სიახლეები

გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია

30.05.2012 • • 2973
გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია

ბათუმის „პრესკაფეში“ დაიწყო დისკუსიების ციკლი – „მედია და საოზგადოება“.
დისკუსიები მიეძღვნება ქართული მედიისადმი ნდობის საკითხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. „გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია“ გახლდათ პირველი სადისკუსიო თემა, რომელიც 31 აგვისტოს შემოგვთავაზა ჟურნალისტმა, მედიამკვლევარმა ზვიად ქორიძემ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, მედიაექსპერტები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორი, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიის სრული ვიდეოვერსიის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: www.netgazeti.ge; www.presscafe. ge

არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირი, პრესმდივანი: „ქსენოფობიას დღეს მე სოციალურ-პოლიტიკურ სინთეზში ვხედავ. რობერტ სტურუა თავისი გამონათქვამის გამო განტევების ვაცი გახდა. დიდი რეჟისორის გამონათქვამი ასე გავიგე – ცუდია, როცა ადამიანი მალავს, ერიდება საკუთარი წარმომავლობის საჯაროობას. ასეთი მაგალითი ბევრი გვაქვს. ეს ხდება არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ შოუბიზნესშიც. საქართველოს პრეზიდენტის ფესვები არის თუ არა სომხური, ჩვენ არ გამოგვირკვევია, მაგრამ, როცა ამის აფიშირება არ სურს, ეს ნამდვილად ცუდია.
ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბევრი მაგალითი იმისა, როცა არაქართველი წარმოშობის ადამიანის – სულერთია ეს იქნება პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენელი თუ ხელოსანი – ნორმალური ინტეგრაცია მოხდა ქართულ სივრცეში. ქართულ ნაციონალურ მედიაში ბოლო დროს აგორებული ანტისომხური ისტერია, ვფიქრობ, გამოიწვია იმ 3-დღიანმა საპარლამენტო შოუმ, რომელიც რელიგიის კანონის მიღებას უკავშირდებოდა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები – რატომ ასე დაჩქარებული წესით? ჩვენ ამ კანონს 10 წელზე მეტია ველოდით. მზად ვიყავით კიდევ დავლოდებოდით და კანონი საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ მიგვეღო. სადავო საკითხები ნამდვილად არის, მაგრამ ეს საკითხი ქართველი და სომეხი ხალხის დიალოგის შედეგად უნდა გადაიჭრას“.
პადრე გაბრიელ ბრაგანტინი, ბათუმის კათოლიკური ეკლესია: „დაისვა კითხვა – საქართველოს მმართველი სომეხი თუ გახდება, კარგი იქნება თუ არა? ამ კითხვას რელიგიის კონტექსტში დავსვამ. კათოლიკე თუ იქნება ამ ქვეყნის მმართველი, მისაღები იქნება ის ქართველი ხალხისთვის თუ არა? ჩემი ხედვით – არა. ეს შეუძლებელია. მაგალითად, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი, საზოგადოებაში არასდროს აფიქსირებენ, რომ კათოლიკური ოჯახის შთამომავლები არიან.
დღემდე ჩვენ მიმართ მედია გულგრილია, ჩვენი იგნორირება ხდება – ცუდს არ ამბობენ, მაგრამ კარგს რას ამბობენ? კი ბატონო, თუ დავრეკავთ და ვთხოვთ, რომ ჩვენი შობა გააშუქონ, მოდიან. მაგრამ, როცა ვეუბნებით, გვინდა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, არ მოდიან. შეიძლება არის შიში, რომ ლაპარაკით პრობლემის გაზვიადება მოხდება, მაგრამ ჩვენ ვართ ერთი სპექტრი საზოგადოების და ჩვენი პრობლემა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ეს პრობლემა არის საზოგადოებაშიც.
ძალიან ცუდია, თუ დადიხარ კათოლიკურ ეკლესიაში, – ეს შეფასება კეთდება დღეს. საუკუნის წინ მგონი უკეთესი მდგომარეობა იყო ამ მხრივ. კონკორდატის მიღების დროს და მანამდეც ჩვენ გვქონდა საპატრიარქოშიც და პარლამენტშიც შეხვედრები. ჩვენს წინადადებებზე იყო პასუხი – კი, კი და მერე აღმოჩნდა, რომ ეს თამაში იყო“.
მამა არარატი, სომხური სამოციქულო ეკლესია: „რა გამონათქვამებიც მოდის ქრისტიანული სივრციდან სომხური სამოციქულოს მიმართ, ამას ქრისტიანი არ გააკეთებს. სომხური ეკლესია არის ქრისტიანული მრავალფეროვნების ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების შესახებ გვინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. განსხვავდები – ეს არ ნიშნავს, რომ არ ხარ. სადავო საკითხებზე ლოგიკური გამოსავალი უნდა ვნახოთ და არა გაგრძელება მე-11-12 საუკუნეში არსებული განხილვებისა“.
რომა ასლანოვი, აჭარაში მცხოვრები ბოშების გაერთიანება: `ჩვენი ხალხი დღეს კომპაქტურად ვცხოვრობთ. ქურდობით თავის რჩენა ადრე უფრო ხშირი იყო, ვიდრე დღეს. მას შემდეგ, რაც ეროვნულ უმცირესობებთან დავიწყეთ თანამშრომლობა, გვაქვს ფაქტები, როცა ჩვენი შვილები დადიან სკოლებში, იღებენ პასპორტებს, ჩვენს ხალხს გაუჩნდა სამუშაო და საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩვენი ხალხის მიმართ ცოტა შეიცვალა. პოლიტიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ბევრისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ჩვენი რწმენით პრეზიდენტობა ღვთის გადაწყვეტილებაა. ჩვენმა შვილებმა უკეთესად რომ იცხოვრონ და ისწავლონ, ხალხი ვალდებულნი ვართ, მას პატივი ვცეთ“.
ქრეიგ შვინკი, მშვიდობის კორპუსის მოხალისე: „ჩემი აზრით, შეცდომა იყო, როდესაც ადამიანი ქსენოფობიური გამონათქვამის გამო სამუშაოდან გაათავისუფლეს. ეს საზოგადოებაში გააჩენს შიშს. საზოგადოება ჩაიკეტება თავის შიშში და დაპირისპირება მცირე ჯგუფებში წავა. თუ ადამიანები არ გამოთქვამენ სხვადასხვა ერის, კულტურის მიმართ თავიანთ აზრს, ისე ჩვენ არასდროს გვეცოდინება, სად არის უთანასწორობა და ვერც ვერასდროს გამოსწორდება მდგომარეობა“.
ია ანთაძე, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი: `უცხოს მიმართ შიში ჩნდება მხოლოდ ჩაკეტილ საზოგადოებაში. ბოლო წლებში მართალია საზღვრები გაიხსნა და მოგვეცა საშუალება ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ სხვა კულტურებს, მაგრამ მენტალური საზღვრები დაიკეტა. დღეს ჩვენ ვართ უფრო ჩაკეტილი და უფრო გვიჭირს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, ვიდრე 100 წლის წინ.
თუ გვინდა დავძლიოთ ქსენოფობია, ჩვენი საზოგადოება რეალურად უნდა გახდეს ღია. უნდა ვებრძოლოთ შიშს, რომელიც მუდმივად მკვიდრდება უცხოს მიმართ. გნებავთ ეს იქნება კლიშეები რუსეთისა თუ სომხების მიმართ. მაგალითად, პრეზიდენტი ამკვიდრებს შიშს რუსების მიმართ. პრეზიდენტის მიმდევრები რუსულ კულტურაზე წერენ საგინებელ სიტყვებს, რასაც აღტაცებული შეძახილები მოჰყვება. დემოკრატიული საზოგადოება თუ გვინდა, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველას მიეცეს გამოხატვის საშუალება“.
თამთა კვარაცხელია, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი: `გამოსავალი განათლებაშია. ქსენოფობიას იწვევს განათლებისა და აღზრდის კულტურის დაბალი დონე. დაბალ კლასებში კონფლიქტები, გაუცხოება თითქმის არ გვხვდება. შემდეგ იკვეთება ეს პრობლემები და ეს სკოლის, საზოგადოების ბრალია. ყველაფერი ჩვენი ცნობილი ქართული სუფრებიდან შეიძლება დაიწყოს – თუნდაც ერთი უწყინარი ფრაზით: „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ“. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს აჩენს განსაკუთრებულობის განცდას. ისტორიაც მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა ისწავლებოდეს. აჩანჩქერებული სიტყვებით მოსწავლეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ ძალიან დიდი კულტური ერი ვართ, არ შეიძლება. ვინ უარყოფს ამას, მაგრამ აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს ისტორიაში ის ძველი ერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ დიდი ხანია და ერთად შევქმენით დიდი კულტურა. ქსენოფობიურ გამონათქვამებს თავისი ისტორია აქვს, ეს ეტყობა პატარა ერების კომპლექსია თავის დაცვის მიზნით, რაც ზოგჯერ ღირსეულად, ზოგჯერ უღირსად იჩენს თავს“.
გიორგი მასალკინი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი: „ქსენოფობიის პრობლემა არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი. დღევანდელი ამერიკა რომ ავიღოთ, იქაც მხოლოდ ახლა მოხდა გარღვევა. საქართველოში სიტუაციას ართულებს ისტორიული ბეგრაუნდი. ჩვენ ვართ ძველი კულტურა, მაგრამ ახალგაზრდა ერი და სახელმწიფო.
არის თუ არა ქართველი ერი დაავადებული ქსენოფობიით და როდის დაიწყო ეს? შეიძლება ვივარაუდო, რომ დაიწყო ოქროს საწმისთან დაკავშირებული მოვლენების დროს, როდესაც მივხვდით, რომ შეიძლება ჩამოვიდეს უცხო და რაღაც წაიღოს. ერთ გერმანელ მწერალს უთხრეს _ თქვენ არ გიყვართ ებრაელები. მან უპასუხა – მე არ მიყვარს ებრაელები, გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მე მიყვარს გარკვეული ადამიანები.
რობერტ სტურუას გამონათქვამი არ იყო სწორი, მე ასე არასდროს არ ვიტყოდი, მაგრამ მისი გათავისუფლება დიდი შეცდომაა. ეს ყველაფერი დაბალი განათლების ბრალია, ჩვენ არამხოლოდ უცხო რელიგიაზე ან ტრადიციაზე, არამედ ჩვენს ტრადიციაზე არ ვიცით არაფერი. საჭიროა საზოგადოების განათლების დონის ამაღლება, მედიაში კი უნდა იყოს გარკვეული ცენზურა, რომელიც თქვენ უნდა დაამყაროთ“.
მერაბ მეტრეველი, „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი: „რატომღაც საქართველოში ქსენოფობია, ძირითადად, უდრის არმენოფობიას. ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. ეს არის ორმხრივი პრობლემა – მაგალითად პადრე, რომელიც არ დაბადებულა საქართველოში, ქართულად ლაპარაკობს, მამა არარატი კი – არა…
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სტურუას სურდა გაეგდოთ თეატრიდან. მე მინდა გავიხსენო გორის თეატრის დირექტორის – აბაშიძის განცხადება, როდესაც მან თქვა, – მე არ ჩავალ აჭარაში, რადგან სომხური ლაპარაკი მესმის. ამას რეაგირება არ მოჰყოლია სახელმწიფოს მხრიდან, მასაც ხომ სახელმწიფო უხდის ხელფასს. რატომღაც საქართველოში ცუდი დამოკიდებულება აქვთ სხვა ქრისტიანული რელიგიების წარმომადგენლების მიმართ, ვიდრე მაგალითად, მუსლიმანების მიმართ. საინტერესოა, ეს ეკლესიების ბრალია თუ არა? კარგი იქნებოდა, ქართული ეკლესიის წარმომადგენელი დაგვსწრებოდა და პასუხი გაეცა“.
ეთერ თურაძე, „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორი: „ჩემი აზრით, რაც უფრო ბევრჯერ ვახსენებთ სიტყვა „ცენზურას“, რაც უფრო გაიზრდება მის მიმართ მოთხოვნა, მით უფრო გაიზრდება რისკი გამოხატვის შესახებ კანონის შეცვლის. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ეს ცვლილება სიტყვის შეზღუდვის ტოლფასი გახდება. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ქსენოფობიისგან დისკუსიების გზით, თორემ ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ და კანონი მართლა შეცვლილი დაგვხვდეს. აი, მერე ვინ როგორ დაისჯება, არავინ იცის, სტურუას მაგალითი მოსაგონარი გახდება. ძალიან მინდა, რომ ყველა გავუფრთხილდეთ გამოხატვის შესახებ კანონს, კარგი კანონი გვაქვს და იმიტომ“.
პადრე გაბრიელი: „კვირის პალიტრის წარმომადგენელს მინდა ვუთხრა – კარგი რუბრიკაა „რას გვეტყვის მამაო“, მაგრამ ზოგჯერ მეც მეკითხებიან – „ვინ ვართ ჩვენ?“ მე ამაზე რამდენჯერმე დავწერე პასუხი, მაგრამ არავინ გამოაქვეყნა. ეს არის თავისუფლება? ჩვენ ქუთაისში გვაქვს საბავშვო ცენტრი, ბევრს უჭირს, მაგრამ არ მოჰყავთ ბავშვები – მამაო რას იტყვისო. ეს არის თავისუფლება?“
ნინო ზურიაშვილი, სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი: „ორთოდოქსია არ არის ქსენოფობიის გამომწვევი. ქსენოფობიას იწვევს გაუნათლებლობა, არაინფორმირებულობა. იგი საბჭოთა გადმონაშთია“.
პაატა ჯალაღონია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: „ქსენოფობია დასჯადი არ არის და გამოსავალი არც მისი კრიმინიზაციაა. რისი მიღწევა გვინდა ჩვენ ამით – ყველა დავსაჯოთ, ვინც ასე აზროვნებს? არ შეიძლება მოსახლეობის დიდი ნაწილი დავსაჯოთ შეხედულების გამო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კულტურით, ტრადიციით, რელიგიით… მაინც განათლებასთან მივდივარ. როგორ შეიძლება დავსაჯოთ ადამიანი აზრის გამოხატვისთვის, როგორიც არ უნდა იყოს ეს აზრი. არც ერთ ქვეყანაში ქსენოფობია არ ისჯება, მისი კრიმინიზაცია შეუძლებელია“.
გენო გელაძე, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე: „საინტერესოა, საქართველოში რამდენმა იცის რა არის ქსენოფობია? ჩვენ, ქართველებს რა მიგვაჩნია ქსენოფობიად? სად გადის ზღვარი ქსენოფობიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის? მაგალითად, ბათუმში ძალიან ხშირად ამბობენ – წაგვლეკეს თურქებმა. ეს არის ქსენოფობიის გამოვლინება? ერთ მაგალითს გავიხსენებ – დაახლოებით სამი თვის წინ ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ნურეთი თერმიქის ქუჩა და იყო საზოგადოების პროტესტი. ეს ქსენოფობიაა? საინტერესოა, თუ მე ვიტყვი წაგვლეკეს თურქებმა-მეთქი, ეს ქსენოფობიის გამოვლინება იქნება თუ სიტყვის თავისუფლება.

გადაბეჭდვის წესი