სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი აეროპორტიდან გაუჩინარდა

30.05.2012
ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი აეროპორტიდან გაუჩინარდა

ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი მხოლოდ შემოწმების მიზნით იყო დაკავებული და ამ დროსთვის იგი თავისუფალია . აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი
დაკავებულის ადვოკატის , ლადო მაჭარაშვილის განცხადებით , ვალერი ლევინს, რომელიც თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა, ამ დრომდე ვერ პოულობენ.
“ადამიანი, რომელიც ლევინს აეროპორტში უნდა დახვედროდა, მას ვერ შეხვდა. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ ვინ და სად წაიყვანა ვალერი ლევინი. მოდულის შენობაში გვითხრეს, რომ ლევინი იქ არ გადაუყვანიათ. ამდენად, ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია”, – განაცხადა ლადო მაჭარაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს.
“პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ”, – განმარტავს ივანიშვილის პრესსამდივნო.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევინი მოდულში იყო გადაყვანილი. თუმცა, ადვოკატებს, ლადო მაჭარაშვილს და შალვა თადუმაძეს მოდულში განუცხადეს, რომ ვალერი ლევინი იქ არ იმყოფებოდა ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.