ავტორი: სულხან სალაძე, დაწერილი ამბები
ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვიცი ზუსტად საიდან დავიწყო…
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა არცერთი კაცის დაწერილი “ამბავი” არ გადამიკთხავს იმდენჯერ რამნდენჯერც ერლომ ახვლედიანის.
უბრალო და ძალიან მარტივი, იმდენად მარტივი, რომ რთული. რთული, მაგრამ მაინც ძალიან მარტივი და წინააღმდეგობებით სავსე ამბები. ამბები, რომელიც თითქოს კითხვასაც არ გიტოვებს, მაგრამ ერთი კაცის არ იყოს რაც არ უნდა გარშემო უტრიალო მაინც ვერაფრით შეხვალ შიგნით (მგონი ასე უკეთესიცაა).
ერლომის “ამბები” სწორედ მაშინ იწყება როცა კითხვას მორჩები. ჰო, მორჩები და გგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინე. მერე ისევ, რომ წაიკითხავ უფრო მნიშნვნელოვანს აღმოაჩენ. წყანარად, მშვიდად… ყველაფერი კი თავდაყირა დგება.
დღეს დილით მერამდენიღაცაჯერ გადავიკითხე “აღუ” და ყველაფერი პირიქით დავინახე. დავინახე ისე თითქოს ადრე არც კი ეწერა და ჩემს წილ “აღუში” ახლა ჩაამატა ვინმემ. აი: “რატომღაც მეგონა, მეორე დღეს ორი ვიქნებოდი… რა კარგი იქნება, შენს თავს გარედან ისევე ხედავდე, როგორც გრძნობ ამას შიგნიდან… იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე, რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს… ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები“…
უბრალოდ გენიალური “კოღო ქალაქში“. პირველად ერთ ჩემ მეგობარს, რომ წავაკითხე კოღო იმ საღამოს ფოსტაზე მომწერა: აღარასოდეს მოვკლავ კოღოს.
ანდა სულაც, “კეთილი კაცის ამბავი“… “კეთილი იყო კაცი და ვირიც თავისი ტვირთით შესვა ვირზე.”
“ნახევარკაცი“… “შურიანი კაცი“… “დღეგრძელი კაცი“… “მეოცნებე კაცი” და ა.შ. სხვა კაცების ამბები უსასრულობამდე.
ადრე, აი პირველად, რომ აღმოვაჩინე ერლომი (იმის მერე კიდევ ბევრჯერ აღმოვაჩინე), იმ წუთში გავიფიქრე: “ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო…” სწორედ ერლომ ახვლედიანია.
ბოლოს მან უსასზრულო გზა გამოიგონა და იმ გზას დაადგა.“
კიდევ კარგი.