მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აპრილი

18.04.2024 • 4520
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 456 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 7 196 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 13 835 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 11 637 ერთეული [+13]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 760 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 284 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 093 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 618 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 915 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 21 734 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 504 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 801 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 945 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 111 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: