სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია აურზაურის ფონზე

30.05.2012 • • 1015
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია  აურზაურის ფონზე

ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ქართული მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. უკვე ერთი საათია რაც პრესკონფერენცია მიმდინარეობს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მხრიდან კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ „ბლუმბერგს“ მიეცა. შეკითხვების უმრავლესობა რუსეთთან კავშირს ეხება.
პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის მიმართვით დაიწყო.
„საჯარო ფიგურა არასდროს არ ვყოფილავარ, ჩემს ცხოვრებაში სულ ერთი ინტერვიუ მაქვს მიცემული და ახლა ამ ბოლოს უკვე სამი ინტერვიუ მივეცი, ეს არის ჩემი პირველი პრესკონფერენცია და სიმართლე გითხრათ ვღელავ, მაგრამ მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები“
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მოვიდა პოლიტიკაში. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „მძიმე“ გადაწყვეტილება 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მიიღო. „7 ნოემბრის შემდგომ მე ვაკვირდებოდი მოვლენებს, თუმცა ამ დაკვირვების და ანალიზის პროცესში სააკშვილმა მოახერხა სიცრუის ისეთი მანქანის ამოქმედება, რომ ფსევდოოპოზიციური და ნამდვილი ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების გარჩევა გართულდა. მიხედავად ამისა, კარგად გავერკვიე სიტუაციაში, იმედს ვიტოვებდი, რომ ერთი პარტიის ფინანსური დახმარება და გარედან რჩევის მიცემა საკმარისი იქნებოდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვა. ამის შემდეგ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და მოვედი პოლიტიკაში. იმიტომ რომ ვხედავდი, სამშობლოს ვკარგავდი. ეს გადაწყვეტილება მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მქონდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
“სააკაშვილმა თავისი მანერა გამოიყენა და მყისიერად გამიუქმა მოქალაქეობა აბსოლუტურად უკანონოდ. ასევე, უკანონოდ, სრულ გაუგებრობაში დააპატიმრეს “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა. გარდა ამისა, ყოველდღიურად აშინებენ ჩემს თანამშრომლებს, თანამოაზრეებს, ნათესავებს. მათზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. ამ უწესო თამაშით ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს გეგმას და ვერ გამოგვიყვანენ სამართლებრივი სივრციდან. ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და არჩევნებში გავიმარჯვებთ”, –
რა იქნება არჩევნების შემდეგ
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს რომ ის აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ
1.კონსტიტუციური ცვლილებების გატარებას მოსახლეობასთან შეთანხმებით
2.სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლებას
3.მედიის დამოუკიდებლობას
4 სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას
5საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას
6 ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავებას
7.რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას
ქართველმა მილიარდერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან განაცხადა, რომ

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას;

დადებითად შეაფასა რუსეთის მოსალოდნელი გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში;

განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ISAF-ის ოპერაციაში;

როგორ მთავრობასაც აირჩევს რუსეთი, იმ მთავრობასთან უნდა ვაწაარმოოთ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა;

რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკაც შესაბამისი იქნება;

ბადრი პატარკაციშვილისგან ის განასხვავებს, რომ პატარკაციშვილს თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, ის[ ივანიშვილი] კი იძულებული გახდა.

პრესკონფერენციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, 200 -მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. ის საათნახევარს გაგრძელდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სრულად გადაიცა.

გადაბეჭდვის წესი