Batumelebi | ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია – Batumelebi
RU | GE  

ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია

ბენზინი-ყველაზე-ძვირი-სა

ავტორი: ნინო ნატროშვილი
„საქართველოში ბენზინის ფასი, მთელ მსოფლიოსთან შედარებით, ყველაზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში პრემიუმი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე – გერმანიაში და 42 თეთრით ძვირი, ვიდრე – პოლონეთში. „ბაზარი მონოპოლიურია. საწვავის საცალო ბაზარს კომპანია „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებს“, – ამ განცხადებას აიპ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია აკეთებს.

„სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია საწვავის ფასის კალკულაციას ახდენს. მისი თქმით, ფასის კალკულაცია არგუმენტირებულია, რადგან აღებული აქვს საერთაშორისო ფასი, რომელიც ამ ეტაპზე 880 დოლარია (ეროვნულ ვალუტაში 1460 ლარი). ამას ემატება ტრანსპორტირების 40 ლარი, აქციზის გადასახადი 250 ლარი. ეს ხარჯი, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ აღემატება თვითღირებულების 10%-ს, რაც 150 ლარია, ხოლო მოგება თვითღირებულების 5%-ს, რაც 75 ლარია, მთლიანობაში 1975 ლარი.

კვლევის თანახმად, ფასის კალკულაციისას გასათვალისწინებელია დღგ (1975 ლარის 18%-ი), რაც 355 ლარია, ანუ ერთი ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასი ჯამში 2330 ლარი.

ცნობილია, რომ საწვავის მოცულობა ტემპერატურის მიხედვით იცვლება, ამიტომ ბითუმად საწვავი წონის, ავტოგასამართ სადგურებში კი – მოცულობის მიხედვით იყიდება. 1 ტონა, ანუ 1000 კგ ბენზინი 1370 ლიტრია.
„რა ღირს 1 ლიტრი საწვავი? – ეს რომ გავიგოთ, თუ ავიღებთ 1 ტონა საწვავის ფასს – 2330 ლარს და გავყოთ 1370 ლიტრზე, მივიღებთ 1.70 ლარს. ანუ ბენზინი, რომელსაც 2,10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით, 40 თეთრით იაფი უნდა ღირდეს. მოსახლეობას თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან აცლიან 40 თეთრს. უფრო რომ დავაზუსტოთ, საქართველოს მოსახლეობა თვეში დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს მოიხმარს, ანუ თვეში 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ“, – ამბობს კემულარია.

კვლევის თანახმად, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გამოკლებით, მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია.

„ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასი გამოწვეულია მაღალი გადასახადებით და მაღალი ხელფასებით. შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით იქ არსებულ კომპანიებს ბევრად მეტი ხარჯი აქვთ“, – ამბობს კემულარია.

მაგალითად, პრემიუმის სარეალიზაციო ფასს, რომელიც საქართველოში 2.25 ლარია, დღგ 18% და აქციზის გადასახადის 250 ლარი რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 1,66 ლარს. გერმანიაში კი პრემიუმის გასაყიდი ფასია 3,46 ლარის ექვივალენტი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს გადასახადის გამოკლებით, რომელიც ფასის 61%-ია, მივიღებთ 1,35 ლარს. ანუ საქართველოში გერმანიასთან შედარებით პრემიუმი 31 თეთრით ძვირი ღირს.

ფინეთში პრემიუმის სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია, აქციზის და დღგ-ს გარეშე – 1,36 ლარი, შვედეთში – 3,44 ლარი სარეალიზაციო, ხოლო აქციზის და დღგ-ს გარეშე 1,31 ლარი, დიდ ბრიტანეთში – 3,58 ლარი და 1,43 ლარი, საფრანგეთში – 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში – 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგიაში – 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთში – 2,75 ლარი და 1,24 ლარი. საქართველოში პრემიუმი ფინეთთან შედარებით, აქციზისა და დღგ-ს გადასახადის გათვალისწინებით, 30 თეთრით ძვირი, შვედეთთან – 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან – 23 თეთრით, საფრანგეთთან – 24 თეთრით, იტალიასთან – 23 თეთრით, ბელგიასთან – 21 თეთრი, პოლონეთთან – 42 თეთრით ძვირია. ცნობისთვის, ევროპაში აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავი არ იყიდება, რომელიც გაცილებით იაფიც ღირს.

საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. ამ კომპანიის 24,5%-ი წილი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა, 24,5% ეკუთვნის კომპანია „პერტო ტრანს“, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“. წელს, ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად მიყიდა „პეტრო ტრანს“. ახლახანს, ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 24,5% 5 მილიონ დოლარად, ხოლო მეორე 24,5% – 245 ათას დოლარად გაყიდა. ეს წილები ოფშორში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა – Heritage General Traiding FZE და Intersun Holding FZCO – იყიდეს. შესაბამისად, ამ კომპანიების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება არავის აღარ შეუძლია.
2007 წლიდან საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზარზე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შევიდა. შესაბამისად, ყველა კომპანია – „ვისოლი“, „ლუკოლი“, „სოკარი“ „ეკო“, „რომპეტროლი“ და „სენტა“ – „სოკარისგან“ ყიდულობს.

2011 წლის გაზაფხულზე კი ბაზარზე „გალფი“ გამოჩნდა, რომელსაც საქართველოში 2010 წელს დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს და სამი კომპანიის – „სენტას“, „მაგნატს“ და „ეკოს“ ქსელს ფლობს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აშშ-ი რეგისტრირებული კომპანია Energy Investiments Venture-ა. კომპანიას 126 ბენზინგასამართი სადგური აქვს, აქედან 60 „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს.

ეს კომპანია ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ეკუთვნის. კეზერაშვილის ინტერესები საწვავის ბაზარზე კომპანია „უნი გრუპს“ უკავშირდება, რომელიც „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ეწეოდა და კეზერაშვილი მისი თანადამფუძნებელი იყო.

კვლევის თანახმად, ბაზარზე „გალფის“ გამოჩენამდე ლიდერობას კომპანია „ვისოლი“ ინარჩუნებდა. მას ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%-ს დანარჩენი 4 კომპანია ინაწილებდა.

„გალფის“ გამოჩენის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე საწვავის შემცირება რამდენიმე თვეში თუ აისახებოდა ჩვენს ბაზარზე, ამჟამად შემცირების ნაცვლად ზრდიან ფასს და შემდეგ რამდენიმე თვეში ამ მომატებულით შეამცირებენ. რეალურად მსოფლიოში საწვავის ფასი როცა მცირდება, ჩვენთან უცვლელი რჩება, ხოლო როდესაც იმატებს, ჩვენთან იმ დღესვე აძვირებენ“, – ამბობს კემულარია.

მისი თქმით, ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია ზემოთ ნახსენებ 5 კომპანიას ჰქონდა, რაც მათ შორის საერთო საფასო პოლიტიკით და ერთდროული ფასების მანუპულირებით ხორციელდებოდა.

ადგილობრივ ბაზარზე, საწვავზე ყველაზე დაბალი ფასი „გალფს“ აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – „ვისოლს“. კემულარიას განცხადებით, ეს ანომალიაა, რადგან ყველაზე დაბალი ფასი უნდა ჰქონდეს კომპანია „სოკარს“, რადგან სხვა დანარჩენი კომპანიები საწვავს მისგან ყიდულობენ. „როგორ შეიძლება, „სოკარისგან“ ნაყიდ საწვავს, გალფი ყიდდეს უფრო იაფად? ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა, „გალფის მხრიდან მიმდინარეობს საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზრის მონოპოლიზება, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს“, – ამბობს კემულარია.

„გალფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თევზაძე „ნეტგაზეთს“ „სოკარისგან“ აზერბაიჯანული საწვავის ყიდვის ფაქტს უდასტურებს: „საწვავის იმპორტს, ძირითადად, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან ვახორციელებთ, ფასების საკმაოდ ფართო დიაპაზონი გვაქვს – 2 ლარი და 7 თეთრიდან 2 ლარი და 27 თეთრამდე. აზერბაიჯანულ საწვავს „სოკარისგან“ ვყიდულობთ. რეგულარის მარკის საწვავის ფასი ჩვენთან 2 ლარი და 7 თეთრია, „სოკარის“ ქსელში კი – 2 ლარი 5 თეთრი“.

ლაშა თევზაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებით წარმოდგენილ კვლევას არ ეთანხმება. მისი თქმით, ფასს ბაზარი ადგენს. რაც შეეხება კომპანიის მოგების მარჟას და „სოკარისგან“ საწვავის შესყიდვის ფასს, „გალფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ საწვავის გაყიდვების განყოფილების მენეჯერი აკაკი ტატიშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ საწვავის ფასსა და საბითუმო შესყიდვებზე კომენტარს კომპანიის ტოპმენეჯმენტი აკეთებს, რომელიც ბაქოში იმყოფება: „რეგულარის მარკის ბენზინი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. ფასი – კომერციული საიდუმლოებაა. რაც შეეხება „პრემიუმის“, „სუპერის“ მარკის ბენზინსა და დიზელს, იმპორტს ევროპიდან ვახორციელებთ, საიდან და რა ფასში, ვერ გეტყვით“.

ბექა კემულარიას თქმით, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე აზერბაიჯანული რეგულარი 2 ლარი და 5 თეთრი ღირდა. ამ დღეებში ფასი გადაათამაშეს და „გალფმა“ რეგულარი 2 თეთრით გააძვირა. ბექა კემულარია: „ბაზარზე ფასი უნდა დაარეგულიროს ჯანსაღმა კონკურენციამ კომპანიებს შორის, დღეს კი მხოლოდ ვიწრო ჯგუფების ინტერესები და მარკეტინგული კონკურენცაია“.

კვლევაზე დაყრდნობით კემულარია აცხადებს, რომ აზერბაიჯანული საწვავი, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით მოიხმარს, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე – ევროპული საწვავი უცხოეთში.

კემულარია აზერბაიჯანული საწვავის მოხმარების შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ევროპის ქვეყნები, ევრო 5 სტანდარტის საწვავს მოიხმარენ, აზერბაიჯანული ბენზინი ევრო 1-ის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ამ საწვავში გოგირდის შემცველობა 50-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე – ევროპულში (ევრო 5 სტანდარტის მიხედვით გოგირდის შემცველობა არ აღემატება 10პპმ-ს, ევრო 1-ის სტანდარტის მიხედვით – 500პპმ-ს), შესაბამისად, საქართველოში შემოტანილი საწვავი 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge