სიახლეები

ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება

30.05.2012 • • 1416
ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
გაზეთის ამ ნომერში მოსაზრებას ადამიანის უფლებათა საკითხზე ვამზადებდი, მაგრამ სამუშაო პროცესში საკითხი შევცვალე, როცა დამწუხრებულმა მეგობარმა მითხრა: „ბანკიდან რომ გამოვედი, ცხოვრების ხალისი წამიხდა“.

ბოლო წლებში თითქმის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ძალაუნებურად აქვს შეხება ბანკთან. ბანკის სერვისების მომხმარებლები, ზოგადად, შესაძლოა ორ კატეგორიად დავყოთ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთაც ბანკში ანაბრები აქვთ ან სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობენ. ამათთვის ბანკის სერვისები საჭირო და აუცილებელია. ისინი ბანკებს მომსახურების ხარისხის, ტარიფებისა და ხშირად პირადი სიმპათიების საფუძველზე ირჩევენ.

ბანკის სერვისების მომხმარებელთა მეორე ჯგუფში არიან ის ადამიანები, რომლებიც ბანკს მხოლოდ სესხის (კრედიტი) მიზეზით უკავშირდებიან. ფაქტია, საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს ბანკისგან სესხი გამოტანილი. მე არ გახლავართ ეკონომიკის სპეციალისტი და, შესაბამისად, ამ პროცესის ფინანსური მხარის შეფასებას არ დავიწყებ. მხოლოდ იმ რამდენიმე გარემოებას შევეხები, რის გამოც ოჯახები უსახლკაროდ რჩებიან, ოჯახური კონფლიქტები იწყება, ანუ მძიმე შედეგებიც დგება.

ახლა დავუბრუნდები ისევ ჩემი მეგობრის ფრაზას: „ბანკიდან რომ გამოვედი ცხოვრების ხალისი წამიხდა“. ერთი შეხედვით ალბათ გაუგებარია, რა შუაშია ბანკი ცხოვრების ხალისთან?! სამწუხაროდ, შუაში კი არა, ხშირად თავშია – ადამიანების უმრავლესობას სესხის გამოტანის მომენტი სიამოვნებას ანიჭებს, რადგანაც ამ თანხით ყიდულობენ რაღაც ნივთს, იხდიან გადასახადს და ა.შ. მაგრამ სესხის დაფარვა ხშირად დაუმთავრებელ პროცესს ემსგავსება. წარმოდგენაც კი კმარა, რას ნიშნავს ყოველ თვე გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება (საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ რაც უფრო დრო გადის, ეს პროცესი მით უფრო მეტად არასასიამოვნოა).

ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ისე გამოაქვთ სესხი, რომ ბოლომდე ვერც კი აცნობიერებენ, რას ნიშნავს წლიური 15%, რეალურად ყოველ თვეში გადასახდელი თანხიდან რამდენია მის მიერ გამოყენებული თანხა და რას შეადგენს პროცენტი.

მოსაზრებაზე მუშაობის დროს დავუკავშირდი ბანკში ნაცნობებს, რომლებიც სესხების გაცემის კუთხით მუშაობენ და ვკითხე, რამდენმა „კლიენტმა“ მოითხოვა სესხის ხელშეკრულებაში რაიმე მუხლის შეცვლა. ასეთი „კლიენტი“, საბანკო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე 9 ადამიანიდან, ვერც ერთმა ვერ გაიხსენა. ისინი ამბობენ, რომ სესხის ხელშეკრულებას თითქმის არავინ კითხულობს, ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, როდის მიიღებს თანხას.

სამაგიეროდ, როდესაც ადამიანები წაუკითხავად ხელს აწერენ სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებებს, ხოლო შემდეგ ვეღარ ასრულებენ ამ დოკუმენტებით დადგენილ პირობებს, იწყებენ იურისტების ძიებას და კონსულტაციების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ თითქმის არანაირი უფლება არ გააჩნიათ გამსესხებლის მიმართ. ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ვალდებულებით არიან აღჭურვილნი და ეს ლოგიკურიცაა: სესხი თავისი სამართლებრივი ბუნებით მისი დაბრუნების ვალდებულებას გულისხმობს.

სამწუხაროდ, ბოლო თვეებში პირადად მომიხდა რამდენიმე ადამიანისთვის იმის განმარტება, რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ისინი კარგავდნენ საცხოვრებელ სახლს. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება, ისედაც გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის, ნამდვილად არ არის ადვილი.

ამ პროცესშიც არსებობს რთულზე უფრო მძიმე და ხშირად წარმოუდგენელი შემთხვევები. მაგალითად, რამდენიმე ჩემი ნაცნობის ოჯახი უსახლკაროდ მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ რამდენიმე წლის წინ მეგობრების, მოყვრების, ნათესავების მიერ ბანკიდან გამოტანილი სესხის უზრუნველსაყოფად, საკუთარი საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვას დათანხმდნენ.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთები. ხშირად ბანკები და საფინანსო ჯგუფები, ოღონდაც გასცენ სესხი, საერთოდ არ ამოწმებენ, ან მხოლოდ ფორმალურად აქცევენ ყურადღებას სესხის მიზნობრიობას. როდესაც მოქალაქე სესხს იმიტომ გამოიტანს, რომ უფრო მაღალი პროცენტით გამოტანილი სხვა სესხი დაფაროს, ამ დროს კი სესხის ხელშეკრულებაში „ბიზნესის განვითარება“ აქვს დაფიქსირებული – ეს პროცესი ნორმალურია? საბოლოო შედეგისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ბანკები და საფინანსო ჯგუფები ნებისმიერ შემთხვევაში იგებენ. მათ სესხი უზრუნველყოფილი აქვთ სესხთან შედარებით უფრო მაღალი ღირებულების მქონე ქონებით, რომელსაც იძულებით გაუყიდიან მესაკუთრეს.

ბანკსა და მოქალაქეს შორის წარმოშობილი დავების ალბათ 99% (თუ არა 100%) ბანკის/საფინანსო ჯგუფის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებით მთავრდება. თვით ეს ფაქტი ხომ ღირს იმად, რომ კარგად დავფიქრდეთ, სანამ სესხის გამოტანის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

გადაბეჭდვის წესი