სიახლეები

გაკვეთილები მეზობლის სახლში

30.05.2012 • • 1591
გაკვეთილები მეზობლის სახლში

სკოლა

ავტორი:ეკა ბარამიძე
ქედაში, სოფელ უჩხითში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასოფლო კლუბის შენობაში უტარდებათ, ხოლო V_XII კლასელებს – კერძო სახლში. ამ სოფელში კომპანიას სკოლის მშენებლობა 2011 წლის 5 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

უჩხითი ქედის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია. წლების წინ ამ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სკოლის შენობა დაანგრია. გაკვეთილები ავარიულ შენობაში დიდ ხანს ტარდებოდა. გასულ წელს მშობლებმა პროტესტის ნიშნად, სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლის კარების აჭედვა სცადეს. ფაქტი რომ არ გახმაურებულიყო, თვითმმართველობა და რესურსცენტრი მოსახლეობას ახალ სკოლის აშენებას დაჰპირდა. სოფელში ამბობენ, რომ სკოლის კარები ამიტომაც აღარ აჭედეს.

უჩხითში სკოლას ტენდერში გამარჯვებული შპს „სპეც ჰიდრო-პროექტი“ აშენებს. ამ ფირმასთან ხელშეკრულება აჭარის განათლების სამინისტროს 194 408 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულების თანახმად, მშენებელ ფირმას ობიექტის მშენებლობა 5 სექტემბრისთვის უნდა დაემთავრებინა, თუმცა ამ ეტაპზე შენობის გადახურვაზე მუშაობენ. მშენებლობაზე დასაქმებული თამაზ ხიმშიაშვილი ამბობს, რომ სკოლის გადახურვისთვის მინიმუმ ორი კვირა სჭირდებათ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარგი ამინდი იქნება, წვიმასა და თოვლში რთულია მუშაობა და მშენებლობა ფერხდება.

სკოლის მშენებლობაზე ორი ბრიგადა მუშაობს 12 კაცის შემადგენლობით. მშენებლობის დამთავრებისთვის საჭირო მასალა საკმარისია, მაგრამ შენობამდე მანქანით მისვლა შეუძლებელია, ამიტომაც სილასა და ცემენტს მუშები მოშორებული ტერიტორიიდან ხელით ეზიდებიან. „სკოლამდე წესიერი გზის მიყვანას ტექნიკა სჭირდება, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. არავინ რომ არ გვაქცევს ყურადღებას, ამიტომაც არის ამ დღეში სოფელიც და სკოლაც“, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.

დოკუმენტების მიხედვით უჩხითის სკოლას შპს „სპეც ჰიდრო-პროექტი“ აშენებს, სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები კი სხვას აცხადებენ. მათი თქმით, სკოლას შპს „აჭარა-2008“ აშენებს, რომლის დირექტორიც ჯემალ ბარამიძეა. მშენებლობაზე დასაქმებული თამაზ ხიმშიაშვილის თქმით, მას ხელშეკრულება სწორედ ამ ფირმასთან აქვს გაფორმებული და სკოლის მშენებლობის საქმისმწარმოებელიც ჯემალ ბარამიძეა.

„ხელშეკრულება „აჭარა-2008“-თან გავაფორმეთ. ხელშეკრულების მიხედვით, ხელფასის ნაწილი შენობის საძირკვლის ჩასხმისთანავე უნდა მოეცათ, მაგრამ შეთანხმებული თანხა არ მოუციათ, ცოტა ავიღეთ“, – აცხადებს თამაზ ხიმშიაშვილი.

ფირმის მიმართ უკმაყოფილებას სხვა მუშებიც გამოთქვამენ. მათგან ზოგიერთს ფირმასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ზოგიერთს – არა.
„ოთხი თვეა პაცობნიკად ვმუშაობ 70 წლის კაცი. ფული ჯერ არ ამიღია. რას ჰქვია არ მომცემს, სად გაგვექცევა… მე რა ვიცი ხელშეკრულება, მითხრა იმუშავე და ფულს მოგცემო და მეც ვმუშაობ… საშენი მასალის (ხის) გვიან მოტანამ გამოიწვია მშენებლობის დაგვიანება, მასალა სვანეთიდან შემოიტანეს. დროზე რომ მოეტანათ, სკოლა აქამდე დასრულდებოდა. ახლახან გავიგე, საქმისმწარმოებელი ჯემალ ბარამიძე გამგებლის ბიძაშვილი ყოფილა“, – აცხადებს კიდევ ერთი მუშა, ნაზიმ კობალაძე.

„ფირმის წარმომადგენელი და საქმისმწარმოებელი ერთი თვეა აღარ გვინახავს, ჩვენც ვეძებთ“, – ეს როდამი კობალაძემ უთხრა „ბათუმელებს“.
სკოლის გაჭიანურებულ მშენებლობას სასწავლო პროცესი რომ არ ჩაეშალა, ამისთვის სოფელმა კერძო სახლი გამონახა. საცხოვრებელი სახლი მშენებელმა ფირმამ დაიქირავა და 2011 წელს პირველი ზარიც იქ დაირეკა.

ახალ „სკოლაში“ ერთი ოთახი სამ ოთახად გადააკეთეს. აქ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები. გაკვეთილზე ერთდროულად რამდენიმე მოსწავლისა და პედაგოგის ხმა ისმის – ნახევრად გადატიხრულ ოთახებს კარები არ აქვს.

სასწავლო კლასებად ქცეულ ოთახების ნაწილში არც შუქია და არც წყალი.
სკოლის მოსწავლე აჩიკო ჟოჟაძე მთავარ პრობლემად სიცივეს ასახელებს. ატალახებული გზის გავლის შემდეგ მოსწავლეები გაყინულ ოთახებში სხედან. გიული აბაშიძე, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე კი, საპირისპიროს ამბობს: „ღუმელი ნოემბრის 15-დან ინთებოდა, მაგრამ რადგან შენობაში სიცივეა, ადრე დავდგით. ზოგ კლასში გაზქურა ანთია. ამ მხრივ მოსწავლეებს პრობლემა არ აქვთ, შეშითაც მომარაგებული ვართ“.

უჩხითის საჯარო სკოლაში 119 მოსწავლე სწავლობს, ამათგან 28 ბავშვი პერიფერიის სკოლებიდან დადის.

„ბათუმელებმა“ შპს „სპეც ჰიდრო-პროექტის“ დირექტორთან, ლევან გოგიბერიძესა და ჯემალ ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მათ ტელეფონები გამორთული აქვთ.

ფირმას, რომელიც უჩხითში სკოლას აშენებს, განათლების სამინისტროსგან კიდევ ერთი დაკვეთა აქვს მიღებული – შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ პაპოშვილებში აშენებს სკოლას. იქაც მშენებელ ფირმას სკოლა 5 სექტემბრისთვის უნდა ჩაებარებინა… გაკვეთილები პაპოშვილებშიც ძველ სკოლაში ტარდება.

აჭარის განათლების მინისტრის, გია აბულაძის განცხადებით, მშენებელმა ფირმამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რის გამოც ჯარიმას იხდის.
2011 წელს, განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, აჭარაში 14 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორი სკოლა კი შენდება. გია აბულაძის განცხადებით, სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 785 000 ლარი გამოიყო. 14 სკოლიდან 4 სკოლის რეაბილიტაცია UშAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა.

გადაბეჭდვის წესი