რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 820 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
  • ტანკი – 9 821 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 20 454 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 22 074 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 049 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 768 ერთეული [+153]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 488 ერთეული [+87]
  • სპეცტექნიკა – 3 706 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 792 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 674 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 800 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 481 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აეროპორტში 2 თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 19 იანვარს, ბათუმის აეროპორტში ამ დროისთვის [18:40 სთ] ორი თვითმფრინავი ვერ ახერხებს დაშვებას.

თურქეთისა და ისრაელის ავიახაზების თვითმფრინავები ზღვის თავზე დაფრინავენ და ცდილობენ დაშვებას აეროპორტში.

თვითმფრინავები, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებენ აეროპორტში დაჯდომას, ვინაიდან ბათუმში ქარი და წვიმაა.

ბათუმის აეროპორტში „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმის აეროპორტსი თვითმფრინავები ვერ ჯდება

განახლება:

თურქული თვითმფრინავი უკან გაბრუნდა [19.01.2025 / 18:53 სთ ]
სტამბოლი-ბათუმის  თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, თურქეთში გაბრუნდა. თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში დაჯდა.

რაც შეეხება თელავივი-ბათუმის რეისს, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში [კოპიტნარში] გაფრინდა და დაახლოებით 19:16 საათზე დაჯდა.

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი კოპიტნარში დაჯდა

ამ დროისთვის [19:10 სთ] ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება კიდევ ერთი, სოჭი-ბათუმის თვითმფრინავიც:

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, სოჭში გაბრუნდა [19:23 სთ]:

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა და უკან გაფრინდა.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კუთხეში, ორსართულიანი კერძო სახლის მანსარდი დაიწვა.

როგორც სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ხანძარი დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა.

ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

მოზარდი მეცხრეკლასელია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართვას.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა

იურისტი, მოძრაობა “ხმის” წევრი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ არის სამართლებრივად სწორი, მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი შეფასებით, „ნეტგაზეთი“„/ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით უნდა დაწყებულიყო.

ნაცვლიშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის არგუმენტებს:

  1. სადავო არავისთვის არ არის, როგორ უნდა აღვწეროთ მისი ქმედება. სილა გააწნა პოლიციელს. შეიძლება, ასეც: ალიყური აჭამა. ეს, არსებითად, სინონიმურია, მაგრამ, რადგან ინციდენტის მონაწილე არის ქალი, ქალის ნათავაზებ ალიყურზე სილის გაწნას უფრო ვიყენებთ. ამაზე ზუსტი აღწერა არ არსებობს;
  2. გაიხსენეთ ქართულ ლიტერატურაში ასეთი სცენები. ქართულ კინოშიც. რეალურ ცხოვრებაშიც. როდის გააწნის ქალი კაცს სილას. მაშინ, როცა ქალი შეურაცხყოფილია, როცა თავს დამცირებულად გრძნობს, ან როცა უნდა, კაცი გონზე მოიყვანოს, შეაჩეროს, გამოაფხიზლოს, ან კაცით იმედგაცრუებულია, მასზე წარმოდგენა დაკარგა;
  3. მე ამ ლიტერატურულ და კინოფრაგმენტებს სასამართლოშიც წარვადგენდი იმიტომ, რომ სამართალიც ამ ენაზე ლაპარაკობს, რა ენაზეც ლიტერატურა და კინო კეთდება. ქალის მხრიდან სახეში სილის გაწვნა ნიშნავს პიროვნებაზე ზემოქმედებას, პიროვნულზე ზემოქმედებას, რადგან სახე, არსებითად, პიროვნებას გამოხატავს;
  4. მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. რა არის თავდასხმა? თავდასხმა გულისხმობს უეცარ იერიშს, გამოხდომას, თავს დაცემას. ეს ტერმინი გამოიყენება სპორტშიც, სამხედრო ოპერაციებშიც, მედიცინაშიც, სამართალშიც;
  5. სისხლის სამართლის კოდექსი თავდასხმას იყენებს სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებით. ისეთთან, როგორიც არის მაგ. ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ტერორიზმი, მეკობრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ადამიანთა ჯგუფის ეთნიკური და რელიგიურ ნიადაგზე დევნა;
  6. განვაზოგადოთ. თავდასხმა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. უფრო ზუსტად, თავდასხმა ფიზიკურ ზემოქმედებას შეიძლება კი გულისხმობდეს, მაგრამ მთავარი, რაც მას განასხვავებს ფიზიკური ზემოქმედებისგან, არის ის, რომ თავდასხმა იწვევს უეცარი საფრთხის, დაუცველობის, ხიფათის მძაფრ განცდას.
    თავდასხმა, პირველ რიგში, ასეთი ზემოქმედებაა და სავალდებულო არ არის, მას ფიზიკური დაზიანება ახლდეს;
  7. ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა ასეთ პანიკას არ აღძრავს, განსაკუთრებით, თუ ეს პოლიციელი კაცია, ინციდენტი ხდება პოლიციასთან ახლოს, პოლიციელთა თავყრილობის შუაგულში.
    მზია ამაღლობელს ვერ ექნებოდა ვერც თავდასხმის განზრახვა, მაგრამ მას უდავოდ ჰქონდა პოლიციელის შეურაცხყოფის განზრახვა. განზრახვის გარეშეც, ამ ქმედებით მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს;
  8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 2000-3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამ მუხლით უნდა დაწყებულიყო საქმე. სხვა დანარჩენი უკანონოა. სამართალი მზია ამაღლობელს”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

———

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 იანვრის 21 საათიდან 20 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით პერიოდულად ქარი 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 5-6 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 და 22 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 19 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 818 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580]
  • ტანკი – 9 811 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 20 412 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 22 055 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 615 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 401 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 700 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 726 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 658 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 764 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 459 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს

მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა.

„დღეს, 18 იანვარს, განიხილებოდა საკითხი გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული.

შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე დატოვა დაკავებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქათამაძეს გადაიყვანენ უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, რომელიც თბილისშია.

სამ თვემდე გასცა სასამართლომ დაკავების ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების თაობაზე, ის იქნება 3-თვიან პატიმრობაში, რაც შემდგომში ცალკე განხილვის საგანია და ამაზე ცალკე დაიცავს საია თემურ ქათამაძის ინტერესებს“ – ამბობს ადვოკატი დარეჯან სალდაძე.

ადვოკატის თქმით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

„ცხადია გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ“- ამბობს ადვოკატი.

თემურ ქათამაძე უკვე წლებია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, თუმცა მას, როგორც ქათამაძე ამბობდა, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებოდა.

დარეჯან სალდაძის თქმით, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დღეს კი, როგორც ადვოკატი ამბობს, გაძევებასთან დაკავშირებით დაკავების კანონიერების საკითხზე იმსჯელა სამტრედიის სასამართლომ.

თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავა პოლიციამ. პირველად ბათუმში, შემდეგ კი 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს.

გუშინ, 17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

_____________

ფოტოზე: თემურ ქათამაძე. ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 18 იანვარს, ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა.

ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ზღვაში დაღუპულ კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„მზიას სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის არის შთაგონების წყარო“ – გაიგისიზ გელდიევი

გაიგისიზ გელდიევი, Jnomics Media-ის მმართველი პარტნიორი და უკრაინული გამოცემა „კიევ ინდეფენდენტის“ თანადამფუძნებელი, ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.

„ღრმად დამწუხრებული და შეწუხებული ვარ ჩემი მეგობრის, მზია ამაღლობელის, დაკავების გამო. ის არის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი „გაზეთი ბათუმელების“ – საქართველოში წამყვანი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის, რომელიც დღეს მართავს ორ ცნობილ ონლაინ პლატფორმას: „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“.

2001 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, მზარდი ტოტალიტარიზმის პირობებში, 26 წლის მზია ამაღლობელმა და მისმა მეგობარმა, ეთერ თურაძემ, დააარსეს „ბათუმელები“, ბეჭდური გაზეთი. ეს ინიციატივა იყო პირდაპირი პასუხი კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე და კორუფციის მზარდი დონეზე, რაც ფართოდ იყო გავრცელებული აჭარაში ასლან აბაშიძის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ.

რუსეთიდან მხარდაჭერილი და საქართველოს სამოქალაქო ომის შემდგომი დასუსტებული ცენტრალური მთავრობის პირობებში, აბაშიძე რეგიონს მართავდა როგორც ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აკონტროლებდა მმართველობის ყველა სფეროს.

წლების განმავლობაში მზიამ წარმოუდგენელი სირთულეები გადაიტანა – სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დაპატიმრებები, მუქარები და ოფისზე ღია თავდასხმაც კი, რომლის კარებზეც ტყვიების კვალი დარჩა.

მიუხედავად ყველაფრისა, მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მედიაორგანიზაციამ მრავალი ჯილდო მიიღო უშიშარი ჟურნალისტიკისა და ეთიკური საქმიანობისთვის.

ამავე დროს, ეს ორგანიზაცია გახდა მოსკოვის რისხვის სამიზნე, რომელმაც გამოცემა „ანტისაბჭოთა პროპაგანდის გამავრცელებელ ორგანიზაციად“ შერაცხა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ მისი აკრძალვა. 2022 წელს, რუსეთის მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა, დაბლოკა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რუსულენოვანი ვერსიებზე წვდომა.

2024 წელს, საქართველოში წინააღმდეგობებით სავსე „უცხო აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, მზია კვლავ დადგა თავისი ორგანიზაციის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. მიუხედავად რეპრესიებისა, მათ შორის მიუხედავად მზიას დაპატიმრებისა, მისმა მედიამ განაგრძო თავისი მისია, რომელიც დაფუძნებულია მდგრადი და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებზე.

მე ვიცნობ მზიას, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის სხვებზე ფიქრობს. ის მასპინძლობდა ცენტრალური აზიის ჟურნალისტებს, რომლებიც სიკვდილისა და დაკავების საფრთხეებს გაექცნენ, სთავაზობდა მათ თავშესაფარს და სამუშაო ადგილს ბათუმში. მან შეიძინა დიდი მიკროავტობუსი და გადააქცია მობილურ ბიბლიოთეკად, რათა წიგნები მიეტანა მთის სოფლებში მცხოვრებ ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.

რუსეთთან ომის პირველივე დღეს, სწორედ მზია იყო ის, ვინც პირველმა მომწერა და შემოუერთდა ჩვენს საფონდო კამპანიას, რითაც მილიონობით დოლარი შეგროვდა იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი მედიას შესძლებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის გაგრძელება.

წიგნი, რომელიც სასამართლო პროცესის დროს მზიას უჭირავს ხელში, არის მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ეს მომენტი მისი ცხოვრებისეული მისიის სიმბოლოდ მესახება.

როგორც მისი მეგობარი და კოლეგა, მტკიცე სოლიდარობას გამოვხატავ მზიას მიმართ და მოვუწოდებ ფართო საზოგადოებას, ხმა აიმაღლონ მის მხარდასაჭერად. გამოწვევები, რომლებსაც მზია აწყდება, უზარმაზარია, მაგრამ მისი სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო“ – წერს გაიგისიზ გელდიევი.

  • რა ხდება? 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხელის გარტყმა პოლიციელის ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა – RLC ამაღლობელზე

“კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს.

პროკურატურა ამაღლობელს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. “კანონის უზენაესობის ცენტრი” განმარტავს, რატომ არ შეესაბამება ეს მუხლი ამაღლობელის ქმედებას.

“ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს პირის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. ქმედების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განხორციელების ხერხი, საშუალება, ვითარება, რა უძღოდა მას წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აუცილებელია დადგინდეს, რა შინაარსის ქმედებას ახორციელებდა დაზარალებული – ასრულებდა თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობას და პირის მიერ ჩადენილი იქნა თუ არა თავდასხმა დაზარალებულისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მინიმუმ უნდა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაზარალებულის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე და რომ არა პოლიციელის სამსახურებრივი და კანონისმიერი ქმედებები, მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ადგილი არ ექნებოდა.

საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცალსახად არ დგინდება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კავშირში იყო ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად სახეში ხელის გარტყმა ამ უკანონო და ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა. შესაბამისად, მზია ამაღლობელი მოქმედებდა მძიმე შეურაცხყოფისგან გამოწვეული წყენის გამო და არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული და იგი არ იყო მოტივირებული პოლიციელის საქმიანობით”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქართული სამართალწარმოების პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ამ მუხლით დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდა სხვა, 126-ე მუხლზე, რაც ძალადობას გულისხმობს, “სწორედ იმის გამო, რომ ვერ დადასტურდა თავდასხმა პოლიციელის სტატუსიდან ან/და მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე”.

“კანონის უზენაესობის ცენტრი” დაუსაბუთებლად მიიჩნევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებასაც. მათი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქმედებებს აქვს რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათი, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

“სასამართლო სხდომაზე ვერ დასაბუთდა, რატომ იყო აუცილებელი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, რომელიც ყველაზე უკიდურესი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მოსამართლემ თავად გამორიცხა მიმალვის საფრთხის არსებობა და მხოლოდ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკზე აპელირებით გამოიყენა პატიმრობა, რომელიც აბსტრაქტულად, შაბლონურად და სუბიექტურად შეფასდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მოისმინეთ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას კომენტარი ამ საკითხზე.

მზია ამაღლობელის ინტერესებს დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე მას არაადამიანურად ექცეოდა. სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს ამაღლობელი.

“მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მოვალეობაა პოლიციელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების გამოძიება, ამის შესახებ 12 იანვრიდანაა ინფორმირებული. ამის მიუხედავად, დღემდე უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება.

ამავე თემაზე:

„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – იურისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.

გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის შესაბამისი სტანდარტით.

„სწორედ აქ უშვებს სახალხო დამცველი შეცდომას, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში.

ცხადია, ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. უფრო სწორად, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი სამართლებრივი ნონსენსი აქ თვითონ ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.

სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

ამ შემთხვევაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესმის, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.

სახალხო დამცველიც სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მითუმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს“ – წერს გურო იმნაძე.

  • რა ხდება?

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სამართლებრივად აბსურდული“ — იურისტის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე

იურისტი ანი ნასრაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, წაყენებული ბრალის აბსურდულობის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაცბათუმელები უცვლელად გთავაზობთ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.


მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. ის ბათუმში პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

  • რა მოხდა 11 იანვარს?

თვითმხილველების გადმოცემით, აქციის დაშლისას მზია ახლობლებთან ერთად იდგა, რა დროსაც პოლიციელების ჯგუფი ყვირილითა და გინებით მივარდა, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს რაღაცას უხსნის, ის ზურგს აქცევს ამაღლობელს, ამაღლობელი ქურთუკზე კიდებს ხელს დგებუაძეს, შემდეგ კი სილას გააწნის. ამის შემდეგ მზია ამაღლობელს აკავებენ. უხმო კადრები ტოვებს განცდას, რომ მზიას მოქმედებას წინ გარკვეული გარემოებები უძღვის, რამაც მოვლენების განვითარების პროვოცირება მოახდინა.

  • რას ედავება პროკურატურა მზია ამაღლობელს?

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც პროკურატურამ მზია ამაღლობელის ქმედება დააკვალიფიცირა, სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ამ მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის, სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მიზანი შეიძლება სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილება, მოწმის მოშორება, შურისძიება თუ სხვა რამ იყოს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19). გარდა ამისა, ქმედება თავდასხმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც აგრესიული აქტია და პირდაპირი განზრახვით ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, არსებითად ძალადობრივ ქმედებებს მოითხოვს. ქმედების თავდასხმად შეფასებისთვის აუცილებელი ელემენტი სამართლებრივი სიკეთეებისთვის ძალადობრივი აქტიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეა. თავდასხმის აქტი, მეტწილად გულისხმობს გარკვეული ტიპის წინასწარ მომზადებას, ინფორმაციის შეგროვებას, დაგეგმვას, რაზეც მიუთითებს თავად მუხლის შემადგენლობაც — იგი სამართალდამცველის გარდა, თავდასხმისგან იცავს მის საცხოვრებელ შენობას, სატრანსპორტო საშუალებას თუ ოჯახის წევრებს. მართალია, ამ მუხლის შემადგენლობიდან არ გამოირიცხება სპონტანური თავდასხმის შესაძლებლობაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობის ხარისხი სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სამართლებრივი სიკეთეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მინიმუმ სერიოზულ საფრთხეს უნდა შეიცავდეს.

ამ განმარტების სისწორეს ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა თავდასხმის ექსკლუზიური გამოყენება ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მეკობრეობა, ტერორისტული აქტი. შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედების ხსენებული მუხლით დაკვალიფიცირება იმ ხარისხის სამართლებრივი უვიცობაა, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების და შურისძიების მიზანს აჩვენებს.

სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელოვან ხარვეზებს აჩვენებს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 3531-ე მუხლი) შემადგენლობის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლით (353-ე მუხლი) გათვალისწინებული ქმედებისგან გამიჯვნის კუთხით. ამ უკანასკნელით დასჯადია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციის ამოსავალი წერტილი (ძალადობით ან ძალადობის მუქარით) წინააღმდეგობის გაწევაა, რომელიც მაგალითად, დაკავებისგან თავის დაღწევას, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ხელშეშლას, შეწყვეტას შეიძლება ემსახურებოდეს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19).

ხსენებული მუხლის მიზნებისთვის, ძალადობა გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 7 ნოემბერი, 2019 წელი, საქმე № 1ბ/1637-19).

ამ მუხლის შემადგენლობაში მოექცევა სამართალდამცავის კანონიერი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული საქმიანობის ხელშეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციელის ქმედების კანონიერების ფარგლები ერთი მხრივ და მოქალაქის მხრიდან ძალადობის ან ძალადობის მუქარის არსებობა მეორე მხრივ, სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტებია, რაც ყოველ კონკრეტულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანი უნდა იყოს.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ?

ძალადობის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება არა სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობრივი ქმედების დასჯადობას სხვადასხვა მუხლით, სხვა გარემოებებთან ერთად, ფიზიკურ ტკივილს ან დაზიანების ხარისხს უკავშირებს. ძალადობის ყველაზე მსუბუქი და სისხლისსამართლებრივად დასჯადი ფორმა სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ცემა ან სხვაგვარი ძალადობაა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გარეშე. დაზარალებულის მხრიდან ტკივილის აღქმა ამ შემთხვევაში, ამ მუხლით დასჯადობის აუცილებელი წინაპირობაა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, საქმე № 1ბ/1616-19 20 იანვარი, 2020 წელი). ცხადია, მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს სამართალდამცავისთვის არ შეეძლო იმ ტიპის ტკივილის გამოწვევა, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა.

ფიზიკური ტკივილის არარსებობა სამართალდამცავისთვის ქურთუკის მოქაჩვას და სილის გაწვნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში აქცევს.

ამ კოდექსით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი პასუხისმგებლობას პოლიციელის სიტყვიერი თუ სხვაგვარი შეურაცხყოფისთვის აწესებს.

მზია ამაღლობელის ქმედება სამართლებრივად ცალსახად არასწორ კვალიფიკაციას ეფუძნება. ის საერთოდ ვერ აღწევს ქმედების საშიშროების იმ ხარისხს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებისთვის სისხლის სამართალში ultima ratio პრინციპი მოითხოვს. მზია ამაღლობელის საქმე სამართლებრივად იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენების მიზანი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 817 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 9 803 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 20 394 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 22 040 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 579 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 049 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 325 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 3 699 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 643 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 650 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 433 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

წვიმა, ქარი, მთაში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა – ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

მაღალ მთაში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 იანვარს მოსალოდნელია წვიმა.

რატომ არ იძიებენ დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს? – საიას თავმჯდომარე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონის მიხედვით პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არაფერს ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შესახებ – დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე? გამოჰკითხეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე?

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის 12 იანვარს მიაწოდეს. 11 და 12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, მზია ამაღლობელი. დაკავებულები საუბრობენ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

გამოჰკითხა თუ არა გამოძიებამ ირაკლი დგებუაძე? – ამ შეკითხვით მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს, 17 იანვარს. უწყების პრესცენტრი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს საერთოდ აღარ უპასუხა.

„მიუხედავად იმისა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მათთან არის 12 იანვრიდან, დანაშაულის შემცველია და გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს, ამ დრომდე უცნობია: დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუ დაწყებულია, რომელი მუხლით; თუ არ არის დაწყებული, რა აბრკოლებს გამოძიების დაწყებას; რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობლის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს,“ – წერს „ფეისბუქში“ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

საიას თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეებზე სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არ იძიებს წამების მუხლით.

რაც მთავარია – ამ დრომდე არც ერთი მოძალადე სამართალდამცველის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

„დღეს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არაფრისმომცემ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების საქმეებზე. გამოძიება ისევ არ მიმდინარეობს წამების მუხლით. ამ დროისათვის ისევ არცერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა. საინტერესოა ისიც, მოითხოვა თუ არა სახალხო დამცველმა ამ საქმეების მასალებზე წვდომა და თუ შეისწავლა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

დღეს, 2025 წლის 17 იანვარს სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

ამ თემაზე:

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რეპრესიები კრიტიკოსთა დასადუმებლად – სახდეპი ამაღლობელზე

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.

რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება.

„ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა.

განაცხადის შეტანიდან ორ დღეში და პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მოვიდნენ ჩემთან „კეთილისმყოფელები“, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ უნდა გამოვიტანო კანდიდატის დოკუმენტაცია რექტორის არჩევნებიდან. ან ყველაზე კარგ შემთხვევაში, თუ არ გამოვიტან, უნდა წავშალო ყველა პოსტი, არანაირი აქტივობა არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან, უნდა მივიდე იქ ჩუმად, ისე, რომ არაფერი ვთქვა და ჩუმად უნდა გამოვიდე იქიდან, ისე, რომ არც ტელევიზიები არ უნდა მივიყვანო, არც არასამთავრობოები, არც გულშემატკივრები, არც აკადემიური წრის წარმომადგენლები.

და თუ მე ამას არ გავაკეთებ, მექნება პრობლემა მე პირადად, ჩემს ოჯახს. საუბარი იყო მათ შორის შვილებზეც. მყავს 6 თვის ბავშვი და 13 წლის გოგონა. 6 თვის ბავშვით მემუქრებიან. ასევე, საუბარი იყო ჩემს ოჯახზე, ძმისშვილებზე, ძმებზე, რომ თუ მე ამას არ გავაკეთებ, იქნება პრობლემები.

რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ. არანაირი საბუთის გამოტანა არ იქნება, იქნება ბრძოლა ბოლომდე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ გუჩმანიძე.

ის ამბობს, რომ დღეს, 17 იანვარს, გამოაქვეყნებს პოსტს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში.

მისი თქმით, მუქარის გადასაცემად მასთან ერთი ადამიანი იყო მისული, რამდენიმე კი ამ პროცესს იღებდა.

შეგიძლიათ დაასახელოთ იმ პირის ვინაობა, ვინც მუქარის შეტყობინება გადმოგცათ? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ არჩილ გუჩმანიძეს. მისი თქმით, დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან ამ პირის უსაფრთხოებასაც უფრთხილდება.

„მოგეხსენებათ, ჩემს ოჯახს ორი დღე აწიოკებდნენ, მაგრამ არავის არაფერი გამოუძიებია. უამრავი განუკითხაობის და უსამართლობის მომსწრე ვარ და ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ მივმართო სამართალდამცავ უწყებებს. ერთადერთი, მივმართავ სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობას და ჩემს განცხადებას დავაფიქსირებ.

იმ ადამიანთან, ვინც მომიგზავნეს, მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა, ფაქტობრივად, ის იყო შუამავალი, ეს არ იყო მისი პირადი აზრი, იყო მითითება იმაზე, რომ მე ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ცხოვრება წინ მაქვს, მყავს შვილები“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რა შეიძლება იყოს საფრთხე და ვინ ელაპარაკა შუამავალ პირს ამის შესახებ? – ისევ ჩავეკითხეთ მას. გუჩმანიძის თქმით, ამ საუბარში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კონკურსში „ქართული ოცნების“ წევრი და აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძეც მონაწილეობს. ამიტომ არჩილ გუჩმანიძეს ვკითხეთ, მოდის თუ არა მუქარა, მაგალითად, ტიტე აროშიძისგან ან მასთან დაახლოებული პირებისგან?

არჩილ გუჩმანიმემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

„შეიძლება არიან, შეიძლება არ არიან. მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს არის ერთი ჯგუფი, ეს არის ერთი ხელწერა, ეს არის ერთი გუნდი. კონკრეტულად მან გამოუშვა ეს ადამიანი ჩემთან თუ სხვამ გამოუშვა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არის შემოთვლა“.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის ორი კანდიდატი მონაწილეობს მხოლოდ, არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე.

რექტორი აკადემიურმა საბჭომ 21 იანვარს, ოთხი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო.

თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს.

ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.

თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს დარეჯან სალდაძეს ესაუბრა, რომელმაც დღეს. 17 იანვარს, მოინახულა დაკავებული და დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძე შიმშილობს.

„დაკავების დღიდან შიმშილობს, მხოლოდ წყალს სვამს და საკვებზე უარს ამბობს. ის მანამდე აპირებს შიმშილობას, სანამ მის საქმეზე კონკრეტული შედეგი არ დადგება. თუმცა ჯერ სასამართლო პროცესი ჩანიშნული არ არის, ოფიციალურად რაიმე წერილი ჩაბარებული არ აქვს და არც იმაზე მოუწოდებიათ ინფორმაცია, როდის შეიძლება ჩაინიშნოს პროცესი“ – გვითხრა ადვოკატმა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იმიტომ დააკავეს, რომ ის საქართველოში „არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ იმყოფება.

„ფაქტზე დაიწყო შესაბამისი სამართალწარმოება, რის შემდგომაც გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად დაკავდა“ – ამბობენ შს სამინისტროში.

ვიდეოში, რომელიც თემურ ქათამაძის დაკავებისას გადაიღო ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს სასამართლო განიხილავს და მისი ქვეყნიდან დეპორტირება კანონდარღვევაა.

ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე მის დაკავებას უკავშირებს საპროტესტო აქციებზე აქტივობას. „როგორც ვიცით, დისკრიმინაციული მოტივით მოხდა მისი დაკავება, რადგან თურქეთში მცხოვრებში ქართველების და ჩვენებურების თემის გაძლიერებაზე მუშაობს და ამ ყველაფერს უკავშირებს მის დაკავებას.

სხვა რაიმე ზეწოლაზე, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, მას ამაზე არ უსაუბრია“ – ამბობს ადვოკატი.

რა სამართლებრივი ნაბიჯებია გადასადგმელი თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ადვოკატს. მისი თქმით, „პირველ რიგში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ, როცა საქმის მასალებს გავეცნობით, გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რასაც პროცესზეც გავაჟღერებთ, რომ მან შეძლოს საქართველოში ცხოვრება, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს გავითვალისწინებთ.

„ვალ, წესით, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო“ – ამბობს დარეჯან სალდაძე.

ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე, შიმშილობის მიუხედავად, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

თემურ ქათამაძის დაკავებას ბათუმში სტენსილით გამოეხმაურნენ. სტენსილზე, რომელიც დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოჩნდა, წერია:

„რუსებს მოქალაქეობა, ლაზი მედროშე, ისტორიული სამშობლოს გარეშე. მო*ნთ სამართალი“.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი სტენსილი ბათუმში.

ამავე თემაზე: 

„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება – პეტიცია

სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობლის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს, რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობლის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან.

საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობლისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს.

მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობლის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი
  • ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  • ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • შშმ ქალთა ალიანსი
  • სოლიდარობის თემი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საორსა

პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა.

ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

_____________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე

„არ ვაღიარებ არალეგიტიმური ხელისუფლების კანონებს“ – მასწავლებელი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავა, ზუგდიდის სასამართლომ ფეიერვერკის სროლისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა.

მანანა მიქავამ თავის ახსნა-განმარტებაში დაწერა, რომ ის არ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ კანონებს.

„მოგესალმებით ცირკ „შაპიტოს“ მონაწილე პირებს, ქალბატონ მოსამართლესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

მოგახსენებთ, რომ პირველ რიგში, არ ვაღიარებ არალეგიტიმური მთავრობის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ 16 იანვარს მე არ ვიმყოფებოდი აქციაზე, პოლიციის სამმართველოსთან მივედი, რათა სამართალდამცავებისთვის ფეიერვერკით მიმელოცა ახალი წელი.

არც ერთი ივენთითა თუ ატრიბუტიკით არ დასტურდება სამმართველოს მიმდებარედ აქცია, ხოლო რამდენიმე ადამიანის თავშეყრას თუ უკვე აქციად აღიქვამთ, იგივე ქმედებისთვის ბაზარსა და კონცერტზეც უნდა დააჯარიმოთ მოქალაქეები პიროტექნიკის გასროლისთვის.

მინდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის ვაჟას, ილიას, ალუდამ მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა და არ დაემორჩილა თემის დადგენილ კანონებს, რადგან ის იყო კანიბალური და მიუღებელი! ასევეა ჩემთვის მიუღებელი ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები და თუ აქციაზეც მომეხალისება ფეიერვერკი, აუცილებლად გავისვრი!

თქვენ მე დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის თუ დამაჯარიმებთ 5000 ლარით ან მომისჯით პატიმრობას, ეს ჩემთვის დიდი პატივია. „პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს! ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს აღარ დაადგას ქედზე უღელი!”

მონა-მოსამართლემ გვანცა ვარდოსანიძემ დამნაშავედ მცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში და დამაჯარიმა 5000 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაადასტურა ჩემი აქციაზე ყოფნა.

მონა-მოსამართლემ დარბაზში ღიმილის უფლებაც აღგვიკვეთა და გაძევებით დაგვემუქრა! ასე ეშინიათ რეჟიმის მონებს სილაღისა და თავისუფლების“-ასეთი ახსნა-განმარტება დაუწერა მანანა მიქავამ პოლიციას.

16 იანვარს ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა მასწავლებელი მანანა მანანა [მიკო] მიქავაც. მან პიროტექნიკა აუშვა. ფეიერვერკის აშვებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს მიკო მიქავაც. დაკავებიდან მოკლე ხანში იგი ხელწერილით გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე: 

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო? — CPJ მზია ამაღლობელის საქმეზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოში პასუხისმგებელ პირებს, რომ „გაათავისუფლონ რეპორტიორი გურამ მურვანიძე და გამოიკვლიონ, ხომ არ ემუქრება მზია ამაღლობელს პასუხისგება შურისმაძიებლურად მისი ჟურნალისტობის გამო“.

ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ხელშეწყობას ემსახურება და ჟურნალისტების უფლებებს იცავს, აღწერს ამაღლობელისა და მურვანიძის დაკავების გარემოებებს და ასევე იმას, რომ არსებობს ვარაუდი, ზოგი კი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სადამსჯელო ზომაა იმის საპასუხოდ, რომ მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული მედიასაშუალებები რეგულარულად აშუქებენ სახელმწიფო უწყებების, მაღალჩინოსნების, მათ შორის, პოლიციის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.

„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არათანაბარზომიერია და ლეგიტიმურად იწვევს შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომელსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“, — აცხადებს ორგანიზაცია.

CPJ წერს იმასაც, რომ  წერილობით მიმართეს საქართველოს პროკურატურას, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, და ითხოვეს მათგან კომენტარს ამაღლობელისა და მურვანიძის საქმეებზე, თუმცა, უშედეგოდ, პასუხი არ მიუღიათ.


მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც იგი დემონსტრანტების დაკავებას იღებდა, დააკავეს გურამ მურვანიძეც. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

წაიკითხეთ ასევე:

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რეპრესიები კრიტიკოსთა დასადუმებლად – სახდეპი ამაღლობელზე

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ”.

ასეთი კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი “აქცენტის” კითხვას “ოცნების” ბოლოდროინდელ რეპრესიულ პოლიტიკასთან, მათ შორის ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით.

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი, უკანონოდ დაკავებულები კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის – კანონის სათანადოდ გამოყენებასა და სამართლიან პროცესს ყველა დაკავებულის მიმართ” ,- ნათქვამია “აქცენტის” მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ კომენტარში.


„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 815 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
  • ტანკი – 9 803 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 20 381 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 22 019 ერთეული [+4]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 566 ერთეული [+63]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 049 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 256 ერთეული [+124]
  • სპეცტექნიკა – 3 699 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 643 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 650 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 433 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს

16 იანვრის საღამოს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს: ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და მათე ცენტერაძე.

მათთან ერთად გაათავისუფლეს თემურ ქათამაძეც, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს.

ამ ამბიდან მალევე ბათუმელმა აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ დაწერა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს ქვეყნიდან „გააგდებდა“.

„ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. ეგ თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა ისეთი სახით, რომელსაც ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს და ასახავს, ამ სახეს „ირაკლი დგებუაძე“ ჰქვია!“ – წერს ციალა ქათამიძე ფეისბუქზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ძმებს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 17 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე გაათავისუფლებენ.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა, დატოვა პოლიციის განყოფილება.

_____________________

ფოტოზე: მათე ცენტერაძის სასამართლო პროცესი

ირაკლი დგებუაძემ მედროშეზე მითხრა, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო – ციალა ქათამიძე

ბათუმელი აქტივისტი, ციალა ქათამიძე წერს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს, თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან „გააგდებდა“.

„ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. ეგ თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა ისეთი სახით, რომელსაც ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს და ასახავს, ამ სახეს „ირაკლი დგებუაძე“ ჰქვია!“ – წერს ციალა ქათამიძე ფეისბუქზე.

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, დღეს, 16 იანვარს, გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.

თემურ ქათამაძესთან შესვლას აპირებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

„ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მაშინ მან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.

ამავე თემაზე: 

კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზიას!“ – 16 იანვრის ღამეს ჟურნალისტებმა ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

„მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა” – აცხადებენ ჟურნალისტები.

მზია ამაღლობლისa და აქციებზე დაკავებული ყველა პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 15 იანვარს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„ჩემთვის ქვეყანა, სადაც მზია ამაღლობელი არის ციხეში, ეს არის უკვე რუსეთი“ – უთხრა გამოცემას თამუნა უჩიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა.

აქცია ახალციხეში. ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“
  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე სახელაშვილმა 4 მარტს ჩანიშნა.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით მას შემდეგ დააკავეს, როცა მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

ბათუმის აქციების მედროშე გაათავისუფლეს და ისევ დააკავეს

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, დღეს, 16 იანვარს, გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.

თემურ ქათამაძესთან შესვლას აპირებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

„ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ თემურ ქათამაძე დააკავეს, რადგან ის საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა:

„სამტრედიაში დაკავებულ პირთან – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით განხორციელებული გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

ფაქტზე დაიწყო შესაბამისი სამართალწარმოება, რის შემდგომაც გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად დაკავდა“.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მაშინ მან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.

ნახეთ თემურ ქათამაძის დაკავების კადრები:

ამავე თემაზე:

კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს

მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

„2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე… 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,“ – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.

„ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ,“ – მიიჩნევს მზია ამაღლობლის ინტერესების დამცველი პაატა დიასამიძე. ამ პრობლემის შესახებ უკვე წერია სააპელაციო საჩივარში, რომელიც ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს. სააპელაციო სასამართლოს დღეს, 16 იანვარს, მიმართა სახალხო დამცველმაც.

პაატა დიასამიძის აზრით, საქმის უკანონო შემადგენლობის მიერ განხილვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროკონვეციით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ჭრილში.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. კვალიფიკაცია რომ მნიშვნელოვანია, ადასტურებს ის, რომ ცალ-ცალკე ტარდება გამოცდა, მაშინ ზოგად გამოცდას ჩააბარებს ყველა. იგივე მოთხოვნა არსებობს ადვოკატებზეც. ვიცით, რომ სამოქალაქო საქმეების ადვოკატი სისხლის ადვოკატი ვერ იქნება. კვალიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გამოცდა გაქვს ჩაბარებული,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაშიც დაგვიდასტურეს, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილს საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული.

„მართალია, ქალბატონ ნინოს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლებას გადიან სამივე დარგში, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართალში. ამასთან, ქალბატონი ნინო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

საია-ს იურისტი, ჯუბა ქათამაძე კი, რომელიც ასევე მზია ამაღლობლის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პრობლემაა ის სამართლებრივი ნორმაც, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხს არეგულირებს:

„დამაჯერებლობისა და კომპეტენტურობის ნაწილში კარგი იქნებოდა, საქმე განეხილა მოსამართლეს, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია… კანონით ჰქონდა ამის უფლება, თუმცა ეს შეგვიძლია დავინახოთ პრობლემად კომპეტენტურობის ნაწილში, თანაც, როცა  ასეთ გახმაურებულ საქმეს განიხილავს სასამართლო,“ – გვითხრა ჯუბა ქათამაძემ.

მზია ამაღლობლის სააპელაციო საჩივარში იურისტები ყურადღებას ამახვილებენ ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე – ცანდის [Zand] საქმეში კომისიამ განაცხადა, რომ „… მე-6(1) მუხლში მოცემული ცნება „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო“ გულისხმობს სასამართლოების სრულ ორგანიზაციულ მოწყობას, მათ შორის, არა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის სასამართლოების იურისდიქციაში შემავალ საკითხებს, არამედ ცალკეული სასამართლოების შექმნასა და მათი იურისდიქციის განსაზღვრას”.

„ამავე ცნებაში, სავარაუდოდ, შედის სასამართლოს კომპეტენციის, არა მხოლოდ ratione loci, არამედ აგრეთვე ratione materiae, შემადგენლობისა და საქმისწარმოების წესის განსაზღვრა,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.

საინტერესოა ისიც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა აქვს გავლილი.

ნინო სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს კი, მან ბიზნეს-ინჟინერგის მაგისტრატურა დაასრულა. 2011 წელს ნინო სახელაშვილმა ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

ნინო სახელაშვილი 2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, 2014-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი, 2016-2018 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2018-2020 წლებში ნინო სახელაშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწე. 2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

 

 

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 14 იანვარს, თავის სასამართლო პროცესზე მივიდა ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ცნობილი წიგნით – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა ამ წიგნით.

როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, მზია ამაღლობლის სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ მზია ამაღლობლის ეპიზოდს. ოლიგარქის რეჟიმის უკანონო პატიმარი ჟურნალისტი და ეს წიგნი მის ხელში – ერთგვარ სიმბოლოდ იქცა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა. წიგნის მაღაზიებს მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვავსებთ“- უთხრეს „ბათუმელებს“ გამომცემლობა „არტანუჯში“.

მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს თავად წიგნის ავტორი, ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა 14 იანვარს გამოეხმაურა.

მწერალმა პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომლებსაც დართული აქვს მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მარია რესას წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” – მიიტანა.

„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… წარმოუდგენელია“, – დაწერა მარია რესამ.

მზია ამაღლობელი სასამართლოზე მარია რესას წიგნით, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ქართულად ხატია დეკანოიძემ თარგმნა.

17 იანვარს, 21:00 საათზე, „ცისფერი გალერეის“ წინ, „არტანუჯისა“ და ინიციატივა „დამკვირვებლების“ ორგანიზებით ამ წიგნზე საჯარო დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები ხატია დეკანოიძე, გურამ როგავა და გვანცა ჯობავა იქნებიან.

  • რა ხდება?

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 13 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ზუგდიდში მასწავლებელი მიკო მიქავაც დააკავეს

დღეს, 16 იანვარს, ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესაბუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. სანამ კერენ ესაბუას და მარიამ სიჭინავას პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, ადგილზე ისმოდა მათი შეძახილები – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”

დაკავებულების გასამხნევებლად ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა მასწავლებელი მიკო მიქავა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მარიამ სიჭინავა და კერენ ესაბუა წაიყვანა, მიკო მიქავამ პოლიციის შენობის ეზოში პიროტექნიკა აუშვა. ფეიერვერკის აშვებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს მიკო მიქავაც.

კერენ ესაბუასთან და მარიამ სიჭინავასთან იმყოფებოდა საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი, კესო ჩახაია.

„ორივე დაკავებული მოვინახულეთ. ედავებიან სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს და 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილს. ისინი გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. მარიამ სიჭინავა წაყვანილია ფოთის დროებითი დაკავების იზოლატორში, კერენ ესაბუა გადაიყვანეს სამტრედიის დროებითი დაკავების იზოლატორში”, – ამბობს კესო ჩახაია.

ზუგდიდის პოლიციასთან შეკრებილი არიან მოქალაქეები.

მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამესაც დააკავეს პიროტექნიკის გამოყენების გამო.

„ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ მცნო ბრალდებულად 7 საქმეში და შთანთქმის პრინციპით დამაჯარიმა ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ, გუშინ, 15 იანვარს.


ამავე თემაზე:

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

 

ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობლის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ამის შესახებ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში.

„ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეეფარდა იმისთვის, რომ როგორც ინსტიტუციამ, მოვამზადოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რითაც უკვე სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ. ვაპირებთ, ჩვენი აზრი წარვუდგინოთ იმასთან დაკავშირებით, პატიმრობის ალტერნატივის გამოყენება რატომ შეიძლება იყოს გონივრული, ვიდრე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ვთვლი, რომ სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჯერ ქალს ეხება… მერე. ეხება საჯაროდ ცნობილ ჟურნალისტს“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ საქმეში ყველა წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას 2 ორგანიზაცია ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.

როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმოწმებს საიას, რომლის ცნობითაც, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ – ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო.

პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი არის დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 814 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480]
  • ტანკი – 9 791 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 20 368 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 22 015 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 503 ერთეული [+120]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 049 ერთეული [+31]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 132 ერთეული [+137]
  • სპეცტექნიკა – 3 697 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 480 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 509 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 630 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 305 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“ – აქტივისტი ზუგდიდში

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამეს, დაახლოებით 22:30 საათზე დააკავეს.

„დამაკავეს 13 იანვრის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, გააერთიანა 30 დეკემბრიდან 13 იანვრამდე დაწერილ ოქმებზე საქმეები და განიხილა ჯამში 7 საქმე.

მთლიანი სასამართლო პროცესი იყო ცირკი, დარბაზში მყოფი აქტივისტები ბრალდების მხარის ყველა სიტყვას აფორმებდნენ ცირკის ხმით.

სასამართლო პროცესიდან გააძევეს სამი აქტივისტი: კერენ ესებუა, ცაბუნია ვართაგავა, როსტო ზარანდია. ირაკლი აბშილავამ გამოიტანა სამარცხვინო განაჩენი, რომელიც შავ ლაქად დარჩება მისი მოსამართლეობის ისტორიას. მცნო ბრალდებულად 7 საქმეში და შთანთქმის პრინციპით დამაჯარიმა 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ”, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ.

საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.

ამავე თემაზე: 

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

 

საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ

დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ.

„ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები.

ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს რაც მაგათ დაუშავეს, ცოტა მოიძებნება, ვისაც ასეთი ამბავი გადაუტანია“, – გვითხრა რეზო წულუკიძემ.

„ჩვენ ვიწვნიეთ უსამართლობა, ვიცით რა არის  უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ციხეში არიან, ასევე ქალბატონი მზია, რომელიც ციხეშია, სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში დაკავებული ბიჭები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და ზოგადად აქტივისტები, რომლებსაც აკავებენ, აჯარიმებენ, ესენი ყველა პოლიტიკური პატიმრები არიან, ისინი საქართველოს პატრიოტები არიან და ჩვენ მათ გვერდით ვართ.

თუ ჩვენ თანადგომა არ გამოვხატეთ, ერთმანეთის გვერდში არ დავდექით, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ, ჩვენი აქ დგომით ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, – ამბობს ფირუზ წულუკიძე.

რეზო წულუკიძის თქმით, პრობლემაა ის, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად რუსული ინტერესების გამტარებელია.

„საფრთხეა ის, რომ ესენი არიან რუსები. არ მოგვწონს რა გარემოც არის, გადაკიდეს ხალხი ერთმანეთს, გაზარდეს პოლარიზაცია. ამიტომ ეს რეჟიმი, ეს უბედურება რაც ჩვენს ქვეყანაშია, უნდა შეიცვალოს.

ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი, წესიერი, წესრიგზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც სამართალი და კანონი ყველასთვის იქნება ერთნაირი“, – ამბობს რეზო წულუკიძე.

ფირუზ წულუკიძეც იზიარებს ძმის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„ესენი სამწუხაროდ ღიად მიდიან მტრის მხარეს და ეს თავიდანვე აშკარა იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხალხი დგას ქუჩაში და აპროტესტებს ამ ყველაფერს. თუ ჩვენ მაქსიმუმი არ გავაკეთეთ, ისე არაფერი გამოვა. ამიტომ ვართ აქ ჩვენი ოჯახებით მოსული – შვილებით, მეუღლეებით, მშობლებით. თუ ასე არ მოიქცა ყველა, ისე არაფერი გვეშველება“, – ამბობს ფირუზ წულუკიძე.

რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ისინი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს შეიწყალა.

ძმები ღიად გამოხატავდნენ პროტესტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ასევე თორნიკე რიჟვაძის მიმართ, 2020 წლის არჩევნების დროს კი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში წულუკიძეებმა რიჟვაძე არ შეუშვეს პროტესტის ნიშნად.

ამის შემდეგ წულუკიძეები რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წულუკიძეები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

  • რა მოხდა სასტუმრო „შერატონში“?
ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პოლიტიკოს გიორგი გახარიას ბათუმში, „შერატონში“ თავს დაესხნენ

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა 14 იანვარს, „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, რომელიც სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ყველამ იცით რა მდგომარეობა იყო იმ დღეს ბათუმში, მეც და ჩემი ყველა მეგობარი, კოლეგა ვიმყოფებოდით მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე და ამის შემდეგ გარკვეულ ღონისძიებებსაც ვგეგმავდით მზია ამაღლობელის საპყრობილეში ყოფნასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ჩვენ მომავალში და ბუნებრივია, გვიან მოვედი სასტუმროში.

გვიან, ვიდრე ავიდოდი ნომერში, სასტუმროს ფოიეში, აი, ამ სავარძელზე ვიყავი ჩამომჯდარი, ვსაუბრობდი ტელეფონზე. მოპირდაპირე, ბარის მხარეს რამდენიმე მაგიდა იყო, სადაც ადამიანები ისხდნენ და სვამდნენ. ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ერთ-ერთი მაგიდიდან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, ვისკი ან კონიაკი, მითხრა „გილოცავ ახალ წელს“ და შემომთავაზა, ხომ არ მიირთმევთო. ვუთხარი, რომ სამწუხაროდ არ ვსვამ-მეთქი“-ამბობს ზვიად ქორიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, უცნობი პირი მას გაეცნო და უთხრა, რომ იყო გიორგი მანველიძე.

„გიორგი ვარ მანველიძეო, თვითონ გამეცნო, მანამდე კი მითხრა, მე გიცნობ, ზვიადი ხარ ქორიძეო. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია. წავიდა და დაჯდა მაგიდასთან.

დაახლოებით 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი ტელეფონზე, ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად. ჯერ მოდის როიალთან, თითქოს დაკვრა უნდა, შემდეგ მიდის სუფრასთან, შემდეგ კი მიზანმიმართულად მოდის ჩემთან და მეუბნება, – „მე გიცნობ, ვიცი, რომ ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული“ და შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება.

მერე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, ისევ გამობრუნდა და დამიწყო ყვირილი – „რა თქვი შენ ქოცებზე?“„ვის აგინებ შენ?“

მე ვუთხარი – „ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ?“ და შემდეგ გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას და როცა დავინახე, რომ აიშალა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე წავედი ლობისკენ და დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა.

დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს რომელიღაც მათგანმა აიღო რაღაც ნივთი (არ ვიცი, ვერ ამოვიცნობ ვერანაირად რა ნივთი იყო) და მომარტყა აი აქ, (საფეთქელთან) და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მაქვს საკმაო დაზიანებები, რის გამოც ვიყავი შემდეგ კლინიკაში.

შემდეგ კი გიორგი მანველიძემ აიღო კერამიკის ქოთანი თუ რაღაც, რომელშიც იყო მიწა და ისროლა ლობის მაგიდის მიმართულებით, რომელიც ამცდა. დაიმსხვრა ეს ქილა და დაიყარა მიწა.

ამის მერე მე დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მისამართით, მესმოდა ეს მუქარები და დაახლოებით 15-20 წუთში, მოვიდნენ სასტუმროში ჩემი მეგობრები და მათ აქ სულ სხვა სურათი დახვდათ – საკმაოდ დაზიანებული, მძიმე ტრავმებით იყო გიორგი გახარია ჰოლში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძესთან იმავე ღამით „შერატონში“ მივიდა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელმაც გაიგო, რომ ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ.

  • რა სურათი დახვდა გელა მთივლიშვილს „შერატონში“ მისვლისას?

გელა მთივლიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, რომ მისვლისთანავე სასტუმროს ჰოლში დაინახა პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია, რომელიც სისხლით იყო მოსვრილი.

„ვკითხე, თქვენც სამხარაძე დაგესხათ თავს მეთქი? მოჭიდავეო, – მითხრა და როცა ჩავეძიე თქვა, – ვარლამ ლიპარტელიანი. ორჯერ გაიმეორა მისი სახელი“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

თუმცა ძიუდოისტი, „ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი უარყოფს, რომ 15 იანვარს ბათუმში იყო. მან „იმედს“ უთხრა, რომ „სამწუხაროდ“ თბილისში იყო, თორემ „საკადრის პასუხს“ გასცემდა გახარიას, „ისევე, როგორც დიტომ გასცა“.

გელა მთივლიშვილის თქმით, „შერატონის“ ჰოლში ვიდეოთვალები ისეა განთავსებული, რომ ორივე თავდასხმა სრულად უნდა იყოს აღბეჭდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო იყო მოსული, პოლიცია ადგილზე მოვიდა გვიან, როცა უკვე დანაშაულის ადგილზე გარკვეული მტკიცებულებები იყო განადგურებული – მოწმენდილი იყო მაგიდა, გაწმინდეს სისხლიანი სავარძელი, მოწმინდეს სისხლის გუბე და ასე შემდეგ.

იმედი გვაქვს, რომ ვიდეო ჩანაწერები არ იქნება განადგურებული და სრულად გადაცემა გამოძიებას“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

თავად გიორგი გახარიას თავდამსხმელთა ვინაობა მედიასთან არ დაუსახელებია. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა და დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ მხარდაჭერა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კი გიორგი გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა.

რატომ გაასუფთავეს დანაშაულის ადგილი პოლიციის მოსვლამდე, ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება? – ჟურნალისტებმა ეს კითხვები დღეს, „შერატონის“ მენეჯერს მეგი ჟღენტს დაუსვეს.

მისი თქმით, დანაშაულის ადგილი დასუფთავების სამსახურმა გაწმინდა, „რადგან შემოსასვლელში იყო სისხლის გუბე“ – ამბობს მეგი ჟღენტი.

დანაშაულის ადგილი შერატონში, რომელიც პოლიციის მოსვლამდე მოასუფთავეს. 
ფოტო: გელა მთივლიშვილი

„დაგვიანებით მისულმა პოლიციამ ლენტით შემოფარგლა ორი დანაშაულის ადგილი და ანაბეჭდების აღება დაიწყეს მას შემდეგ, როცა მე და ზვიად ქორიძე საავადმყოფოდან ორსაათიანი კვლევის შემდეგ დავბრუნდით სასტუმროში. წარმოგიდგენიათ?!

თუმცა, ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება მატერიალური სახით, გარდა ამ ჩვენებებისა და დაზარალებულების ჩვენებებისა, არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც უნდა იყოს „შერატონში“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

„შერატონის“ ოფის-მენეჯერი ამბობს, რომ 15 იანვრის ღამის ჩანაწერები არსებობს და მას გამოძიებას ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ სრულად გადასცემენ. თუმცა, კონკრეტული პასუხი არ აქვს კითხვაზე, თუ რატომ გაასუფთავეს პოლიციის მისვლამდე დანაშაულის ადგილი.

„შერატონში“ პოლიცია სასწრაფოს მისვლის შემდეგ, დაგვიანებით მივიდა.
ფოტო: გელა მთივლიშვილი
  • დაიწყო თუ არა გამოძიება?

როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „შერატონში“ ჯგუფური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული არავინაა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ყოფილი პროკურორი და გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პოლიციას ადგილზე უნდა დაეკავებინა ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე პირები.

„როცა ხდება დანაშაულზე წასწრება, მაშინ ხდება დაკავება და მერე უნდა მიმართო პარლამენტს გამოძიებამ იმუნიტეტის მოხსნაზე.

გარდა ამისა, როცა თანამდებობის პირები მონაწილეობენ თავდასხმაში, ამ დროს გამოძიებაში უნდა ჩაერთოს პროკურატურა. აქ უნდა მოსულიყო პროკურატურა, შსს-ს აქ არაფერი ესაქმებოდა“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, გიორგი გახარიაზე პერსონალური თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის წახალისებული, რადგან გახარიას ივანიშვილი დასჯით დაემუქრა.

„ჩვენ არა მარტო ამ ჯგუფურ თავდასხმაზე შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, არამედ მოვითხოვთ დამკვეთების დასჯასაც.

მათ არც კი იციან, რა უმძიმესი პასუხისმგებლობა ელოდებათ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო და როგორც ყოფილი პროკურორი, მე ვპირდები, რომ პასუხს აგებენ ამის გამო“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, ამოღებულია იმ ავტომანქანების ნომრები, რომლითაც ჯგუფური თავდასხმის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ იმ ღამით, და, ასევე მოითხოვენ ვიდეო ჩანაწერების გადმოცემას.

„ჩვენ ვიმყოფებით ავტორიტარული მმართველობის პირობებში და დღისით, მზისით ვინ დაგესხმება თავს არ ვიცით და ამის მითითებებს იძლევა მთავარი ზონდერი ივანიშვილი.

როგორც ვიცით, მიდის კადრების ჭრა-კერვა და ამით არიან დაკავებული, ძალიან აფუთფუთებული არიან სუს-ში, მაგრამ რაც შეკერეს, ისიც მათ წინააღმდეგ მუშაობს.

„შერატონში“ კი იმიტომ მოვედით, რომ ამოიღონ სრული ჩანაწერი და შეინახონ, რომ ყველამ ნახოს, როგორ ესხმიან თავს მშვიდობიან ადამიანებს „ოცნების“ დეპუტატები“ – განაცხადა დღეს ნათია მეზვრიშვილმა.

  • ვინ არიან დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე

„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დესტრუქციით და აგრესიითაა ცნობილი.

ის „ოცნების“ კრიტიკოსებისადმი ძალადობას ღიად ახალისებდა. მოქალაქეების თქმით, სამხარაძე პირადად ურეკავდა ტელეფონზე და აგინებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, ახალგაზრდებს და ემუქრებოდა.

ფეისბუქზე მისი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თავს დაესხნენ „ფორმულას“ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს და ფიზიკურად დაუსწორდნენ.

დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ ოფისიდან აგინებდა აქციის – „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს.

2024 წლის ივნისში დიმიტრი სამხარაძეს სავიზო სანქცია დაუწესა აშშ-მა რუსული კანონის მხარდაჭერის და საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.

რაც შეეხება გიორგი მანველიძეს, მისი ოჯახი ბათუმში უკანონო მშენებლობების მფარველობაში არაერთხელაა მხილებული. 2025 წელს გიორგი მანველიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაასაქმეს მეხუთე მოადგილედ.

  • რას ამბობს „ოცნების“ პროპაგანდისტული მედია – მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი

„ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, „იმედმა“ დღეს გაავრცელა რამდენიმე კადრი. „იმედი“ წერს, რომ გახარიამ სამხარაძეს ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა „ჩაარტყა“ და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

დღესვე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია პირველი დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს, რაც შესაძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმად დაკვალიფიცირდეს.

დიმიტრი სამხარაძეს, ისევე როგორც გიორგი გახარიას, დეპუტატის, ე.ი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი აქვთ. სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა ისჯება 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გიორგი გახარიას დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მამუკა მდინარაძის კომენტარიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საქმეში დაზარალებულად არა გახარია, არამედ დიმიტრი სამხარაძე ცნონ.

ამავე თემაზე: 

მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი

Exit mobile version