სიახლეები

გაზრდილი ბიუჯეტი მთავრობის შენახვას მოხმარდება

30.05.2012 •
გაზრდილი ბიუჯეტი მთავრობის შენახვას მოხმარდება

ავტორი: ნინო ნატროშვილი
ყველაზე გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი და არაპროგრამული – ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია 2012 წლის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით სამის წინაღმდეგ დაამტკიცა. 2011 წელს საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები მილიარდ 85 მილიონ 282 ათასი ლარი იყო. 2012 წელს მათი რიცხვი 100 130 კაცამდე მცირდება, სახელფასო ფონდი კი მილიარდ 133, 145. 5 მილიონი ლარია.

საპარლამენტო ოპოზიციამ ბიუჯეტს ხმა არ მისცა. არც საბიუჯეტო დებატები გამოდგა მწვავე, რადგან ქვეყნის მთავარი ფინანასური დოკუმენტი დეუტატებისგან თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილეს. ბიუჯეტის მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტების თამჯდომარეების გარეშე შედგა.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება 2011 წლის ბიუჯეტისგან:

„ასიგნებები გაშიფრულია მხოლოდ ხელფასების ნაწილში და არ არის მითითებული, თუ რა ხარჯი გაიწევა საქონელისა და მომსახურეობის კატეგორიაში. ახალი ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს პროგრამულობის მოთხოვნებს და 2011 წელთან შედარებთ უფრო ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა“.

საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ქვეყნის მთავარი ფინანასური დოკუმენტი 2012 წელს მთლიანად პროგრამული უნდა ყოფილიყო. თუმცა ბიუჯეტში კვლავ დარჩა ზოგადი მუხლები და სხვა ხარჯები. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი განხილვისას სხვა ხარჯები იყო 836 მილიონი 482 ლარი, ხოლო შესწორებულ ვარიანტში ეს მაჩვენებელი 974 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ხარჯების 16 პროცენტზე მეტია.

საპარლამენტო უმრავლესობს ლიდერი პერტე ცისკარიშვილი აღიარებს, რომ 2012 წლის ბიუჯეტი ნაწილობრივ პროგრამულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგ სფეროებში პროგრამებზე გათვალისწინებული ხარჯები გაწერილია, რიგში კი – ბუნდოვანი.

„პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ბიუჯეტი რომ პროგრამული იყოს, ეს არასოდეს ყოფილა პანაცეა. მთავარია, ბიუჯეტში გამჭვირვალეა ხარჯები და პრიორიტეტები“, – ამბობს ცისკარიშვილი.

2012 წლის ბიუჯეტში მთავრობა საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ამ სფეროზე არ ვრცელდება.

2011 წელს საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები მილიარდ 85 მილიონ 282 ათასი ლარი იყო. 2010 წელს ეს მაჩევნებელი მილიარდ 43 მილიონ. 2011 წელს 42 მილიონი ლარით მეტი იყო გამოყოფილი. 2012 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი 100 130 კაცამდე მცირდება, ხოლო სახელფასო ფონდი მილიარდ 133, 145. 5 მილიონი ლარია.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პირველი სექტემბრიდან 67 წლამდე პენსიონერების „საპენსიო პაკეტი“, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევის 15-ლარიან ვაუჩერს, განისაზღვრება 125 ლარის, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის – 140 ლარის ოდენობით. პენსიონერების პარალელურად სახელმწიფოსგან ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ 6-წლამდე ბავშვები და პირველი კატეგორიის ინვალიდები.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო საპარლამენტო ოპოზიცია 2012 წლის ბიუჯეტს სოციალურად უსამართლოს უწოდებს.

„ქრისტიან დემოკრატების“ გათვლებით ამ ინიციატივის ფარგლებში პენსიაზე 25-ლარიანი დანამატის გარეშე 67 წელს ქვემოთ 200 ათასი პენსიონერი რჩება. ამ პროექტის სრულად განხორციელებისთვის 20 მილიონი ლარი იყო საჭირო, რაც 2012 წლის ბიუჯეტში ვერ მოინახა. თუმცა მესტიის სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის ბიუჯეტში 91 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2012 წლის ბიუჯეტის მიღმა დარჩა 71 ათასი ვეტერანი, რომელთაც ყველა სოციალური შეღავათი გაუქმებული აქვთ. „მათი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 2 მილონ 700 ათასი ლარი იქნებოდა საკმარისი, ეს თანხა ვერ გამოინახა“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

2012 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების მიღმა დარჩნენ 55-57 წლის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. გულის შუნტირების ოპერაციას ჯანდაცვის პროგრამა 60 წლიდან დააფინანსებს. 2012 წლის ბიუჯეტში დაზღვევას ვერ მიიღებს 300 ათასი მარჩენალდაკარგული. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათი ფრაქციის არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია „ლაზიკას“ მშენებლობის შესახებ პრეზიდენტის იდეას აკრიტიკებს. პარლამენტარი ეჭვობს, რომ პრეზიდენტის პროექტი ბიუჯეტიდან განხორციელდება.

„ლაზიკასთვის“ 200 მილიონი ლარია საჭირო, თუმცა 2012 წლის ბიუჯეტში ხარჯები გაწერილი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ პროექტი ინვესტიციებით განხორციელდება, რომელსაც „ლაზი“ ბიზნესწრეები გაიღებენ.

ლევან ვეფხვაძე მთავრობას კავკასიონის ქედზე ქალაქ „შამბალას“ აშენებას სთავაზობს, სადაც ინვესტიციებს ინდოელი ბიზნესწრეები ჩადებენ.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 386.500 მილიონით გაიზარდა, თუმცა ეს თანხა არასამართლიანად გადანაწილდა. ამ ფულით, ძირითადად, თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა. ჯონდი ბარათურიას შეფასებით, თავდაცვის ხარჯები ბუნდოვანია და რეალურად, თუ რაზე იხარჯება ამ სფეროში ფული, მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა იცის.

2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6.893 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯები 6,528 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც პირველად წარმოდგენილ პარამეტრებს 386.500 მილიონი ლარით აღემატება.

გადაბეჭდვის წესი