სიახლეები

ბათუმში „აპოლო” ბრუნდება

30.05.2012
ბათუმში „აპოლო” ბრუნდება

ყოფილი კინოთეატრი „ინტერნაციონალი” განახლებული ფასადითა და თავდაპირველი სახელწოდებით – „აპოლო”, შესაძლოა ზაფხულის ბოლოს გაიხსნას. ამჟამად კინოთეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ელექტროთეატრი „აპოლო” (შემდგომში „ინტერნაციონალი”) გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა. შენობის ძველი ფასადიდან აქამდე კედლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო შერჩენილი. სარემონტო სამუშაოების დროს ეს ფრანგმენტი ჩამოშალეს, თუმცა ცნობილია, რომ  „აპოლო” ზუსტად ისეთი სახით დაუბრუნდება ქალაქს, როგორიც 20 –ან წლებში იყო.
განახლებული „აპოლოს” მართვა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ იმ ჯგუფს მიანდო, რომელიც ამჟამად კინოთეატრ „რუსთაველს” მართავს და ბათუმში, თბილისის პარალელურად, გაიმართება პრემიერები და კინოჩვენებები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.