უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 815 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
- ტანკი – 9 803 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 20 381 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 22 019 ერთეული [+4]
- MLRS – 1 262 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 566 ერთეული [+63]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 049 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 34 256 ერთეული [+124]
- სპეცტექნიკა – 3 699 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 652 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 40 643 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 20 650 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 20 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 30 433 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.