რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს განვითარების და წინსვლის საშუალებას.

მეც მიმიღია მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ზუსტად ეს მხარდაჭერა იყო ჩემთვის განვითარების სტარტი, რადგან სანამ არ გავხდებოდი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე, დავიწყებდი ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრებას, შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას, იქამდე არაფერი არ ვიყავი, მხოლოდ ჩვეულებრივი დიასახლისი.

ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი რაღაცები, რაც იყო ჩემი განვითარების საფუძველი, ფიზიკურად ვერ იარსებებს.

მაშინ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, მაშინ დავინახე განათლების საჭიროება და მაშინ დავიწყე საკუთარი თავის განვითარებისთვის ბრძოლა. თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას წაგვართმევენ, სხვები ვეღარ მოახერხებენ განვითარდნენ ისე, როგორც მე.

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს”, – გვეუბნება ლელა ვასაძე.

ლელა სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელი და სამი შვილის დედაა ხულოდან. მან 29 წლის ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება. ლელას შესახებ “ბათუმელებმა” გასულ წელს წერდა.

ქალის თქმით, მთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა შესაძლოა ითქვას, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი ხმით სხვები ნაკლებად ინტერესდებიან.

„იმ საშუალებების გაუქმება, რასაც ჩვენთვის ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებისთვის, არამედ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ჩვენ გვჭირდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების პროექტებში ჩართვა, მათგან დაფინანსების მოპოვება თუ სხვა სახის მხარდაჭერა.

კრიტიკული მედიის არ არსებობა ავტომატურად შექმნის რეალურ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობას. ინფორმაციულ ვაკუუმს. დავკარგავთ რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. თუ აღარ გვექნება კრიტიკული მედია, ავტომატურად მივიღებთ იმ ინფორმაციას, რაც აწყობს ვიღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. ვიღაცას რაც აწყობს, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ იმას”, – ამბობს ლელა.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღება ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილის განადგურებასაც გამოიწვევს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„მე ახლა სამართალს ვსწავლობ და სწავლის დასრულების შემდეგ საერთოდ არ ვაპირებ საჯარო სექტორში წასვლას, ამიტომ, მთელი ოთხი წლის შრომა შესაძლოა წყალში ჩამიყაროს ამ კანონმა“ – ამბობს ლელა.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე

„მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქეს უკვე შემეხო ეს რუსული კანონი. მეტი როგორღა უნდა შემეხოს? თუ ფიზიკურად შემეხება, ეგ სხვა ამბავია და მორალურად უკვე შემეხო, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ბედი მათ ხელშია, ვინც საბოლოოდ გამყიდველები გამოდიან.

ბუნებრივია, მეხება მეც, როგორც ადამიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. მეხება ის ფაქტი, რომ აზრად მოუვიდათ ისევ შემოეტანათ ეს კანონი და წასულიყვნენ პოზიტიური განწყობის ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს მხარეს იჭერენ და ცდილობენ ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცდილობენ, გვქონდეს მეტი თავისუფლება, მეტი სამუშაო ადგილები და ა.შ.“, – გვეუბნება ბათუმელი მომღერალი, გიორგი ფუტკარაძე.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მომღერალი აღნიშნავს, რომ საქართველოში „რუსული კანონების ადგილი არ არის“:

„ეს კანონი ძალიან არ მომწონს. ასე მგონია, რომ ვიღაცების შემოგდებულია, რათა საქართველო რაც შეიძლება ადრე ჩამოაშორონ ევროპას, სამომავლო განვითარებას და ა.შ.

იმდენად დეგრადირებული ხელისუფლება გვყავს, რომ ახალგაზრდების დროს უაზროდ იყენებს. ქუჩაში აყენებენ ახალგაზრდებს, იმ კანონების გაუქმებას ახვეწნინებენ, რომელიც ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია”.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

5 მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას – მედია

დღეს, 23 აპრილს, გამთენიისას, სულ ცოტა ხუთი მიგრანტი, მათ შორის ბავშვი, ქალი და სამი მამაკაცი, ინგლისის არხის გადაკვეთისას დაიღუპა. საფრანგეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პატარა ნავი, რომელზეც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა, საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიცურავდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, გემი თავდაპირველად ქვიშის ნაპირს შეეჯახა, რამაც გადატვირთულ გემზე ხალხის მოძრაობა და მათი წყალში გადავარდნა გამოიწვია.

როგორც საფრანგეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, დაშავებულთაგან 4 ადამიანი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 47 ადამიანი ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა, 50 მიგრანტმა კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა.

მედია აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე საათით ადრე ინგლისის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის მიერ მიღებულ კანონს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლებს დეპორტაციით რუანდაში დააბრუნებენ.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

„ეს ტრაგედიები უნდა შეწყდეს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეწყვიტოს ვაჭრობა, შეაჩეროს [მიგრანტთა] ნავები და საბოლოოდ, გაარღვიოს ბოროტი ადამიანების კონტრაბანდული ბიზნეს მოდელი, რათა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში აღარ ჩააგდონ“- განაცხადა ჯეიმს კლევერლმა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, წელს უკვე 6000-ზე მეტმა მიგრანტმა და ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი მეოთხედით არის გაზრდილი. გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

___________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

 

კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა.

„ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით.

სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა თსუ-ში.

ჯაბა სამუშია და რექტორატი ალბათ არც ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ გვინდა ამით ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია“- ამბობს დათო ჩხობაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, კობახიძის ლექციაზე სტუდენტებს არ აძლევენ შესაძლებლობას დასვან კრიტიკული კითხვები.

„მოგვისმინეთ სტუდენტებს“, „არა რუსულ კანონს“ – წარწერები, რომელიც კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე დაუტოვეს.

„მას ლექციებზე დაჰყვებიან თანმხლები პირები, დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომლებიც არც თსუ-ს სტუდენტები არიან, არც ზოგადად, სტუდენტები და ცდილობენ აუდიტორიებში ცენზურის დაწესებას, რომ ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ კობახიძე.

ეს პირები არიან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული აქტივი“ – ამბობს დათო ჩხობაძე.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე აქტივისტებთან ერთად ლექციებზე გასული წლის საპროტესტო აქციებიდან დადის.

„როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტები დაიწყო, იქიდან მოყოლებული დაჰყვება ეს ხალხი კობახიძეს ლექციებზე.

უნივერსიტეტი არ არის ძალადობის ადგილი, განათლების და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კერაა, მაგრამ მათ არ სურთ მოისმინონ კრიტიკული შეფასებები და ვინც ამას გაბედავს, ფიზიკურად უსწორდებიან და გაუსწორდნენ კიდეც ჩვენს მეგობარს, ნიკო მანაგაძეს.

ირაკლი კობახიძის რეაქცია კი ამ ძალადობაზე იყო ღიმილი. აი, ეს არის მისი სახე“-ამბობს დათო ჩხობაძე.

გასული წლის მარტის მასობრივი აქციების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პირობა დადო, აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს.

პირობის დარღვევას საზოგადოება ისევ მასობრივი პროტესტებით გამოეხმაურა. საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს პარლამენტის წინ, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

რუსულ კანონს, „ქართული ოცნების“ წევრებმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. საპროტესტო აქციები გრძელდება.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 23 აპრილს მოხდა.

დაშავებული კაცია, რომელიც თვითმხილველის თქმით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

___________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

 

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია [გზშ] სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.

ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. ანუ, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია.

„ამბასადორის“ მიერ წარდგენილ გზშ-ს დოკუმენტზე კი გარემოს სააგენტოს სხვადასხვა სახის 36 შენიშვნა აქვს.

„გთხოვთ, ორი თვის ვადაში უზრუნველყოთ დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“ – მიწერეს „ამბასადორს“ სააგენტოდან 2024 წლის 19 აპრილს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„2024 წლის 12 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას, დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები/მოსაზრებები დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის ეხებოდა პროექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის შედეგად ვიზუალურ-ლანდშაფტურ ზემოქმედებას.

ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით წარმოდგენილია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“, „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრების, ურბანისტ გიორგი აბაშიძისა და სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის წერილობითი შენიშვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს საჯარო განხილვაზე დასმული საკითხებისა და სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ცხრილის სახით“ – წერს სააგენტო „ამბასადორს“.

„ამასთან, დოკუმენტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე. ასევე მითითებულია, რომ პირველი ფაზის პერიოდში დაგეგმილია დამცავი მოლების და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის მოწყობა.

ვინაიდან, გზშ-ის ანგარიშში დეტალურად არ არის განხილული კუნძულის განაშენიანებასთან და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და მათი ზემოქმედება გარემოსა და ქალაქზე, მათ შორის ზეგავლენა მისასვლელ გზებსა და ქალაქის ურბანულ პროცესებზე, სააგენტო აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იმსჯელებს პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილ დამცავი მოლებისა და ხელოვნური კუნძულის მოწყობის თაობაზე“ – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აქვეყნებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილს ხელოვნური კუნძულის გზშ-თან დაკავშირებით.

„აღნიშნული ხელოვნური კუნძული წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, შესაბამისად უნდა ჩატარდეს რიგი საექსპერტო კვლევები და გაიცეს დასკვნები. წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის 4.10.8 პუნქტი განიხილავს კუნძულის შემადგენელი მოლების ზემოქმედებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, თუმცა აღნიშნული ზემოქმედების დასადასტურებელი კვლევების დამადასტურებელი, მათ შორის კომპეტენტური საზღვაო ინსტიტუტის [ლაბორატორიის] დასკვნა არ არის მითითებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია აღნიშნული კუნძულისათვის საჭირო ტალღმჭრელების მოწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, იქვე განლაგებულ ბათუმის შიდა და გარე ნავსადგურის სანავსადგურე ობიექტებზე, საშტორმო ამინდის დროს ზღვის ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი, ტალღების ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით.

აგრეთვე, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდოს პროექტის მომიჯნავე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, შპს „ტერმინალ-1“-სა და შპს „იბერია ლიმითედის“ ადმინისტრაციას“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს, სთხოვა, რომ მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.

ხულოში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა 22 აპრილს, ღამით მოხდა.

„ბათუმელებს“ ხულოს მერის წარმომადგენელმა დეკანაშვილების თემში უთხრა, რომ ხანძარი ღამის საათებში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სხვა დეტალებზე ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა ვერ მოგვაწოდა.

ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელსაც ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს და ასევე, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ხულოს სოფელ ძირკვაძეებში ხის სახლი დაიწვა

ამავე თემაზე: 30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

„ბათუმობის“ დღესასწაულზე ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

შაბათ-კვირას, 27-28 აპრილს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.

აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

27-28 აპრილს ბათუმში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ გაიმართება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 461 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 7 241 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 13 916 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 11 765 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 769 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 407 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 117 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 845 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 1 936 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 22 633 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 824 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 269 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 065 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას აშშ-ის სწრაფი დახმარების შემთხვევაში – ISW

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დამტვრეულია 4 მანქანა – ავარია ბათუმში

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ აზუსტებს.  ინფორმაცია განახლდება. თვითმმხილველის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მობილიზებულია თუ არა ადგილზე პოლიცია და დაიწყო თუ არა გამოძიება, ინფორმაცია განახლდება.

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ ადამიანს ეძებენ

დღეს, 22 აპრილს, ბათუმში მაშველები ზღვაში ერთ ადამიანს ეძებენ.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ზღვაში მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები.

საგანგებოში დეტალებს არ აზუსტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში დაკარგული პირი დაახლოებით 17 წლისაა.

16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სან-მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში საქართველოს გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსემბურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი ანგარით 4:1 მოიგო.

„83 მონიდან ერთ-ერთს, ანზორ ბოლქვაძეს დავხვდით აქ“- აქცია ხელვაჩაურის მერიაში

„არა 83 მონას“, „არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით მივიდნენ დღეს, 22 აპრილს ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ის აქტივისტები, სადაც მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე უნდა მისულიყო.

„იმ 83 მონიდან ერთ-ერთს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა, ანზორ ბოლქვაძეს ჰქონდა დღეს შეხვედრა დაგეგმილი მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ პროტესტით.

გაყალბებული არჩევნების შედეგად მოკალათებული თბილად შოულობს მილიონებს, ამიტომ ვუტოვებთ ამ პლაკატს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მან კარებზე პლაკატი გააკრა- „არა 83 მონას“, „არა რუსულ კანონს“.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც სტუდენტებს და ახალგაზრდებს მერიის კარებს უკეტავს“ – ამბობს მოქალაქე, რომელიც მერიაში მივიდა პლაკატით „არა რუსეთის მონებს“, „შეიგნეთ, არა რუსეთს!“

„ესენი არიან რუსეთის დამფრთხალი მონები, ყველაფრის მკადრებელი ხალხი, ჟურნალისტებსაც შეურაცხყოფას აყენებენ და არ აძლევენ მუშაობის საშუალებას“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცა, მისულიყვნენ ანზორ ბოლქვაძის კაბინეტამდე და ისინი შენობის გარეთ გაიყვანა.

 

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსამდე მოიმატებს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს“- წერს სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერია 27-28 აპრილს „ბათუმობის“ ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. აქედან 158 164 ლარი ტენდერის გარეშე ჰონორარებში, ხოლო 139 950 ლარი – ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„ბათუმობა“ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ბათუმის კულტურის ცენტრმა კონცერტის მონაწილეებისთვის ანაზღაურების [ჰონორარების] გამარტივებული წესით გაცემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის ჯერ „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლით მიმართა, შემდეგ კი ეს მიმართვა გააუქმა და საფუძვლად „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება“ დაასახელა.

„საბოლოოდ განისაზღვრა ღონისძიებებში მონაწილე თითოეული ბენდი, სტუდია და სოლო შემსრულებლები. მუსიკალური კონცეფცია განისაზღვრა როგორც საავტორო, საკუთარი ცოცხალი მუსიკის წარდგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის. გამომდინარე აქედან, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება.“ – წერს კულტურის ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

ცენტრის განაცხადის მიხედვით არ არის ჩაშლილი რამდენს გადაუხდიან კონცერტში მონაწილეებს, თუმცა ჰონორარების თანხა ჯამში 158 ათას 164 ლარია.

კულტურის ცენტრის განაცხადის მიხედვით, „ბათუმობა 2024“-ში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი შემსრულებლები:

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზებას, ბათუმის კულტურის ცენტრმა 19 აპრილს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეოპროფისთან“ 139 ათას 950 ლარზე გააფორმა.

ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრს 218 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 27 და 28 აპრილს დღის 12 საათზე დაიწყება.

27 აპრილს, 19:00 – 21:00 საათი – ბათუმელი სოლო მომღერლების კონცერტი. მონაწილეობენ:

  • ჯემალ გოგიტიძე, ანრი გუჩმანიძე, მორის მელაძე, სალომე სამადაშვილი, მერაბ დოლიძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, თათია კობალაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ბერიძე, ლუკა ზაქარიაძე, მარიტა ცეცხლაძე, გიორგი ფუტკარაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, ნატო თურმანიძე, ავთანდილ აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი ტუღუში

28 აპრილს, 19:00 – 20:30 საათი – გალაკონცერტი:

  • საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე; სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური გუნდი ზაირა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლი მერაბ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.

ბათუმელი და მოწვეული სოლო შემსრულებლები:

  • კონსტანტინე ყიფიანი, ეთერ ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი, ოთარ ნაკაშიძე, ზვიად ბოლქვაძე, თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე.

____________

ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას აშშ-ის სწრაფი დახმარების შემთხვევაში – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] მიიჩნევს, რომ უკრაინის თავდაცვა შეძლებს რუსული შეტევის შეჩერებას, იმ პირობით, თუ აშშ-ს დახმარებას სწრაფად მიიღებს.

21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება, მათ შორის ATACMS-ის რაკეტები უკრაინას შეიძლება მიაწოდონ მომავალი კვირის ბოლომდე, თუ სენატი 23 აპრილს მიიღებს დამატებით კანონპროექტს და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელს მოაწერს მას 24 აპრილამდე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების სწრაფი მიღება საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს გაამყარონ ფრონტის ხაზი და აიღონ ინიციატივა.

ამავე დროს, ISW-ეს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინულ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ წარუმატებლობა უახლოეს კვირებში აშშ-ს დახმარების მოლოდინში, მაგრამ უკრაინელები, სავარაუდოდ, შეძლებენ შეაჩერონ რუსეთის მიმდინარე შეტევა აშშ-ის ახალი დახმარებით.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში დაარტყეს და დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა გემი „Коммуна“ – მსოფლიოში უძველესი ოპერატიული საზღვაო ხომალდი.

______________

ფოტოზე: ATACMS. ფოტო: ვიკიპედია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 460 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 7 236 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 13 904 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 11 736 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 768 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 384 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 117 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 812 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 1 934 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 22 529 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 508 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 269 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 040 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 232 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

არა რუსულ კანონს – დუბლინში მყოფმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

„არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია გაიმართა დუბლინში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებით.

როგორც დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, „ქართველმა ემიგრანტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება, საქართველოს პარლამენტის მიერ“.

საპროტესტო აქცია დუბლინში

„მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში და არ დავუშვებთ რომ ჩვენი შვილები ისევ საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას, რასაც ეს კანონი უდიდეს საფრთხეს უქმნის. 9 აპრილის გმირების სისხლით მოპოვებულ სამშობლოს არ დავუთმობთ რუსეთსა და მის საცეცებს საქართველოში,“- აქციაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი კახი გიგაური.

ეს დუბლინში გამართული რიგით მეორე აქციაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ ჩააგდებს აღნიშნულ კანონპროექტს, ემიგრანტების აქციები კვლავ გაგრძელდება.

„აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა რომ წინააღმდეგია ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის და რომ ამ კანონს გამჭირვალობასთან არაფერი აკავშირებს“, – ნათქვამია დუბლინში მყოფი ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ რელიზში.

საპროტესტო აქცია დუბლინში

1 პირი დაიღუპა ქობულეთში, მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად

ქობულეთში, მდინარე სკურაში ავტომობილი გადავარდა. ავტომობილში მსხდომი ორი პირიდან ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 459 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 7 229 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 13 896 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 11 719 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 767 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 379 ერთეული [+38]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 115 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 785 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 1 926 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 22 289 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 508 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 816 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 269 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 008 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 205 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მტირალას ეროვნულ პარკთან დათვის ბელი იპოვეს

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მურა დათვის ბელი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ მტირალას ეროვნული პარკი ავრცელებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაბრუნება ბუნებრივ გარემოში ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, დათვის ბელი ბათუმის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა“ – წერს მტირალას ეროვნული პარკი ფეისბუქზე.

დათვები ზამთრის პერიოდში შობენ 2-3 ბელს, გაზაფხულამდე თბილ ბუნაგში ჰყავთ გამოსაზრდელად, გაზაფხულის დადგომისთანავე დედას ბუნაგიდან გამოჰყავს თავისი ბელები.

საქართველოში გავრცელებული მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა.

 

შშმ პირის სასამართლო ადვოკატის გარეშე გაიმართა – საია

უსახლკაროების აქციაზე  დაკავებულ უსახლკარო შშმ პირს ბათუმის სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, შშმ პირის სასამართლო დღეს, 20 აპრილს, კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის გარეშე ჩატარდა.

„ეს არის პროცედურული დარღვევა. დაკავებული შშმ პირი არის მხარდაჭერის მიმღები, სასამართლოსგან ჰყავს დანიშნული. სასამართლო ადვოკატის და კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაშინ როცა ამ პირს აქვს ფსიქიკური პრობლემები, მისი შერაცხადობის საკითხი დგას და ასეთ დროს მასთან მიმართებაში უნდა შემწყდარიყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე თაკო წულუკიძე.

მისი თქმით, ახლა ელოდებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

უსახლკარო მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ბათუმში 19 აპრილს გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. აქცია ერთი შშმ პირის დაკავებით დასრულდა.

ამავე თემაზე:

უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 458 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 7 213 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 13 873 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 11 678 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 763 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 341 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 109 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 717 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 1 918 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 591 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 22 095 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 506 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 812 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 991 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 183 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

კიევი აცხადებს, რომ რუსული Ту-22МЗ უკრაინიდან 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ

ხვალ, 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება.

აქცია ევროპის მოედანზე, ქალების მარშის შემდეგ დაიწყება.

„ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა.

ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია.

კი-ევროპას, არა-რუსეთს” – ვკითხულობთ აქციის აღწერაში.

აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“.

______________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – 17 აპრილი, ბათუმი

უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

დღეს, 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს.

მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი.

პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა დაკავებულის დედამ, მაგული ფუტკარაძემ – ის ცდილობდა შვილისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიეწოდებინა. მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს, სწორედ ამიტომ ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ უსახლკაროებს, აქციაზე შეხვდა მთავრობის წარმომადგენელი და მათ დაჰპირდა, რომ თითოეული მათგანის საკითხს შეისწავლიდა მთავრობა. დღეს აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მთავრობიდან არც ერთ მათგანს არავინ შეჰხმიანებია.

ბათუმელი უსახლკაროებმა დღეს დააანონსეს, რომ 22 მაისიდან უწყვეტ აქციებს იწყებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.

ბათუმელი უსახლკაროები უკვე ორი წელია, ყოველ ხუთშაბათს მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან. ამ მოქალაქეების პრობლემის იდენტიფიცირებაზე არც ერთ მათგანს საჯარო არ უმსჯელია.

ბათუმში წყლის მოწოდება შეუწყდა ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებს

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 19 აპრილს, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

„ახალი ოფშორი გამოდის, პირდაპირ ახსენა კომიტეტის თავმჯდომარემ გათეთრება, მერე კი შეასწორა, მაგრამ ასე გამოდის… ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში,“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი.

მას ვკითხეთ პარლამენტის მიერ დღეს, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეცვლილ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანა საქართველოში მარტივად, გადასახადების გადახდის გარეშეა უკვე შესაძლებელი.

საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილს მოარგო, რომელსაც ოფშორიდან ფულის საქართველოში გადმოტანა სურს, რადგან ის შეიძლება დასანქცირდეს. ოფშორში რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, ეს „პანამის საქმის“ ჟურნალისტური გამოძიებითაც დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გამჭვირვალობას იმიზეზებს, თანაც იმ პირობებში, როცა მსხვილი სამოქალაქო თუ მედიაორგანიზაციის პროექტების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, ამავდროულად კი, „ოცნება“ ოფშორიდან სრულიად გაუმჭვირვალე, შავი ფულის გადმოტანას დაჩქარებული წესით, 2 დღეში აკანონებს.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ოფშორიდან თანხის გადმოტანის ამბავში მთავარ რისკს რუსულ კანონში ხედავს, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ბიზნესის, ან ხელისუფლების კონტროლი:

„საქართველოში ივანიშვილი უზრუნველყოფს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას? გამჭვირვალე იქნება ეს ფინანსები მხოლოდ ბიძინასთვის, ყველა დანარჩენისთვის კი, გაუმჭვირვალე,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ოფშორიდან თანხის საქართველოში გადმოტანა? – ვკითხეთ ეკონომისტს.

სოსო ბერიკაშვილი

„ოფშორები ყველა მთავრობის თავის ტკივილია. ამიტომაც, ეს შეიძლება მისაღები ყოფილიყო ჩვენ რომ ნორმალური სიტუაცია გვქონდეს ქვეყანაში, თვალში ნაცარს არ გვაყრიდნენ და პირდაპირ არ გვიკეტავდნენ ევროპის გზას.

საქართველოში დიდი პრობლემაა: ვინ აკონტროლებს კანონის აღსრულებას? ვიცით კონკრეტულად, რომ მთავარი პანამელი [პანამა ოფშორია] ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი… ეს კანონი უფლებას და საშუალებას აძლევს ივანიშვილს, აქ მოიწყოს თავისი პატარა, საგადასახადო, და არამხოლოდ ამ კუთხით, სამოთხე, თავისი ფრიდმანით და ვიღაცებით.

რუსული კანონის მიღება პირდაპირ ნიშნავს დაბლოკვას, დახურვას ყველა ფაქტჩეკის, თავისუფალი მედიის – რასაც უნდა, იმას გააკეთებს. როცა ამდენი ადამიანი გამოდის რუსთაველზე და გეუბნება, რომ ეს კანონი არ არის ევროპული, როცა საფრანგეთის ელჩი გეუბნება, რომ ეს არ არის ფრანგული, რაზე უნდა ელაპარაკო? არ აქვთ შემზღუდავი და შემაფერხებელი გარემოება. ამიტომაც, ჩნდება რისკი, რომ ისეთი ფული შემოვა აქ, რომელიც სხვაგან ვერ შევა.

თანაც, ამას აკეთებენ გამჭვირვალობის საბაბით, სინამდვილეში პირიქითაა: უნდათ, რომ შექმნან გაუმჭვირვალე სიტუაცია…

პროცესი მიდის, რომ საქართველო აქციონ ჩაკეტილ, თავის შიდა ეზოდ, შუა აზიურ სახელმწიფოდ. ამაზე ევროპას, რა თქმა უნდა, რეაქცია ექნება და შესაძლოა, სანქციებიც გამოიყენოს, შეიძლება სანქციები პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იყოს გამოყენებული, საქართველოს მიმართაც იქნება შეზღუდვები, საბანკო სექტორსა და ყველაფერზე,“ – გვითხრა სოსო ბერიკაშვილმა.

რა სურათი გვექნება ეკონომიკურად ქვეყანაში, თუ აქაც ოფშორი გაჩნდება? – ვკითხეთ მას.

„ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში არის პროცესის ნაწილი, საქართველო აქციონ ჩაკეტილ სივრცედ, სადაც თვითონ და მათი ახლობლები, კორუფციულად დაკავშირებული პირები იქნებიან კომფორტულად, ვისაც არ უნდა ეს, გაიქცეს ევროპაში, ჯანდაბას.

სიტუაცია ბევრად მძიმე შეიძლება იყოს: იქნება რეპრესიები, დაჭერები.

ეკონომიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტი შეიძლება უკეთესიც იყოს, მაგრამ როგორც დღეს ხდება დიდწილად, ისარგებლებს ელიტა, ხალხი იქნება ღარიბი და უბედური. თუ რამის თქმას და ხმის ამოღებას დააპირებ, თავში ჩაგარტყამენ, ან ქვეყნიდან გაგაგდებენ.

ევროკავშირში ყველამ გააკეთა განცხადება, რომ არ იქნება წინსვლა. შეიძლება, ეგრევე არ გაგვიუქმონ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ აღარ განვიხილებით არცერთ კონტექსტში ევროპის სივრცის ნაწილად. ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც თურქეთი ითამაშებს, მაგალითად. შეიძლება, ყაზახეთმაც ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთი, მაგრამ ევროპის სივრცის ნაწილი ვერ ვიქნებით ამ პირობებით, ამ კანონმდებლობით,“- აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა „ბათუმელებთან“.

არა რუსულ კანონს – ხვალ ბათუმსა და თბილისში ქალების მარში გაიმართება

ხვალ, 20 აპრილს, 17:00 საათზე, ცენტრალური პარკის კოლონადებთან ქალების მარში დაიწყება.

„ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი!

ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა:

ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!“ – აღნიშნულია აქციის ანონსის ტექსტში.

20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მართავს მარშს. აქცია თბილისში 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

„ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 52% ქალს!“ – წერია განცხადებაში. 

______________
ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – 2023 წლის მარტი. ფოტო: „ბათუმელები“

„არა რუსულ კანონს“ – აქცია ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან

18 აპრილს საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „გზას“ წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

„რუსული კანონი“ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მიერ
განხორციელებულ მიზანმიმართულ საბოტაჟს.

აქციის ორგანიზატორები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა გავაგონოთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ბერლინში, საქართველოს ხელისუფლებას თბილისში და, ამავდროულად, თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მედგრად იცავენ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროპულ მომავალს.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს.

აქცია ბერლინში. ფოტო: გიორგი კაკაბაძე

რუსული კანონის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება ჰამბურგსა და კიოლნშიც.

_____________

მთავარი ფოტო: აქცია ბერლინში. ფოტო: გიორგი კაკაბაძე

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 14 წლის გოგო და 6 და 8 წლის ბიჭები – განაცხადა დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.

ქალაქ დნიპროში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსში.

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში 19 აპრილს, გამთენიისას განახორციელა.

კანონი შეცვლილია – ივანიშვილის ოფშორიდან ფულის უფასოდ გადმოტანა შეუძლია

რუსული კანონის პირველი მოსმენის მიღების შემდეგ, დაჩქარებული წესით პარლამენტმა ოფშორიდან ფულის შეღავათიანი პირობებით საქართველოში გადმოტანას დაუჭირა მხარი – 79 მომხრე, 9 – წინააღმდეგი.

დღეს, 19 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანას გადასახადების გარეშე.

ოპოზიცია პარლამენტში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიზანმიმართულად ბიძინა ივანიშვილის გამო იღებს. ივანიშვილს, რომ ოფშორში გაუმჭვირვალე ბიზნესი აქვს, ეს „პანამის საქმის“ ჟურნალისტური გამოძიებითაც დადასტურდა.

ამ თემაზე ვრცლად:

„რომ გადმოიტანოს, რა“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე 

კიევი აცხადებს, რომ რუსული Ту-22МЗ უკრაინიდან 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ბომბდამშენი Ту-22МЗ უკრაინიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდო.

ოფიციალური კიევის ცნობით, ეს არის რუსული ბომბდამშენის პირველი წარმატებული განადგურება ჰაერში საბრძოლო მისიის დროს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ინფორმაციას Ту-22МЗ-ის განადგურების შესახებ რუსული მხარეც ავრცელებს, თუმცა რუსეთის ცნობით, ეს იყო ავარია, რომელიც „საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ“ მოხდა და მისი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაცია Ту-22МЗ-დან უშვებს X-22 რაკეტებს.

_____________

ფოტო: ვიკიპედია

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 457 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 7 205 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 13 852 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 11 658 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 046 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 762 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 311 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 096 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 671 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 1 915 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 21 882 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 506 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 802 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 981 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 143 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევი აცხადებს, რომ რუსული Ту-22МЗ უკრაინიდან 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვერ წაგვართმევთ მომავალს – სტუდენტების აქცია პარლამენტთან

„ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერ წაგვართმევთ მომავალს“ , „არა რუსულ კანონს“ –  თბილისში რუსთაველის გამზირზე სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

აქციას არ ესწრებიან პოლიტიკოსები და არც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.  მიუხედავად ამისა აქცია ხალხმრავალია და გადაკეტილია ქუჩა პარლამენტის შენობის გასწვრივ.

საპროტესტო აქცია მოძრაობა „დაფიონმა“ დაგეგმა. არ არის დამონტაჟებული სცენა და აქციის მონაწილეები მხოლოდ რუპორს იყენებენ.

შეკრებილებს თან აქვთ ტრანსფარანტები: „არა რუსულ კანონს“ , „ნუ წაგვართმევთ მომავალს“  და აცხადებენ, რომ რუსული კანონი, რომლის დამტკიცებასაც „ოცნება“ გეგმავს მათ მომავალს წაართმევს, ამიტომაც მის დამტკიცებას არ დაუშვებენ:

„არავის მივცემთ უფლებას  წაგვართვას მომავალი.“

აქციაზე იმყოფება ნიკა რომანაძე, მას ტელეფონით ვესაუბრეთ. ნიკას თქმით მან აქციის შესახებ არ იცოდა, რადგან არ დაუანონსებიათ, სპონტანურად გაიგო და მივიდა:

„ ასე მოვიდა ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ აქცია არ დაანონსებულა, მაინც  ბევრნი ვართ.“

Exit mobile version