მოგება ექვს თვეში 74%-ით გაიზარდა და 112.3 მლნ ლარია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს.

რკინიგზის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია.

რკინიგზა წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია.

„აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი ტვირთის სახეობები, რომლებიც წინა წლის პირველ ნახევარში არ ან თითქმის არ გადაიზიდებოდა“ – წერს რკინიგზა, თუმცა არ აზუსტებს, რა სახეობებზეა საუბარი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სატვირთო გადაზიდვების გარდა, მნიშვნელოვანი მატება აქვს საოპერაციო შემოსავლებში, კორექტირებულ EBIDTA-სა და შემოსავლებში.

„კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა იანვარ-ივნისის პერიოდში 352 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში კორექტირებული EBIDTA  საოპერაციო საქმიანობიდან, 27%-ით გაიზარდა და 92.2 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 72.4 მლნ ლარი).

სრული EBITDA გაიზარდა 84%-ით და 137.0 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 74.3 მლნ ლარი). შესაბამისად, კორექტირებული EBITDA მარჟა გაუმჯობესდა 45%-მდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25%-თან შედარებით“ – წერს რკინიგზა.

რკინიგზის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგებამ შეადგინა 112.3 მლნ ლარი, რაც 74%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის წმინდა მოგებას (64.7 მლნ ლარი).

ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს.

„დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს.

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს. დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა. მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას: 

  • უზრუნველყონ ახალციხეში მომხდარი ძალადობის სრული, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, უზრუნველყონ საქმის სათანადო კვალიფიკაცია [სსკ-ის 156 მუხლის [დევნა] ან 126-ე [ძალადობა] მუხლთან ერთად შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიკაცია] და გამოავლინონ შესაძლო ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი;
  • დაადგინონ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და პასუხისმგებლობა და გამოძიება არ შემოფარგლონ მხოლოდ ორი პირის ქმედებების შეფასებით;
  • დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება;
  • საზოგადოებას მიაწოდონ დროული ინფორმაცია ამ და სხვა მსგავს საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის შესწავლის შესახებ.

ასევე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს საქართველოს მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:

  • საჯაროდ დაგმონ მუსლიმი მესხების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდოდ ენობრივი და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობა;
  • შეიმუშავონ ახალციხეში მუსლიმი მესხებით დასახლებულ თემებში ნდობის აღდგენის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი ტრანსფორმაციული პოლიტიკა და სათანადოდ განახორციელონ ისინი სხვადასხვა უწყებების [სკოლა, თვითმმართველობა, კულტურის ცენტრები] და აქტორების [სათემო ორგანიზაციები] ჩართულობის გზით;
  • გადახედონ მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და მოქალაქეობის პოლიტიკას და აღმოფხვრან ის ბიუროკრატიული და პრაქტიკული ბარიერები, რომლებიც დაბრუნებულ ოჯახებს ათწლეულების განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.

ამ თემაზე:

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა   – 16.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  – 18.

სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, მინიმალური გამსვლელი ქულა – 10.2-ზე მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი, ხოლო მათემატიკაში – 10.2 -ზე მეტი.

დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

რუსეთმა ტელეგრამის დამფუძნებელ პაველ დუროვაზე ძებნა გამოაცხადა

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, Telegram-ის თანადამფუძნებელს პაველ დუროვს რუსეთში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაზე ბრალი წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

„ტასის“ ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა მესენჯერზე არხები,  რომლებსაც აქტიურად იყენებენ უკრაინის დაზვერვის ჯგუფები „…რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ასევე მილიარდობით დოლარის მატერიალური ზიანი“.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პირის წაქეზებისთვის, დაქირავებისთვის ან სხვაგვარად ჩართვისთვის სულ მცირე ერთი ტერორისტული დანაშაულის ჩადენაში და ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაძლო დამატებითი ჯარიმით 700 000 რუბლამდე ან მსჯავრდებული პირის შემოსავლის ოდენობით ორიდან ოთხ წლამდე ვადით, ან სამუდამო პატიმრობით.

პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა.

გასულ თვეში პაველ დუროვს საქართველოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ უმასპინძლა. თურნავამ მაშინ „ბიზნეს ინსაიდერს“ განუცხადა, რომ დუროვთან საქართველოს IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობს.

თავად პაველ დუროვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას „ბიზნესზე ორიენტირებული“ უწოდა. დუროვის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება და დააანონსა, რომ ძალიან მალე აუცილებლად დაბრუნდებოდა.

საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას Telegram-მა მისი ფოტოთი უპასუხა. ფოტოზე დუროვი შუა თითს აჩვენებს.

აჭარაში ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღეს 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები.“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 443 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 227 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 044 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 46 962 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 973 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 521 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 432 778 ერთეული [+1 468]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 063 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 127 181 ერთეული [+331]
  • სპეცტექნიკა – 4 478 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 950 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შენობებში დარჩით და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავეთ“ – მოწოდება რუსეთის ქალაქ რიაზანში მცხოვრებთ, სადაც უკრაინული დრონები Wildberries-ის ცენტრს უტევენ:

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

„ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ“ – ბრიტანეთის ახალი პრემიერი ზელენსკის შეხვდა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთის ქალაქ რიაზანში დრონებმა Wildberries-ის ცენტრზე მიიტანეს შეტევა

29 ივლისს რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამიზნე Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი იყო.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ ქალაქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის მოგერიების შემდეგ. მან მოსახლეობას ურჩია შენობებში დარჩნენ და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, 6 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში.

განცხადება გაავრცელა Wildberries-მაც. ორგანიზაცია იუწყება, რომ „რიაზანში კომპანიის ლოჯისტიკური ობიექტი ევაკუირებულია“.

ამავე დროს ტელეგრამზე ვრცელდება ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

ბოლო კვირებიაWildberries-ის საწყობები რუსეთში უკრაინული დრონების მთავარი სამიზნეა.

“Is Bidzina a D**k?” Question Results in Administrative Detentions and Fines for Nine Protesters | Court Hearing

Judge Zviad Tsekvava found four of the ten protesters detained during a demonstration outside Tbilisi City Council on 26 July guilty of administrative offences after merging their cases into a single hearing.

The court handed down the following penalties:

  • Tornike Toshkhua – fined 3,000 GEL
  • Mariam Mekantsishvili – fined 6,000 GEL
  • Nato Bolkvadze – sentenced to 5 days in administrative detention
  • Shako Baghdoshvili – sentenced to 10 days in administrative detention

The Interior Ministry said it had sought detention for Mekantsishvili as well, but prosecutors acknowledged this was not legally possible because she is the mother of a child under the age of 12.

All four are active participants in Georgia’s ongoing anti-government protests.

Arrests over protest signs

Police first detained activist Tornike Toshkhua after he displayed a sheet of paper posing a provocative question “Is Bidzina a d*ck? Yes. No.”

Later the same day, police arrested nine more people – Ia Melitauri, Lasha Dgebuadze, Mariam Mekantsishvili, Vaso Beridze, Sandro Sekhniashvili, Marine Nanava, Shako Baghdoshvili, Tornike Tikaridze and Nato Bolkvadze – during a solidarity protest after they displayed identical signs.

Arguments in court

During the hearing, an Interior Ministry representative argued that the administrative proceedings were intended, among other things, to protect the protesters from possible attacks by other members of the public. He referred to a recent incident in which a comedian was assaulted following an orchestrated online campaign accusing him of insulting a renowned Georgian writer. The reference suggested that the protesters could face similar attacks because they were displaying handwritten posters bearing the same first name as Georgian Dream founder, oligarch Bidzina Ivanishvili.

Toshkhua rejected the accusation that he had insulted anyone.

“I exercised my right to freedom of expression. The Interior Ministry cannot even explain who exactly was insulted. If I ask the public whether the weather is bad and express ‘bad’ using a three-letter swear word, does that amount to disturbing public order?” he told the court.

He also said police failed to inform him of his rights when he was detained and only formalised the arrest after taking him to the Interior Ministry headquarters.

Shako Baghdoshvili described the protest signs as a symbolic public vote rather than an act of violence.

“It was a kind of referendum. Every citizen’s actions today are an answer to the questions our society is facing. I don’t like using offensive language either, but everything deserves a response,” he said.

Protesters removed from courtroom

Judge Tsekvava removed both Mekantsishvili and Bolkvadze from the courtroom during the proceedings.

Mekantsishvili was expelled after reminding the Interior Ministry’s representative of a years-old case in which he had publicly argued that charges of petty hooliganism against him over offensive language in a private Facebook group violated his freedom of expression.

Bolkvadze, meanwhile, was removed after challenging a police officer’s testimony, accusing the officer of lying about the circumstances of her arrest.

Bolkvadze also told the court she had been violently detained and suffered injuries while being forced into a police vehicle.

Police testimony

Police officers testified that the protesters shouted obscenities, displayed signs containing offensive language and obstructed police while officers were detaining others.

One officer claimed the demonstration was not peaceful solely because protesters displayed a sign containing obscene language, arguing that this alone justified Bolkvadze’s detention.

The court also reviewed video evidence from the protest. The recordings included chants expressing solidarity with detained protesters and other government critics, as well as slogans denouncing the authorities.

Charges

The Interior Ministry charged the protesters with petty hooliganism and disobeying or obstructing police officers, both administrative offences under Georgia’s Code of Administrative Offences.

Other rulings

The cases of the ten detained protesters were divided between two judges.

Separately, Judge Tornike Kapanadze:

  • fined Vaso Beridze 5,000 GEL, despite the Interior Ministry requesting his detention;
  • sentenced Ia Melitauri to 5 days in administrative detention;
  • postponed proceedings against Tornike Tikaradze.

Judge Zviad Tsekvava is also due to hear the remaining cases involving Lasha Dgebuadze, Sandro Sekhniashvili and Marine Nanava.

On 27 July, another citizen, Nodar Tsitsriashvili, was detained after staging the same form of protest in solidarity with the ten protesters detained on 26 July.

UPDATE: 

Judge Zviad Tsekvava also merged the cases of the remaining three protesters detained outside Tbilisi City Council on 26 July — Lasha Dgebuadze, Sandro Sekhniashvili and Marine Nanava — and began hearing them at around 9:30 p.m. All three were found guilty of administrative offences. The judge delivered the ruling at 2:15 a.m., July 28, fining Sandro Sekhniashvili and Marine Nanava 5,000 GEL each and sentencing Lasha Dgebuadze to 10 days of administrative detention.

On July 29, Judge Zviad Tsekvava ruled 4 days of administrative detention for Nodar Tsitsriashvili.

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს.

დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა.

მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

  • რა მოხდა ახალციხეში 18 ივლისს 

შევქეთ დვალიძე, ახალციხის მეჩეთის იმამი, რომელსაც მამის სახლის ეზოში სცემეს, მუსლიმი მესხია. ის და მისი ოჯახის ნაწილი საქართველოში 2001 წელს დაბრუნდა.

თავდაპირველად მარნეულში ცხოვრობდნენ, 2009 წელს კი ახალციხეში გადავიდნენ ნაქირავებში. 2010 წელს ქალაქ ვალეში შევქეთ დვალიძემ საკუთარი ბინის შეძენა შეძლო და მას შემდეგ, 16 წელია ვალეში ცხოვრობს.

ბოლო 10 წელია შევქეთ დვალიძე ახალციხის მეჩეთის იმამია და მას იცნობენ, როგორც შევქეთ ხოჯას.

18 ივლისის ინციდენტის შესახებ „ბათუმელებს“ შევქეთ დვალიძის შვილი, ომარ დვალიძე ესაუბრა.

„შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში თურქეთიდან სტუმრად ჩამოვიდა ჩემი ბიძა – მამის ძმა და ბიძაშვილი. აქ გაატარეს დრო. ჩვენ ვალეში ვცხოვრობთ, ხოლო ჩემი პაპა ცხოვრობს ახალციხეში. ბიძაჩემი თურქეთში აპირებდა დაბრუნებას, ამიტომ ყველანი წავედით ახალციხეში პაპაჩემის სახლში სტუმრად.

საღამოს მე და ჩემი ბიძაშვილი გავედით სასეირნოდ. ვისეირნეთ და უკან სახლში ვბრუნდებოდით, როცა გზად ახალგაზრდების ორი ჯგუფი შეგვხვდა. ლუდს სვამდნენ – ერთ ჯგუფში 18-19 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მეორე ჯგუფში უფრო ასაკოვანები. ახალგაზრდებმა დაგვიძახეს, ხელი დაგვიქნიეს – მოდით, მოდითო. მივედით. ამ ახალგაზრდებმა მეგობრული საუბარი დაგვიწყეს, ამ საუბარში, დიდების ჯგუფიდან მოვიდა ერთი კაცი და იკითხა რა ხდებაო. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა უთხრეს – არაფერი, ჩვენი ბიჭები არიანო.

წავიდა და მერე კიდევ სხვა ბიჭი მოვიდა. ნასვამი იყო. ლუდი შემოგვთავაზა – დალიეთო. ვუთხარი, რომ მუსლიმი ვარ და სასმელს არ ვსვამ. ეს საუბარი ქართულ ენაზე მიდიოდა. ჩემმა ბიძაშვილმა მკითხა, რაზე მესაუბრებოდნენ. თურქულად ვუთარგმნე, რაც მითხრეს და რაც ვუთხარი.

ამ დროს, უფრო ასაკოვანების ჯგუფიდან ნასვამმა პირმა დაგვიწყო კამათი – საქართველოში ხარ და ქართულად რატომ არ საუბრობ, თურქულად რატომ ლაპარაკობო. თურქულად რატომ ლაპარაკობო – იმეორებდა და იმეორებდა. ერთი 10-15-ჯერ მაინც თქვა. ვუთხარი, რომ ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღით იყო სტუმრად საქართველოში ჩამოსული, ქართული არ იცოდა და მას ვუთარგმნე საუბარი თურქულად.

მერე გვკითხა ვინ ხართო, აქ რატომ მოხვედითო.

ვუთხარი, რომ პაპაჩემთან ვიყავი სტუმრად. სახლიც დავანახე – აი, იქ ცხოვრობს-მეთქი. ახლოს ვიყავით სახლთან.

მერე მკითხეს, რა არის ბიძაშენის სახელიო. ვუთხარი. „ხომ არ მეღადავები, რანაირი სახელიაო“ და სახელის გამო შეაგინა ბიძაჩემს. ჩემს ბიძაშვილს ხელით შეეხო. 16 წლისაა ჩემი ბიძაშვილი. სახლისკენ გაიქცა, მეც გავყევი. გამოგვეკიდნენ. შევვარდით პაპაჩემის ეზოში და შემოგვყვნენ. დაახლოებით 10-12 ადამიანი იყო. ეზოში შემოგვყვნენ. ხმაურზე ჩემი ოჯახის წევრები გამოვიდნენ. მამამ იკითხა რა ხდებაო და პირდაპირ სახეში დაარტყეს.

ძირს დააგდეს მამაჩემი და ფეხებს ურტყამდა 7-8 კაცი. დედაჩემი და სხვა ქალები გამოცვივდნენ სახლიდან და მე დამიჭირეს. მეზობლის ქალებიც გამოვიდნენ. საბოლოოდ ქალებმა გაყარეს ეზოდან თავდამსხმელები და გამოიძახეს პოლიცია.

პოლიცია მოვიდა, მხოლოდ ორი დააკავეს თავდამსხმელებიდან.

ჩემი მეორე ბიძაშვილი იქ ცხოვრობს, ყველას იცნობს, ვინც თავს დაგვესხა. მივმართეთ პოლიციას, ვუთხარით, მაგრამ ორ ადამიანზე მეტი არ დაუკავებიათ“, – მოუყვა “ბათუმელებს” ომარ დვალიძე.

„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რა მუხლით დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე.

„პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ში.

შევქეთ დვალიძე, რომელსაც ათზე მეტი პირი მამის სახლის ეზოში დაესხა თავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

„16 წელზე მეტია ვალეში ვარ. ვალეში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა, რაც ახალციხეში გადამხდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შევქეთმა.

მას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რაც მოხდა ახალციხეში, იყო ეს შემთხვევითობა თუ განზრახვა.

შევქეთ დვალიძე ამბობს, რომ მას აიძულეს და პოლიციიდან განცხადება გამოატანინეს.

„საჩივარი გამოვიტანე. ახალციხის პოლიციამ ძალიან აქტიურად იმუშავა! მადლობა მათ. მათ მიბიძგეს ირიბი გზებით, რომ საჩივარი გამომეტანა. მადლიერი ვარ მათი… ასე ვთქვათ, „შენიღბულად“, ვინც მიხვდება – მიხვდება,“ – ამბობს შევქეთ დვალიძე.

შევქეთ დვალიძემ, რომელსაც ახალციხეში იცნობენ, როგორც შევქეთ ხოჯას, 18 ივლისის ინციდენტს ვრცელი  ფეისბუქ ლაივი მიუძღვნა, სადაც დეტალურად მოჰყვა, თუ რა მოხდა ახალციხეში. ამავე ლაივში ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მესხები.

„ანდაზაა ასეთი: ვიღაცას მუცელში ურტყამდნენ, ის კი „ვაიმე, ჩემო ზურგოო“ – გაიძახოდაო. მეც ასე ვარ, დღემდე „ჩემს ზურგს“ ვტირი. იმედია, დადგება დღე, როცა „ვაიმე ჩემო ზურგო“ აღარ გვექნება სათქმელი. ზურგიც გვეყოლება, ძალაც და სიმტკიცეც. მაგრამ იცოდნენ, რომ მათ [თავდამსხმელების] 100-150 წიხლს არ გავუტეხივართ. მადლობა ღმერთს, ფეხზე ვართ და კვლავაც მყარად ვიდგებით.

მადლობა ახალციხელებს, ჩვენს ხალხს, ვინც მოვიდა და დაგვიდგა გვერდში. გვითხრეს, რომ უნდა მივმართოთ ყველას, ვისაც ჯერ არს, რათა დაიცვან ეს მცირერიცხოვანი ხალხი. ეს ხომ საქართველოს ინტერესებშიც შედის. რომელ ქვეყანას უნდა ეთნიკური კონფლიქტები? არავის. ეს მათ ჩემზე უკეთ იციან. ჩემგან ამის თქმა ზედმეტია. საქართველო უძველესი ქვეყანაა, მრავალათასწლოვანი ისტორიით.

მე ვამაყობ ქართული ანბანით, რომელიც თითქმის 5000 წლისაა! ქართული ენა ძველი ენაა, რომელიც არ დაკარგულა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, არც ენა დაუკარგავთ, არც ანბანი და არც გვარები. სხვებმა მაშინვე შეიცვალეს გვარები, მაგრამ ქართველებმა – არა, შეინარჩუნეს. ეს არის ხალხი, რომელიც თავის კულტურას, რელიგიასა და წარმოშობას უფრთხილდება.

მაგრამ საკუთარი წარმოშობის სიყვარული სხვების გარიყვას არ ნიშნავს. ეს უნდა ახსოვდეთ. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ჩვენც მისი ნაწილი ვართ. ცოტანი ვართ, მაგრამ მაინც ვართ. ჩვენ „მესხ თურქებად“ გვიცნობენ და ასე მიგვიღეს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ. თუ ქვეყანაში 10-20-30 წელი ცხოვრობ და მოქალაქეობას არ გაძლევენ, ეს ხომ პრობლემაა?

თუ ადამიანმა გადაწყვიტა აქ ცხოვრება, მთავრობა მას გვერდში უნდა დაუდგეს, მოქალაქეობა ან ბინადრობა მისცეს. საქართველო თბილი ქვეყანაა. საკუთარ მოსახლეობას ასე უნდა ექცეოდეს? ეს უნდა იგრძნობოდეს. ჩვენ მეტს არაფერს ვითხოვთ. იცით, რომ ახალციხელი თურქები მშრომელი ხალხია. სადაც არ უნდა წავიდნენ, „ქვას გამოწურავენ წყალს“. არავის ვაწუხებთ, ჩვენი შრომით ვშოულობთ ყველაფერს. ვაშენებთ, ვყიდულობთ მანქანებს, ვცხოვრობთ ჩვენთვის.

მაგრამ ზოგს ეს თვალში ხვდება. ზოგი მთელი დღე უსაქმოდ დადის და არაფერს აკეთებს. შენ კი მონასავით მუშაობ, აშენებ… და როცა რაღაცას მიაღწევ, მერე ამბობენ – „ჩვენ წლებია აქ ვართ და ამათ ნახეთ, რა სახლები და მანქანები აქვთო“. კაცო, შენც იმუშავე და შენც გექნება! რა გინდა ამ მშრომელი ხალხისგან? შენს კარზე არ მოდიან, არაფერს გპარავენ, არაფერს გთხოვენ. პირიქით, ყოველ წელს ყურბან-ბაირამზე მეზობლებს ხორცს ვურიგებთ – ქართველებსაც და სომხებსაც. ჩვენს სოფელში რომ იკითხოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ საუკეთესო მეზობლები ვართ.

ვცდილობთ ქართული ვისწავლოთ. ბაზარში რომ მივდივართ, ქართულად გვინდა ვივაჭროთ, მეზობლებს ქართულად ველაპარაკოთ. ვცდილობთ, მაგრამ ასაკიც ხომ მნიშვნელოვანია? 60-70 წლის კაცმა როგორ ისწავლოს ენა ასე ადვილად? ქართული ძალიან რთული და მდიდარი ენაა. მე ბევრი ვიწვალე, გაკვეთილებზეც დავდიოდი, მაგრამ მაინც ვერ ვლაპარაკობ ისე თავისუფლად, როგორც ქართველი. არ შედის ამ ასაკში თავში. ვერავის დააძალებ. რაც შეუძლიათ, იმას სწავლობენ,“ – ამბობს ფეისბუქ ლაივში შევქეთ დვალიძე.

„ბათუმელებმა“ მიმართა სახალხო დამცველს და ჰკითხა, დაიწყო თუ არა 18 ივლისს მომხდარ ფაქტზე მოკვლევა.

“სახალხო დამცველის აპარატი დაიწყებს საქმის შესწავლას და შსს-დან გამოითხოვს მოკვლევის მასალებს”, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

„ბათუმელებმა“ სცადა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს. ვერც შსს-ს მიერ დაკავებულ ორ პირთან ან მათ ადვოკატთან შევძელით დაკავშირება.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თუ ინციდენტში მონაწილე პირებს ექნებათ სურვილი, რედაქცია მათთან ინტერვიუს ჩაწერს და გამოაქვეყნებს.

21 ივლისს, თურქეთის პარლამენტში, AK Party-ს ( სამართლიანობისა და განვითარების პარტია), დეპუტატი ქაან ქოჩი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მომხდარი ამბავი დაგმო.

ამავე გამოსვლაში დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცავებს, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „თურქი მესხები უპატრონოები“ არ არიან.

„დღეს არც 1877-1878 წლების ომის და არც 1944 წლის დეპორტაციის პირობები აღარ არის. ყველამ ამ ცნობიერებით უნდა იმოქმედოს და არასოდეს გაბედოს მესხი თურქების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალციხეში მშვიდობის, ძმობისა და თანაცხოვრების კულტურის შენარჩუნება. გვწამს, რომ მეგობარი და მეზობელი საქართველო კვლავაც ამ მგრძნობელობით იმოქმედებს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მესხი თურქები უსამშობლოდ და უპატრონოდ არ არიან. მათ გვერდით ყოველთვის დგას თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და ბატონი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,“ – თქვა ქაან ქოჩმა.

ის სწორედ ერდოღანის პარტიის კვოტით არის შესული პარლამენტში არდაჰანის რეგიონიდან.

რამდენად სწორად დაიწყო შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს? – ვკითხეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელს თამთა მიქელაძეს.

„ახალციხეში იმამ შევქეთ დვალიძეზე განხორციელებული თავდასხმა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რიგითი ფიზიკური ძალადობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი დაკავშირებული იყო დაზარალებულთა ენობრივ და რელიგიურ იდენტობასთან. როგორც დაზარალებულები აღწერენ, დაპირისპირება სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც მათ ერთმანეთთან თურქულად ისაუბრეს.

სწორედ მოთხოვნას, რომ „საქართველოში ქართულად უნდა ილაპარაკოთ“, მალევე მოჰყვა დევნა, ოჯახის სახლში შეჭრა და ჯგუფური ძალადობა.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან. არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ძალადობა სავარაუდოდ დაკავშირებული იყო დაზარალებულთა რელიგიურ წარმომავლობასთან, ენასა და მათ, როგორც მუსლიმი მესხების, იდენტობასთან.

სწორედ ამიტომ, გამოძიებას აქვს ვალდებულება, საქმე განიხილოს, როგორც შეუწყნარებლობის მოტივით (hate crime) შესაძლო ჩადენილი დანაშაული და სრულყოფილად გამოიკვლიოს დისკრიმინაციული მოტივი,“ – ამბობს თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ როდესაც დანაშაულის გარემოებები მიუთითებს შესაძლო სიძულვილის მოტივზე, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, ეს მოტივი ეფექტიანად და სრულყოფილად გამოიძიოს.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, მომხდარის კვალიფიკაცია პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) უნდა მოეხდინა, რომელიც ითვალისწინებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ან პირის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული, რელიგიური ან სამეცნიერო საქმიანობის გამო დევნას.

ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს ამგვარი ქმედების ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენის შემადგენლობას, რაც დამამძიმებელ გარემოებად არის განსაზღვრული.

ასევე, ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შესაძლებელი იყო ამავე ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) საფუძველზე და ამავე კოდექსის 53¹ მუხლით განსაზღვრული შეუწყნარებლობის მოტივის კომბინაციაში.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და გავლენას ახდენს სასჯელის განსაზღვრაზე. ამგვარი დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

თუმცა, როგორც ვხედავთ, პროკურატურამ შეუწყნარებლობის კონტექსტი საერთოდ არ დაინახა და საქმეს არც 156-ე მუხლით და არც 126-ე მუხლის 53¹ მუხლთან კომბინაციაში კვალიფიკაცია არ მისცა, რაც სამართლებრივი შეცდომაა და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე შეგნებულად თვალის დახუჭვაა.

ვხედავთ, რომ აღნიშნული პირები გირაოთი გათავისუფლდნენ, ხოლო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია, მიუხედავად საქმის კომპლექსური და სოციალური მნიშვნელობისა.

ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაზარალებული პირების რეალურ დაცვას და მართლმსაჯულების განხორციელებას ამ საქმეზე არც აპირებს. ამას დაზარალებული სასულიერო პირის ვიდეო ინტერვიუ და მისი აღქმებიც აჩვენებს. საბოლოოდ, დაზარალებულმა პირმა საჩივარი უკან გამოიტანა და ჩნდება ეჭვი, რომ მას ამის გაკეთება ზეწოლის გამო მოუწია.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშობლიურ ან სხვა ენაზე საუბრის გამო ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობრივი ან დისკრიმინაციული დამოკიდებულების შემთხვევები საქართველოში ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა.

ამ საქმის სწორი სამართლებრივი შეფასება და ეფექტიანი გამოძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აუცილებელია არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ უფრო ფართო ტრანსფორმაციული სამუშაოების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მუსლიმი მესხების მიმართ საზოგადოებრივი აღქმების ცვლილებისკენ, მათი ისტორიული გამოცდილების აღიარებისა და თანასწორი მოქალაქეობრივი კუთვნილების გაძლიერებისკენ,” – უთხრა თამთა მიქელაძემ “ბათუმელებს”.

თამთა მიქელაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მუსლიმი მესხების რეპატრიაცია დაუსრულებელი და ნაკლოვანი პროცესია.

“1944 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მესხი მოსახლეობის იძულებითი გადასახლების შემდეგ, მათი დაბრუნების საკითხი ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა გადაუჭრელ პრობლემად.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ხელი შეეწყო რეპატრიაციის პროცესისთვის, თუმცა პრაქტიკაში ეს პროცესი ვერ იქცა სრულფასოვან და ეფექტიან მექანიზმად ისტორიული უსამართლობის აღდგენისათვის.

რეპატრიაციის პროცესი წლების განმავლობაში ხასიათდებოდა ადმინისტრაციული ბარიერებით, გაჭიანურებითა და არასაკმარისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით. შედეგად, იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც დაბრუნების სურვილი ჰქონდა, კვლავ აღმოჩნდა გაურკვეველ სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაში.

ეს მხოლოდ პროცედურული პრობლემა არ არის. რეპატრიაციის დაუსრულებლობა პირდაპირ უკავშირდება იმ განცდას, თუ რამდენად აღიარებს სახელმწიფო ამ ჯგუფის ისტორიულ გამოცდილებას და რამდენად ხედავს მას საქართველოს საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად.

ეს აძლიერებს გაუცხოებას და ხელს უშლის მოქალაქეობრივი კუთვნილების განცდის განმტკიცებას. შესაბამისად, მუსლიმი მესხების მიმართ არსებული დღევანდელი მოწყვლადობა მხოლოდ თანამედროვე დისკრიმინაციული პრაქტიკების შედეგი არ არის; ის ასევე დაკავშირებულია იმ ისტორიულ და ინსტიტუციურ პოლიტიკებთან, რომლებმაც ამ თემის მარგინალიზაცია განაპირობა”.

როგორ აისახება „ინტერ რაოს“ დასანქცირება საქართველოზე – კომენტარი

„ბანკებს ანგარიშებს დაუკეტავენ, თუ ესენი გააგრძელებენ ლარში ოპერირებას. ეროვნული ბანკი რისკის ქვეშ აყენებს ამ განცხადებით ქართულ ბანკებს“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ვესაუბრეთ თემაზე – როგორ აისახება პრაქტიკულად მომხმარებლებზე „თელასის“ საბოლოო მფლობელის – რუსული კომპანიის დასანქცირება? არის გამოსავალი ეროვნული ბანკის განაცხადი, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ?

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა რუსული ელექტროკომპანია Интер РАО, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ქართულ ენერგოსექტორთან. შვილობილი კომპანიების გამოყენებით რუსული „ინტერ რაო“ საქართველოში „თელასის, „თელმიკოსა“ და „ხრამჰესების“ მფლობელია. „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები დასანქცირებული არ არიან.

„ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა, თავისთავად, არ უნდა შეაფერხოს ელექტროენერგიის მიწოდება ან განაწილება თბილისელი მომხმარებლებისთვის — სანქციები მიმართულია საკუთრებისა და ფინანსური ნაკადების, და არა ქსელის თუ სადგურების ფიზიკური ფუნქციონირების წინააღმდეგ,“ – განმარტავს ფინანსისტი. მისი აზრით, ეროვნული ბანკის განცხადება გამოსავალი არ არის და აი, რატომ:

„დედა კომპანიაზე დაწესებული ევროკავშირის სანქციები ავტომატურად არ ყინავს მისი უცხოური შვილობილი კომპანიების აქტივებს, თუმცა ევროკავშირის წესები, როგორც წესი, ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ საკუთრებაშია ან კონტროლდება [ჩვეულებრივ, საკონტროლო წილით] სანქცირებული პირის ან კომპანიის მიერ.

ვინაიდან „ინტერ რაოს“ ქართული აქტივები მდებარეობს ორი, „ინტერ რაოს“ მიერ სრულად კონტროლირებადი ჰოლანდიური ჰოლდინგის ქვეშ, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული შედეგი, თუმცა ზუსტი მასშტაბი დამოკიდებული იქნება ევროკავშირისა და ჰოლანდიის მარეგულირებლების ინტერპრეტაციაზე.

ეროვნულმა ბანკმა რომ თქვა, ლარებში განახორციელოს ოპერაციებიო, ეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ბანკებს, რადგან ევროპული და ამერიკული ბანკები არ უყურებენ საკითხს ამგვარად, რომ შენ ქართულ ვალუტაში აკეთებ ანგარიშებს და ეს არ გეხება – შენ სანქცირებულ ორგანიზაციებთან მუშაობ! სავარაუდოა, რომ ევროპული და ამერიკული ბანკები ქართულ ბანკებს ოპერაციებს გაუჩერებენ, თუ ეს ბანკები გააგრძელებენ ამ კომპანიების მომსახურებას.

პრაქტიკულ დონეზე ევროპული და ამერიკული ბანკები ძალიან მაღალი ალბათობით არ მოინდომებენ ქართულ ბანკებთან მუშაობას, თუ ისინი მოემსახურებიან ამ სანქცირებული კომპანიის შვილობილ კომპანიებს საქართველოში.

ბანკები თუ ვერ მოემსახურებიან, ეს კომპანიები რაღაც ხნის შემდეგ ვერ შეძლებენ არსებობას, იმიტომ, რომ როგორ აწარმოებენ კლიენტებისგან ფულის მიღებას და გადარიცხვას? რაღაც ხანი შეიძლება გაძლონ და რაღაცა ხნის მერე ვეღარ იოპერირებენ.

სხვა გზები უნდა მოძებნოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ ქართველი მომხმარებლები არ დაზარალდნენ,“ – გვითხრა ნიკოლოზ შურღაიამ.

რას უნდა აკეთებდეს ამ დროს მთავრობა?

„მთავრობა, რომელიც ნამდვილად იზრუნებდა მოქალაქეების ინტერესებზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და საქართველოს გამოცხადებულ ევროპულ გზაზე, ამ მომენტს აღიქვამდა, როგორც ხილვადი, პროაქტიული მოქმედების საჭიროებას და არა, როგორც პასიური შესაბამისობის საკითხს,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ შურღაია და რამდენიმე კონკრეტულ საკითხს ასახელებს, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს:

  • საჯარო დათანხმებას სანქციების რეჟიმთან – მკაფიოდ განაცხადოს, რომ საქართველო აღიარებს „ინტერ რაოს“ სანქცირების ლეგიტიმურობას და არ იმოქმედებს კომპანიის ქართული შემოსავლისა თუ მართვის სტრუქტურის მისი განზრახული ეფექტისგან დასაცავად — ნაცვლად ბუნდოვანი, „სამწუხაროდ“ ტიპის ფორმულირებებისა, რომლებიც ბოლოდროინდელი, სხვა ქართულ აქტივებთან დაკავშირებული ევროკავშირის სანქციების მიმართ იქნა გამოყენებული.
  • დაავალოს დამოუკიდებელი შემოწმება საკუთრებისა და შესაბამისობის საკითხებზე – მარეგულირებელ ორგანოებს [საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო] დაავალოს ერთობლივად შეაფასონ და გამოაქვეყნონ, ზუსტად როგორ მოქმედებს სანქციები მართვაზე, დივიდენდების ნაკადებზე და „თელასის“ მოსალოდნელ გარიგებაზე — ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ამ სურათის აწყობა მოუხდეს ეროვნული ბანკის ცალკეული განცხადებებით.
  • შეაჩეროს ან პირობებთან დააკავშიროს „თელასის“ მინორიტარული წილის შესყიდვა – ვინაიდან სატენდერო შეთავაზება სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში იხურება, კეთილსინდისიერი მარეგულირებელი მინიმუმ მოინიშნავდა ამ გარიგებას განსახილველად, ნაცვლად იმისა, რომ ის არსებულ გრაფიკზე დასრულებამდე მიუშვას, სანამ სანქციებთან დაკავშირებული საკითხები გადაუჭრელია. Silk Road Holdings-მა უკვე გამოაცხადა სატენდერო შეთავაზება „თელასის“ დარჩენილი 24.892%-იანი წილის შესაძენად; შეთავაზება იხურება 2026 წლის 31 ივლისს, განაცხადების განხილვა გაგრძელდება 7 აგვისტომდე, ხოლო გარიგების დასრულება დაგეგმილია 21 აგვისტოს — ანუ ეს ტრანზაქცია პირდაპირ ხვდება ახალი სანქციების ჩრდილში.
  • დაასწროს საკორესპონდენტო საბანკო რისკს – პროაქტიულად კოორდინაცია გაუწიოს ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებსა და ევროკავშირის პარტნიორებს, რათა დოკუმენტირდეს მკაფიო, საერთო სამართლებრივი საფუძველი კრიტიკული სერვისის სუბიექტების ლარში მომსახურების გასაგრძელებლად, ვიდრე დასავლური საკორესპონდენტო ბანკები დამოუკიდებლად მივლენ საკუთარ, ნაკლებად ხელსაყრელ დასკვნებამდე.
  • დაიცვას მომხმარებლები, ამავდროულად შეამციროს სტრატეგიული დამოკიდებულება – უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს თბილისელი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების უწყვეტობა [როგორც ეს ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო], ამავდროულად, წამოიწყოს სერიოზული, ვადებში მოქცეული დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებულ საკუთრებაზე კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში — სასურველია, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, რომელიც ქართველ, ევროპელ ან სხვა, რუსეთთან დაუკავშირებელ ინვესტორებს მისცემდა „ინტერ რაოს“ წილების შეძენის შესაძლებლობას.
  • სრული გამჭვირვალობა წარსულ ურთიერთობებზე – გათვალისწინებულია ამ საკითხის ისტორია — 2011 და 2013 წლების სატარიფო მემორანდუმები, მათგან გამომდინარე საარბიტრაჟო წაგებები და „ინტერ რაოსთვის“ უკვე გადახდილი დაახლოებით 139 მილიონი დოლარის ანაზღაურება. კეთილსინდისიერი მთავრობა პროაქტიულად გამოაქვეყნებდა ამ მოლაპარაკებებისა და გადახდების ჩანაწერს, ნაცვლად იმისა, რომ სპეკულაციისთვის გახსნას გზა.
  • კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირს და არა წინააღმდეგობა – ეს განიხილოს, როგორც შესაძლებლობა, დაადასტუროს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან თანხმობა იმ მომენტში, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის კრედიტუნარიანობა ისედაც შემოწმების ქვეშაა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები უხერხულობად, ან პრეტენზიად წარმოაჩინოს.

ამ თემაზე:

ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირა

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

„კიბეზე როცა ჩამოდიოდით, დანა როდის გაშალეთ?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი ოლღა მერებაშვილი და იმის წარმოჩენა სცადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი თავდასხმა იყო და არა აუცილებელი მოგერიება, როგორც ამას ადვოკატები ამტკიცებენ.

დღეს, 28 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. ამ საქმეში ბრალდებულს, 19 წლის ლაშა გ.-ს პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე, ცივი იარაღის ტარებას ედავება. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის საშიშად“ შეაფასა. დანით დაპირისპირებამდე რესტორნის მეოთხე სართულზე მდებარე ვერანდაზე ორი სუფრის წევრებს შორის ჩოჩქოლი ატყდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ჩვენება თავად ბრალდებულმა მისცა.

„ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როცა საღამოს რესტორანში წავედით,“ – ფეხზე წამოდგა და ისე დაიწყო ამბის მოყოლა ბრალდებულმა. მისი თქმით, მან ორი მაგიდის წევრებს შორის დაწყებულ შელაპარაკებაში სცადა სიტუაციის გარკვევა, მაგრამ უთხრეს „პატარა ხარო“, რაც შეურაცხყოფად მიიღო, შემდეგ კი, იქვე, მისთვის უცნობმა პირმა დაარტყა ხელი.

ბრალდებული მეგობართან – ანრისთან ერთად ტერასას ტოვებს და მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩამოდის.

„ამ დროს კიბეზე ჩემთვის უცნობმა პირმა უკნიდან დამარტყა ფეხი და დავგორდი,“ – აღნიშნა ბრალდებულმა და აღწერა, როგორ იგრძნო, აგრესიულად განწყობილი ადამიანები რომ მოჰყვებოდნენ უკან.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები დავით დ. და არჩილ დ. არიან. ბრალდებული ამბობს, რომ დავით დ.-ს ქალაქიდან მანამდე იცნობდა, მაგრამ ახლო მეგობრობა, ან რაიმე ინტერესი მასთან არ აკავშირებდა. კონფლიქტის დაწყებამდე დაზარალებულად მიჩნეული პირები ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ და დავით დ-ს დღეობას აღნიშნავდნენ.

ბრალდებული ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც კიბეზე დააგორეს და წამოდგა, დანა გაშალა და იქვე მყოფებს მიმართა, არ მომიახლოვდეთო.

„ისმოდა შეურაცხყოფები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით… დავით დ. აგრესიით იყო განწყობილი, ვუთხარი, რომ დანა მაქვს, არ მომიახლოვდე-მეთქი,“ – ამბობს ბრალდებული. მისი თქმით, დავით დ.-მ ბრალდებულის თანმხლებ პირს – ანრის ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ჩათვალა, რომ მასაც იგივე საფრთხე ელოდა მასზე ფიზიკურად ძლიერი პირისგან და დავით დ.-ს სამჯერ დაარტყა დანა.

კონფლიქტში ერთვება არჩილ დ. რომელიც ასევე დაზარალებულია და იმ დღის იუბილარის, დაზარალებული დავით დ.-ს ნათესავია.

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი, სად გარბიხარო. მე პასუხი არ გამიცია, ავიქნიე ხელი ინსტინქტურად…“ – თქვა ბრალდებულმა.

„ხელი კი არ აიქნიეთ, დანიანი ხელი აიქნიეთ,“ – მიმართა ბრალდებულს პირისპირ მჯდომმა პროკურორმა.

„მე დანა ამოვიღე იმიტომ, რომ შეშინებულიყვნენ…“ – პროკურორს მიუბრუნდა ბრალდებული და დასძინა, რომ დანა საბოლოოდ რესტორნის მეორე სართულზე მის ნაცნობს და ამ რესტორნის მენეჯერს გადასცა, მან წამომაყენა იატაკიდან, რადგან მეორე სართულზეც იძალადეს ჩემზე ფიზიკურად, შემდეგ კი, გავიქეციო.

„თქვენ აქამდე საპროცესო შეთანხმება გაგიფორმდათ ორჯერ. დანას რატომ ატარებდით?“ – ბრალდებულს ჩააცივდა პროკურორი ოლღა მერებაშვილი.

„თავდაცვის მიზნით,“ – ახლობლებით სავსე დარბაზს გამოხედა ბრალდებულმა.

„რას ნიშნავს თავდაცვის მიზნით?“ – ისევ იკითხა პროკურორმა, თუმცა ბრალდებულმა ამჯერად შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბრალდებულისვე თქმით, მას კონფლიქტამდე 4 ჭიქა არაყი ჰქონდა დალეული.

„თქვენ დღეს აღნიშნეთ, რომ ფიზიკურად იძალადეს თქვენზე… რატომ უარყავით ეს ექიმთან, ასევე ექსპერტთან?“- ბრალდებულის დაკითხვა განაგრძო პროკურორმა.

„არ მინდოდა [ამის თქმა]“, – პაუზის შემდეგ უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქამდე არ უთქვამს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს და ტკივილი განიცადა, თორემ ამ ნაწილზე ცალკე დაიწყებოდა გამოძიება.

ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი ხაზგასმა ამ საქმეში ისაა, რომ ლაშა გ.-ს გარდა ამ კონფლიქტში მონაწილე არცერთი სხვა პირი რაიმე ფორმით შეიარაღებული არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში კი, სიტუაცია ვერ შეფასდება, როგორც „აუცილებელი მოგერიება“.

„გამოდის, შიშველი ხელებით იყო ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგ,“ – შენიშნა პროკურორმა.

„როცა ადამიანი შენზე ფიზიკურად ძლიერია, როგორ მიხვდები, რა შედეგი ექნება მის მიერ მოქნეულ მუშტს?“ – გაბრაზდა ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.- „გამოდის, ამაზე უნდა ეფიქრა ლაშას, რამდენად სახიფათო იქნებოდა დავითის მოქნეული ხელი? ან მაშინ უნდა გამოეყენებინა დანა, როცა დაინახავდა, რომ უკვე სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იყო მისი მეგობარი?

თავიდან ბოლომდე ჩანს და ეს დასტურდება ვიდეო კამერების ჩანაწერებითაც, რომ ლაშა ცდილობს სიტუაციას განერიდოს. იმის მიუხედავად, რომ მასზე იძალადეს ტერასაზე და შეურაცხყოფა მიაყენეს, ის გაღწევას ცდილობს. ამ დროს მას მისდევენ, ის თავდაცვის რეჟიმშია,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ.

ადვოკატების განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა თავდასხმასთან და მით უმეტეს – განზრახ მკვლელობის მცდელობასთან, არამედ აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით. ნიკოლოზ კანკავას თქმით, ლაშა გ. უნდა დაისაჯოს ცივი იარაღის უკანონო ტარების და გამოყენების კუთხით, ასევე სხეულის დაზიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისთვის.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ კი, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებული და დაზარალებულები ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ. დაზარალებულების, ასევე, სხვა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, არ იკვეთება მოტივი, რის გამოც შეიძლება ბრალდებულს დაზარალებულების მკვლელობის განზრახვა ექნებოდა.

„თქვენი პოზიცია როგორია ბრალდებასთან დაკავშირებით?“ – თავად ბრალდებულს მიმართა პროკურორმა ოლღა მერებაშვილს.

„მე ვაღიარებ დანის ტარებას და მკვლელობის მცდელობას,“ – თქვა ბრალდებულმა, თუმცა იგი ამ დროს ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ შეაჩერა. მან ბრალდებულთან კონსულტაცია ითხოვა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

„ვაღიარებ დანის ტარებას და დაჭრას,“ – თქვა კონსულტაციის შემდეგ ბრალდებულმა.

„მას ნებაყოფლობით არ შეუწყვეტია ეს ქმედება,“ – დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის ჩანაწერზეც, რომლის მიხედვითაც დანით მიყენებული ჭრილობების გამო დაზიანებები „სიცოცხლისთვის საშიში იყო“.

„ეს ადამიანები კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს“, – დასძინა პროკურორმა.

„ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ ლაშამ ხელი ჰკრა ვინმეს, ან რამე შეურაცხყოფა მიაყენა [ტერასაზე], იქ არსებულ შეხლა-შემოხლაში ლაშას მხრიდან არანაირი აგრესია არ იყო….

[ლაშა და მისი მეგობარი ანრი] გამოდიოდნენ და ამ დროს ისინი დაეწივნენ იმისთვის, რომ მიეყენებინათ შეურაცხყოფა, ეს იყო აგრესიულად განწყობილი ბრბო,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მოწმეთა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებების მიხედვით, ვერ ირკვევა, საერთოდ რის გამო დაიწყო ჩხუბი რესტორანში.

ერთ-ერთ დაზარალებულს წინა სხდომაზე მოსამართლისთვის ისიც უთქვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება სასამართლო განხილვა.

„მე დღეს კი არ გამიცნია ეს ბრალდებული,“ – ბრალდებულის წინა საქმეები შეახსენა მოსამართლეს პროკურორმა, მათ შორის საქმე, სადაც ტაქსის მძღოლები ჰყვებოდნენ, უმოწყალოდ გვცემესო.

„თქვენი ეს არასწორი შეფასებები უნდა გამოასწოროს სასამართლომ,“ – მოსამართლეს შეხედა ისევ ადვოკატმა, ნიკოლოზ კანკავამ.

ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა თქვა, რომ განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს მესტიაში მივლინებისთვის

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში, სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს სვანეთში მივლინებისთვის. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური მონაცემებით, ის სვანეთში თავის კოლეგასთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად 2026 წლის თებერვალში ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდა. უფრო ზუსტად კი „ოცნების“ პარლამენტის წევრები მესტიაში იმყოფებოდნენ და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1860 ლარი დაიხარჯა.

სოზარ სუბარი საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მას, როგორც პარლამენტის წევრს, ხელფასის სახით 127 374,72  ლარი აქვს მიღებულია. ეს თვეში 10 614 ლარია.

სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხელფასი 2026 წელს კიდევ გაიზარდა.

სოზარ სუბარი დაბადებული და გაზრდილია მესტიაში, თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მას მესტიაში ქონება არ გააჩნია.

სოზარ სუბარმა პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეავსო, როგორც სახალხო დამცველმა. ამ დეკლარაციაში ის წერს, რომ ძმასთან ერთად ფლობდა სახლს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში.

‘He Got Roughed Up and Stopped Bothering Us’: Adjara Deputy Culture Minister on Confrontation with a Citizen

In Adjara, Georgian Dream’s Deputy Minister of Culture, Zaur Akhvlediani, has confirmed to Batumelebi that he had a verbal [and, according to one version of events, physical] confrontation with a citizen during an event at the Adjara Art Museum.

Earlier, it was reported that Zaur Akhvlediani was physically attacked in a public space and sustained injuries, including facial injuries. Speaking to Batumelebi, Akhvlediani denied the reports.

The incident took place several days ago.

On 28 July, we asked Zaur Akhvlediani what happened at the museum that day and whether there had indeed been an attempt to attack him.

“It was a personal matter. He remembered something and tried to provoke me. He was walking around inside the museum, causing trouble, and I took him outside because everyone heard his rude behaviour. Obviously, I was not going to tolerate that much,” Akhvlediani wrote to Batumelebi.

We asked Zaur Akhvlediani whether he sustained any physical injuries during the incident. He responded: “He did not even raise a hand. He got roughed up and stopped bothering us.” he wrote.

Akhvlediani also confirmed that the man who attempted to confront him in the public space was someone he knew, although he did not disclose the person’s identity. “He is not a public official; he has a business,” Akhvlediani said.

We also asked whether he had contacted the police and whether an investigation had been launched into the incident. Zaur Akhvlediani told Batumelebi that no investigation had been opened because he had not filed a complaint with the police.

თინათინ რუხაძე თანამდებობიდან გადადგა

კულტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას,  სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია,“ – წერს თინათინ რუხაძე.

ინფორმაცია გადადგომის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.

„ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“ – წერს პროკურატურა.

„ტვ პირველის“ ცნობით, დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გაილახა და დაგვანება თავი“ – აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე მოქალაქესთან დაპირისპირებაზე

აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და ნამდვილად სცადეს თუ არა მასზე თავდასხმა.

„პირადი ამბავი იყო. გაახსენდა რაღაც და პროვოკატორობა სცადა. მუზეუმში შიგნით ტრიალებდა, მავნებლობდა და გამოვიყვანე გარეთ, რადგან გაიგონა ყველამ მისგან უზრდელობა. ცხადია, არ მოვითმენდი ამდენს“, – გვწერს ზაურ ახვლედიანი.

მიიღეთ თუ არა რაიმე ფიზიკური დაზიანება ამ ინციდენტის დროს? – ვკითხეთ ზაურ ახვლედიანს. კითხვაზე ასე გვიპასუხა: „ხელიც არ გაუქანებია. გაილახა და დაგვანება თავი“, – მოგვწერა მან.

ზაურ ახვლედიანი გვიდასტურებს იმ ფაქტსაც, რომ კაცი, რომელმაც მასთან დაპირისპირება სცადა საჯარო სივრცეში, მისი ნაცნობია, თუმცა ამ პირის ვინაობას არ ამხელს. „საჯარო მოხელე არ არის, ბიზნესი აქვს“, – გვეუბნება ახვლედიანი.

მას ასევე ვკითხეთ, მიმართა თუ არა პოლიციას და დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება? ზაურ ახვლედიანი გვწერს, რომ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან არ მიუმართავს პოლიციისთვის.

______________

მსგავს თემაზე:

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის ფაქტი ამ დღეებში მოხდა.

ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ქალზე მოძალადე კაცი დაკავებულია.

რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.

აჭარის მთავრობის შენობას, რომელშიც 3 სამინისტროა, დროებით გაამაგრებენ – „ცალკეული ზონები ავარიულია“

ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული, ავარიულია. ამის შესახებ წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში კი სამინისტრო 17 874 ლარს გადაიხდის უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით.

„შენობის ცალკეული ზონები ავარიულია და საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფება. შენობის მდგომარეობის სრულყოფილად გამოსასწორებლად საჭიროა შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება…

ამასთანავე, საექსპერტო შეფასებით დადგენილია, რომ ზეძირკვლის სართულზე არსებული დაზიანებული კონსტრუქციები საჭიროებს გადაუდებელი დროებითი დამზღვევი ღონისძიებების განხორციელებას, რათა ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე შემცირდეს კონსტრუქციების უეცარი რღვევისა და მდგომარეობის შემდგომი გაუარესების რისკი“ – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.

„ადმინისტრაციული შენობის ზეძირკველის [იგივე „ცოკოლის“] სართულის გადახურვის ფილის სამშენებლო დგარებით გამაგრებას“ სამინისტრო დროებით გეგმავს, ვიდრე შენობის გასამაგრებლად შესაბამის პროექტს და სამშენებლო სამუშაოებს შეისყიდის.

„შენობის დროებით გამაგრებისათვის საჭირო საყალიბე დგარების დღიური მომსახურების ღირებულება შეადგენს 113.85 ლარს, ხოლო 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საჭიროა 17 874.45 ლარი“ – წერს სამინისტრო.

„დაზიანებული კონსტრუქციების უეცარი რღვევის შემთხვევაში რეალური საფრთხე შეექმნება შენობაში დასაქმებული პირებისა და ვიზიტორების ჯანმრთელობას.

ამასთანავე, ავარიული მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა გამოიწვიოს შენობის ცალკეული სივრცეების გამოყენების შეზღუდვა ან შენობის ნაწილობრივი თუ სრული ევაკუაციის აუცილებლობა. 

შესაბამისად, არსებული ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების უსაფრთხოებას, ისე შემსყიდველი ორგანიზაციისა და შენობაში განთავსებული სხვა სახელმწიფო უწყებების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“ – წერია სამინისტროს განაცხადში.

სამხარაულის ბიუროს დასკვნიდან
ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და არსებული მდგომარეობა – ფოტოები ექსპერტიზის დასკვნიდან

„სარდაფში არსებული დაზიანებული კონსტრუქციების საყალიბე დგარებით გამაგრება უზრუნველყოფს მხოლოდ გადაუდებელ დროებით დამზღვევ ღონისძიებას.

შენობის ძირითადი გამაგრების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული კონკურენტული პროცედურების საშუალებით, რისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი,“ – წერს სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მერვე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა“ – აცხადებდა სახელმწიფო აუდიტი 2022 წელს და განმარტავდა, რომ აღნიშნული აქტივი წარმოადგენს 2018 წელს შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებას, რომლის სამომავლო გამოყენების გეგმა სამინისტროს არ აქვს.

დღემდე გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ ნახევარმილიონიან პროექტს აჭარის მთავრობა.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

 

 

რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

იცოდით, რომ ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ტაბლოზე გამოსახული ციფრები კონკრეტული ავტობუსის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას აჩვენებს და არა დროს?

მოქალაქეების ნაწილისთვის ეს ამბავი ცნობილია, ნაწილს კი ჰგონია, რომ ციფრები ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს ასახავს.

ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობენ, დიდი ალბათობით მიიჩნევენ, რომ ციფრები ტაბლოზე კონკრეტული ავტობუსის გაჩერებასთან მისვლამდე დარჩენილ დროს ასახავს, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, მგზავრმა ტაბლოდან გაიგოს, რამდენ წუთში მოვა მოსაცდელთან კონკრეტული ავტობუსი. მით უმეტეს, უცხო ქალაქში ყოფნისას მოსაცდელამდე არსებული გაჩერებების რაოდენობის გაგება არაფერს ცვლის.

რას აჩვენებს ტაბლოზე ნაჩვენები ციფრები? – „ბათუმელები“ ამ კითხვით დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზს, სადაც ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ეს „ციფრები დროს აჩვენებს“.

თუმცა სხვა რამეს ამბობს „ავტოტრანსპორტი“ ოფიციალურ პასუხში:

„ავტობუსების მოსაცდელებთან განთავსებულ ელექტრო საინფორმაციო ტაბლოებზე გამოსახული ციფრები აღნიშნავს კონკრეტულ გაჩერებამდე ავტობუსისთვის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას,“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრიდან დღეს, 28 ივლისს.

„ავტოტრანსპორტს“ ვთხოვეთ განმარტება, რატომ აქვს ორგანიზაციას ამ კითხვაზე ორი პასუხი, თუმცა  განმარტება ჯერ არ მიგვიღია.

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, ობლიგაციები განათავსა

„ემპი დეველოპმენტმა“  წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის  ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.50% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.50%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად.

„ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს 29 მილიონ აშშ დოლარსა და 8 მლნ ევროზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიები განვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში 400 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპი დეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას – მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპი დეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, – პაპუნა კაციტაძე, „ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.

„ასეთი არაფორმალური ჯგუფის შექმნა ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“ – განცხადება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოძრაობის დაანონსებული მიზნები და რიტორიკა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საუბარია იმგვარი არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“.

„ისეთი არაფორმალური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მორალის, რელიგიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და აღსრულების ფუნქციას, ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას: დაუყოვნებლივ შეაფასონ გიორგი ქართველიშვილის განცხადებებში მუქარის, ძალადობისკენ მოწოდების, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადების ან სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობა“ – აცხადებს ორგანიზაცია.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზეც წამსვლელია.

ქართველიშვილის რიტორიკა უკვე მოიწონა „ოცნების“ ბოლოდროინდელმა სპიკერმა, არჩილ გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი და კარგი“, თუმცა „უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.

თავის მხრივ, ქართველიშვილი ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფეისბუკზე „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათ შორის, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძესთან.

ამავე თემაზე: 

„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“ – აცხადებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად.

საელჩოს კომენტარი „თავისუფლებამ“ დღეს, 28 ივლისს გამოაქვეყნა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.

„თავისუფლება“ წერს, რომ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატი ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკ-პოსტის გამო ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველებმა ივლისში 8 000 ლარი შემოსწირეს

2026 წლის ივლისში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 8 ათასი ლარი შემოსწირა.

მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომლებიც მზად არიან მთელი წელი იყვნენ ჩვენთან ერთად და მადლობა ჩვენს ერთჯერად მხარდამჭერებს!

ჩვენც კვლავ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა — მუდმივი წნეხისა და საფრთხეების ფონზე, მაგრამ ამავე დროს თქვენი მხარდაჭერით გამხნევებულებს.

მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდაჭერის კამპანია ამით არ სრულდება, რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში თქვენი, მკითხველების მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ ვიყოთ თქვენი ხმა.

 ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5, 10 ან 20 ლარით, ერთი წლის განმავლობაში.

დაარსებიდან დღემდე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ან ბიზნეს ჯგუფის საკუთრება, ჩვენ ყოველთვის ვეკუთვნოდით საზოგადოებას, სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ:

შემოუერთდით ჩვენი მხარდაჭერის კამპანიას, გახდით ჩვენი დონორი – ამისთვის თვეში მხოლოდ 1 ლარიც საკმარისია, ეს მოგვცემს ძალას და შესაძლებლობას, რომ სიმართლე ყოველთვის ითქვას, რომ სიმართლე ყოველთვის ჩანდეს. 

ჩვენ ვარსებობთ თქვენთვის და თქვენით.

გადადით მხარდაჭერის პლატფორმაზე და გაეცანით პირობებს:

დაუჭირე მხარი „ბათუმელებს“ და „ნეტგაზეთს“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 442 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 226 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 038 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 46 902 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 970 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 519 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 431 310ერთეული [+1 755]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 054 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 126 850 ერთეული [+548]
  • სპეცტექნიკა – 4 476 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 950 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ“ – ბრიტანეთის ახალი პრემიერი ზელენსკის შეხვდა

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ“ – ბრიტანეთის ახალი პრემიერი ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი 27 ივლისს, პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ეს იყო დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პირველი ოფიციალური შეხვედრა, რასაც ბერნემმა ხაზი გაუსვა შეხვედრისას.

„ვოლოდიმირ, თქვენ ხართ პირველი [უცხოელი] ლიდერი, რომელსაც პირადად ვიღებ თანამდებობის დაკავების შემდეგ და ეს შემთხვევითი არ არის. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია: ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ, პირადად მე 100%-ით თქვენთან ვარ და სრულად შევასრულებ უკრაინის წინაშე ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო“, – თქვა ბერნემმა ზელენსკისთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს უკრაინისთვის ელექტრონული ომის ტექნოლოგიის – Stone Cloak-ის სარგებლობის უფლების გადაცემისთვის, რის შედეგადაც უკრაინას შეეძლება თავად აწარმოოს Stone Cloak, რომელიც დრონების აღმომჩენი რუსული სისტემების ჩასახშობად გამოიყენება.

ვიზიტის დროს ორივე ქვეყნის ლიდერი შეხვდა 200-ზე მეტ უკრაინელ სამხედროს, რომლებმაც ბოლო სამი კვირა დიდ ბრიტანეთში, საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიღებაში გაატარეს.

„ბიბისის“ ცნობით, წვრთნები, სახელწოდებით – „ზღვის ბრიზი“, მიზნად ისახავს შავ ზღვაში საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას და ნაღმების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

უკრაინის ომში მონაწილე ქართველმა ექიმმა ჯილდო მიიღო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის

უკრაინის ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა, ქეთი ლეშკაშელმა უკრაინის წმინდა პანტელეიმონის ორდენი მიიღო უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

წმინდა პანტელეიმონის ორდენის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონია დღეს, 27 ივლისს გაიმართა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ესაა უკრაინის სამედიცინო ოსკარი, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ.

დაჯილდოების შესახებ ფეისბუქზე წერს ქეთი ლეშკაშელიც.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წმინდა პანტელეიმონის ორდენის საერთაშორისო ჯილდო მივიღე — ჯილდო, რომელსაც ხშირად „მედიცინის ოსკარს“ უწოდებენ.

ეს მაღალი აღიარება გადმომეცა ნომინაციაში — „უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობა, ჩემი მხარდაჭერა და ჩემი წვლილი უკრაინის გვერდით ყოფნაში ასე დაფასდა.

ეს ორდენი მხოლოდ ჩემი პირადი ჯილდო არ არის. ის ეკუთვნის ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა, მხარს მიჭერდა და აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ – წერს ის.

ქართველი ექიმი ქეთი ლეშკაშელი 2022 წლიდან იყო ომში. რამდენიმე თვის წინ იგი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

ფოტოზე: ქეთი ლეშკაშელი/facebook

ამავე თემაზე: 

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

Georgian Dream Supporter and MMA Fighter Announces Movement to Defend ‘Traditional Values’

Georgian MMA fighter Giorgi Kartvelishvili has announced the creation of what he calls a new “public movement”, saying it will defend Georgian traditions, religion and national values against what he described as “foreign-funded individuals and groups in slavish obedience to foreign interests and driven by a distorted ideology.”

Kartvelishvili has publicly expressed support for the ruling Georgian Dream (GD) party and has frequently posted photographs of himself with senior party figures, including Prime Minister Irakli Kobakhidze and parliamentary leader Mamuka Mdinaradze. His rhetoric at the briefing echoed claims frequently made by Georgian Dream and pro-GD media that Georgia’s traditional values are under threat from foreign-funded organisations and activists.

Giorgi Kartvelishvili on photos with Irakli Kobakhidze, Mamuka Mdinaradze and Kakha Kaladze. Photos from Krtvelishvili’s Facebook account

Speaking alongside several unidentified supporters, Kartvelishvili said the movement had not yet been officially registered but vowed it would be “active, strong and constructive.”

“If it becomes necessary to defend our culture and national identity, we will not shy away from any danger. We are ready to take responsibility for every action we take and, if necessary, even go to prison,” he said.

When asked whether he was effectively announcing plans that could amount to criminal offences, Kartvelishvili responded:

“For my country, I’m ready not only to go to prison but even to sacrifice my life.”

The announcement comes amid tensions following the assault on comedian and pro-democracy activist Onise Okriashvili, which was preceded by a hate campaign against him by Georgian Dream supporters and propagandist media outlets. The campaign was sparked by a fragment from one of Okriashvili’s comedy performances that was taken out of context and portrayed as an insult against renowned Georgian writer Nodar Dumbadze.

Left: a screenshot from footage showing the attack on comedian Onise Okriashvili. Right: Okriashvili after being discharged from the clinic. July 24, 2026

After days of public attacks, Okriashvili was assaulted in the street by several people. One alleged attacker, Niko Khurtsilava, admitted involvement and was later released on bail, receiving support from a group of people outside court.

Addressing the incident, Kartvelishvili said Okriashvili and others present at the performance should apologise to the public, adding that Okriashvili could show remorse by asking prosecutors not to seek the attacker’s detention.

The announcement of the movement drew immediate criticism from lawyers and civil society organisations, which warned that the rhetoric suggested the creation of an informal group willing to use violence against ideological opponents.

Nikoloz Khurtsilava, the man accused of attacking comedian Onise Okriashvili, was released from the courtroom on GEL 5,000 bail. Khurtsilava is pictured in the centre wearing a white shirt.

The Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) described the briefing as a “deeply worrying continuation” of attempts to suppress free expression in Georgia.

According to the organisation, the movement’s stated goals indicate an intention to intimidate or physically retaliate against government critics outside legal institutions.

GYLA noted that Georgia’s Criminal Code prohibits the creation, leadership and participation in unlawful violent groups and called on law enforcement agencies to take preventive measures if necessary.

Lawyer Boris Kurua argued that the announcement highlighted what he described as a double standard, noting that in a politically motivated case of protesters arrested after the 4 October demonstrations are being prosecuted for organising or participating in group violence, while Kartvelishvili publicly announced plans that, in his view, could fall under the same legal provisions.

According to Kurua, if such a group were armed, it could fall under Article 223 of the Criminal Code, which criminalises the creation of unlawful formations and carries prison sentences of three to seven years.

Boris Kurua; Omar Purtseladze

Kurua also said that, if authorities were treating the initiative as an independent effort, law enforcement should intervene at the preparatory stage of any alleged criminal offence. However, he added that he found it “difficult to imagine” Kartvelishvili launching such an initiative without the knowledge or coordination of the authorities.

Attorney Omar Purtseladze described the initiative as not only a potential criminal law issue but also “a political statement”, saying it amounted to the announcement of a group aimed at targeting people on ideological grounds.

The Prosecutor’s Office has been asked whether it intends to investigate the statements made during the briefing. It had not responded at the time of publication.

Members of the ruling Georgian Dream party welcomed the initiative. Georgian Dream MP Nino Tsilosani described it as a “natural reaction” to ‘insults against national values’. While stressing that physical violence is unacceptable, she added that when people deliberately insult others’ dignity, “unfortunately, that possibility cannot be ruled out.” She called on citizens to refrain from insulting people’s dignity, rather than condemning those threatening violence.

Another ruling party MP, Archil Gorduladze, said it was “good” when citizens sought to defend the country’s culture and history, provided they acted within the law.

Nino Tsilosani; Archil Gorduladze

Critics, argue that the movement echoes narratives promoted by the ruling party and pro-GD media, portraying civil society, independent media and foreign-funded organisations as threats to Georgian identity.

Political philosopher Giorgi Maisuradze said the initiative amounted to the “legalisation of so-called titushky groups” and warned that tolerating such organisations could have serious consequences.

“Allowing the creation of violent groups is effectively an announcement of civil conflict. A state that tolerates this can hardly be considered a functioning state,” he said.

ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა

ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა.

ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ორი ტურისტი დაიღუპა ბათუმში.

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა.

არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ.

დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისი რეაგირების შესახებ.

მსგავსი შემთხვევა ბათუმში წინა წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა. არაერთხელ იყო ტბის დაჭაობების შემთხვევაც.

ამ თემაზე:

არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებებზე მიიწვიეს.

შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში. 

„ღონისძიების მიზანია აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სტუმრებისთვის ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა და ზოგადად, აჭარის მაღალმთიანი რაიონების პოპულარიზაცია და მთებში მოგზაურობის წახალისება.

აღნიშნული ღონისძიებების სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, საჭიროა მუსიკალური პროგრამის სწორად დაგეგმვა და შემსრულებლების მოწვევა მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით,“ – წერს ტურიზმის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

პროგრამა და შემსრულებლებზე გადასახდელი თანხა, ინვოისების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • შუამთობა ბეშუმში – 02 აგვისტო

ანრი ჯოხაძე [ბენდთან ერთად] – 40 000 ლარი [ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტის მომსახურების საფასური]

მუსიკალური ჯგუფი – „seenთეზი“ – 20 000 ლარი [ბენდი „Seenთეზი“-ის მუსიკალური მომსახურება. 1 საათი]

DJ ბენე – გიორგი ცინცაძე – 2 500 ლარი

  • შუამთობა მთა ჩირუხში -04 აგვისტო

ზვიად ბოლქვაძე [ბენდთან ერთად] – 24 000 ლარი [მუსიკალური პროგრამა. 1 საათი]

მუსიკალური ჯგუფი – „1/4“ – 15 000 ლარი [საკონცერტო შესრულება]

მუსიკალური ჯგუფი – ტრიო გოგლაურა3 500 ლარი [საკონცერტო შესრულება]

DJ ჩიკი – არჩილ დავითაძე – 2 800 ლარი

„წარმოდგენილი მუსიკალური შემსრულებლები შერჩეული იქნენ მათი ცნობადობის, მუსიკალური რეპერტუარის და რეიტინგის გათვალისწინებით… მომსახურების ღირებულება განისაზღვრა წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე. ღირებულება მოიცავს შემსრულებლების ყველა ხარჯს, მათ შორის როგორც ჰონორარს, ასევე კვებითი, განთავსებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებს.

აღნიშნულზე ინფორმირებული არიან შემსრულებლები და მათთან ხელშეკრულებები გაფორმდება ინვოისის ღირებულებების შესაბამისად“ – წერს ტურიზმის დეპარტამენტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ „ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, რეპერტუარი ჩამოყალიბებულია ერთიან პროგრამად“. „შესაბამისად, ვთვლით, რომ მიზანშეწონილი ალტერნატივით ჩანაცვლება შეუძლებელია“ – მიიჩნევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება.

სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც დღეს, 27 ივლისს შექმნილ სამოქალაქო მოძრაობაზე ვესაუბრეთ.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებია და არც მათ გაუკეთებიათ რამე კომენტარი, მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება, ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზე წავა.

სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, „ოცნების“ ლიდერები ღიად ახალისებენ ჯგუფს, რომელიც განსხვავებულ აზრზე ძალადობას აანონსებს. სწორედ ამ თემაზე „ბათუმელებმა“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ჯგუფმა დღეს დააანონსა მოძრაობის შექმნა და ადამიანებზე ძალადობა – „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთო“. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? ბევრს გაახსენა ამ ამბავმა „მორალის პოლიცია“, ირანის „გუშაგთა კორპუსი,“ ასევე ქართული „მხედრიონი“.

თქვენ ახსენეთ „მორალის პოლიცია“. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ დაადგა ზუსტად ირანულ მოდელს. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ძალადობრივი, შეიძლება ითქვას, ტერორისტული ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც ხელშეწყობილია მმართველი პარტიის მიერ. თუ სახელმწიფოს ეს არ აწყობს და მისგან არ არის ინიციირებული, მას შეუძლია ეს პროცესი მომენტალურად აღკვეთოს – განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას.

ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს დაუყოვნებლივ ასეთი ფორმირებების შექმნა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პირიქით: ხელშეწყობას და წახალისებას უმაღლეს დონეებზე.

  • „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი ამბობდა: „ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავეებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი „გავატაროთო“…

ეს ოფიციალური წახალისებაა, სხვა არაფერი არ ჰქვია ამას.

მოძალადე სპორტსმენები გაერთიანდნენ, ადამიანები, რომლებსაც ინტელექტის ნასახი არ გააჩნიათ. რომელ ღირებულებებს შეიძლება იცავდეს ადამიანი, რომელსაც გონებრივი კავშირი არ აქვს არაფერთან: არც ტრადიციასთან, არც ეროვნულ ღირებულებებთან? საერთოდ, ღირებულება ინტელექტუალური ფორმაა.

როგორ შეიძლება უინტელექტოს მოსთხოვო, ან ის ითხოვდეს ღირებულების დაცვას? ღირებულებები იქმნება გონების, ინტელექტის, ცოდნის მეშვეობით და არა სადღეგრძელოებით, პარტიის დავალებით, ან ისე, რომ ეკლესიამ უთხრა, ან მამაომ მიუთითა რაღაც.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება. ეს არის ოფიციალური „ტიტუშკური“ ორგანიზაცია…

ანალოგიები წარსულთან მეეჭვება, რადგან ჩვენ დამახინჯებული გვაქვს უახლოესი წარსული. ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას თავისი შეიარაღებული ფორმირებები ჰყავდა. ახლა ყველაფერს ერთი სახელი დაერქვა. დღეს ეს არის მოძალადე ჯგუფების – „ტიტუშკების“ ლეგალიზება, მეტი არაფერი.

არ არსებობს აქ ღირებულებების დაცვა. ვიღაც მოძალადის დასაცავი თუ გასარკვევი არ არის, რა არის ღირებულება, ან არ არის ეროვნულობა. ისინი არიან ხორცის მასა, რომელსაც მიუქსევენ და შეასრულებინებენ დავალებებს ზემოდან. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის ლეგალური ფორმის შექმნა.

ამასთან, „ოცნებამ“ უბოროტესი სამსახური გაუწია სპორტს და სპორტსმენებს. ფაქტობრივად, სპორტსმენი დღეს არის გონებისგან, სინდისისგან დაცლილი მასა, რომელიც მზადაა პარტიული დავალების შესაბამისი ფინანსური წახალისებით გამოვიდეს და იძალადოს.

დეპუტატი ჰქვია ადამიანს, რომელიც უმაღლესი კანონმდებელია, ამ დროს წერა-კითხვა არ იცის და, ფაქტობრივად, არის მართლაც მოძალადე ხორცის მასა. აი, ამ დონეზე დაიყვანა სპორტი „ქართულმა ოცნებამ“.

სპორტსმენი დღეს საქართველოში ასოცირდება ძალადობასთან, უტვინობასთან, უსინდისობასთან. ალბათ ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ სპორტსმენების რეაბილიტაცია მოხდეს და არ იყოს ასეთი დასაცინი. ეს არის კლასიკური ნიმუში სპორტის ბოროტად გამოყენების. ამას აკეთებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, ფაშისტური პარტიები აკეთებდნენ და აკეთებენ დღესაც.

„ქართული ოცნება“ სწორედ დღევანდელ ნეოფაშისტურ იდეოლოგიურ მიმართულებაში მოიაზრებს საკუთარ თავს. ვინმე რამეს კი არ აბრალებს: მემარჯვენე პოპულიზმი იქნება, თუ მემარჯვენე რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, ნეოფაშიზმი თუ პოსტფაშიზმი – ამ ტერმინებს არ აქვს მნიშვნელობა. მთელს მსოფლიოშია მოდებული, როგორც დაავადება, ახალი ფაშიზმი და „ოცნება“ აკოპირებს ამ საერთაშორისო, ფაშისტურ მეთოდებს. ამ მოძრაობის ნაწილია აგრეთვე სპორტსმენების გამოყენება ძალადობისთვის.

  • ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს? როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ მოძალადე ჯგუფებისგან, როცა მათ ხელს უწყობს ხელისუფლება, რა ხდება ამ დროს?

უწყობს კი არა, ეს არის უკვე სამოქალაქო დაპირისპირების საკმაოდ ღია და გარეთ გამოტანილი ფორმის შექმნა.

როდესაც ძალადობრივ „ტიტუშკურ“ ორგანიზაციას ქმნი და მას ტრიბუნას უთმობ, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ იძალადოს ყველაზე, ვინც „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება, განზე დგას ან აკრიტიკებს, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმე. ამ ძალადობას შსს კი არ ჩაიდენს, ან ოფიციალური ორგანოები, არამედ ასეთი ფორმირებები.

ამ გზით ლეგალურად მისცემენ მათ „სარგოს“ და არა რაღაც კონვერტებით, როგორც მანამდე ხდებოდა.

სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული.

  • მკაფიოა თქვენთვის ივანიშვილის განზრახვა – ის თვლის, რომ ამჯერად ამ გზით მოახერხებს ხალხის დაშინებას და პროტესტის ჩახშობას? 

დიახ, ამის დანახვა ხომ ძალიან მარტივია?!

ის სამი მოძალადე, რომელიც დახვდა, მაგალითად, ონისე ოქრიაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა, მართლა ვინმეს სჯერა, რომ ისინი ნოდარ დუმბაძის ხსოვნას იცავდნენ? საერთოდ გაგონილი თუ ჰქონდათ, ვინ არის ნოდარ დუმბაძე? სამი წინადადება წაკითხული ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის რომელიმე ნაწარმოებიდან?

როცა საუბარია თითქოს ეროვნული ღირებულებების დაცვაზე, ნათელია, რომ აქ არაფრის დაცვაზე არ არის ლაპარაკი – ეს არის ძალადობის ექსცესების მოწყობა, რომ ეს ჯგუფი მიუქსიონ ვიღაცებს.

ის ფაქტიც, რომ ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გამოუშვეს 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, გვაჩვენებს, რომ ისინი ასრულებდნენ მმართველის გუნდის დავალებას.

ასე რომ, რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე.

  • რა შემთხვევაში მუშაობს ეს რეჟიმის სასარგებლოდ და როდის ვერ მუშაობს, რას აჩვენებს გამოცდილება? 

ჩვენ ისტორიაში გვაქვს ასეთი გამოცდილება: ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას თავისი შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა და ამან ბუნებრივად მიგიყვანა სამოქალაქო ომამდე და კატასტროფამდე.

ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება, ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი, საკუთარი, უახლესი ისტორიის გამოცდილება.

უკვე მივდივართ ტერორისტული რეჟიმის შექმნამდე… დღეს ფეისბუქპოსტზე ციხეში უშვებენ ადამიანებს, რაზეა ლაპარაკი? ეს რეალობა მივიღეთ საქართველოში. დიქტატურა უკვე დამყარებულია. ახლა რეჟიმი უფრო და უფრო მეტად ძალადობრივი ხდება.

___

ამ თემაზე:

ძალადობა ტრადიციების სახელით? — რა დააანონსა MMA-ს მებრძოლმა

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული?

როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს სარეკლამო კომპანია „ალმას“, რომელიც ფაქტობრივად მონოპოლიას ფლობს ბათუმის ბაზარზე.

„სარეკლამო შინაარსის შეთანხმება არ ხდება ჩვენთან“, – აცხადებენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.

მათ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ავტობუსზეა რუსული კომპანიის რეკლამა განთავსებული და რამდენი ხნით.

„ბათუმელებმა“ დღეს, 27 ივლისს, ბათუმის ქუჩებში გადაიღო ავტობუსები რუსული კომპანის რეკლამით.

ვიდეო:

დავუკავშირდით შპს „ალმასაც“ – მათ ვკითხეთ, როდის მიმართა ვაილდბერიზმა „ალმას“ რეკლამისთვის, რამდენი ხნით არის განთავსებული მათი რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე, რამდენ ლარს იხდიან სანქცირებული კომპანიისგან მიღებული შემოსავლებით ბათუმის ბიუჯეტში და რადგან „ვაილდბერიზი“ დასანქცირებულია იმის გამო, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება კრემლს, სამხედრო დანიშნულების მასალების მიწოდებაში, ხომ არ შეუქმნის ეს ფაქტი მათ რაიმე პრობლემას მომავალში?

კომპანიაში თავიდან დაგვპირდნენ, რომ კომენტარს გაგვიკეთებდნენ ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ, „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხეს.

„სარეკლამო მასალის შინაარსი მუნიციპალიტეტთან არ თანხმდება. ამასთან, კომპანია ვალდებულია დაიცვას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველი, შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხორციელდება.

სხვა სამართლებრივი მექანიზმი და კომპეტენცია მუნიციპალიტეტს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია“, – მოგვწერეს მერიიდან.

დაზუსტებისთვის მერიას ვკითხეთ, „კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველში“ რა იგულისხმება? ასევე, როცა კომპანია დასანქცირებულია, მასთან თანამშრომლობას ზღუდავს თუ არა არსებული კანონი?

გარდა ამისა, მერიას ვკითხეთ, თუ რეკლამის შინაარსში არ ერევიან, მისცემენ თუ არა „ალმას“ უფლებას ავტობუსებზე განათავსოს, მაგალითად, ამ შინაარსის ბანერი – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“?

მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს. „ალმას მიმართეთ ამ შეკითხვებით“, – მოგვწერეს მერიიდან.

___

რაც შეეხება რუსულ კომპანია ვაილდბერიზს, ის რუსული უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო ქსელია. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს მათ ოფისებზე რუსეთში. კომპანიის ოფისები დაიბომბა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Wildberrries აშშ-მა, პოლონეთმა და უკრაინამ დაასანქცირა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის დახმარებისთვის. სანქციების პირობებშიც კი, Wildberries-ი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც არხი იმ საქონლის რეალიზაციისთვის, რომელიც რუსეთში აღარ უნდა შედიოდეს, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მაინც ხვდება ამ კომპანიის საწყობებში.

ამ პლატფორმაზე მასობრივად იყიდება დრონები, თერმული ვიზორები, ჯავშანჟილეტები, ტაქტიკური ტანსაცმელი და კავშირგაბმულობის საშუალებები.

ბოლო ერთი წელია, ამ დასანქცირებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ოფისების გახსნა. ყველაზე მეტი ოფისი გახსნილი აქვს თბილისსა და ბათუმში.

____________

მთავარი ფოტო: ვაილდბერიზის რეკლამები ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე/ფოტო: ბათუმელები.

____________

ამ თემაზე:

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. 

წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.

საკონკურსო პირობები/ტექნიკური დოკუმენტაციაც ფაქტობრივად არ შეცვლილა.

კონკურსში გამარჯვებულის ძირითადი მოვალეობები ნახეთ ამ ბმულზე:

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

 

 

10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით.

ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა.

სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნულ წესს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„სამსახურის მოსამსახურეს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას, შესაძლებელია, მიეცეს სამსახურის სამკერდე ნიშანი – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ და მასთან ერთად ერთდროული ფულადი გასაცემელი – 10 000 ლარის ოდენობით.“

სუს-ის უფროსის 2026 წლის 24 ივლისის ახალი ბრძანებით კი ცვლილებები შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

ცვლილების მიხედვით:

„სამსახურის სამკერდე ნიშნით – „ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.

სამსახურის სამკერდე ნიშნით – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის სამკერდე ნიშანთან ერთად პირს ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი 10 000 ლარის ოდენობით.

სამკერდე ნიშნბის – „ღირსეული სამსახურისათვის“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჩამორთმევა ხდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“.

სუს-ის უფროსის ბრძანებიდან

მთავრობის დადგენილებით, ცვლილება შევიდა სუს-ის დებულებაშიც და დაემატა შემდეგი პუნქტი:

„დაწესდეს სამსახურის მოსამსახურის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 1 აგვისტოს.“

აღსანიშნავია, რომ სუს-ი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით.

ვინაიდან პირველი აგვისტო უკვე სუს-ის „მოსამსახურის დღეცაა“ და ჯილდოც დაწესებულია, ალბათ „გამოჩენილ“ სუს-ელებს ამ ზეიმზე დააჯილდოებენ კიდეც.

საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში კი, სუს-ი ტენდერის გარეშე, 80 ათას ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 22 ივლისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცეს თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვის დასადგენად მიმართოს საქართველოს მთავრობას.“

ამ თემაზე:

სუს-ში დაარსების დღე უნდა იზეიმონ, რაშიც 80 ათას ლარს უტენდეროდ ხარჯავენ

 

 

 

„დაასანქცირე ქართული ოცნება” – „პლატფორმა 2025“-ის განცხადება

ორგანიზაცია „პლატფორმა 2025“ მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ემიგრანტებს, ერთობლივად მიმართონ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და მენეჯერების დასანქცირების მოთხოვნით.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ განცხადებით ტექსტს, რომელიც „პლატფორმა 2025-მა“ დღეს, 27 ივლისს გამოაქვეყნა.

„მივმართავთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას – სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებს და ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ანტიქართულ და ანტიჰუმანურ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას” და მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზით – გავზარდოთ ჩვენს შორის თანამშრომლობა!

ამ წინადადების მიზანია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა მობილიზაციის თვალსაზრისით.

არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე „ქართული ოცნება” – ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გამოვდივართ კონკრეტული წინადადებით: ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდეს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სია და მათი დასანქცირების თხოვნით ერთობლივად მიეწოდოს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს.

ამასთანავე, გამოვდივართ მეორე წინადადებით, რომ სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებული სასანქციო წინადადებების პაკეტები გაერთიანდეს და კოორდინირებული ძალისხმევით გაგრძელდეს მათ მხარდაჭერაზე მუშაობა.

დამატებით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პლატფორმა 2025-მა, სხვა ემიგრანტულ და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად, მოამზადა სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელიც უკვე მიწოდებულია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და რომელშიც შედის „ქართული ოცნების” 300-მდე საკვანძო ან/და აქტიური წევრი და მხარდამჭერის მონაცემები. ეს სია მოიცავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, პროპაგანდისტებს, ე.წ. სასამართლო სისტემის თანამშრომლებს, ცრუმოწმეებს, ტიტუშკებს.

ჩვენ ამ სიას ვუწოდებთ „მზიას სიას”, რადგან მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი ბრძოლის გამორჩეული მორალური და ამავე დროს გამაერთიანებელი და რეალური სიმბოლოა, რომლის ბრძოლა და თავგანწირვა, ასევე მის წინააღმდეგ რეპრესიული რეჟიმის გაუგონარი ძალადობა ფართოდაა ცნობილი საერთაშორისო პოლიტიკურ და მედია წრეებში.

„მზიას სიის” სახელდება სასანქციო პაკეტისთვის დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება – დასავლეთი არასოდეს შეეგუება ჟურნალისტების, ქალებისა და აქტივისტების დევნასა და ძალადობას, არასოდეს შეურიგდება ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც ძალადობრივი გზით ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას“ – აცხადებს „პლატფორმა 2025“.

„პლატფორმა 2025“ არის გაერთიანება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს პროდასავლურ ორგანიზაციებთან და მიზნად ისახავს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებას.

„პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება, 26 ივლისს, შსს-ს მიერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.

ორგანიზაციის განცხადებით, პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს.

„2026 წლის 26 ივლისს, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი.

გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა, არ ჩანს. ამასთან, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. ეს ქმედება საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზების და სისტემურობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია – შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)“ – წერს საია.

  • რა ხდება?

26 ივლისს, თბილისში, აქტივისტ თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, პოლიციამ 10-მდე მოქალაქე დააკავა.

თავად თორნიკე თოშხუა დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დააკავეს, საკრებულოს შენობასთან გაშლილი საპროტესტო პლაკატის გამო, რომელზეც ეწერა: „ბიძინა ყ***? კი – არა“.

თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები მალევე საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და იმავე წარწერის მქონე პლაკატები გაშალეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს 9 მოქალაქე, მათ შორის: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარიძე და ნატო ბოლქვაძე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს დაკავებისას როგორ ურტყამს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით მამაგეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს ხელს.

ამავე თემაზე: 

საკრებულოსთან სოლიდარობის ნიშნად გაშლილი ბანერის გამო 10-მდე მოქალაქე დააკავეს

 

Exit mobile version