სიახლეები

გამაფრთხილებელი წირვა [ვიდეო]

30.05.2012
გამაფრთხილებელი წირვა [ვიდეო]

ავტორი: ეთერ თურაძე 

დღეს ბათუმში, დილის 10 საათიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, იქ, სადაც 1921 წლის მარტში, ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული იუნკრების საფლავებია, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით წირვა-ლოცვა ტარდება.

წირვამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მედიასთან კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ 4 მარტს გაიმართებოდა გამაფრთხილებელი წირვა, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ.

დეკანოზმა შიო პაიჭაძემ `ტელეარხ 25~-ის ეთერში განაცხადა: „ჩვენ, ეკლესია არ არის მოძალადე მხარე, ეს იცის ყველა ქართველმა. მთავარი საკითხი რა არის თუ ეს (აზიზიეს მეჩეთი) მართლა კეთდება შეუთანხმებლად, ჩვენ ჩვენი გმირების საფლავზე დავიწყებთ ტაძრის მშენებლობას და კანონიერად, რა თქმა უნდა, მოხდება ეს იმიტომ, რომ თუ ასე წავიდა საუბარი, მაშინ სამოციქულო ეკლესია მოითხოვს სწორედ იმ ადგილებსაც, აი ინტურისტების ადგილზე იყო დიდი ყოფილი ეკლესია-სობორი. მაშინ კანონმდებლობით ჩვენ საქართველოს სამოციქულო ეკლესია… ავაშენებთ ტაძრებს… მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ის, რაც ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერიდება ამას სწორედ იმიტომ, რომ არის განთავსებული სხვა დაწესებულებები. თუმცა შეგახსენებთ, რომ ნაეკლესიარ ადგილზე არ შეიძლება რამე სხვა დაწესებულება არსებობდეს – ვერ გაიხარებს ის დაწესებულება, რომელიც ეკლესიის ფუნდამენტზეა“.

წირვის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მლოცველებს შეუერთდა ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი, იმამი ჯემალ პაქსაძე, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. „ბათუმელების” მიერ გამოკითხული 10-დან მხოლოდ ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ის ზიარების მისაღებად მივიდა დღეს იუნკრების საფლავზე,უმრავლესობა ამბობობდა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=OsJCf3FveZQ&w=560&h=315]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.