განათლების რეალიზება საქართველოში

ელისო დუაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების პირველი კურსის სტუდენტი

შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? – ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.
ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა. Continue reading “განათლების რეალიზება საქართველოში”

გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია

ბათუმის „პრესკაფეში“ დაიწყო დისკუსიების ციკლი – „მედია და საოზგადოება“.
დისკუსიები მიეძღვნება ქართული მედიისადმი ნდობის საკითხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. „გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია“ გახლდათ პირველი სადისკუსიო თემა, რომელიც 31 აგვისტოს შემოგვთავაზა ჟურნალისტმა, მედიამკვლევარმა ზვიად ქორიძემ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, მედიაექსპერტები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორი, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიის სრული ვიდეოვერსიის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: www.netgazeti.ge; www.presscafe. ge

Continue reading “გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია”

გამოხატე პროტესტი

არაეთიკური ჟურნალისტებისგან თავდაცვის ბერკეტი ხალხისთვის
ავტორი: ლელა დუმბაძე

როგორ გავხადოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფრო ქმედითი და როგორ უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ ეთიკური ჟურნალისტიკა საკუთარი უფლებების დასაცავად? – ეს იყო დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ საზოგადოებასთან სასტუმრო „ინტურისტში“ გამართა. ქარტიის საბჭოს წევრების განცხადებით, დღეს საზოგადოებაც და ჟურნალისტიკაც გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ეთიკური ჟურნალისტიკა ორივესთვის თვითგადარჩენის შესაძლებლობაა.

Continue reading “გამოხატე პროტესტი”

გამოფენა კოლონადებთან

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად სიძველეთსაცავში დაცული ფერადი ღია ბარათების უნიკალური კოლექციის გამოფენას მასპინძლობს. ბარათები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აჭარის რეგიონის სხვადასხვა ისტორიულ ადგილებსა და ბუნებრივ ლანშაფტებს ასახავს. 26 ივლისს 18:00 საათზე გამოფენა ზღვისპირა პარკში, ღია ცის ქვეშ, „კოლონადებთან“ გაიმართება, რაც ბათუმელებს და ქალაქს სტუმრებს საშუალებას მისცემს ბათუმის მრავალსაუკუნოვან და საინტერესო ისტორიას ფოტოების საშუალებით გაეცნონ.

პრესრელიზი

გამომგონებელი კაცი

ავტორი: სულხან სალაძე, დაწერილი ამბები

ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვიცი ზუსტად საიდან დავიწყო…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა არცერთი კაცის დაწერილი “ამბავი” არ გადამიკთხავს იმდენჯერ რამნდენჯერც ერლომ ახვლედიანის.

უბრალო და ძალიან მარტივი, იმდენად მარტივი, რომ რთული. რთული, მაგრამ მაინც ძალიან მარტივი და წინააღმდეგობებით სავსე ამბები. ამბები, რომელიც თითქოს კითხვასაც არ გიტოვებს, მაგრამ ერთი კაცის არ იყოს რაც არ უნდა გარშემო უტრიალო მაინც ვერაფრით შეხვალ შიგნით (მგონი ასე უკეთესიცაა).

ერლომის “ამბები” სწორედ მაშინ იწყება როცა კითხვას მორჩები. ჰო, მორჩები და გგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინე. მერე ისევ, რომ წაიკითხავ უფრო მნიშნვნელოვანს აღმოაჩენ. წყანარად, მშვიდად…  ყველაფერი კი თავდაყირა დგება.

დღეს დილით მერამდენიღაცაჯერ გადავიკითხე “აღუ” და ყველაფერი პირიქით დავინახე. დავინახე ისე თითქოს ადრე არც კი ეწერა და ჩემს წილ “აღუში” ახლა ჩაამატა ვინმემ. აი: “რატომღაც მეგონა, მეორე დღეს ორი ვიქნებოდი… რა კარგი იქნება, შენს თავს გარედან ისევე ხედავდე, როგორც გრძნობ ამას შიგნიდან… იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე, რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს… ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები“… Continue reading “გამომგონებელი კაცი”

გამაფრთხილებელი წირვა [ვიდეო]

ავტორი: ეთერ თურაძე 

დღეს ბათუმში, დილის 10 საათიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, იქ, სადაც 1921 წლის მარტში, ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული იუნკრების საფლავებია, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით წირვა-ლოცვა ტარდება.

წირვამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მედიასთან კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ 4 მარტს გაიმართებოდა გამაფრთხილებელი წირვა, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ.

დეკანოზმა შიო პაიჭაძემ `ტელეარხ 25~-ის ეთერში განაცხადა: „ჩვენ, ეკლესია არ არის მოძალადე მხარე, ეს იცის ყველა ქართველმა. მთავარი საკითხი რა არის თუ ეს (აზიზიეს მეჩეთი) მართლა კეთდება შეუთანხმებლად, ჩვენ ჩვენი გმირების საფლავზე დავიწყებთ ტაძრის მშენებლობას და კანონიერად, რა თქმა უნდა, მოხდება ეს იმიტომ, რომ თუ ასე წავიდა საუბარი, მაშინ სამოციქულო ეკლესია მოითხოვს სწორედ იმ ადგილებსაც, აი ინტურისტების ადგილზე იყო დიდი ყოფილი ეკლესია-სობორი. მაშინ კანონმდებლობით ჩვენ საქართველოს სამოციქულო ეკლესია… ავაშენებთ ტაძრებს… მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ის, რაც ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერიდება ამას სწორედ იმიტომ, რომ არის განთავსებული სხვა დაწესებულებები. თუმცა შეგახსენებთ, რომ ნაეკლესიარ ადგილზე არ შეიძლება რამე სხვა დაწესებულება არსებობდეს – ვერ გაიხარებს ის დაწესებულება, რომელიც ეკლესიის ფუნდამენტზეა“.

წირვის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მლოცველებს შეუერთდა ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი, იმამი ჯემალ პაქსაძე, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. „ბათუმელების” მიერ გამოკითხული 10-დან მხოლოდ ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ის ზიარების მისაღებად მივიდა დღეს იუნკრების საფლავზე,უმრავლესობა ამბობობდა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=OsJCf3FveZQ&w=560&h=315]

გაკვეთილები მეზობლის სახლში

სკოლა
ავტორი:ეკა ბარამიძე
ქედაში, სოფელ უჩხითში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასოფლო კლუბის შენობაში უტარდებათ, ხოლო V_XII კლასელებს – კერძო სახლში. ამ სოფელში კომპანიას სკოლის მშენებლობა 2011 წლის 5 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები კვლავ გრძელდება. Continue reading “გაკვეთილები მეზობლის სახლში”

გაიგე მეტი C ჰეპატიტზე

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი” და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომას” – ბათუმის ფილიალი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა” და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მხარდაჭერით აჭარაში ახორციელებს პროექტს – „აჭარის რეგიონში მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება  C ჰეპატიტთან მიმართებაში” , რომლის მიზანია C ჰეპატიტზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა. პროექტის შედეგების პრეზენტაცია 19 ოქტომბერს, 15.30 საათზე პრესკაფეში გაიმართება.

გაზრდილი ბიუჯეტი მთავრობის შენახვას მოხმარდება

ავტორი: ნინო ნატროშვილი
ყველაზე გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი და არაპროგრამული – ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია 2012 წლის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით სამის წინაღმდეგ დაამტკიცა. 2011 წელს საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები მილიარდ 85 მილიონ 282 ათასი ლარი იყო. 2012 წელს მათი რიცხვი 100 130 კაცამდე მცირდება, სახელფასო ფონდი კი მილიარდ 133, 145. 5 მილიონი ლარია. Continue reading “გაზრდილი ბიუჯეტი მთავრობის შენახვას მოხმარდება”

გაზის სუნი მელიქიშვილის ქუჩაზე

მელიქიშვილის ქუჩაზე, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში 11 საათისთვის ბუნებრივი აირის სუნი იდგა. დაზიანებული გაზის მილი ერთი საათის განმავლობაში ოთხ ადამიანს ხელით ეკავა.  სავარაუდოდ, მილის დაზიანება, სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. გაზის მილის დაზიანებიდან საათ ნახევრის შემდეგ მელიქიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე მოვიდა.   ეს შემთხვევა პირველი არ არის, 24 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ მუშამ შემთხვევით გაზის მილს ლომი დაარტყა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია.

ზურაბ დუნდუა, აჭარის ბუნებრივი აირის მთავარი ინჟინერი:

დაზიანდა ონკანი და ხდება მისი შეცვლა, ფორსმაჟორული სიტუაციაა. ყველაფერი ხდება, მეტალია და რა დროს რა მოუვა ჩვენ არავინ არ ვართ დაზღვეული. მიმდინარეობს სამუშაოები,  გაზის დაცლას ელოდებიან. არანარირი საშიშროება არ არსებობს.

გაერთიანდება თუ არა კერძო სკოლები?

აჭარაში 28 კერძო სკოლაა, მათგან 20 – ბათუმში. ავტორიზაცია ამ ეტაპზე 4 სკოლას აქვს გავლილი. განაცხადის შეტანა სკოლის დაარსების თარიღზეა დამოკიდებული, ყველა სკოლა ეტაპობრივად გადის ავტორიზაციას. სამომავლოდ გამორიცხული არ არის, კერძო სკოლები თვითგადარჩენისთვის გაერთიანდნენ და აკრედიტაცია ასე გაიარონ.

თეონა თურმანიძე Continue reading “გაერთიანდება თუ არა კერძო სკოლები?”

ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების სრული ტექსტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. უცვლელად გთავაზობთ ეკა ბესელიას განცხადების სრულ ტექსტს:

Continue reading “ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ”

ბიძინა ივანიშვილის შეტყობინება ფეისბუქიდან

ბიძინა ივანიშვილი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას” არ არეგისტრირებს.
ამა წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის- ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო მოსაკრებელი, რაც დადგენილი წესით ითვალისწინებს მომსახურების დასრულებას განაცხადის შეტანის დღესვე. შესაბამისად, რეესტრი ვალდებული იყო განცხადების შეტანის დღესვე (24/11/2011) რეგისტრაციაში გაეტარებინა ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება,” ან მიეთითებინა განმცხადებლისთვის საბუთებში არსებულ ხარვეზებზე. Continue reading “ბიძინა ივანიშვილის შეტყობინება ფეისბუქიდან”

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ბიძინა ივანიშვილის საგარეო ორიენტირი – ნატო

ბიძინა ივანიშვილმა ია ანთაძესთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ დააზუსტა თავის ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ამონარიდი ინტერვიუდან:„ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე – რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი – ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები. Continue reading “ბიძინა ივანიშვილის საგარეო ორიენტირი – ნატო”

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია აურზაურის ფონზე

ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ქართული მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. უკვე ერთი საათია რაც პრესკონფერენცია მიმდინარეობს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მხრიდან კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ „ბლუმბერგს“ მიეცა. შეკითხვების უმრავლესობა რუსეთთან კავშირს ეხება. Continue reading “ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია აურზაურის ფონზე”

ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი აეროპორტიდან გაუჩინარდა

ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი მხოლოდ შემოწმების მიზნით იყო დაკავებული და ამ დროსთვის იგი თავისუფალია . აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი
დაკავებულის ადვოკატის , ლადო მაჭარაშვილის განცხადებით , ვალერი ლევინს, რომელიც თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა, ამ დრომდე ვერ პოულობენ. Continue reading “ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი აეროპორტიდან გაუჩინარდა”

ბიძინა ივანიშვილი : „ჩემი მიზანი ტემპერატურის დარეგულირებაა”

„მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ ,გავაღრმაოთ ურთიერთობა აშშ-სთან. მადლიერი ვარ მისი თანადგომის. მადლიერი ვარ ასევე ევროპის და პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროსტრუქტურებთან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია მყისიერად დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან.
მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია, ჩემი განცახადების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დარეგულირება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება”, Continue reading “ბიძინა ივანიშვილი : „ჩემი მიზანი ტემპერატურის დარეგულირებაა””

ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?

ავტორი: ნათია ზოიძე

ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან 

 – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინმსწრები განცხადება უკვე შეაფასეს. პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რას ფიქრობთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია?
– თავისთავად ცხადია, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ხშირად ხდება ეს.

დღეს საქართველოში ამ ორ სფეროს შორის ზედმეტად მაღალი ხარისხის ბმაა. უფრო მეტიც: ხშირად გვიჭირს საზღვარი გავავლოთ პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. არადა, ქვეყანა სტაბილურად და თანამიმდევრულად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს ზღვარი არსებობს. ნორმალურია, როდესაც ბიზნესს პოლიტიკური ლობი ჰყავს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც ბიზნესმენი იძულებულია, თავად ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად პოლიტიკოსების მადას თავს ვერ დააღწევს – ურჩევნია, საკუთარი პოლიტიკური პარტია არჩინოს, ვიდრე მუდმივად შანტაჟისა და უკანონო დაბეგვრების საფრთხის წინაშე იყოს.
Continue reading “ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?”

ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი

ავტორი: ირმა ზოიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხაზინა ერთადერთი თვითმმართველი ორგანოა, რომელიც გამონაკლისის სახით (როგორც ავტონომიური რესპუბლიკა) საშემოსავლო გადასახადით ივსება. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში მომუშავე ადამიანების მიერ ხელფასზე ჩამოჭრილი 20 პროცენტი პირდაპირ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ირიცხება. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის პროექტის ავტორს მეტი გამჭვირვალობისკენ მიუთითებენ. Continue reading “ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი”

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე  ერთ-ერთია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იმ 66 პატიმარს შორის, რომლებმაც დღეს საპყრობილე დატოვეს. ინფორმაციას ბიზნესმენის გათავისუფლების შესახებ „ბათუმელებთან“ ანზორ ქოქოლაძის ნათესავები ადასტურებენ.

კომპანია „ელიტ ელექტრონიკსის“ დამფუძნებელი პატიმრობაში 2010 წლის აპროლიდან იმყოფება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს  7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანზორ ქოქოლაძემ  „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური წერილით მიმართა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა. ქოქოლაძის „ელიტ-ელექტრონიქსი“ “თიბისი ბანკს” საკუთრებაში, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 2010 წელს გადაეცა.

ბოლო თვის მანძილზე ანზორ ქოქოლაძემ ციხიდან ორი განცხადება გაავრცელა. დაკავებული ბიზნესმენი მის მფლობელობაში არსებული „ელიტ ელეკტრონიკსის“ აქციების 15 პროცენტის აუქციონის გზით აღსრულებას აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ  „წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე“.

„მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.

ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას….“ – აღნიშნულ იყო ანზორ ქოქოლაძის განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საშუალებით გაავრცელა.

 ამავე თემაზე: ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება

ბიძინა ივანიშვილი

სრული ტექსტი

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
Continue reading “ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება”

ბიზნესის გაფართოება წილების გასხვისებით

ავტორი: ირმა ზოიძე
საქართველოში მეწარმეთა უმრავლესობა, მას შემდეგ, როცა ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს, სახსრების მოსაძიებლად ბანკში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სესხები სახარბიელო პირობებით არ გაიცემა, ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ ბევრი წვრილი თუ მსხვილი ბიზნესია ბანკებზე მიბმული. თუმცა არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ. ისინი კერძო ინვესტორს ეძებენ და ამტკიცებენ, რომ დღეს მეწარმეებისთვის ეს ბაზარიც მეტ-ნაკლებად გაიხსნა.

Continue reading “ბიზნესის გაფართოება წილების გასხვისებით”

ბიზნესი სტუდენტების ხარჯზე

ავტორი: ეკა ბარამიძე

შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურში, სადაც ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, წლების წინ საბჭოთა საჯარისო ნაწილი იყო განთავსებული. გასულ წელს აჭარის ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინების ნაწილი მოსახლეობას დაუკანონა.

Continue reading “ბიზნესი სტუდენტების ხარჯზე”

ბზობა ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე
[slideshow]
დღეს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული აღნიშნა. ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და იგი იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას გვაუწყებს. ბზობა აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს აღდგომას 15 აპრილს აღნიშნავს.

ბექა ჭელიძე საქართველოს ჩემპიონია

გუშინ თბილისში, არმიის სპორტული კლუბის დარბაზში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ.   Continue reading “ბექა ჭელიძე საქართველოს ჩემპიონია”

ბერას „შიშის და ჩურჩულის დრო დასრულდა“

კლიპი სახელწოდებით  „ქართული ოცნება“ უკვე  „ფეისბუქზეა“ .  დაანონსებული კლიპი საათნახევრის დაგვიანებით გავრცელდა.  „ფეისბუქის“ მომხმარებელი ბერამ  წინასწარ გააფრთხილა   –„ახალი კლიპი – ქართული ოცნება –  დღეს, საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა… “

[youtube https://www.youtube.com/watch?v=bhu5NL4jwKA&w=560&h=315]

Continue reading “ბერას „შიშის და ჩურჩულის დრო დასრულდა“”

ბერას მეგობარი DJ Rembo დააკავეს

ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას მეგობარი ლევან მდინარაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა–შენახვის გამო დააკავეს.

მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა:

– “ლევან მდინარაძე 260–ე მუხლითაა დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.” გვენეტაძემ უარყო მომღერლის “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების გამო დაკავება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან მდინარაძე (DJ Rembo) მაისურების დარიგების გამო დააკავეს, ბერას ოფიციალურ ფეისბუქ– გვერდზე გავრცელდა.

”ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს! გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” – წერს ბერა ფეისბუქზე. ბერას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა ასლამაზიშვილმა დაადასტურა ფაქტი, რომ ლევან მდინარაძე ბერასთან მეგობრობდა და გუშინ “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა, თუმცა მან განაცხადა, რომ მდინარაძის დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.

DJ Rembo-ს და ფეისბუქზე წერს, რომ სამართალდამცავებმა მდინარაძის საცხოვრებელი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ.

ნეთგაზეთი

ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია

ავტორი: ნინო ნატროშვილი
„საქართველოში ბენზინის ფასი, მთელ მსოფლიოსთან შედარებით, ყველაზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში პრემიუმი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე – გერმანიაში და 42 თეთრით ძვირი, ვიდრე – პოლონეთში. „ბაზარი მონოპოლიურია. საწვავის საცალო ბაზარს კომპანია „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებს“, – ამ განცხადებას აიპ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია აკეთებს. Continue reading “ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია”

ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!

თამარ გაბეჩავა
ავტორი: თამარ გაბეჩავა (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ამ წერილის დაწერა ჩემი და ჩემი სამსახურის – „დემოკრატიის ინსტიტუტის“, მიმართ სატელევიზიო გადაცემა „დიალოგში“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მიერ გამოთქმულმა უსამართლო ბრალდებამ მაიძულა.
ბატონი ნიკოლოზის განცხადება, თითქოს დემოკრატიის ინსტიტუტმა და პირადად, მე, ერთ-ერთ მსჯავრდებული არასრულწლოვანი ილია ნარეკლიშვილი, რომელიც ახლა საზღვაო აკადემიის სტატუსშეჩერებული სტუდენტია, შუა გზაზე მივატოვეთ, არათუ უსაფუძვლო, ცოტა არ იყოს უხერხული და უპასუხისმგებლოა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, მაინც არასახარბიელო იყო, ბატონმა ნიკოლოზმა მთლად თუ არა ნაწილობრივ მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ რატომ, ამის გასარკვევად ილიას მიერ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად განვლილ გზას გავიხსენებ.
Continue reading “ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!”

ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
გაზეთის ამ ნომერში მოსაზრებას ადამიანის უფლებათა საკითხზე ვამზადებდი, მაგრამ სამუშაო პროცესში საკითხი შევცვალე, როცა დამწუხრებულმა მეგობარმა მითხრა: „ბანკიდან რომ გამოვედი, ცხოვრების ხალისი წამიხდა“.
Continue reading “ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება”

ბათუმში „აპოლო” ბრუნდება

ყოფილი კინოთეატრი „ინტერნაციონალი” განახლებული ფასადითა და თავდაპირველი სახელწოდებით – „აპოლო”, შესაძლოა ზაფხულის ბოლოს გაიხსნას. ამჟამად კინოთეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ელექტროთეატრი „აპოლო” (შემდგომში „ინტერნაციონალი”) გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა. შენობის ძველი ფასადიდან აქამდე კედლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო შერჩენილი. სარემონტო სამუშაოების დროს ეს ფრანგმენტი ჩამოშალეს, თუმცა ცნობილია, რომ  „აპოლო” ზუსტად ისეთი სახით დაუბრუნდება ქალაქს, როგორიც 20 –ან წლებში იყო.
განახლებული „აპოლოს” მართვა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ იმ ჯგუფს მიანდო, რომელიც ამჟამად კინოთეატრ „რუსთაველს” მართავს და ბათუმში, თბილისის პარალელურად, გაიმართება პრემიერები და კინოჩვენებები.

ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება

[youtube https://www.youtube.com/watch?v=dULaRgBIZ9E&w=425&h=349] 19 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება. ჯაზფესტივალს ბათუმში ამჯერად ოთხი სცენა დაეთმობა: პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარსა და კლუბ TAKE FIVE–ში.
Continue reading “ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება”

ბათუმში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ბათუმში ფოლკლორის  XI ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“ მიმდინარეობს.  წელს ფესტივალში მონაწილეობას  10 ქვეყნის 13 კოლექტივი, სულ 65 ანსამბლი და  623 შემსრულებელი იღებს.

[slideshow]

ფესტივალი აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მერიის ხელშეწყობითა და საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებით იმართება.

ფოლკლორის ფესტივალი ბათუმში

Exit mobile version