სიახლეები

ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!

30.05.2012 • • 1292
ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!

თამარ გაბეჩავა

ავტორი: თამარ გაბეჩავა (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ამ წერილის დაწერა ჩემი და ჩემი სამსახურის – „დემოკრატიის ინსტიტუტის“, მიმართ სატელევიზიო გადაცემა „დიალოგში“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მიერ გამოთქმულმა უსამართლო ბრალდებამ მაიძულა.
ბატონი ნიკოლოზის განცხადება, თითქოს დემოკრატიის ინსტიტუტმა და პირადად, მე, ერთ-ერთ მსჯავრდებული არასრულწლოვანი ილია ნარეკლიშვილი, რომელიც ახლა საზღვაო აკადემიის სტატუსშეჩერებული სტუდენტია, შუა გზაზე მივატოვეთ, არათუ უსაფუძვლო, ცოტა არ იყოს უხერხული და უპასუხისმგებლოა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, მაინც არასახარბიელო იყო, ბატონმა ნიკოლოზმა მთლად თუ არა ნაწილობრივ მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ რატომ, ამის გასარკვევად ილიას მიერ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად განვლილ გზას გავიხსენებ.

გაწეულ დახმარებაზე ხმამაღლა ლაპარაკი უხერხული და მიუღებელია, მაგრამ ბატონი ნიკოლოზის უსაფუძვლო ბრალდების უპასუხოდ დატოვება არანაკლებ მიუღებლად მივიჩნიე. რაც შეეხება პირადად ილიას, დარწმუნებული ვარ, ის ჩემს ნაამბობს სწორად გაიგებს, რამეთუ თავადაც არანაკლებ აღშფოთებულია.
ილიას სიყვარულით „დემოკრატიის ინსტიტუტის შვილობილს“ ვეძახით. იგი ჩვენ 15 წლის ასაკში გავიცანით, როცა ყველის ქურდობის გამო საპატიმროში მოხვდა. ბატონმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ურჩევნია ილიას პირადი საქმე კონფიდენციალურად დატოვოს, რაც ზღვარსგადასულ მზრუნველობად და გულის ამაჩუყებლად მეჩვენება მისი მხრიდან, რადგან თავად ილია წარსულს არ გაურბის და დღეს ხმამაღლა შეუძლია განაცხადოს, რომ ადამიანს თუკი სურვილი ექნება, ყოველთვის გამონახავს საკუთარ თავში ძალას, უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი მომავალი. მან ჩვენ ამაში თავისი ცხოვრებით დაგვარწმუნა.

ილია აქტიურად იყო ჩართული იმ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებდა ბათუმის #3 საპყრობილეში, მეცადინეობდა, ხატავდა. მონაწილეობა მიიღო პატიმრების მიერ მოწყობილ გამოფენაში, ითამაშა სპექტაკლში – „ყვავილების მიწა“, რომელიც პატიმრების მონაწილეობით დაიდგა. ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა კიდეც მძიმე ყოფის გალამაზებას.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბათუმის #18 საჯარო სკოლის დირექციის თანადგომით, ილიამ სწავლის თავისივე კლასში გაგრძელება მოახერხა (ორ თვეში მოამზადა მე-9 კლასის პროგრამა და წარმატებით გაართვა თავი საბაზისო სკოლის გამოცდებს). მე-11 კლასში ექსტერნის წესით ჩააბარა გამოცდები და მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება. პარალელურად დემოკრატიის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრ NEO-ში ემზადებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

ილია სკოლის დამთავრებისთანავე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა. სამწუხაროდ, გრანტი ვერ მოიპოვა. ილია სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, ამიტომ შეიძლება ვინმემ თქვას კიდეც, რაკი იცოდა სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიდა, ხელობა ესწავლა და უმაღლესში სწავლაზე არ ეფიქრაო. ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების სურვილი გაუჩნდა (აკი, თქვენც ბრძანეთ ბატონო ნიკოლოზ, ყველა ადამიანი კომფორტისკენ ისწრაფვისო), ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის საფასურის გადახდას ნათესავი ჰპირდებოდა, რომელიც სწორედ იმ გაზაფხულზე (2010 წ.) გარდაიცვალა მოულოდნელად. ილიამ კი ჩვენი თხოვნით არ მიატოვა მეცადინეობა იმ იმედით, რომ ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი არასრულწლოვანი, სოციალურად დაუცველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დახმარება და სიკეთისკენ შემობრუნებაა, ვერ წარმოგვედგინა ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩებოდა.

უშედეგო აღმოჩნდა საქართველოს განათლების სამინისტროში გაგზავნილი განცხადება ილიას სოციალური გრანტით დაკმაყოფილების თაობაზეც.
სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო ჩვენმა წერილობითმა თხოვნამ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის და ქ. ბათუმის მერის სახელზე. ბატონი ნიკოლოზის სატელევიზიო საუბრიდან გაირკვა, რომ თურმე აკადემიასაც არაერთი წერილი გაუგზავნია ილიას დაფინანსების სათხოვნელად. ეს ჩვენთვის ცნობილი არ იყო (რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, გვეცოდინებოდა).

მე მართლაც არაერთხელ შევხვდი ბატონ ნიკოლოზს ამ თემაზე. მან გამონაკლისის სახით დაუშვა ილია ლექციებზე და ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად ვადა 2010 წლის 8 ნოემბრამდე დაგვითქვა. სამწუხაროდ, ამ ვადაში პრობლემა ვერ მოგვარდა…

ბატონი რექტორის სატელევიზიო განცხადება, თითქოს ილიას სწავლის მხრივ პრობლემები ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო რაც შეეხება გაცდენებს, იგი დეკემბრის თვიდან მართლაც აცდენდა ლექციებს იმ უხერხულობის გამო, რომელიც აკადემიაში სწავლის საფასურის გადაუხდელობით შეექმნა და მუშაობა დაიწყო მშენებლობაზე.

2011 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დემოკრატიის ინსტიტუტმა~ხელახლა მიმართა ბათუმის მერიას ილიასთვის სწავლის საფასურის დაფინანსების თხოვნით პროექტის ფარგლებში – „ნიჭიერი ბათუმელების წახალისება“. საქმე განხილვის პროცესში იყო, როცა ხელახლა მივმართე ბატონ ნიკოლოზს, თანხის გადმორიცხვამდე ილიასთვის გამოცდების ჩაბარებისა და სწავლის გაგრძელების უფლება მიეცა. ჩემს კითხვაზე, როგორ მოვიქცეთ-მეთქი, მიპასუხა: როგორ უნდა მოიქცეთ, დაპირების არ მჯერა, როცა თანხას მოიძიებთ, მობრძანდითო. აშკარად გაბრაზებული იყო. გაბრაზების მიზეზი (არც დაუმალავს) კი ის სიუჟეტი იყო, რომელიც დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივით ილიას დაფინანსების მოპოვების მიზნით მომზადდა და რასაც წინ უსწრებდა ორი საგაზეთო სტატია: (გაზეთი „ბათუმელები“ – „ამბავი ბიჭებისთვის… და არამარტო მათთვის“; გაზეთი „კვირის პალიტრა“ – „დავეხმაროთ ილიას!“)
აღმოჩნდა, რომ ილიას I სემესტრის ჩაუბარებელი გამოცდების ჩასაბარებლად თანხა უნდა გადაეხადა (სწავლის საფასურთან ერთად).

ამის გამო დაფინანსებამ, რომელიც ბათუმის მერიამ ილიას 2011 წლის გაზაფხულზე დაურიცხა – 1125 ლარი (ერთი სემესტრის სწავლის საფასური) აზრი დაკარგა. გამოცდებში გადასახდელ თანხას II სემესტრის სწავლის საფასური ემატებოდა. ბოლო შეხვედრაზე გიორგი წიკლაურმა, ილიას სათანადო თანხის მოპოვებამდე სტუდენტის სტატუსის დროებით შეჩერება შესთავაზა, ილიამ კი გადაწყვიტა გადმორიცხული თანხა შეენახა და დანარჩენის შესაგროვებლად თურქეთის რესპუბლიკაში წასულიყო სამუშაოდ.

აი, ასე იყო ეს ყველაფერი!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატიის ინსტიტუტი ილიას და მის ოჯახს არაერთხელ დაეხმარა. წლების განმავლობაში მისი უფლებების დაცვასთან ერთად, ილიამ ჩვენს სასწავლო ცენტრში, გარდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებისა, გაიარა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ხოლო მისმა დამ – კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. ჩვენ ილიასა და ბევრი სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების გვერდით ისევ ვდგავართ. სხვათა შორის, დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით კიდევ ორი ახალგარდა გახდა საზღვაო აკადემიის სტუდენტი (მათ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ).

ის, რაც მოგითხრეთ ბატონო ნიკოლოზ, ერთი ახალგაზრდისთვის გაწეული დახმარების ნაწილია. მე ვინ ვარ, რაიმე გირჩიოთ, მაგრამ ილიას მიმართ თქვენც ცოტა მეტი გულისხმიერება რომ გამოგეჩინათ და დახმარებოდით, ალბათ საშვილიშვილო მადლს მოისხამდით… მე კი ჩემი მხრიდან ერთს ვიტყვი – მიუხედავად იმისა, რომ ილიას დღეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, ამაყად შემიძლია მას თვალებში შევხედო. იგი დარწმუნებულია, რომ მე და მთელმა დემოკრატიის ინსტიტუტმა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ხელგვეწიფებოდა. გვენდობა და სჯერა ჩვენი, ისევე, როგორც ჩვენ მისი.

გადაბეჭდვის წესი