულზე მდებარეობს. აქ ძალიან დიდი არჩევანია: მრავალფეროვანი საახალწლო მენიუ, უგემრიელესი კერძები, საცხობი, საუკეთესო, არომატული ყავა და ჩაი. სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან ადგილზე ან თან წაღების მომსახურებით ისარგებლონ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 355 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
ტანკი – 5 913 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 10 973 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 8 376 ერთეული [+10]
MLRS – 934 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 616 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 471 ერთეული [+13]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 620 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 140ერთეული [+31]
სპეცტექნიკა – 1 240 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
560 თვითმფრინავი
262 ვერტმფრენი
10 121 უპილოტო საფრენი აპარატი
442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 341 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 527 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 765 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სტატისტიკა მოწმობს, რომ საახალწლო პერიოდი დაკავშირებულია როგორც გულის არითმიის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების მატებასთან. მიიჩნევა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ამ პერიოდში ზრდა რამდენიმე ფაქტორის შედეგია. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგი ელიტა ეგზუბაია ამბობს, რომ ამ მიზეზებს შორის წამყვანია ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა, სტრესი/ემოციური ფონი და დიეტასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჩვეულებრივზე მეტი მარილის მიღება.
აი, რას წერია კვლევებში იმის შესახებ, თუ რატომ არის საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებით სტრესული გულისთვის და რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს გულის შეტევის, ინსულტისა და არითმიის რისკის შესამცირებლად.
ამერიკის გულის ასოციაცია, სანდიეგოს პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრისა (D.P.P.) და ტაფტსის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის კვლევაზედაყრდნობით წერს, რომ დეკემბრის ბოლო კვირას უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულის შეტევით, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა დროს.
ალკოჰოლი
„სადღესასწაულო გულის სინდრომი“გულისხმობს გულის არარეგულარული რითმის ზრდას, რომელიც ცნობილია, როგორც წინაგულების ფიბრილაცია, რაც დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარების უეცარ ზრდასთან.
კარდიოლოგი ელიტა ეზუგბაია განმარტავს ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის მექანიზმს და ამბობს, რომ სისხლის ალკოჰოლით გაჯერებისას იზრდება გულზე დატვირთვა, რის გამოც გული იწყებს გაძლიერებულ მუშაობას:
„ამ დროს ირღვევა სისხლის ნორმალური მიმოქცევა, იზრდება არტერიული წნევა, რასაც, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოჰყვეს გართულებები.
იზრდება არითმიის წარმოქმნის რისკი, რაც განპირობებულია უშუალოდ სასმელში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენით, რომელიც მოქმედებს იმუნურ ცვლაზე, განსაკუთრებით ელექტროლიტებზე (როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი). ამ ელექტროლიტური დისბალანსის ფონზე, შესაძლებელია, ახალგაზრდა ადამიანსაც კი (ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის გარეშე, მხოლოდ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე) განუვითარდეს გარკვეული სახის არითმია, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაცია, ანუ მოციმციმე არითმია“, – ამბობს ის.
„ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც დიაგნოსტირებული აქვს გულის იშემიური დაავადება, ასოცირდება უეცარ კარდიალურ სიკვდილთან. ამის მიზეზი ხდება პარკუჭთა ფიბრილაცია, განვითარებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი“ – ელიტა ეზუგბაია.
საგანგაშო ნიშნების ამოცნობა
დღესასწაულის პერიოდში ადამიანებს განსაკუთრებით არ სურთ ექიმთან მისვლა, თუმცა კარდიოლოგი ამბობს, რომ ასეთ დროს მკურნალობის დაგვიანებას შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის უნარშეზღუდულობა და სიკვდილიც კი.
ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, ირადიაციით [ტკივილის გავრცელება] ორივე ზედა კიდურში, ქვედა ყბაში, რომელიც შეიძლება დაიწყოს უცებ, ან შესაძლებელია გარკვეული პერიოდი პატარ-პატარა სიმპტომებით იჩენდეს თავს.
„მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი ინფარქტის ტიპური სიმპტომატიკა, რისი შიშიც ყოველთვის აქვთ და ხვდებიან, რომ ამ დროს ადამიანის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეგვეძლოს მისი ატიპიური ფორმის ამოცნობა, ხაზი მინდა გავუსვა მის აბდომინალურ ფორმას, ანუ რომელიც ხასიათდება ტკივილით მუცლის ზედა ნაწილში.
ამას თან ახლავს შებერილობა, გულისრევა, ღებინების შეგრძნება, სლოკინი, დიარეა, რომელიც განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ჰგავს ინტოქსიკაციას და თვითნებური მკურნალობის მიზნით იწყება ბინაზე გარკვეული მანიპულაციების ჩატარება. ეს, ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება და პაციენტი უკვე გართულებულ მდგომარეობაში ხვდება კლინიკაში“, – ამბობს ექიმი.
ასევე, საკმაოდ საყურადღებო სიმპტომებია არტერიული ჰიპერტენზია და მის ფონზე მიმდინარე ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება, განსაკუთრებით ასაკოვან და დიაბეტიან პაციენტებში, რადგან მათთან გულის კუნთის მგრძნობელობა ტკივილთან მიმართებაში ნაკლებია და უფრო წამყვანია ეს სიმპტომატიკა.
როგორია გულისთვის ჯანსაღი დღესასწაული
იმისთვის, რომ შევამციროთ ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული გულის პრობლემების განვითარების რისკები, მთავარი რეკომენდაციაა შეინარჩუნოთ ჯანსაღი ჩვევები კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაში – ჯანსაღი კვება; მავნე ჩვევების გამორიცხვა; არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი; რეგულარული ფიზიკური აქტივობა; და ბოლოს, დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ.
„თითოეულმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად გაცემული რეკომენდაცია, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც“, – ამბობს ელიტა ეზუგბაია.
ექიმი ამბობს, რომ თუ ადამიანს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ რაიმე ჩივილი აწუხებს და აღენიშნება ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ჩატარდეს პრევენციული კლინიკური კვლევები და დაიგეგმოს დროული და ადეკვატური მკურნალობა.
„როგორც კი პატარა ეჭვი გაჩნდება, რომ ამის უკან შესაძლოა იდგეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, აუცილებელია ასეთ პაციენტის ძალიან სწრაფი ჰოსპიტალიზაცია, რათა დროულად და სწორად დაისვას დიფერენცირებული დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა“, – ამბობს ექიმი.
აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა.
რა ღირს დასვენება წელს კურორტზე?
გოდერძიზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძია“. ნომრების ღირებულების გასარკვევად სასტუმროს მიღება-განთავსების მენეჯერს, ირაკლი იაკობაშვილს ვესაუბრეთ.
„საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება იწყება 250 დოლარიდან. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება საახალწლო პერიოდში 230 დოლარია, შარშან 170 დოლარი იყო. საახალწლო პერიოდი როცა მთავრდება, ფასები მცირდება და ორადგილიანი ნომრის ღირებულება იქნება 190 დოლარი, ერთადგილიანის – 170 დოლარი“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.
მენეჯერის თქმით, შარშან, დეკემბერში, კურორტზე თოვლი არ იყო, ამიტომ ამ პერიოდში სასტუმროს დიდი დატვირთვა არ ჰქონია: „წელს თოვლი ადრე მოვიდა, უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში იყო თოვლი კურორტზე. რა თქმა უნდა, სტუმრების რაოდენობამ იმატა და დეკემბრის თვეში სასტუმრო 30-40 პროცენტით იყო დატვირთული.
საახალწლო ჯავშნებს რაც შეეხება, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილია, სულ რამდენიმე ნომერია დარჩენილი“ – ამბობს მენეჯერი.
„გზა არის და მანქანები მოძრაობენ ჩვეულებრივად, ამ საკითხში შეფერხება არ გვაქვს. ასფალტი არ არის, მაგრამ გზა, წყალი და შუქი არის კურორტზე“, – გვითხრა კურორტის დირექტორმა
სათხილამურო ტრასები და საბაგირო კურორტზე მთის კურორტების მართვის კომპანიის დაქვემდებარებაშია.
„ყველა საბაგირო და ყველა სასრიალო ტრასა ფუნქციონირებს სრულყოფილად“, – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში.
საბაგიროს ფასი გოდერძიზე იგივე რჩება წელს, რაც გასულ წელს იყო. საბაგიროს ერთხელ გამოყენების ფასი 5 ლარია, მთელი დღით ულიმიტო პაკეტი 30 ლარი ღირს, ერთკვირიანი – 160 ლარი, ზამთრის სეზონის ულიმიტო პაკეტი კი – 325 ლარი.
კურორტ გოდერძისთან ახლო მდებარე სოფლებში ბევრი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც მზად არიან მომხმარებლების მისაღებად.
კურორტი გოდერძისკენ მიმავალ გზაზე დანისპარაული ბოლო სოფელია. ინდირა პაქსაძე ამ სოფლის მკვიდრია, იგი საოჯახო სასტუმროს 2018 წლიდან მართავს. ინდირა ფიქრობს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ.
როგორც ინდირა პაქსაძემ გვითხრა, ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება კვების გარეშე 40 ლარია, სამჯერადი კვებით კი – 60 ლარი.
„ჯავშნები გვაქვს და კარგი სეზონი გვექნება, იმედია. გასულ წელს ბევრი დამსვენებელი იყო, მაგრამ ბოლოს ბევრი ნალექი მოვიდა, გზების პრობლემები შეიქმნა და ვეღარ მოდიოდნენ ტურისტები.
კვების გარეშე გასულ წელს 30 ლარი იყო ჩვენთან გაჩერება და ახლა 40 ლარამდე გავზარდეთ. სამჯერადი კვებით ფასი იგივე დარჩა, 60 ლარი“, – გვეუბნება ინდირა.
ამ საოჯახო სასტუმროს აქვს ავტომანქანით მომსახურების სერვისიც მომხმარებლებისთვის, რომელთაც მაღალი გამავლობის ავტომობილები არ აქვთ.
„მანქანით მომსახურება ჩვენთან კურორტამდე და უკან 25 ლარი ღირს“, – ამბობს ინდირა პაქსაძე.
ბევრ საოჯახო სასტუმროს შეხვდებით სოფელ რიყეთშიც, რომელიც დანისპაულის შემდეგ ყველაზე ახლოს მდებარეობს კურორტთან.
„საოჯახო სასტუმრო მაქვს უკვე მეორე წელია. ახლა არ მყავს ტურისტები, მაგრამ გვაქვს ჯავშნები ახალი წლისთვის, იანვრის დასაწყისში და კიდევ ველოდები ჯავშნებს.
ფასებს რაც შეეხება, კვების გარეშე ერთ პერსონაზე გვაქვს 30-ლარიანი მომსახურება, ხოლო ჩვენი კვებით – 60-ლარიანი. კვებაში შედის ადგილობრივი კერძები, ბორანო, სინორი და რაც ენდომება დამსვენებელს.
ვინც ნომერს არ იღებს კვებასთან ერთად, გვაქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, რომ მოამზადონ საკვები.
შარშან ძალიან ცუდი გზები იყო და ტურისტებიც ნაკლებად იყვნენ. წელს კიდევ არა უშავს გზებს და მეტ ტურისტს ველოდებით. გზასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერჯერობით მოგვარებული და მოწესრიგებულია და ვნახოთ შემდეგში როგორ იქნება“, – გვითხრა საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ რიყეთში, მაგული ართმელაძემ.
ავტომანქანის მომსახურება აქ 50 ლარი ღირს – „ეს ფასი არ არის გათვლილი თითო პერსონაზე. შეიძლება 4-მა ადამიანმა ისარგებლოს მანქანით და 50 ლარის ფარგლებში ავიდნენ და ჩამოვიდნენ“.
მაგული ართმელაძეს მომსახურების იგივე ფასები აქვს წელს, რაც გასულ წელს ჰქონდა.
65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა.
შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა.
მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. ამბობს, რომ სასოწარკვეთილია და არ იცის, ვის კარებს მიადგეს.
„არავინ მყავს, არც დედა, არც ძმა, არც შვილი და არც ძმისშვილი, ვის მივადგე. არ მაქვს არსად წასასვლელი. თავი როგორ მოვიკლა…“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.
„თავშესაფარი არსად მაქვს, რომ ერთი ღამე თავისუფლად დავიძინო. ათი დღეა, რაც ქმარი დავასაფლავე და ასე ვარ ქუჩა-ქუჩა ახეტებული. ორი დღეა მულთან ვარ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ? მულს თავისი ოჯახი აქვს.
არც მაზლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შემიფარონ. მათი პრობლემები აქვთ, სამ-სამი ოჯახი ცხოვრობს ბინაში.
მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა ბოლო წლებში და ძალიან გამიჭირდა, რადგან წამლის ფულიც არ გვქონდა.
საავადმყოფოდან რომ წერდნენ, წასასვლელი არსად გვქონდა და ექიმს ვთხოვე, ერთი-ორი დღე ზედმეტად გაეჩერებინა. ბოლოს ბიძაშვილთან გამოვიყვანე და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც. ის წავიდა თავის გზაზე და მე დამტოვა ასე ღია ცის ქვეშ. სად წავიდე ვის მივმართო, ჩემთვის არაფერია. გული გახეთქაზე მაქვს“, – ამბობს შუშანა დეკანაძე.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მისი უსახლკარობა, შუშანა ამბობს, რომ მუშაობის მიუხედავად ვერ შეძლო ბინის შეძენა.
ამბობს, რომ ახალგაზრდა ასაკში წამოვიდნენ ხულოდან. ქმრის ოჯახში ცხრა ადამიანი ცხოვრობდა და არ იყო შესაფერისი გარემო ცხოვრებისთვის, მეწყერსაშიში ზონა იყო.
„ბათუმში ჩემი მეუღლე წყალმომარაგების სამსახურში მუშაობდა მძღოლად, ხელფასი დაბალი ჰქონდა და ძლივს გვყოფნიდა. მეც, ხან ფაბრიკაში ვმუშაობდი, ხან სად და ასე გაგვქონდა თავი. გვყავდა შვილიც, თუმცა ცხრა თვის იყო, როცა გარდაიცვალა.
ქირის გადახდა ძალიან გვიჭირდა. ერთი ძმა მყავდა, რომელსაც ბინა ჰქონდა. შვილი არც მას ჰყავდა და შემომთავაზა, გადმოდი ჩემ ბინაში საცხოვრებლადო. 1999 წელს ძმა გარდამეცვალა და ერთი წლის შემდეგ, რძალმა გარეთ გამომაგდო.
სასამართლომ მემკვიდრედ რძალი ჩათვალა და ასე დავრჩით ქუჩაში მე და ჩემი მეუღლე ისევ“, – გვეუბნება შუშანა.
მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა შუშანას მეუღლე მძიმედ გახდა ავად და მედიკამენტების შესაძენად და ოპერაციებისთვის ფული დასჭირდათ.
„ხან ერთ ნაქირავებში ვიყავი, ხან მეორეში, ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ. აღარ ვიცოდი ავადმყოფი ქმარი სად წამეყვანა.
ათი დღეა რაც ქმარი დავკრძალე და ასე ვარ ქუჩა-ქუჩა. ორი დღეა მულმა შემიფარა, მაგრამ სულ აქ ხომ არ ვიქნები? სად წავიდე, ღამის გასათევი არ მაქვს. ქუჩაში ხომ არ გავგორდები?
პენსია მაქვს 280 ლარი და ეგ არის. ერთი პერიოდი სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს“, – ამბობს შუშანა.
შუშანა დეკანაძე
წელიწად-ნახევარია ბათუმში მყოფი უმაღლეს საბჭოს და ბათუმის მერიის შენობებთან საპროტესტო აქციას მართავენ და ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
აქციებში შუშანაც მონაწილეობდა, თუმცა მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა ქუჩაში მყოფი უსახლკარო ხალხით და არც კი გამოსულა მათთან დიალოგზე.
„ხომ აცხადებს ღარიბაშვილი, არცერთი უსახლკარო არ უნდა იყოს საქართველოშიო, ჩემნაირები უნდა იყვნენ ქუჩაში?
ჟურნალისტები დაინტერესდნენ მხოლოდ ჩვენი მდგომარეობით, ხელისუფლებიდან არავინ. რა ვქნა, წყალში ჩავვარდე და თავი მოვიკლა? ქმარი კი წავიდა თავის გზაზე, მაგრამ მე დავრჩი შარაზე. ხან ვისთან ვარ, ხან ვისთან.
ავადმყოფი ქალი ვარ, დიაბეტიანი. ნუთუ ისე გაუჭირდა ამხელა აჭარას, რომ ერთი ოთახი არ შეუძლიათ მომცენ, რომ დავლაგდე და მშვიდად დავიძინო?
[ღამის] თავშესაფარში მე ამ ხნის ქალი ვერ წავალ. საღამოს შევიდე და დილით გამოვიდე, ქუჩაში ვიდგე ავადმყოფი ქალი?“ – გვეუბნება შუშანა დეკანაძე.
მისი თქმით, წლების განმავლობაში მისი და მისი მეუღლის შემოსავალი იმდენად მწირი იყო, რომ ვერ შეძლეს საკუთარი საცხოვრებლის შეძენა, ახლა კი სიბერის წლებიც ქუჩაში, მარტოობაში უნდა გაატაროს.
„ცხოვრება ჰქვია ამას?… ეს არის ცხოვრება. უბრალოდ, ცოცხლობ და სუნთქავ“, – ამბობს შუშანა.
___
მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ შუშანა დეკანაძის ანგარიშის ნომერს
დღეს, 26 დეკემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე 89 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია „სოკარში“ განმარტავენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა და გაზის ჩართვა დაიწყება 27 დეკემბერს, 13 საათიდან.
ხვალ, 27 დეკემბერს, ბათუმში გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე მისამართზე გაითიშება გაზი.
კერძოდ:
16:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანდრია პირველწოდებულის #68-ში მცხოვრებ 22 აბონენტს.
15:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ინასარიძის მეორე ჩიხის #4-ში მცხოვრებ 193 აბონენტს.
ბათუმის მერიის უფასო სასადილოების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერია სასადილოს ბენეფიციარებისთვის საახალწლო პაკეტს წელსაც გასცემს. მისივე განმარტებით, ერთი პაკეტი გათვლილია ერთ ბენეფიციარზე და არა ოჯახზე. შესაბამისად, თუ ოჯახიდან ორი, სამი ან მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, ასეთი ოჯახი ორ, სამ ან მეტ პაკეტს მიიღებს.
ბათუმის მერიის უფასო სასადილოებით 7650 პირი სარგებლობს. შესაბამისად, მერია წელს ამდინივე საახალწლო ნობათს გასცემს.
მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერიის სასურსათო პაკეტი აერთიანებს პროდუქტებს:
გაყინული ქათამი – 1 ცალი, 1 კგ შაქარი, ზეთი 1 ლიტრი, შესქელებული რძე 1 ცალი, 1 კგ ფქვილი, 2 ცალი ჩურჩხელა, 1 კგ კარამელის კამფეტი, 8 ცალი შოკოლადი „ბატონი“, 1 კგ ყველი, 2 ცალი წვენი, 10 ცალი კვერცხი, 2 კგ ბრინჯი.
„რიკოთზე ვართ და ქვემოდან ვხედავდით, როგორ წამოვიდა მიწის ნაწილი. არ იყო დიდი მასა და ჯებირი არ გადმოულახია, თუმცა მაინც საშინელი სანახავია, როცა მთელი ოჯახი მანქანაში ხარ და ბავშვიც გიზის. ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ლაბაძე.
ქეთის თქმით, რიკოთზე თოვლია, ცუდი ამინდია და ხილვადობაც შემცირებულია.
„დიდი საცობები არ არის, სადღაც შვიდი წუთი მოგვიწია დგომა, თუმცა ამ დროისთვის გზას წმენდენ“-ამბობს ქეთი.
მიწის ჩამოშლილი მასა რიკოთზე
„როცა იცი, რომ ეს გზა სახიფათოა და როცა ხედავ მიწა მოდის, მაინც ძალიან იმოქმედა“, – ამბობს ქეთი.
რიკოთზე მეწყრის საფრთხეები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ახალგაზრდა კაცს ეძებს. პოლიციას დაკარგული პირის ოჯახმა გუშინ, 25 დეკემბერს მიმართა.
ოჯახის ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლის არჩილ პაქსაძე [ახლობლები რამაზის ეძახიან].
ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა 20:00 საათზე, მანამდე დედას ტელეფონით დაემშვიდობა, შემდეგი კი ტელეფონი გათიშა. ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდას აცვია შავი, ქუდიანი მოსასხამი და ჯინსის შარვალი [სიმაღლე 1.74].
ოჯახის წევრები მოსახლეობას სთხოვენ ნებისმიერ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე – 558 24 04 04.
დაკარგულს პოლიციასთან ერთად ეძებენ ოჯახის წევრები და ახლობლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრას.
ცვლილებების პროექტი მთავრობამ 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მართალია, წელს ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა სისხლის სამართლებრივად დასჯადი, თუმცა მაკონტროლებელ ორგანოს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გარკვეული გამოწვევები აღსრულების კუთხით, ვინაიდან, დღევანდელი რეგულაციით, საჭიროა ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ადგილზე დადასტურება, რაც გარკვეული გამოწვევაა.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრაკონიერების მიერ თევზჭერის უკანონო იარაღის – ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია იარაღის კონფისკაციასთან ერთად“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ მას უშუალოდ უკანონო თევზჭერის დროს დააფიქსირებენ შესაბამისი სამსახურები, ხოლო თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა არ ითვლება სამართალდარღვევად, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მაკონტროლებელ ორგანოს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
ცვლილებები კონტროლის გამკაცრებისა და უკანონო თევზჭერის პრევენციის შესაძლებლობას მისცემს როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის – აცხადებს სამინისტრო.
შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება – ამის შესახებ 25 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიულ წლებში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. 2023 წელს, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა, მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა.
იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.
„ეს შერჩევითი სამართალია და დაცინვაც: აი, მოგიგდებ რაღაცას და თითქოს სამართალი გვაქვს ქვეყანაში“, – ბათუმელი თემურ გორგაძის შთაბეჭდილება ასეთია იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო: მოქალაქემ დაადასტურა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკანონოდ დააკავეს.
თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავებისთვის მოსამართლემ შსს-ს 500 ლარის გადახდა დააკისრა. იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილე პირები კი 2 ათასი ლარით, ზოგიერთ შემთხვევაში 3500 ლარითაც დააჯარიმა.
რასთან გვაქვს საქმე, როცა მოსამართლე მაღალი ჯარიმებით ისტუმრებს მოქალაქეებს – საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მით უფრო, რომ ზოგ შემთხვევაში დაჯარიმებული მოქალაქე საზოგადოების ყველაზე ღარიბ ჯგუფს განეკუთვნება. მეორე მხრივ კი, სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც კანონის დარღვევა უფიქსირდებათ, მინიმალური თანხის, მაგალითად, 500 ლარის გადახდას აკისრებს.
თემურ გორგაძის საქმე
თემურ გორგაძე სუს-ის ბათუმის ოფისის შენობის წინ 2021 წლის ნოემბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა სუს-ის შესასვლელთან ავტომანქანა გააჩერა და უკანონო მოსმენები გააპროტესტა. თემურ გორგაძემ საკუთარი ავტომანქანის საქარე მინაზე ბანერები გადმოფინა. იქვე ახლოს კიდევ ერთი აქტივისტი იდგა – რომა მახარაძე. მან მუსიკა ჩართო, ხელში ეჭირა დინამიკი და ცეკვაც დაიწყო სუს-ის წინ, ქუჩაში, საჯარო სივრცეში.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რომა მახარაძეს 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, თემურ გორგაძეს – 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორივე გაამართლა. თემურ გორგაძემ უკანონო დაკავება გააპროტესტა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
„როდესაც დამაკავეს და 48 საათი იზოლატორში გამაჩერეს, გადაწყვეტილება მალევე მიიღეს, რომ 5 დღე უნდა ვყოფილიყავი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მომწყვიტეს ჩემ საქმეს და გამომკეტეს…
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე საერთოდ არ დაინტერესდა, რა მტკიცებულებები წარმოუდგინეს და რა იყო იმ საქმეში. დაკავებიდან ორ დღეში სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამრღვევი ვიყავი, თუმცა როცა მე ვუჩივლე შსს-ს, 2 წელი დასჭირდა სასამართლოს იმის გასარკვევად, უკანონოდ მომექცა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ – დროის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას მოქალაქე.
ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს სასამართლო ერთი მხრივ მოქალაქის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ლოიალობას.
თემურ გორგაძე
თემურ გორგაძე პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
„ჩემზე სუს-ს ორ-ორი ფაილი აქვს: ყველა პოლიტიკოსს ისედაც უსმენენ და მეორე მხრივ, მისმენენ იმიტომაც, რომ მუსლიმი ვარ.
ამას ვაპროტესტებდი სუსთან, რადგან ბევრჯერ დავადასტურე, როგორ მისმენენ და მითვალთვალებენ. ერთხელ, მეგობრებს ვესაუბრებოდი აქციის შესახებ და თან ვჭამდით, გარეთ გავედი და იქიდან დავრეკე იგივე თემაზე, რას შვრებით აქციაზე-მეთქი. მაშინ სამუფთოში ვმუშაობდი და მუფთმა დამიბარა, რა აქციაზე მიდიხარო?
დაკავების დროს ცუდად არავინ მომქცევია, პირიქით, ცდილობდნენ ზრუნვის გამოჩენას: ხომ არ გშია, ხომ არ გწყურია? მაგრამ ნერვიულობის გარდა, რეალურად წყდები საქმეს. მე, მაგალითად, შავი მეტალის ონლაინ გაყიდვებზე ვმუშაობ და ამ დროს 5 დღით ჩემი უკანონო დაპატიმრებისთვის შსს-მ მხოლოდ 500 ლარი უნდა გადაიხადოს. მორალური კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ვითხოვდი.
როცა აქციის მონაწილეებს აჯარიმებენ 2 და 3 ათასი ლარით, პროპორციულობა ხომ უნდა იყოს დაცული? იმედია, ეს საქმე იქნება პრეცედენტი და შსს როცა აქციაზე ისევ ვინმეს დააკავებს უკანონოდ, იფიქრებს, იქნებ ამანაც გაასაჩივროსო?“ – ამბობს თემურ გორგაძე.
ბათუმელი კაცი 7 თვე წინასწარ პატიმრობაში იყო უკანონოდ – სასამართლომ კი მხოლოდ 3 ათასი ლარით დააჯარიმა პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გენერალურ პროკურატურას მოქალაქე გოჩა ბ.-ს სასარგებლოდ. გოჩა ბ. ბათუმელია და 7 თვე უკანონოდ იყო წინასწარ პატიმრობაში, იგი მორალური ზიანისთვის 10 ათას ლარს ითხოვდა.
გოჩა ბ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და მას პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.
„ამ საქმეზე მხოლოდ ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი,“ – გვიყვება ადვოკატი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში გოჩა .-ს ინტერესებს იცავდა. „ჩემი მარწმუნებელი 7 თვე იყო პატიმრობაში, შემდეგ შეუცვალეს აღკვეთი ღონისძიება გირაოთი. ის უმუშევარი დარჩა ამ საქმის გამო ერთი წელი და 1 თვე, ვიდრე განაჩენს გამოიტანდა სასამართლო. ჩემ მარწმუნებელს სოციალურად შეჭირვებული ოჯახი აქვს, მიიღო რეპუტაციული ზიანიც…
მორალური ზიანის ნაწილში ვითხოვდით 10 ათასი ლარის დაკისრებას გენერალური პროკურატურისთვის და დააკისრეს 3 ათასი, მატერიალურ ზიანს კი, საბედნიეროდ ვერ ცვლის სასამართლო: მოგეხსენებათ, ის პირდაპირ ხელფასიდან ანგარიშდება, რაც მომჩივანს უნდა მიეღო. ამ შემთხვევაში 16 600 ლარი მიიღო ჩემმა მარწმუნებელმა მატერიალური ზიანის ნაწილში,“ – ამბობს მირზა მამულაძე.
იურისტები ამბობენ და უზენაესი სასამართლოს განჩინებებიც ამას აჩვენებს: სხვადასხვა უწყების მხრიდან ჩადენილ უკანონობას ხშირად ადასტურებს სასამართლო, თუმცა სახელმწიფო უწყებებს მცირე ოდენობის თანხის გადახდას აკისრებს მოქალაქეების სასარგებლოდ, მოქალაქეებს კი – პირიქით.
მირზა მამულაძე
„სასამართლო სახელმწიფო ორგანოებს უბიძგებს, გზას უხსნის თვითნებობისკენ,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელსაც შეფასებაც ვთხოვეთ: რატომ ამკვიდრებს სასამართლო პრაქტიკას, რომ თუ შსს, ან პროკურატურა რომელიმე საქმეში გამტყუნდება, მას მხოლოდ მინიმალური თანხით აჯარიმებენ?
„უკანონო დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია იდავო, მაგრამ იმდენად მიზერულია ზიანის ანაზღაურება, ეს შეიძლება მოტივაციაც აღმოჩნდეს, რომ განაგრძოს სისტემამ ადამიანებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა… ეს არაა სწორი პოლიტიკა, როცა მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე.
სასამართლო არის მონაწილე რეპრესიული პოლიტიკის, როცა ხელისუფლებას სურს, ჩაახშოს საპროტესტო მუხტი: თუ მაინცა და მაინც დასტურდება სამართალდარღვევა, მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს მკაცრი სანქცია საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. არსებობს, მაგალითად, სიტყვიერი შენიშვნა,“ – ამბობს მირზა მამულაძე „ბათუმელებთან“.
იურისტი: „შინაგანი რწმენა არ შეიძლება მხოლოდ კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდეს, მოსამართლე უნდა ითვალისწინებდეს ფონს“
„მოსამართლეები ინდივიდუალურად, საკუთარი შინაგანი რწმენით უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს კანონს,“ – კატეგორიულია თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი ბოლო მოგებული საქმეა თემურ გორგაძის შემთხვევა შსს-ს წინააღმდეგ.
საია-ს იურისტს ვკითხეთ, რას ითვალისწინებს სამართლებრივი სტანდარტი და ევროპული გამოცდილება „შინაგანი რწმენის“ ჩამოსაყალიბებლად? რა უნდა გაეთვალისწინებინა, მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომელმაც, თავისი შინაგანი რწმენით, „რუსული გემის აქციის“ მონაწილეები 2 ათასი, 2500 და 3500 ლარითაც კი, დააჯარიმა?
საია „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის 8 მონაწილის ინტერესებს იცავს სასამართლოში. 3 საქმე სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა, 5 საქმე კი, ჯერ კიდევ არ განუხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
„მიმაჩნია, რომ ეს ჯარიმები არ შეესაბამებოდა სტანდარტს, რაც უნდა იყოს სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში,“ – გვიყვება თამარ წულუკიძე და გვთხოვს, წარმოვიდგინოთ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც უკვე იცის სამართლის თეორია და ძირითადი პრინციპები და ეკითხებიან, როგორ შეიძლება დასაჯონ „რუსული გემის წინააღმდეგ აქციის“ მონაწილეები, როცა ისინი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ?
„მე მგონია, რომ სტუდენტიც კი, ყველა ასეთ შემთხვევაში, როგორიც იყო რუსული გემის წინააღმდეგ აქცია, მიიღებდა გადაწყვეტილებას დაკავებულის სასარგებლოდ.
ყველა ვთანხმდებით, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, მათ შორის, როცა გამოხატვა გვაქვს უხეში ფორმებითაც. მოსამართლის შინაგანი რწმენა მოქალაქის სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული, თუმცა, როგორც წესი, მოსამართლეები მოქალაქეების წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
თამარ წულუკიძე
იურისტი და მოსამართლე კანონს არ უნდა ხედავდეს პირდაპირ. რაც კანონში წერია, მხოლოდ ამით არ უნდა იყოს შემოფარგლული იურისტი, მოსამართლე მით უმეტეს არ უნდა შემოიფარგლოს. მოსამართლე უნდა ითვალისწინებდეს ფონს, რომელიც ახლავს კონკრეტულ სიტუაციას.
მოსამართლის შინაგანი რწმენა არ შეიძლება მხოლოდ კანონის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჩამოყალიბდეს… მტკიცებულებების საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ იმ რეალობის გათვალისწინება, რაც გვაქვს,“ – მიიჩნევს იურისტი თამარ წულუკიძე. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს „საქართველოს სახელით“.
„თანაც, ახალი სტანდარტები ყალიბდება, იცვლება გარემოებები, არ შეიძლება, 20 წლის წინ რა მიდგომაც იყო, იგივე იყოს ახლაც. მოსამართლის შინაგან რწმენაზე უნდა მოქმედებდეს გამოცდილება და პრაქტიკა, ასევე სიტუაცია, რაც ქვეყანაშია: რა გეოპოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ეს უნდა აისახებოდეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე,“ – მიიჩნევს თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
რასთან გვაქვს საქმე, როცა მოსამართლე აჯარიმებს „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილეებს, მეორეს მხრივ კი, აჯარიმებს შსს-ს?
„ჩანს, რომ მოსამართლეებს შეიძლება ჰქონდეთ ინდივიდუალური გადაწყვეტაც. ჩვენ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ კონკრეტული მოლოდინები გვიჩნდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება სხვადასხვანაირად ფიქრობდეს მოსამართლე, მეორე მხრივ კი, შეიძლება, კონკრეტული მოსამართლე გარეფაქტორებით იყო შებოჭილი და ვერ მიიღოს თამამი გადაწყვეტილება,“ – ეჭვობს თამარ წულუკიძე.
შეიძლება ეს იყოს კლანის პოზიციონირება იმის საჩვენებლად, რომ პროტესტის ჩახშობის მცდელობის ხელშეწყობის პარალელურად, სასამართლო ახერხებს იყოს თავისუფალი და ის გენერალურ პროკურატურასაც აჯარიმებს?
„შეიძლება ასეც იყოს, იმიჯისთვის…
სასამართლოს ამ მიდგომას შესაძლოა, ჰქონდეს ე.წ. მსუსხავი ეფექტი აქციის მონაწილეებისთვის. პრაქტიკა ასეთია: მორალური ზიანის დაკმაყოფილების მოთხოვნა იშვიათად გვაქვს – შეიძლება უკანონობა დადგინდეს, მაგრამ მორალური ზიანის ნაწილი არ დაკმაყოფილდეს, ან დადგინდეს მხოლოდ სიმბოლურად.
ეს პრაქტიკა შეიძლება არ იცვლება იმიტომ, რომ შსს-მ უფრო თავისუფლად იმოქმედოს, არ იფიქროს გადაწყვეტილების კანონიერებასა და უკანონობაზე. შეიძლება ამის წამახალისებელი იყოს თანხის მინიმალური ოდენობის დაკისრება, მაგალითად შსს-თვის,“ – ამბობს თამარ წულუკიძე და იხსენებს ევროსასამართლოს მიერ განხილულ საქმეს GANEA v. MOLDOVA. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას, პირის სამი დღით უკანონოდ დაპატიმრებისთვის 63 ევროს ნაცვლად, მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა 6000 ევროს გადახდა.
„თუნდაც თავისუფლების აღკვეთა იყოს მოკლევადიანი, ამ შემთხვევაში სამი დღით უკანონო პატიმრობისათვის 63 ევრო არის საკმაოდ მცირე თანხა იმასთან შედარებით, რასაც ევროპული სასამართლო სახელმწიფოებს აკისრებს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევის გამო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება ჩაუწერა ვეგანმა-აქტივისტმა ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 2022 წლის ნოემბერში, თუმცა სარჩელის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ირაკლი კიკილაშვილმა 2021 წელს მოუგო შსს-ს სასამართლო დავა, ის სამართალდამცველებმა უკანონოდ 2016 წელს დააკავეს. მისი უკანონოდ დაკავებისთვის შსს 100 ლარით დააჯარიმა სასამართლომ.
____
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მიხედვით, „დაუშვებელია ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება.“
ამ წესიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც, ასევე, ექცევა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრეში, ერთდროულად ვერ სარგებლობს სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ასევე: „როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.“
ესმა გუმბერიძე, ამიკუსში, პირველ რიგში, ყურადღებას არასრულწლოვან შშმ პირებზე ამახვილებს:
„როდესაც არასრულწლოვანი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, იღებს შესაბამის ფულად გასაცემელს და მას წარმოექმნება დამატებითი სოციალური პაკეტის მიღების საფუძველი, კერძოდ, გახდება მარჩენალდაკარგული [ან პირიქით, მარჩენალდაკარგული ბავშვი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი], მან უნდა აირჩიოს რომელიმე ერთი სოციალური პაკეტი,“ – წერს ამიკუსში ესმა გუმბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
ესმა გუმბერიძე მოსამართლეებს ასევე სწერს, რომ პარლამენტს ამ პრობლემის შესახებ უკვე მიმართა:
„განცხადების საპასუხოდ განმემარტა, რომ სოციალური გასაცემლების ადმინისტრირებისას, დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც გულისხმობს პენსიის და სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღების შეზღუდვას. ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა საბიუჯეტო სახსრების ამოწურვადობა, სამართლებრივ ბაზაში ერთიანი მიდგომის აუცილებლობა და მანამდე მოქმედი პრინციპების ანალოგიური ნორმების განსაზღვრა,“ – აღნიშნულია ამიკუსში.
შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ახსენებს ევროპულ პრაქტიკას:
„…ბრიტანეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს [მინიმუმ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულით ან ბავშვით] სჭირდებათ დამატებით 975 ფუნტი თვეში, რომ ჰქონდეთ იგივე ცხოვრების დონე, როგორც ოჯახებს, რომელშიც არ ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება. 18 წელს მიუღწეველი პირი თითქმის სრულად არის დამოკიდებული ოჯახის მხარდაჭერაზე. იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი ან ორივე მშობლის გარდაცვალების შემდეგ მხარდაჭერის სისტემას დაკარგავს, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არასრულწლოვანის სრულფასოვან განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.
თანასწორობის პრინციპი უპირველესად სახელმწიფოს ბოჭავს ვალდებულებით, რომ ანალოგიურ გარემოებებში მყოფ პირებს მოეპყროს ერთნაირად, ხოლო განსხვავებულ გარემოებებში მყოფ პირებს-განსხვავებულად – არ დაუშვას არსებითად თანასწორობის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით.
სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის შესაფასებლად, აუცილებელია დიფერენცირების ლეგიტიმური მიზნის დასახელება. ერთდროულად ორი სოციალური პაკეტის გაცემაზე უფლების შეზღუდვა, შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით იყოს განპირობებული, თუმცა, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ყოველთვის არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს. როგორც აღინიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულფასოვანი და თანასწორი განვითარებისთვის. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას განსაკუთრებული პირობები მარჩენალდაკარგული არასრულწლოვნის განვითარებისათვის,“ – წერს ამიკუსში ესმა გუმბერიძე.
ამიკუსში ესმა გუმბერიძე საუბრობს ევროპულ გამოცდილებაზეც, როცა შშმ პირები რამდენიმე სარგებელს ერთდროულად იღებენ:
„ნორვეგიაში – შშმ ხანდაზმულს პირს, რომელიც არის 62 წელზე მეტი ასაკის, უფლება აქვს აიღოს სახელმწიფო პენსია, რომელსაც შეუთავსებს შშმ პირისათვის განსაზღვრულ სარგებელს.
დანიაში არსებობს შშმ პირთათვის ხანდაზმულობის საპენსიო სქემა (Senior Pension), რომელიც იძლევა შრომის ბაზრიდან უფრო ადრე გასვლის საშუალებას, ვიდრე ეროვნული ხანდაზმულობის პენსია.
ესტონეთში, საპენსიო ასაკის პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო შემწეობა მიზნად ისახავს დამატებითი ხარჯების დაფარვას და, შესაბამისად, შემწეობის დაფარვა ნაწილობრივ დამოკიდებულია შშმ ტიპზე [და დამხმარე აღჭურვილობის ტიპზე, რომელიც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისათვის].
იტალიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ „შშმ“ პენსია ან შემწეობა, ავტომატურად ეძლევათ უფლება მიიღონ შემცვლელი სოციალური დახმარება, როდესაც ისინი გახდებიან 67 წლის.
პოლონეთში ხანდაზმულობის პენსია ავტომატურად ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ შშმ პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რომლებსაც აქვთ სრული ან ნაწილობრივი შრომისუუნარობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეფასებულია საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
გერმანიაში ხანდაზმულობის პენსიის საშუალო ოდენობა მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იყო 1184,75 ევრო თვეში 2020 წელს. გარდა ამისა, ეროვნული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი შშმ სპეციფიკური ასაკობრივი პენსიის მიღებისას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,“ – აღნიშნულია ესმა გუმბერიძის ამიკუსში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 354 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 010]
ტანკი – 5 899 ერთეული [+22]
ჯავშანტექნიკა – 10 956 ერთეული [+37]
საარტილერიო სისტემა – 8 366 ერთეული [+19]
MLRS – 934 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 614 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 458 ერთეული [+22]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 618 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 109 ერთეული [+34]
სპეცტექნიკა – 1 239 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
560 თვითმფრინავი
261 ვერტმფრენი
10 104 უპილოტო საფრენი აპარატი
442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 334 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 509 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 738 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ლეიკოციტოზი არის სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს მთელი რიგი მდგომარეობების, მათ შორის ინფექციების, ანთების, დაზიანებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების შესახებ.
როგორც თქვენი იმუნური სისტემის ნაწილი, ლეიკოციტები ცირკულირებენ სისხლში და რეაგირებენ სხვადასხვა სახის დაზიანებასა თუ დაავადებებზე. სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადად სწორედ ლეიკოციტოზის შესამოწმებლად ტარდება. „ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ჰემატოლოგი დარეჯან ეფაძე სისხლში ლეიკოციტების რიცხვის მატებისა და კლების მიზეზებზე საუბრობს.
ქალბატონო დარეჯან, რა ფუნქცია აქვთ ლეიკოციტებს?
ლეიკოციტებს თეთრ ბურთულაკებს ვუწოდებთ, ფორმიანი ელემენტებია, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ორგანიზმის იმუნურ პასუხში. ეს ნიშნავს, რომ აკისრიათ ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია და მონაწილეობენ ორგანიზმში შემოჭრილი უცხო სხეულების, მაგალითად, ბაქტერიული და ვირუსული აგენტების ამოცნობა-განეიტრალებაში.
Cleveland Clinic: შეადგენს თქვენი სისხლის 1%-ს. თქვენ სხეულში სისხლის გაცილებით უფრო მეტი წითელი უჯრედია, ვიდრე სისხლის თეთრი უჯრედები. კერძოდ, ლეიკოციტები სისხლში არსებული უჯრედების 1 პროცენტზე ნაკლებია.
რა უნდა იყოს ლეიკოციტების ნორმა და რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს მათი ცვლილება ანალიზში?
ზოგადად, ლეიკოციტების ნორმა არის 4-დან 10 ათასამდე, თუ ლეიკოციტების მომატება გვაქვს, ამას ვუწოდებთ ლეიკოციტოზს, 4 ათასზე ნაკლები თუა ლეიკოციტების მაჩვენებელი, ეს არის – ლეიკოპენია.
სხვადასხვა მდგომარეობის, როგორც ჰემატოლოგიური, ისე არაჰემატოლოგიური დაავადებების დროს, ძალიან ინფორმაციულია ლეიკოციტების რიცხვის ცვლილება და არამარტო რიცხვის, არამედ მისი სხვადასხვა ტიპის: ნეიტროფილების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, მონოციტებისა და ლიმფოციტების პროცენტული და აბსოლუტური რიცხვის ცვლილება.
სხვადასხვა დაავადების დროს, მხოლოდ რიცხობრივად კი არ მცირდება ან იზრდება ლეიკოციტები, ლეიკოგრამის [ლეიკოციტური რიგის უჯრედების პროცენტული შეფარდება] შემადგენელი ნაწილებიც იცვლება, იმის მიხედვით თუ, რომელი აგენტი მოქმედებს ან რა დაავადებასთან გვაქვს საქმე.
Cleveland clinic: ორსულობის დროს სისხლის უჯრედების მაღალი რაოდენობა ნორმად მიიჩნევა, რადგან ამ დროს სხეული უბრალოდ განიცდის ბავშვის ტარების სტრესს.
რა იწვევს ლეიკოციტების მომატებას?
ლეიკოციტების მომატებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, როგორც ჰემატოლოგიური, ისე არაჰემატოლოგიური დაავადებების დროს.
ზოგადად, ყველა მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს – ვირუსული იქნება ეს თუ ბაქტერიული, ლეიკოციტები იმატებს. ასევე ყველანაირი სახის ანთებითი პროცესის დროს.
მაგრამ ლიმფოგრამით შესაძლებელია იმის დიფერენცირება, ბაქტერიით არის გამოწვეული ესა თუ ის პროცესი ორგანიზმში, თუ ვირუსით.
კერძოდ, თუ ვირუსით არის გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება (ცხელება იქნება ეს, სურდო თუ რა), მაშინ ლიმფოციტების რაოდენობა მატულობს და აღინიშნება ლიმფოციტოზი. ბაქტერიებით გამოწვეული დაავადების დროს იმატებს ნეიტროფილების რაოდენობა;
როცა არის ეუზინოფილია, ანუ მომატება ეუზინოფილების რიცხვის, რომლის პროცენტული შემადგენლობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი, უპირველეს ყოვლისა უნდა გამოირიცხოს ჰელმინთოზი, ანუ ჭიებით ინვაირება (როგორც ბავშვებში ისე დიდებში), შემდეგ უკვე ალერგიული პროცესები; ბაზოფილები – ხშირად იმატებს ანთებითი პროცესებისას, ყელის ანგინების დროს.
Cleveland Clinic: სისხლის თეთრი უჯრედების 5 ტიპი და როგორ იცავენ ისინი ორგანიზმს
ლიმფოციტები: შედგება T უჯრედებისგან, ბუნებრივი მკვლელი უჯრედებისგან და B უჯრედებისგან, რათა დაიცვან ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისგან და გამოიმუშაონ ცილები, რომლებიც გვეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში (ანტისხეულები).
ნეიტროფილები იცავენ სხეულს ინფექციებისგან ბაქტერიულ და სოკოვან აგენტების მოკვლით.
ბაზოფილები: იწვევს ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა ხველა, ცემინება ან სურდო.
ეოზინოფილები ამოიცნობს და ანადგურებს პარაზიტებს, კიბოს უჯრედებს და ეხმარება ბაზოფილებს ალერგიული რეაქციის წარმოებაში.
მონოციტები იცავენ ორგანიზმს ინფექციისგან დაზიანებული უჯრედების გაწმენდით.
რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება?
ნაკლებობის მიზეზი შეიძლება გახდეს მძიმე ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანით მიმდინარე, მიზეზი შეიძლება გახდეს ძვლის ტვინის დაზიანება [სისხლის თეთრი უჯრედები ფორმირდება ძვლის ტვინში], როგორიც არის აპლაზიური და ჰიპოპლაზიური ანემიები, ასევე შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის დეფიციტურმა ანემიამ, რადიაციურმა დასხივებამ და ა.შ.
Cleveland clinic ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს: როცა ძვლის ტვინს თავს ესხმის კიბოს უჯრედები (ლეიკემია), წამლის ზემოქმედება (ქიმიოთერაპია), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი.
ალბათ უშუალოდ ლეიკოციტების მომატებას ცალკეული სიმპტომატიკა არ ახასიათებს, რა აწუხებს ამ დროს პაციენტს?
ჰემოგლობინის ნაკლებობის დროს თუ არის სიფერმკრთალე და შეიძლება შეხედვითაც იეჭვო, რომ ჰემოგლობინის პრობლემაა, ლეიკოციტოზზე ასეთი გამოხატული ნიშანი არ არის, აქ უფრო ლეიკოციტოზის გამომწვევი პრობლემის სიმპტომი შეიძლება იყოს გამოხატული.
მაგრამ ეს მდგომარეობა (ლეიკოციტოზი), თუ ხანგრძლივია, აუცილებლად შეაწუხებს პაციენტს, რადგან იქ რაღაც კერა იქნება აუცილებლად, მაგალითად ჩირქოვანი კერა, ან სადღაც ანთება უნდა ვეძებოთ, თირკმლები შევამოწმოთ, ფილტვები შევამოწმოთ, გული შევამოწმოთ, ყველა სისტემის ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს.
თუ ჰემატოლოგიურ დაავადებასთან გაქვს საქმე, იქ ლეიკოციტების რიცხვი ძალიან მატულობს – 150 ათასამდეც შეიძლება ავიდეს
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აანთეს, პარალელურად ევროპის მოედანზე გამართულ სცენაზე დღეიდან საახალწლო კონცერტები დაიწყო.
ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე შეკრებილებს ახალი წელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მიულოცა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ევროპის მოედანზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ფეიერვერკი გაუშვეს.
ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულია ჯიხურები საახალწლო ბაზრობისთვის და მათგან უმეტესობა უკვე მუშაობს. აქ ყიდიან სუვენირებს, სხვადასხვა ნივთებს, ტკბილეულს და გლინტვეინს.
ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.
საახალწლო ღონისძიებების გარდა, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა-კლაუსით ბათუმის სხვადასხვა უბანში ივლის.
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ ექნება კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და შესაძლებელი იქნება მისი გასხვისება კერძო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე.
ამ შინაარსის ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა და ის დღეიდან, 2023 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა.
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ამ ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს კი, საბოლოოდ საქართველოს მთავრობა საკუთრებაში „ამბასადორს“ სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.
ამჯერად ცვლილებები შევიდა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში, რომელსაც შემდეგი შინაარსის პუნქტები დაემატა:
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით…
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.“.
შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს, რისთვისაც მას სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
არსებული პროექტის მიხედვით, ზღვაში უნდა მოეწყოს 108.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, საიდანაც ხელოვნურად შექმნილი კუნძულისა და ნახევარკუნძულების [მიწის] ფართობი 84 ჰექტარი იქნება, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.
წარმოდგენილ გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების ასევე შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გაგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
ცოტა ხნის წინ ტერიტორიას ბათუმში, სადაც ხელოვნური კუნძული და ნახევარკუნძულები უნდა აშენდეს, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსიც მიანიჭა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენებსა თუ ფორუმებში მონაწილეობისთვის ასევე სხვადასხვა აქტივობისთვის, რაც რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით არის დაგეგმილი, 2024 წლის განმავლობაში 8,2 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევისა თუ სხვა მომსახურების შესყიდვაც.
დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 8 მილიონ 275 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. დეპარტამენტმა თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში თვლიან, რომ შესაბამისი შესყიდვები „ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით, გამოიწვევს ჩასატარებელი ღონისძიებების არსებითად შეფერხებას“.
2024 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები და ბიუჯეტი
„აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით (მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით) – ბიუჯეტი 3 300 000 ლარი.
სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – ბიუჯეტი 500 000 ლარი.
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების; საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარ აქტივობის ორგანიზება – ბიუჯეტი 820 000 ლარი.
სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – ბიუჯეტი 700 000 ლარი.
ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – ბიუჯეტი 450 000 ლარი.
ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – ბიუჯეტი 200 000 ლარი.
ფოტომომსახურება – ბიუჯეტი 200 000 ლარი.
საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – ბიუჯეტი 1 215 000 ლარი.
სხვადასხვა საპრომოციო, სარეკლამო მასალის, სუვენირების, ღვინის და სხვა თემატური მასალის დამზადება/შეძენა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სტიმულირებისათვის – ბიუჯეტი 150 000 ლარი.
სხვადასხვა საკვები პროდუქტის, კერძოდ საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სასაჩუქრე ტკბილეული ნაკრების შესყიდვა – ბიუჯეტი 5 000 ლარი.
საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ღვინის შესყიდვა (სადეგუსტაციოდ) – ბიუჯეტი 25 000 ლარი.
რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო-საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება – ბიუჯეტი 500 000 ლარი.
საინფორმაციო ბროშურებისა (მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების) და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა- ბიუჯეტი 150 000 ლარი.
საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე (Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor) აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების (კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს) სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – ბიუჯეტი 60 000 ლარი.“
დეპარტამენტის განცხადებით, „გამოფენების ჩამონათვალი არასრულია. დეპარტამენტი დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა ჩატარების თარიღები, მონაწილეობის პირობები და სტენდის აგების ღირებულება ზუსტდება ორგანიზატორი კომპანიების მიერ და წინასწარ ზუსტი თარიღები და ღირებულებები ცნობილი არ არის.“
აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ტურიზმის სფეროში 2022 წელს 8,1 მილიონი დაიხარჯა, 2023 წელს – 15,1 მილიონი არის გამოყოფილი, 2024 წლისთვის კი – 19,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული [ამ თანხაში შედის დეპარტამენტში დასაქმებულთა ხელფასებიც, ჯამში 1 487 800 ლარი – 2024 წელს].
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში წარმოადგენდა „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას.
აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი.
27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალ მთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც – ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში. . ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ითოვებს მესტიასა და ბახმაროში. აქ 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები 01:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – 02:00 საათამდე იმოძრავებს.
ასევე, 25 დეკემბერსა და 31 დეკემბერს მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
დღეს, 25 დეკემბერს, 20 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეს აანთებენ.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ადგილას არიან გაჩერებული.
„საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.
ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“ – იუწყება საქართველოს რკინიგზა.
_____________
ფოტოზე: სადგური წიფა, 25 დეკემბერი. ფოტო: შოთა ხუჭუა
„შიდა სასოფლო გზები არ გაწმენდილა, შუქი გუშინ გაითიშა და დღეს დილით მოვიდა ნახევარი საათით, ახლა ისევ უშუქოდ ვართ,“ – ამბობს გიგლა ანთაძე. ის ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, მას შემდეგ, რაც თოვა დაიწყო, მათ უშუქობის და უგზოობის პრობლემა აქვთ.
აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, დილიდან განახლდა დათოვლილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა არ გვაქვს.
„იწმინდება, როგორც სოფლის თემებთან დამაკავშირებელი გზები, ისე შიდა სასოფლო გზები… დაშვებულია გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. აჭარის 4 მუნიციპალიტეტში: ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაურში მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა,“ – გვიპასუხეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.
მაღალმთიან აჭარაში გუშინ დილიდან გადაუღებლად თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარი დღეს, 25 დეკემბერს, 1,5 მეტრამდე აღწევს.
„ჩაკეტილია გზები. აღარც შუქი გვაქვს და აღარც კვალი. გუშინს შემდეგ უშუქობა გვაქვს”, – გვითხრა ხულოს სოფელ ბეღლეთის მკვიდრმა.
„მაღალმთიან აჭარაში მოსულ უხვ ნალექს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა არ გამოუწვევია.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაზიანებულია რამდენიმე ელექტრო სადგური. მაგალითად, ვაშლოვნის, რიყეთისა და ღურტის მიმართულებით გვაქვს დაზიანებები, თუმცა მონაცემები მოკლე დროში იცვლება”, – გვითხრეს ენერგო-პრო ჯორჯიაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 353 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 760]
ტანკი – 5 877 ერთეული [+19]
ჯავშანტექნიკა – 10 919 ერთეული [+31]
საარტილერიო სისტემა – 8 347 ერთეული [+33]
MLRS – 934 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 613 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 436 ერთეული [+32]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 616 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 075 ერთეული [+53]
სპეცტექნიკა – 1 234 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
558 თვითმფრინავი
261 ვერტმფრენი
10 080 უპილოტო საფრენი აპარატი
442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 309 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 493 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 690 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის.
„ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, ვინაიდან ამ წუთებში ინტენსიურად თოვს, სამუშაოები დილიდან განახლდება“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვს ქედაშიც და ხელვაჩაურის მაღალმთიან ზონაშიც [მაჭახლის ხეობაში], ამიტომ, ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროებიდან გამომდინარე დილიდან სამუშაოები აქაც დაიწყება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით კი, ამ დროისთვის [20:40 სთ] ელექტროენერგია მთლიანად მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტს [ყველა სოფელს].
„შუახევშიც სოფლები ფაქტობრივად სრულად არის ჩართული, ოლადაურის მიმართულებაა გათიშული; ცუდი ამინდის გამო თუ დღესვე ვერ მოხერხდა [რაც სათუოა], დილიდან განახლდება მუშაობა.
ხულოში რამდენიმე ავარიაა, თუმცა მასშტაბური გათიშვა არ არის. ვმუშაობთ და აქაც უამიმდობის გამო თუ ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად, შეიძლება დარჩეს დიდაჭარის და რიყეთის მიმართულება“ – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
მთავარი ფოტო: მაღალმთიანი აჭარა / 24.12.2023 / ფოტო: აჭარის გზების დეპარტამენტი
სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში უამინდობა 25 დეკემბერს გაგრძელდება, 26 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; 27 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
წვიმა და ძლიერი ქარი იყო წუხელ ბათუმშიც. ქალაქში ახლაც წვიმს. მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
საავტომობილო გზების იმ მონაკვეთებზე და ადგილებში, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, ზამთრის პერიოდში [1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე] ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მისი ყველა თვალი ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.
ამასთან, კანონში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდიც“.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შეულია და ის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ახალი ცვლილებით, „განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ“.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებს და ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის წესს მთავრობა განსაზღვრავს.
კანონში ასევე ჩაიწერა, რომ „ზამთრის პერიოდში გადაადგილებისას დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა [განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ზაფხულის საბურავებით არის აღჭურვილი]. შესაბამისად, ამ დროს მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო საშუალების ყველა თვლის ზამთრის საბურავებით აღჭურვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, − აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების საჭიროება“.
ცვლილებების კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.
ახალ კანონში აღნიშნულია, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“
ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც:
სატრანსპორტო საშუალების გზის იმ მონაკვეთებზე მართვა, სადაც ზამთრის საბურავები [ან/და ჯაჭვები] აუცილებელია, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნება დაცული, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ამასთან, „პოლიცია უფლებამოსილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
100 ლარით დაჯარიმების დროს, კანონით ასევე შეიძლება:
„სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება.
სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.“.
განახლება
უკვე ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გზის მონაკვეთები, სადაც ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, ნახეთ ამ ბმულზე:
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, 24 დეკემბერს მრავალწლოვანი ხე წაიქცა, რომელიც მანქანის მისაბმელს დაეცა.
წუხელ ბათუმში ძლიერი ქარი იყო.
ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023ბათუმი, მახინჯაურში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მისაბმელლს დაეცა / 24.12.2023
„მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მატარებლის რამდენიმე რეისი შეფერხებით მუშაობს“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს:
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელები დაზიანდა.
ბათუმი / 24.12.2023
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით კი ზოგან 20-25 მ/წმ-ში.
ამავე თემაზე:
წუხელ ქარმა სახურავი გადახადა ბსუ-ს სასწავლო კორპუსს:
ძლიერმა ქარმა წუხელ, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სახურავი დააზიანა.
„ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართობის 2/3.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და უნივერსიტეტის პერსონალი.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, მოკლე დროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.“ – აცხადებს ბსუ.
ქარმა ბსუ-ს კორპუსის სახურავი გადახადა / ფოტო: ბსუ / 24.12.2023ქარმა ბსუ-ს კორპუსის სახურავი გადახადა / ფოტო: ბსუ / / 24.12.2023
ძლიერმა ქარმა მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით დროგამოშვებით ძლიერი; მაღალ მთაში ქარბუქი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 20-25 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვაზე: ღელვა ღამით 5-6 ბალი, დღისით 4-5 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 დეკემბერს დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; 27 დეკემბერს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 353 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 800]
ტანკი – 5 858 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 10 888 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 8 314 ერთეული [+28]
MLRS – 932 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 327 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 404 ერთეული [+20]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 614 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 022 ერთეული [+27]
სპეცტექნიკა – 1 229 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
558 თვითმფრინავი
261 ვერტმფრენი
10 040 უპილოტო საფრენი აპარატი
442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 299 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 479 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 660 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 დეკემბერს, 15:36 საათიდან – 00:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის, ჰელიმიშის, აეროპორტის, მესხეთისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის ჯარები, დიდი ალბათობით, ვირთხებისა და თაგვების განსაკუთრებით დიდ შესევას განიცდიან ფრონტის ხაზის ზოგიერთ სექტორში – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური წერს დღეს, 23 დეკემბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გამოქვეყნებულ მოკლე ცნობებში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირთხების პოპულაციის ზრდა გამოიწვია შემოდგომაზე საბრძოლო მოქმედებების გამო მინდვრებში დარჩენილმა ბევრმა საკვებმა, ზამთრის დადგომისა და აცივების შემდეგ კი ვირთხები, სავარაუდოდ, თავშესაფარს ეძებენ ფრონტის თავდაცვით პოზიციებზე განთავსებულ საბრძოლო ტექნიკაში, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს მებრძოლების განწყობაზე.
გარდა ამისა, მღრღნელები საფრთხეს უქმნიან სამხედრო აღჭურვილობას კაბელებით გადაღრღნით, როგორც ეს დაფიქსირდა იმავე ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
დაზვერვის ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, რუსული ქვედანაყოფები განიცდიან გახშირებულ ავადმყოფობას, რასაც სწორედ მღრღნელების პრობლემას უკავშირებენ.