Batumelebi | გამოხატე პროტესტი გამოხატე პროტესტი – Batumelebi
RU | GE  

გამოხატე პროტესტი

გამოხატე-პროტესტი

არაეთიკური ჟურნალისტებისგან თავდაცვის ბერკეტი ხალხისთვის
ავტორი: ლელა დუმბაძე

როგორ გავხადოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფრო ქმედითი და როგორ უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ ეთიკური ჟურნალისტიკა საკუთარი უფლებების დასაცავად? – ეს იყო დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ საზოგადოებასთან სასტუმრო „ინტურისტში“ გამართა. ქარტიის საბჭოს წევრების განცხადებით, დღეს საზოგადოებაც და ჟურნალისტიკაც გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ეთიკური ჟურნალისტიკა ორივესთვის თვითგადარჩენის შესაძლებლობაა.

ნინო ზურიაშვილი, ქარტიის საბჭოს წევრი: „რამდენიმე დღის წინ გია ნოდიამ, რომელიც ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართულ პრესას სამარცხვინო უწოდა. მსგავსი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმაც. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მოახდინოს მარგინალიზაცია იმ ჭეშმარიტი პრესის თუ ტელევიზიების, რომლებიც დღეს დარჩენილია და ჭადრაკის ფიგურებივით მეფეც და პაიკიც ჩაყაროს ყუთში,  რომელსაც მიაწებებენ იარლიყს – „სამარცხვინო“.

ნინო ზურიაშვილის აზრით, ამ საშიშროების წინააღმდეგ შექმნილია იარაღიც: „ეს არის ეთიკური ჟურნალისტიკა. ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლებები ამ ქარტიის მეშვეობით, რომ იაქტიურონ და მოგვმართონ იმდენჯერ, რამდენჯერაც დარღვეული იქნება მათი უფლება არაეთიკური ჟურნალისტების მხრიდან“.

ზვიად ქორიძე, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე: „ქარტია, ეს არის თავდაცვის მექანიზმი მოქალაქის ხელში. მედიაში მძლავრობს პროპაგანდა, განსაკუთრებით ნაციონალურ არხებზე, ამიტომ ძალიან რთულია მას დაუპირისპირო რაიმე უფრო ძლიერი, გარდა ეთიკური ჟურნალისტიკისა“.

ქორიძის თქმით, ყველა ქვეყანაში, სადაც კი მედიამ გაიმარჯვა, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის იცავდა ეთიკურ ნორმებს და ამით გაემიჯნა პროპაგანდისტულ მედიას: „ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც იტალიაა, ბერლუსკონმა მედიაში სწორედ პროპაგანდით მოსპო პლურალისტური განვითარების გარემო და ახლა, თავიდან იწყება ეთიკური მედიის კეთება“.

ზვიად ქორიძის აზრით, თუკი ქარტიას საზოგადოების სახით არ ეყოლა მაკონტროლებელი, „ყველა გადაბარგდება პროპაგანდაში, სადაც არის ბევრი მიწიერი სიკეთე“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ კორძაიამ, რომელიც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ფორუმს, გაიხსენა მაგალითი იმისა, თუ როგორ არღვევენ ნაციონალური მაუწყებლებები ეთიკურ სტანდარტებს: „როცა ოპოზიციური რვიანი დაიშალა, სამივე არხზე („იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი) გავიდა სამი სხვადასხვა ჟურნალისტის ერთი და იგივე კომენტარი: „რვიანის დარჩენილი წევრების ლოგიკით, რვას მინუს ორი არის რვა“. ამიტომ, უნდა გაასაჩივროთ ყველა ის ფაქტი, როდესაც მედია არღვევს თქვენს უფლებას“.

ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს წევრი, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი: „ბრიტანეთში ერთ დღეში 25 ათასი საჩივარი შევიდა ერთი ჟურნალისტის კონკრეტული მასალის წინააღმდეგ, რითაც ეთიკური ნორმა დაირღვა. ქართულმა საზოგადოებამაც თუ არ იაქტიურა, უფრო მეტი პრობლემები შეიქმნება. არავის უჩივლია იმ ქართველი ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც სამი დღის წინ ბაბუას მიერ არასრულწლოვნის ძალადობაზე საშინელი სიუჟეტები მოამზადეს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ლორთქიფანიძის შეფასება – „ნაციონალური არხების ჟურნალისტების დანაშაული უფრო მეტია, ვიდრე ოკუპანტის ჯარის“, „არის ზღვარსგადაცილებული“.

მირიან ლებანიძეს, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსს კი, ურჩევნია მოისმინოს არგუმენტირებული კრიტიკა. მისი აზრით, ქარტიის არსებობა მნიშვნელოვანია.

ლებანიძე მიიჩნევს, რომ ქარტია მოწყალე უნდა იყოს არაწევრი ჟურნალისტების მიმართაც, „რათა ქარტიის წევრების რიცხვი გაიზარდოს“. ზვიად ქორიძის აზრით კი, ქარტია არ არის მხოლოდ წევრობაზე ორიენტირებული ორგანიზაცია: „მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება გაიზარდოს სამოქალაქო აქტივობა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ სვამენ კითხვებს, უნდა იარონ თუ არა წვეულებებზე, რომელსაც საჯარო მოხელეები უწყობენ, ან უნდა აიღონ თუ არა მათგან საჩუქრები, ეს სერიოზული პრობლემაა“.

ნატა იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“: „ნათია კობერიძე იყო მაგალითი იმისა, თუ რას გააკეთებს ეთიკის საბჭო, თუკი ჟურნალისტი დანაშაულს ჩაიდენს. მესმის, რომ წყალგამყოფი ეთიკურ და პროპაგანდისტულ მედიას შორის არის ღირებულებები, მაგრამ, რატომ უნდა გაერთიანდეს ჟურნალისტი ქარტიაში, თუკი ქარტია ვერ მიიღებს უფრო მკაცრ ზომებს“.

გელა მთივლიშვილი, ეთიკის საბჭოს წევრი, არ ეთანხმება ნატა იმედაიშვილის მოსაზრებას: „როცა პირადად მე დავარღვიე წესდება, ჩემ წინააღმდეგაც იმსჯელა ქარტიამ და დამიფიქსირა დარღვევა. დამერწმუნეთ, მას შემდეგ განსაკუთრებით ვცდილობ, აღარ დავუშვა შეცდომები, კობერიძე კი წავიდა ქარტიიდან. ჩვენ ვინმეს ვერც დავაკავებთ და ვერც მოვკვეთავთ“.

ირაკლი გოგიტიძე, მოქალაქე: „როცა ჟურნალისტი ეუბნება რესპონდენტს – თქვენ ხართ მკვლელი, ამ პრობლემას უნდა ეშველოს. ეს არც ერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება“.

მოქალაქე თენგიზ აფაქიძე კი ამ სიტუაციიდან ასეთ გამოსავალს გვთავაზობს: „ამბობთ, რომ საზოგადოების ბრალია. რა ჩვენი ბრალია, გამოვხატეთ პროტესტი აჭარის ტელევიზიასთანაც და ყველამ იცით, რა დღეშიც ჩაგვაგდეს. მე თუ მეცოდინება, რომ ქარტიის წევრი არ არის ჟურნალისტი, მას ინტერვიუს არ მივცემ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge