მთავარი,სიახლეები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

27.07.2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა.

არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ.

დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა იგი ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ.

მსგავსი შემთხვევა ბათუმში წინა წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა. არაერთხელ იყო ტბის დაჭაობების შემთხვევაც.

__

ამ თემაზე:

არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: