სიახლეები

განათლების რეალიზება საქართველოში

30.05.2012
განათლების რეალიზება საქართველოში

ელისო დუაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების პირველი კურსის სტუდენტი

შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? – ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.
ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა.ამ გოგონას მაგივრად მე გამიჩნდა კითხვა, რატომ ვსწავლობთ (ან სწავლობს) ამდენს, თუ ვერ შევძლებთ რეალიზებას? ეს ნაწილობრივ „ქართველების სენია“: ყველას სურს, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არც კი ფიქრობს მის რეალიზებაზე. თუმცა არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა: საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ მათთან უმაღლესი განათლების პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი დასაქმდება, თუმცა დაპირება რეალობას არ შეესაბამება. ეს გარკვეულწილად სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის, რესურსების არქონის, სამუშაო ადგილების სიმწირის ბრალიცაა. რა ქნას ამ დროს უნივერსიტეტმა? უმაღლესი სასწავლებელი ემსგავსება ქარხანას, რომელიც უშვებს ძვირფას, მაგრამ უფუნქციო პროდუქციას…
მოკლედ, წლების შემდეგ ქვეყანა იღებს უმაღლეს განათლებულთა არმიას, რომელთა დასაქმებას ვერ ახერხებს ვერც სახელმწიფო და თავისთავად ვერც კერძო სტრუქტურები. იქმნება ორდიპლომიანი ტაქსისტებისა და მოლარე-ოპერატორების ჯარი.
არის ერთი ნიუანსი: თითქმის ყველა დამსაქმებელი ითხოვს მაგისტრის ხარისხს და როგორც სტუდენტები ირწმუნებიან, ბაკალავრის დიპლომი „არაფერია“. ეს ფაქტი საფიქრალში მაგდებს, – რას ნიშნავს „არაფერია?“ იქნებ არ მსურს, ან არ მაქვს საშუალება, რომ სწავლა გავაგრძელო. რა გამოდის, ტყუილად ვსწავლობ ბაკალავრზე? თუ დავიჯერო, საქართველოში ყველგან ისეთი ვაკანსიებია, რომ მხოლოდ მაგისტრი თუ გაართმევს თავს და „უბრალო“ ბაკალავრი უნდა მოისროლონ? პირადად მე ლოგიკას ვერა, მაგრამ ამპარტავნობას ვამჩნევ, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.