ნეტგაზეთი • RU

ბიძინა ივანიშვილი : „ჩემი მიზანი ტემპერატურის დარეგულირებაა”

ბიძინა-ივანიშვილი-„ჩემი

„მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ ,გავაღრმაოთ ურთიერთობა აშშ-სთან. მადლიერი ვარ მისი თანადგომის. მადლიერი ვარ ასევე ევროპის და პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროსტრუქტურებთან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია მყისიერად დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან.
მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია, ჩემი განცახადების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დარეგულირება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს დიპლომატებთან შეხვედრის დროს. ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს საქართველოში აკრედიტირებული ელჩების უმრავლესობამ დღეს გაიცნეს, რადგან ვიდეო ჩანაწერში ისმის ფრაზა „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა „ვიდეო მოგვიანებით ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
საქართველოში აკრედიტებულ 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დღეს, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხებზე და “ქართუ ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. თუმცა ელჩებმა ისე დატოვეს ივანიშვილის რეზიდენცია რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge