სიახლეები

გაზის სუნი მელიქიშვილის ქუჩაზე

30.05.2012
გაზის სუნი მელიქიშვილის ქუჩაზე

მელიქიშვილის ქუჩაზე, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში 11 საათისთვის ბუნებრივი აირის სუნი იდგა. დაზიანებული გაზის მილი ერთი საათის განმავლობაში ოთხ ადამიანს ხელით ეკავა.  სავარაუდოდ, მილის დაზიანება, სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. გაზის მილის დაზიანებიდან საათ ნახევრის შემდეგ მელიქიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე მოვიდა.   ეს შემთხვევა პირველი არ არის, 24 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ მუშამ შემთხვევით გაზის მილს ლომი დაარტყა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია.

ზურაბ დუნდუა, აჭარის ბუნებრივი აირის მთავარი ინჟინერი:

დაზიანდა ონკანი და ხდება მისი შეცვლა, ფორსმაჟორული სიტუაციაა. ყველაფერი ხდება, მეტალია და რა დროს რა მოუვა ჩვენ არავინ არ ვართ დაზღვეული. მიმდინარეობს სამუშაოები,  გაზის დაცლას ელოდებიან. არანარირი საშიშროება არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.