უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 457 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
- ტანკი – 7 205 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 13 852 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 11 658 ერთეული [+21]
- MLRS – 1 046 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 762 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 311 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 096 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 15 671 ერთეული [+53]
- სპეცტექნიკა – 1 915 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 583 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 21 882 უპილოტო საფრენი აპარატი
- 506 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 802 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 8 981 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 143 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კიევი აცხადებს, რომ რუსული Ту-22МЗ უკრაინიდან 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა