სიახლეები

ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება

30.05.2012
ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება

[youtube https://www.youtube.com/watch?v=dULaRgBIZ9E&w=425&h=349] 19 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება. ჯაზფესტივალს ბათუმში ამჯერად ოთხი სცენა დაეთმობა: პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარსა და კლუბ TAKE FIVE–ში.
სამი დღის მანძილზე ბათუმის ქუჩებში „Men in Brass”-ის წევრები დაუკრავენ, რომლებიც  თითოეულ კომპოზიციას ქორეოგრაფიულ ნომერთან ერთად ასრულებენ.
პროგრამა კი ასე გამოიყურება:
19 ივლისი – უკრაინული ჯაზ-ბენდი  და ილუშა ცინცაძე ევროპის მოედანზე დაუკრავენ. იმავე დღეს, პიაცას სცენაზე ჰოლანდიური ჯგუფი Yuri Honing Wired Paradise , ლევან ჩიჩუასა და Space Jam -ის მოსმენა იქნება შესაძლებელი.
20 ივლისი – Jazz Factory და ქართული ჯგუფი City Life Band ევროპის მოედანზე, ხოლო ბიძინა რამიშვილის ჯაზკვინტეტი, დარენ ბარეტი და  Brassbastardz პიაცაზე დაუკრავენ.
21 ივლისი –Reincarnation (სომხეთი) და Blues Mob – ევროპის მოედანი, ლერა გენერისა და ალექსეი პოპოვის პროექტი და Project Logic-ი – პიაცა.
22 ივლისს პიაცაზე ქართველი ვირტუაზი ჯაზშემსრულებელი, ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს, ხოლო შემდეგ სცენა The London Community Gospel Choir In Concert-ი გამოვა.
23 ივლისს პიაცაზე სტენლი ჯორდანის ტრიო და Yellowjackets ბენდი დაუკრავს, ხოლო 24 ივლისს, შავი ზღვის ჯაზფესტივალს მეისი გრეი იმღერებს პიაცაზე. მის მოსასმენად ბილეთის შეძენა 90 ლარადაა შესაძლებელი, 40 ლარი ღირს ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ხოლო 60 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუ კი სტენლი ჯორდანის და Yellowjackets -ის კონცერტზე გადაწყვეტთ წასვლას.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორი ტრადიციულად „ისტერნ პრომოუშენია”, გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. სტუმრებს ბათუმში სასტუმრო „შერატონი” უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.