სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის შეტყობინება ფეისბუქიდან

30.05.2012
ბიძინა ივანიშვილის შეტყობინება ფეისბუქიდან

ბიძინა ივანიშვილი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას” არ არეგისტრირებს.
ამა წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის- ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო მოსაკრებელი, რაც დადგენილი წესით ითვალისწინებს მომსახურების დასრულებას განაცხადის შეტანის დღესვე. შესაბამისად, რეესტრი ვალდებული იყო განცხადების შეტანის დღესვე (24/11/2011) რეგისტრაციაში გაეტარებინა ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება,” ან მიეთითებინა განმცხადებლისთვის საბუთებში არსებულ ხარვეზებზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება მიღებულია. რეალურად, რეესტრი არ არეგისტრირებს საზოგადოებრივ მოძრაობას და არც რაიმე სახის ხარვეზს უდგენს განმცხადებელს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ჯერ საჯარო რეესტრის ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ კი უშუალოდ რეესტრში ადგილზე მისვლით, შეეცადნენ გაერკვიათ წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემის გაჭიანურების მიზეზი. არანაირი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არღვევს რეესტრი საქართველოს კანონმდებლობას, გაკეთებული არ ყოფილა.
აშკარად სახეზეა ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციის, რაც პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.