სიახლეები

ბიზნესის გაფართოება წილების გასხვისებით

30.05.2012 • • 1590
ბიზნესის გაფართოება წილების გასხვისებით

ავტორი: ირმა ზოიძე
საქართველოში მეწარმეთა უმრავლესობა, მას შემდეგ, როცა ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს, სახსრების მოსაძიებლად ბანკში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სესხები სახარბიელო პირობებით არ გაიცემა, ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ ბევრი წვრილი თუ მსხვილი ბიზნესია ბანკებზე მიბმული. თუმცა არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ. ისინი კერძო ინვესტორს ეძებენ და ამტკიცებენ, რომ დღეს მეწარმეებისთვის ეს ბაზარიც მეტ-ნაკლებად გაიხსნა.

კომპანია „სენ-სელექშენის“ მფლობელები საშუალო ბიზნესმენთაგან რეგიონში ერთ-ერთი პირველები არიან, რომლებმაც ფინანსების მოსაძიებლად არჩევანი ინვესტორებზე გააკეთეს. „სენ-შელექშენის“ ერთ-ერთი თანამფლობელი გიგი მიქაბაძე: „დავდექით არჩევანის წინაშე, ან საბანკო სესხი ან ინვესტიციის მოძიება. დაახლოებით 40 ათას დოლარს ვეძებდით. ამ დრომდე 4 ათასი კვადრატული მეტრ ფართობზე მოგვყავდა მოსავალი, ახლა 7 ჰექტარი გვაქვს. თანხა ამ ტერიტორიის ასათვისებლად გვჭირდებოდა“.
კომპანიის მფლობელებს ბანკისთვის მიმართვა არც უცდიათ. გიგი მიქაბაძე ამბობს, რომ კერძო ინვესტორი გაცილებით უფრო ლოიალურია პარტნიორთან ურთიერთობაში, ვიდრე ბანკი. ამის მაგალითად საკუთარ კომპანიას ასახელებს: „აგრარულ სფეროში გამოცდილებას ჩვენც ნელ-ნელა ვიძენთ. შეცდომებიც დაგვიშვია. წელს, მაგალითად, რაც გეგმაში გვქონდა ის წარმადობა ვერ მივიღეთ. ეს ყველაფერი გამოვასწორეთ, მაგრამ ამას ბაკი ვერ გაიგებდა. ის პროცენტებს მოგთხოვდა. აგრობიზნესი საქართველოში ახალია და დროში გაწელილი, რასაც ბანკი ანგარიშს ჯერ არ უწევს. ინვესტორს ჩვენ ავუხსენით პროცესი, რა მოხდა, რა გავაკეთეთ და როგორ გამოვასწორეთ. დღეს ის იცდის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ინვესტორისთვის მეტის დათმობა მოგვიწევს“.
კომპანია „სენ-სელექშენმა“ გონიოს ტერიტორიაზე სათბურებში სალათის ფურცლების გამოყვანა სამი წლის წინ დაიწყო. თავისი პროდუქციით დღეს საქართველოში რამდენიმე ცნობილ რესტორანსა და სასტუმროს ამარაგებს, თუმცა ბაზარი გაცილებით უფრო დიდია. მათ განცხადებას ინვესტიციების მოზიდვის შესახებ იმდენი პირი გამოეხმაურა, რომ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც კი მიეცათ: „დაახლოებით 7-8 წინადადება იყო. ზოგი თავის დანაზოგის ჩადებას გვთავაზობდა, ზოგს, უბრალოდ, ფულის დაბანდება უნდოდა. საბოლოოდ სამი ინვესტორი ავირჩიეთ, რომელთაგან ორი ამერიკელი და ერთიც ქართველია. ბანკისთვის მთავარია რისკების შეფასება და გარანტიები, მაშინ როცა ინვესტორი სხვაგვარად უდგება. ის მეტად არის მოტივირებული საწარმოოს განვითარებით, რადგან პირად რესურსს იყენებს და შენი კომპანიის ნაწილი ხდება“.
აგროსფეროში ბანკები საქართველოში სესხებს ნაკლებად გასცემენ, რადგან ის ყველაზე რისკიან ბიზნესად ითვლება. გიგი მიქაბაძის თქმით, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ დამფინანსებელმა არ იცის ეს სფერო კარგად, თუმცა არც მწარმოებელმა იცის ახალი ტექნოლოგიები: „საქართველოში ბევრი წარმოება გვაქვს ნანახი, სადაც ფერმერი საკმაოდ დიდი ინვესტიცია დებს, მაგრამ შეცდომებიც აქვს დაშვებული წარმოების დასაწყისშივე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ინვესტორის მოძიება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე სესხის აღება, ეს დიდი რისკის შემცველი შეიძლება იყოს“.
ახალგაზრდა ბიზნესმენი ინვესტიციების მოძიების რამდენიმე საშუალებას ასახელებს. საქართველოში საკმაოდ კარგი ტენდენციაა ინვესტორების კუთხით: `ბაზარზე რეალურად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თანხას დებენ იდეებშიც კი. შეიძლება იდეის რეკლამირება ინტერნეტის მეშვეობით, ბიზნესიდეებით საგრანტო ორგანიზაციებს შეგიძლია მიმართო, ან ამერიკის სავაჭრო პალატას, USAID-ს. მათ შეუძლიათ დაგაკავშირონ პოტენციურ ინვესტორებს. გარდა ამისა, იკვეთება ინვესტორთა ცალკე ჯგუფებიც. შეიძლება ბევრი არ არიან, მაგრამ მათი პოვნა შეიძლება. ეს ხალხი გამოდის კონტაქტზე forum.ge-ზე, konferenc.ge-ზე, შეიძლება დიდი ფული არ მოგცენ, მაგრამ რაღაც თანხის მოძიება შეიძლება.
აგრარულ სფეროში არის აგრეთვე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასია“, რომელსაც საიტი აქვს, ფეისბუქზეც არიან. ისინი ინვესტორებსა და კრეატიული იდეების მქონე ადამიანებს აკავშირებენ. აგროსექტორში ჰოლანდიიდანაც შეიძლება რესურსის მოძიება. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ჰოლანდიის საელჩოდან. ადგილობრივი რესურსები უკვე აითვისეს და საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საინტერესო პროექტები აქვთ“.
ინვესტორებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვნად გიგი მიქაბაძეს პირობების თავიდანვე განსაზღვრა მიაჩნია. ქართველი ბიზნესმენების მთავარ ნაკლს, პარტნიორობის თვალსაზრისითაც იმას მიიჩნევს, რომ ისინი თავიდანვე არ განსაზღვრავენ წესებს და პირობებს, რომლითაც მომავალში უნდა ითანამშრომლონ. სწორედ ეს ხდება შემდეგ კონფლიქტის მიზეზიც.
რაც შეეხება საზღაურს, რომელსაც საბოლოოდ იხდის მეწარმე კომპანიის წილში ინვესტორის შემოყვანით, კარგი გათვლების შემთხვევაში გიგი მიქაბაძე დარწმუნებულია, რომ ახალი პარტნიორების მოძიებით კომპანია საბოლოოდ მაინც მოიგებს: „დღეს თუ მუშაობით ერთ ლარს შოულობ, ხვალ ინვესტორის დახმარებით შეიძლება ათი იშოვო. ამისთვის წილის გაყოფა მოგიწევს, მაგრამ მოგება უფრო მეტი გექნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ამას მარტო აკეთებ. ამიტომაც ბიზნესმენმა კარგად უნდა გათვალოს, სანამ წილს გაყიდის ან პირიქით უარს იტყვის წილის გაყიდვაზე, რა ჯობია მისთვის – ბევრი ფული დარჩეს თუ საწარმოოს განვითარებაზე იფიქროს. რეალურად წილის გაყიდვის იდეა იმაშია, რომ საბოლოო ჯამში მეტი მოგება ნახო, ვიდრე მანამდე გქონდა.
პერსპექტივაში „სენ-სელექშენის“ მფლობელები კომპანიის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბებას გეგმავენ. თუმცა იმ პირობით, რომ მენეჯმენტის მართვისა თუ ქონების წილების თვალსაზრისით მთავარი სიტყვა მაინც მათ უნდა ეკუთვნოდეთ.

გადაბეჭდვის წესი