უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 460 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
- ტანკი – 7 236 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 13 904 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 11 736 ერთეული [+17]
- MLRS – 1 046 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 768 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 384 ერთეული [+5]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 117 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 15 812 ერთეული [+27]
- სპეცტექნიკა – 1 934 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 592 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 22 529 უპილოტო საფრენი აპარატი
- 508 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 269 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 040 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 232 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა