Batumelebi | გაერთიანდება თუ არა კერძო სკოლები? გაერთიანდება თუ არა კერძო სკოლები? – Batumelebi
RU | GE  

გაერთიანდება თუ არა კერძო სკოლები?

გაერთიანდება-თუ-არა-კერძ

აჭარაში 28 კერძო სკოლაა, მათგან 20 – ბათუმში. ავტორიზაცია ამ ეტაპზე 4 სკოლას აქვს გავლილი. განაცხადის შეტანა სკოლის დაარსების თარიღზეა დამოკიდებული, ყველა სკოლა ეტაპობრივად გადის ავტორიზაციას. სამომავლოდ გამორიცხული არ არის, კერძო სკოლები თვითგადარჩენისთვის გაერთიანდნენ და აკრედიტაცია ასე გაიარონ.

თეონა თურმანიძე

ავტორიზაციის გავლისათვის კერძო სკოლებს უნდა ჰქონდეთ უნივერსალური შენობა (აუზი, სპორტული მოედანი და ა. შ.). რადგან ეს სერვისი სკოლებს არ აქვთ, ბევრი მათგანი სავარაუდოდ მისამართს შეიცვლის, ანუ კერძო სკოლები გაერთიანდებიან. ეს იდეა და სურვილიც, თავად კერძო სკოლებში გაჩნდა. თუმცა, როგორც დირექტორები ამბობენ, ასე ურჩიეს სამინისტროშიც.
ბათუმში კერძო სკოლების ასოციაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს: სკოლა „გორდა“ „იმედი“ და „ფარნავაზი“, რომელიც ქობულეთში მდებარეობს. დირექტორები ამბობენ, რომ გაერთიანება თვითგადარჩენის გზაა, განსაკუთრებით კი აკრედიტაციის პერიოდში. ამ ეტაპზე ავტორიზაცია გავლილი აქვს „გორდას“, „კავკასიის ბიზნესსკოლას“, „ფარნავაზსა“ და „იმედს“.
„იმედის“ დირექტორი, ქეთევან გოშხეთელიანი: „კერძო სკოლების გაერთიანება იდეაა. მინდა ყველა მათგანი წარმატებული იყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენი დაეთანხმება ამას. დახმარება აჭარის განათლების სამინისტრომაც შემოგვთავაზა.
რაც შეეხება ჩემს სკოლას, ეს პროცესი გავიარეთ – თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ გავხდით მაძიებელი, მერე კი, 5 დღის ვადაში, შევიტანეთ განაცხადი ავტორიზაციის გავლის მიზნით“.
ავტორიზებული „გორდას“ დირექტორი, კერძო სკოლების ასოციაციის ხელმძღვანელი ბათუმში, ნინო მურვანიძე ამბობს, რომ საკუთარი უნივერსალური შენობის ქონის საშუალება თითქმის არც ერთ სკოლას არ აქვს, ამიტომ გაერთიანება ოპტიმალური ვარიანტია. სკოლის გადარჩენის მიზნით ასე გვირჩიეს, ამას ჩვენც ვეთანხმებით. აკრედიტაციის პერიოდში სტანდარტებს ვერ მოერგება ვერც ერთი სკოლა. ქართული ხასიათი რომ გადავდოთ გვერდზე და თვითგადარჩენაზე არ ვიფიქროთ, ვერც ერთი ვერ გადაირჩენს თავს“.
ავტორიზაცია გაიარა ქობულეთში არსებულმა კერძო სკოლა „ფარნავაზმა“. იგი 1997 წელს დაარსდა და სწავლების სამივე საფეხურზე ჰყავს მოსწავლეები. „მზად ვარ, ნებისმიერი ამბიცია დავთმო და აკრედიტაციისთვის ვიზრუნო, გაერთიანება ფინანსურ პრობლემებს შეგვიმსუბუქებს – ამბობს მადონა ოქროპირიძე.
სკოლებისთვის ავტორიზაციის თანხა სწავლების 3 საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) შესაბამისად არის განსაზღვრული. სტატუსის მაძიებელმა, რომელსაც მხოლოდ დაწყებითი კლასები ეყოლება, 2000 ლარი უნდა გადაიხადოს, ორი საფეხურიანი სწავლების შემთხვევაში გადასახადი 3500 ლარია, სამივე საფეხურზე კი მაძიებელი 5000 ლარს იხდის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისთვის ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური 500 ლარია.
2010 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შესული კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო ხდება ავტორიზაცია, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა დაწესებულებას შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.
ავტორიზაცია ამ წლის სექტემბრიდან დაიწყება და 2012 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge